Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ჰაერი და მისი აგროეკოლოგიური მნიშვნელობა

ატმოსფერული ჰაერი უაღერსად მნიშვნელოვანია


ცოცხალი ორგანიზმებისათვის, მათ შორის
მცენარეებისათვის.მისი შედგენილობა შედარებით
მყარია მცენარის გავრცელების ზედა საზღვრამდე.
აბსოლუტური მშრალი ჰაეროი შეიცავს აზოტს-78%,
ჟანგბადს -21%, ნახშიროჟანგს -0,03%, ერთ პროცენტ
არგონს, წყალბადის კვალს და სხვა გაზებს,
ელექტროენერგიას უმნიშვნელო რაოდენობით.
მცენარისთვის ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს
ჟანგბადს და ნახშიროჟანგს. ჟანგბადი აუცილებელია
სუნთქვის პროცესისათვის. მას ძირითადად მწვანე
მცენარეები წარმოქმნიან ფოტოსინთეზის პროცესში.
მისი დეფოიციტისგან არსდროს იჩაგრება მცენარე, თუ
სხვა გაუთვალისწინებელი მიზეზი არ აფერხებს
სუნთქვას.
• ჟანგბადს დიდი მნიშვნელობა აქვს თესლის
აღმოცენებისათვის, ამიტომ ნიადაგის კარგად დამუშავება
აუმჯობესებს აერაციას და უზრუნველყოფს თესლების
ნორმალურად განვითარებას. ჟანგბადის ნაკლებობისას
შემჩნეულია აგრეთვე, რომ მცენარეზე აღინიშნება
ქსოვილების ფხვიერი ნაზარდები, ფესვებში უჯერდების
კედლები თხელია, რომლებიც ცუდად იტოტებიან,
წარმოიქმნება ახალი დამატებითი ფესვები ღეროების
ძირში, ფესვები მოკლდება და უჭირავთ უფრო ზედაპირული
მდგომარეობა. ნახშიროჟანგი მეტად მნიშვნელოვანია
ეკოლოგიური ფაქტორია მცენარეებისთვის, იგი ხმარდება
ძირითადად სასიცოცხლო პროცესს ფოტოსინთეზს-
არაორგანული ნივთიერებიდან ორგანული ნივთირებების
სინთეზს. ერთ ლიტრ ჰაერში არის მხოლოდ 57 მგ
ნახშიროჟანგი, ხოლო ნიადაგში მისი რაოდენობა მეტია და
0,12-2,5% აღწევს. მისი რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ
მაინც იცვლება წლების, წლის დროისა და დღე-ღამის
განმავლობაში. გამოანგარიშებულია, რომ ატმოსფეროში
ნახშიროჟანგის რაოდენობა 2000 მილიონ კგ-ს უდრის,
ხოლო მწვანე მცენარეულობა კი ყოველწლიურად 60
მილიონამდე კილოგრამ ნახშიროჟანგს იყენებს.
• მცენარესთვის ჰაერის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ
მასში შემავალი გაზის შედგენილობით, აქ მნიშვნელოვან როლს
ასრულებს აგრეთვე მის მოძრაობაც. ჰაერის მასების
ჰორიზონტალური მიმართილებით გადადგილებას ქარი ეწოდება,
რომლის წარმოშობის მიზეზია სხვადასხვა ადგილზე ატმოსფერული
წნევის არაერთგვაროვნება. ქარებს აქვს როგორც დადებითი ისე
უარყოფითი მნიშვნელობა და ის დედამიწაზე გარკვეული
კანონზომიერებით მოძრაობს. ქარების სისწრაფეს ზომავენ
ანემომეტრით და გამოსახავენ მეტრ წამებში. ქარის სიჩქარეზე
გავლენას ახდენს ზედაპირის მდგომარეობა. ოკეანის ზედაპირზე
ქარის სიჩქარე უდიდესია, ხოლო დედამიწის უსწორმასწორო
ადგილებში კი მცირდება. განსხვავებულია იგი ხევებში , ზეგანზე,
ქალაქებსა და სოფლებში, მასზე დიდ გავლენას ახდენს
მცენარეული საფარი.
• ქარი აუცილებელი ფაქტორია სანიტარული თვალსაზრისით .
იგი ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას, გაფანტვას. მცენარეზე
ქარის მაქმედებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
მოქმედება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან
არაპირდაპირი ხასითი. ქარს დიდ მანძილზე შეუძლია
გადაიტანოს მცენარის მტვრის მარცვლები და თესლი, რითაც
ხელს უწყობს განაყოფირების პროცესს და მცენარის
გავრცელებას. მკვლევართა დაკვირვებამ უჩვენა, რომ ზოგ
შემთხვევაში ქარს შეუძლია მცენარის მტვერი გადაიტანოს
700 კმ მანძილზე. არის მცენარეეების, რომლებიც მხოლოდ
ქარის მეშვეობით იმტვერება, რომელთაც ანემოფილური
მცენარეები ჰქვია.ქარის უარყოფითი მოქმედება მეტად
საგრძნობია. უპირველეს ყოვლისა, იგი მექანიკურად
აზიანებს მცენარეებს( ამოთხრა, გადამტვრევა, ფოთლების
დაფლეთა). ძლიერი ქარი ზოგჯერ მთლიანად თხრის და
იტაცებს მას, მით უმეტს ახალგაზრდობის ფაზაში. ნაყოფის
ჩამოცვენისა და გაფუჭების გამო მკვეთრად ამცირებს
მოსავალსა და მოსავლიანობას.

You might also like