გამოფიტვა

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გამოფიტვა.

გამოფიტვის სახეები
გამოფიტვა ეწოდება ქანების დაშლას. იგი ხდება მიწის ზედაპირზე , მასთან ახლო ფენებში და არსებითად მიმდინარეობს ტემპერატურის
რყევის, ყინვის, წყლისა და ორგანიზმების მოქმედებით. ამიტომ გამოფიტვის ფაქტორებს უწოდებენ გამომწვევი მიზეზების მიხედვით არჩევენ
გამოფიტვის სამ ტიპს: ფიზიკურს(მექანიკურს), ქიმიურს და ორგანულს.მექანიკური გამოფიტვისას იცვლება სხეულის ფორმა და სიდიდე ,
ქიმიური გამოფიტვისას ქიმიური შემადგენლობა. ორივე გამოფიტვა მიმდინარეობს ერთდროულად , მაგრამ მშრალ ჭარბობს მექანიკური ,
ტენიანში ქიმიური.
• მექანიკური გამოფიტვის მთავარიო ფაქტორია
ტემპერატურის რყევა. დედამიწის ზედაპირზე
თითქმის არაა ისეთი ადგილი, სადაც დღე-
ღამური ტემპერატურა ურყევი იყოს. იგი მეტ-
ნაკლებად ყველგან იცვლება. ამიტომ
ყოველდღიურად იცვლება ქანების ზედაპირული
ნაწილის მოცულობაც, რადგან იგი დღისით
თბება და ფართოვდება, ღამით კი ცივდება და
იკუმშება. ტემპერატურის გავლენით ქანების
დაშლას ტემპერატურული (თერმული)
გამოფითვა ეწოდება. ადვილად იშლება
არაერთგვაროვანი აგებულების და
მსხვილმარცლოვანი ქანი, ვიდრე
ერთგვაროვანი და წვრილმარცვლოვანი,
რადგან სხვადასხვა მინერალებს სხვადასხვა
სითბური კოეფიციენტი აქვს, სხვადასხვანაირად
ფართოვდება და აწვება ერთიმეორეს.
მექანიკუირი გამოფოტვის მძლავრი ფაქტორია
ყინვაც. ამ გზით ქანების დაშლას მყინვარული
გამოფიტვა ჰქვია. მას ადგილი აქვს
წყალშემცველ ქანებში და ისეთ რაიონებში,
სადაც გრუნტი დროგამოშვებით იყინება, რადგან
გაყინვისას წყლის მოცულობა დაახლოებით 9%-
ით მატულობს, ყინული მძლავრად აწვება იმ
სიცარიელების კედლებს, რომლებშიც
მოთავსებულია და ფშვნის ქანებს.
• ქიმიური გამოფითვისას მთავარი ფაქტორია
წყალი, მაგრამ იგი ხდება ჟანგბადის,
ნახშიროჟანგის და ორგანიზმების მოქმედებითაც.
ამიტომ ქიმიური გამოფიტვა ყველაზე ინტენსიურია
ტენიან ჰავაში. ქიმიური გამოფიტვა ინტენსიურია
ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, რადგან
აქ ტემპერატურა მაღალია და ნიადაგში
ნახშიროჟანგიც მეტია. ქიმიური გამოფიტვა
დამოკიდებულია ქანების შემადგენლობასა და
მექანიკური დაშლა-დანაპრალების ხარისხზეც,
რადგან ხსნადი ქანები ადვილად იფიტება,
ნაკლებხსნადი ძნელად. ქიმიური გამოფიტვის
საბოლოო შედეგია გახსნილი ნივთიერებები და
თიხა. ქიმიური გამოფიტვა ძირითადად ხდება
გრუნტის წყლის დონემდე, რადგან ქვევით ჰაერი
ძნელად აღწევს.
• მექანიკური გამოფიტვის შედეგად მიიღება
სხვადასხვა სიდიდის ნამტვრევები ლოდები,
ღორღი, როჭკი, ქვიშა, მტვერი; ქიმიური
გამოფიტვისას დროს კი თიხები, მარილები და
სხვა წარმონაქმნები. ყველა ამათ გამოფიტვის
პროდუქტები ჰქვია. მასში არჩევენ ორ ნაწილს -
შთენულს(უძრავს) და მოძრავს.უძრავს
მიეკუთვნება ნამტვრევები და თიხები; მოძრავს
კი- მარილები და სხვა ხსნადი ნაერთები. მიწის
იმ ფენას, რომელშიც გამოფიტვა ხდება,
გამოფითვის ქერქი ჰქვია. არჩევენ: ფართობულ,
ხაზობრივ, თანამედროვე და ძველი
გამოფიტვის ქერქს. ფართობული ხდება დიდ
ფართობზე ხაზობრივი ნაპრალების, ძარღვების,
გასწვრივ; თანამედროვე ელუვიონი; ძველი კი
გეოლოგიურ წარსულში წარმოქმნილი
გამოფიტვის ქერქები.

You might also like