Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ძველი ქართული

ხელნაწერები
ავტორი: ლიზი აფრასიძე
ადიშის სახარება

ადიშის ოთხთავი — ძველი ქართული ენისა და მწერლობის


უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან  ოთხთავთა  შორის უძველესი
(895). ნუსხა. ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული (ზომა 30 x25 სმ).
ნაწერია მრგვლოვანი ხელით, ორ სვეტად . 1-5 ფურცელი
შემკულია მინიატურებით. მისი დამკვეთი არის სოფრონი ,
გადამწერი მიქაელი, ყდაში ჩამსმელი კი - მიქაელ მოდრეკილი
ადიშის ოთხთავის გარეკანის პირველი შრე შესრულებულია IX
საუკუნის გარეკანის ოსტატის, მიქაელის მიერ. წარმოადგენს
ტყავისა და მეტალის კომბინაციას. სქელ, სწორად მოჭრილ ხის
დაფბზე ტყავის სამი ფენა შეიმჩნევა. პირველი შრე, რომელიც IX
საუკუნისაა, ფრაგმენტულია და ამოუტვიფრავი.
მეორე, X საკუნის შრე შენარჩუნებულია მხოლოდ ზედა ფრთის
.

ცენტრალურ ნაწილში. ტყავი ძლიერ დაზიანებულია, მასზე


ამოტვიფრულია წრეში ჩახაზული ჯვრის სტილიზებული ფორმა.
ამოტვიფრულ ტყავის ზედაპირზე დამაგრებულია გრავირებული,
საშუალო ზომის ტოლფერდა ჯვარი XIV საუკუნიდან. ვერცხლზე
ამოკვეთილია ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტი .
მესამე სქელი ტყავის შრე XVI საუკუნით თარიღდება. ეს შრე
ამჟამად მოხეულია და მხოლოდ ყუის მხარესაა შემორჩენილი .
ადიშის ოთხთავის
ისტორია
გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში. ხელნაწერის დამკვეთი
გახლავთ სოფრონი, რასაც ადასტურებს წიგნის ბოლოს მოთავსებული
ანდერძი:
„ღირს ვიქმენ მე, გლახაკი სოფრონ, აღსრულებად. წმიდასა ამას წიგნსა
სახარებასა ოთხთავსა ფრიადითა მოღუაწებითა სულიერთა ძმათა
ჩემთაითა, სალოცველად ყოვლისა ამის კრებულისათვს და ყოველთა
ნათესავთა ჩუენ ათაკორციელად, და სალოცველად მეფეთა ჩუენთა–
ღმრთივ დიდებულისა ადრნერსე კურაპალატისა და ღმრთივ ბოძთა
ნაშობთა მათთა დავით ერისთვისა და მეუღლეთა და ნაშობთა მა
თთათვს, და სალოცველა(დ) სულისა გარდაცვალებულთათვს: სულისა
მამისა გრიგოლისა, სულისა მამისა გაბრიელისისა და ყოველთა ძმათა
ჩუენთა გარდაცვალებულთათუს და სულთა მეფეთა ჩუენთათვს: არსენისა ,
დავითისა, აშოტისა და ყოველთა თვსთა გარდაცვალებულთათუს. “
ეს წიგნი თითქმის 700 წელი ინახებოდა შატბერდში. შემდეგ ნიკოლაოს
ჯუმათელმა გურიაში, კერძოდ ჯუმათის მონასტერში გადაიტანა, სადაც
დიდხანს არ ყოფილა და საბოლოოდ სვანეთში დაიდო ბინა. რუსი
მკვლვარის აღმოჩენის შემდეგ, იგი არაერთი მეცნიერის ინტერესის
საგანი გახდა და დღესაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ინახება.
ანდერძში, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სოფრონი, მამა გრიგოლი და
კურაპალატთა საგვარეულო ფიგურირებს.
ჯრუჭის I სახარება
ჯრუჭის I ოთხთავი —X საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი
ქართული ოთხთავის უძველესი რედაქციაა და ერთ-ერთი პირველია
კლასიკურად ილუსტრირებულ ხელნაწერთაგან.
გადაწერილია შატბერდის მონასტერში, კალიგრაფ გაბრიელის
მიერ 936 წელს. ხელნაწერი მოხატულია თევდორე კამარათმწერლის
მიერ, მომგებელი კი გრიგოლ მირდატის ძეა. 
ანდერძი
„ღირს ვიქმენ მე გრიგოლ დაწერად წ~ა ესე სახარება ჴელითა გაბრიელ
მღვდელთა ნარჩევისათა თავად მეფისა ჩემისა სუმბატის
სალოცველად... დასაბამითგან წელნი იყვნეს: ხფმ: (6540), ქ~ნი იყო:
რნვ: (156)“
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 297 ფურცელს;
ფურცლის ზომებია 26X21 სმ. გადაწერილია ასომთავრულით, შავი
მელნით, სათაურები და საზედაო ასოები კი სინგურითაა შესრულებული.
მათესა და მარკოზის სახარებების ბოლო ნაწილები, რომლებიც
მინიატიურებიან ფურცლებზე სრულდება, მხატვრის მიერაა
გადაწერილი. 
ჯრუჭის I ოთხთავი ერთადერთი ხელნაწერია ამ ეპოქიდან, რომელშიც
მომხატველის სახელი მოხსენიებულია. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით,
კამარებით, რვა კანონითა და რვა მინიატიურით. წინ წამძღვარებული
აქვს კვადრიფოლიუმის მოყვანილობის ჯვარი, თაღოვან ჩარჩოში
ჩასმული ღვთისმშობელი ყრმითურთ, მახარებლებისა და კურნების
სცენები.
ჯრუჭის I ოთხთავი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში.
პარხლის I სახარება

პარხლის I ოთხთავი — ქართული ხელნაწერი, დაცულია


საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შეიცავს 260 ფურცელს,
ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ
ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და
შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: „მე იოვანე ბერამან, მწერალმან
შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად
ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია: „დაიწერა
დასაბამითგანთა წელთა ხფოზ. ქრონიკონი იყო რჟგ".
პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ
გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა".
ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალის მღვდელთან, ვინმე სუხიევთან
(სუხიაშვილთან). ამ უკანასკნელის სიტყვებით სახარება მას გორიდან ჰქონდა
წაღებული, იგი ეკუთვნოდა იბანე აბაშიძის ქვრივს. ვინაიდან მღვდელმა არ
ინდომა სახარების გადაცემა, ეყვთიმე თაყაიშვილი მასთან დადიოდა და
სწავლობდა ხელნაწერს. როგორც გაირკვა, სახარება გადაწერილი ყოფილა
იმავე იოვაბე ბერაის მიერ, რომელსაც გადაუწერია შატბერდის კრებული, რაც
საშუალებას იძლეოდა შატბერდის უთარიღო ხელნაწერის დათარიღებისა. მ.
სუხიაშვილისის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერს ვეღარ მიაგნეს. 1920
წელს ოთხთავი უნივერსიტეტში მიიტანა გერმანიის კონსულმა, რომლისთვისაც
შესაძენად შეუთავაზებიათ ეს უკანასკნელი. პირი, რომელსაც განთქმული
ოთხთავი თავისად მიაჩნდა, იძულებული შეიქნა უნივერსიტეტისათვის დაეთმო
იგი. ასე გადაურჩა ეს ხელნაწერი უცხოეთში გაყიდვას.
პარხლის ოთხთავი ორ სხვა ხელნაწერთან ერთად გამოსცა აკაკი შანიძემ 1945
წელს.
შატბერდის კრებული

შატბერდის კრებული — X საუკუნის ცნობილი ქართული


ხელნაწერის სახელწოდება. 
1888 წელს ნიკო მარმა აღწერა წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების ხელნაწერთა ის კოლექცია, რომელიც
საოგადოებას დავით რექტორის ძმისშვილმა, მღვდელმა დიმიტრი
ალექსი მესხიშვილმა შესწირა. მათ შორის ყოფილა ის ხელნაწერიც,
რომელიც დღეს „შატებრდის კრებულის“ სახელით არის ცნობილი.
ნიკო მარის ნებართვის გარეშე კრებულის აღწერილობა
გამოქვეყნებულა გაზეთ “ივერიაში”, 239–ე ნომერში. აღწერილობის
გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში კრებულს წერილები და
გამოკვლევები მიუძღვნეს თეოდორე ჟორდანია , დიმიტრი
ბაქრაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, (სწორედ მან უწოდა კრებულს
სახელწოდება „შატებრდის კრებული“), მოსე ჯანაშვილმა.
შატბერდის კრებული დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში.

კრებული გადაწერილი უნდა იყოს შატბერდის ლავრაში,


რომელიც გრიგოლ ხანძთელს აუშენებია ბაგრატ კურაპალატის
შემწეობით. ხელნაწერი თარიღდება X საუკუნის 60–70-იანი
წლებით. 
შატბერდის კრებულში შემავალი
თხზულებები:
• თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელ ეპისკოპოსისა, კაცისა შესაქმისათჳს, რომელი მიუწერა ძმასა
თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა;
• თუალთაჲ ეპიფანე კვიპრელისაი თქუმული;
• მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ წიგნთაგან თქუმული წმიდისა ბასილი ებისკოპოსისა კესარიელისა
•– ეპიფანე კვიპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა;
• – დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან;
•– იპოლიტე რომაელი, ქრონიკონი;
• იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა;
• წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ–იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხა;
• თქუმული იპოლიტესი დავითისთჳს და გოლიადისთჳს განმარტებაჲ;
• ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ;
• ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს;
• სიტყუაჲ წმიდისა იპოლიტეისი სარწმუნოვებისათჳს;
• თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იპოლიტესი მთავარებისკოპოსისაი სახეჱ აღთქუმისაჲ;
•მოქცევაი ქართლისაი;
• ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი ებისკოპოს იქმნა ქალაქსა ნასიბინს;
• ნეტარი თეოდორიტე კვირელი - თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაი.
ოშკის ბიბლია

ოშკის ბიბლია, ათონის ბიბლია — ქართული ხელნაწერი,


რომელიც ძველი აღთქმის წიგნებს შეიცავს.
გადაწერილია 978წელს სამხრეთ საქართველოში, ოშკის
ლავრაში, იოანე თორნიკ-ყოფილის დაკვეთით ათონის
ქართველთა მონასტრისთვის. ნაწერია ეტრატზე, ნუსხური ხელით,
დეკორისა და ილუსტრაციების გარეშე. 
ხელნაწერი თავდაპირველად სამ ტომად ყოფილა აკინძული.
მასში შედიოდა წიგნები: დაბადებისაჲ, გამოსვლათაჲ,
ველიტელთაჲ, რიცხუთაჲ, მეორე სჯულისაჲ, ისუ ნავესი, რუთისი,
იობისი (I ტ.); მფეთაჲ (I — IV წგნ.), იგავნი სოლომონისნი,
ეკლესიასტე, ქებათა-ქებაჲ, სიბრძნე სოლომონისი, ისუ ზირაქისი
და 12 მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები (II ტ.), დიდ
წინასწარმეტყველთა წიგნები. ხელნაწერში არ ყოფილა შეტანილი
ფსალმუნი, ნეშტთა და მაკაბელთა წიგნები. ხელნაწერის სამივე
ტომი შეიცავდა 1300-მდე ფურცელს.
ჩვენამდე მოღწეულია ბიბლიის მთლიან ხელნაწერთაგან ოშკის
ბიბლია უძველესია, მაგრამ ბიბლიის ტექსტები (როგორც ძველი,
ისე ახალი აღთქმისა) უფრო ადრეც არსებობდა ქართულ ენაზე;
ოშკის ბიბლია დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ
კოლექციაში ინახება.
ბერთის II სახარება

მეორე ოთხთავის ხელნაწერი შეიცავს 342 ფურცელს, ზომით – 24.5


X 17.5; დაწერილია ეტრატზე ნუსხურით ორ სვეტად. მინაწერების
თანახმად, ოთხთავი დაუწერია და უბოძებია ბერთის
მონასტრისათვის იოანე ოპიზის მოძღვარს, იოანე მთავარაისძის
აღზრდილს. 1921 წელს ხელნაწერი გადაიტანეს პარიზში და 1945
წელს დააბრუნეს, იგი შემკულია მახარებელთა გამოსახულებებით.
მახარებლები დაკვეთილია იოანე ოპიზელის მიერ.
ბერთის მეორე ოთხთავი ჩასმულია ბეშქენ ოპიზარის მიერ
მოჭედილ ყდაში (მოოქრული ვერცხლი). ჭედური ყდის
საერთო კომპოზიცია მსგავსია ბექა ოპიზარის მიერ XII ს.
წყაროსთავის ოთხთავის ჭედური ყდისა, როგორც ჩანს,
სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ოპიზის
საგანმანათლებლო ცენტრის მხატვრულ სკოლასთან
არსებობდა დამოუკიდებელი და თავისებური, ნაციონალურ
ნიადაგზე აღმოცენებული საოქრომჭედლო სახელოსნო.
ბერთის მეორე ოთხთავის ჭედური ყდის ზედა მხარეს
გამოსახულია ჯვარცმის რელიეფური კომპოზიცია, ხოლო
ზურგის მხარეს – ვედრება
წყაროსთავის II სახარება

წყაროსთავის II ოთხთავი ანუ სახარება — სახარების ქართული
ხელნაწერი, რომელიც თამარის მეფობის დროს, 1195 წელსაა
გადანუსხული და შემკული მღვდელთმთავარ იოანე საფარელ-
მტბევარის დაკვეთით წყაროსთავის მონასტრისათვის. ინახებოდა
ჯერ გელათში, ამჟამად კი — ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ხელნაწერი (25,1x17,9 სმ) დათარიღებულია (1195 წ.). მინაწერები
იხსენიებს გადამწერთ — იოვანე ფუკარალისძეს, მნათი და გიორგი
სეთაისძეებს, ასევე შემკვეთს — იოანე საფარელ-მტბევარს, თამარ
მეფესა და მის მეუღლეს, დავითს.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შედგება 277 ფურცლისაგან;
ფურცლის ზომებია 25X18 სმ. ხელნაწერი შესრულებულია
კლასიკური ნუსხურით. თითოეული თავის დასაწყისში მახარებლების
სურათებია ჩართული. ხელნაწერს კამარები და სხვა დეკორატიული
სამკაული არ ახლავს. ხელნაწერის მოოქროვილი ვერცხლის მოჭედილი
ყდა ბექა ოპიზარის ნამუშევარია. გარეკანის წინა მხარეს გამოსახულია
„ჯვარცმის“, ხოლო უკანა მხარეს — „ვედრების“ სცენები. წარწერაში
მოხსენიებულია „ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი“.
მადლობა ყურადღებისთვის!

ავტორი: ლიზი აფრასიძე.


გამოყენებული მასალა: ვიკიპედია

You might also like