Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

Actinomycetes-

აქტინომოცეტები
სტუდენტი: საბა ლომთაძე
აგრარული ფაკულტეტი,
სპეციალობა- აგრონომია, კურსი
პირველი
აქტინომიცეტები ანუ სხივისებრი
სოკოები, არიან გარდამავალი
ორგანიზმები ბაქტერიებსა და სოკოებს
შორის. ამ ორგანიზმების თავისებურება
განისაზღვრება იმით, რომ ისინი
შუალედურ ადგილს იკავებენ სოკოებსა
და ბაქტერიებს შორის. დატოტვილი
მიცელიუმის წარმოქმნა მათ აახლოებს
სოკოებთან, ხოლო მკვეთრად
გამოხატული ბირთვის უქონლობა –
ბაქტერიულ უჯრედთან.
აქტინომიცეტების უჯრედები შეიცავენ
ბირთვულ ელემენტებს – ნუკლეოიდებს,
ქრომატინის მარცვლებს, ხოლო
სოკოებს ნამდვილი ჩამოყალიბებული
ბირთვი გააჩნიათ. აქტინომიცეტის
უჯრედი წარმოადგენს ტიპიურ
პროკარიოტულ უჯრედს, რომელშიც არ
არის ბირთვული მემბრანა,
მიტოქონდრიები და ციტოპლაზმური
რეტიკულები
მყარ საკვებ არეზე გაზრდილ აქტინომიცეტებს
უვითარდებათ მიცელიუმი- სუბსტრატული და
საჰაერო. სუბსტრატული მიცელიუმი
ვითარდება საკვები არის სიღრმეში, რომლის
ძაფები საკვებ ნივთიერებებს შეიწოვენ
სუბსტრატიდან. საჰაერო მიცელიუმი ქმნის
ბუსუსებიან, ფქვილოვან ან ხავერდოვან მასას.
ზოგჯერ საჰაერო მიცელიუმი სუსტად ან
საერთოდ არ ვითარდება. აქტინომოციტების
კოლონიები საკვები არის ზედაპირს ძნელად
სცილდებიან, თხევად საკვებ არეში კი მათ აქვთ
დამახასიათებელი ზრდა. ბულიონი გამჭირვალე
რჩება, ხოლო ჭურჭლის კედელსა და ფსკერზე
ერთმანეთში გადახლართული ჰიფებისაგან
წარმოიქმნება მკვრივი გინდები.
აქტინომიციტები წარმოქმნიან სახვადასხვა
სახის პიგმენტებს, რის გამოც მათი მიცელიუმი
ხშირად პიგმენტირებულია წითლად, მწვანედ,
შავად, ლურჯად, ვარდისფრად, იისფრად,
ყვითლად, ნარინჯისფრად, ყავისფრად და
სხვა. წარმომქნიან უხსნად და უხსნად
პიგმენტებს. მრავლდებიან საჰაერო
მიცელიუმის ფრაგმენტებით, სპორებით,
კონიდიებით რომლებიც ვითარდებიან
სპეციალურ ორგანოებში- სპორანგიუმებში.
აქტინომიციტების სპორები არ არიანს გამძლე
გახურების მიმართ. თერმოფილური
ბაქტერიები წარმოქმნიან
თერმორეზისტენტულ სპორებს. ისინი
სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 100
ცელსიუს გრადუსზე ერთი საათის
განმავლობაში. აქტინიმიციტებს შორის
გვხვდება დაბალორგანიზებული
წარმომადგენლები. ასეთია გვარი
Proatinomyces ანუ Nacardia. მისი მიცელიუმი
იშლება ჩხირებად ან კოკებად. მყარი არის
ზედაპირზე წარმოქმნის საკმაოდ მჭიდრო
კოლონიებს, რომლებიც თითქმის არ არის
ჩაზრდილი სუბსტრატში, საჰაერო მიცელიუმს
აქტინომიცეტები ფართოდ არის გავრცელებული
ბუნებაში და დიდ როლს თამაშობს ნიადაგის
წარმოქმნის და ჰუმუსის შექმნის პროცესში.
ნიადაგში აქტინომიცეტებს შორის მრავალი
ანტაგონისტია, რომლებიც თავისი
ცხოველმყოფელობის პროდუქტებით
ანადგურებენ სხვა მიკროორგანიზმებს, მათ
შორის დაავადებათა გამომწვევებსაც. ამის გამო
აქტინომიცეტის მრავალი სახეობა გამოიყენებსა
ანტიბიოტიკების საწარმოებლად. მაგალითად
შეიძლება მოვიყვანოთ Streptomyces griseus,
რომელიც სტრეპტომიცინის პროდუცენტია და
სხვა მრავალი. აქტინომიცეტები ასევე
წარმოადგენენ ვიტამინების, ჰორმონების,
ფერმენტების, ტოქსინების, ზრდის
ნივთიერებების, ამინომჟავების და
ადამიანისათვის სხვა სასარგებლო
ნივთიერებების პროდუცენტებს. ზოგიერთი
აქტინომიცევტი პათოგენურია. მაგალითად -
რომელიც იწვევს ცხოველისა და ადამიანის
მძიმე დაავადებას act. Bovis, აქტინომიკოზს.
ცნობილია ფილტვების ატინომიკოზი, რომელიც
კლინიკური სურათით ჰგავს ფილტვის
ტუბერკულოზს.

You might also like