ლექცია-4 სულფიდები

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 14

ლექცია 4

სულფიდები
სულფიდები მეტალების და ზოგიერთი არამეტალის გოგირდნაერთებია. ქიმიურად გოგირდწყალბადმჟავას
H2S მარილებს წარმოადგენს. სულფიდების წარმომქმნელი მთავარი ელემენტებია:Fe, Zn, Cu, Mo, Ag, Hg, Pb, Bi, Ni,
Co, Mn, V, Ga, Ge, As, Sb. საერთო დამახასიათებელი ფიზიკური თვისებებია: მეტალური ელვარება, შედარებით
დაბალი სიმაგრე, მაღალი ხვედრითი წონა, მაღალი და საშუალო არეკვლის თვისება. შეადგენენ რა მიწის
ქერქის 0,15%-ს, ფართოდ გავრცელებულია ბუნებაში. წარმოადგენენ ბევრი მეტალის მადნებს -Cu, Ag, Hg (HgS),
Zn, Pb, Sb, Co, Ni და სხვ. გოგირდწყალბადი და სულფიდები ხშირად ნავთობისა და გაზის თანხმლებებად
გვევლინება და მინერალურ წყაროებში გვხვდება (თბილისი,კუმისი). გარკვეული სულფიდები ფართოდ
გვხვდება ნიადაგის ზედა ფენებში.
გალენიტი (ლათ. Galena - ტყვიის მადანი) - ქიმიური ფორმულაა PbS. სინონიმია - ტყვიის კრიალა (ზოგადად,
სულფიდებს,რომლებსაც აქვს ვერცხლისებრ-ნაცრისფერი ფერი და მეტალური ელვარება, უწოდებენ
კრიალებს). ტერმინი«galena» პირველად რომაელმა მწერალმა და ნატურალისტმა პლინიუსმა პირველმა
გამოიყენა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ფერი - ტყვიისებრ-ნაცრისფერი, ხაზის ფერი - ტყვიისებრ-
ნაცრისფერი, ელვარება - მეტალური, ხვედრითი წონა - 7,2-7,6 გ/სმ3, ტკეჩვადობა - სრული,სამი მიმართულებით
კუბის წახნაგების მიმართ. დარტყმისას იშლება მცირე კუბებად და ქმნის საფეხურისებრ ზედაპირებს. აქვს
მარცვლოვანი (ფირფიტისებრი) ჩანაწინწკლების, კრისტალური (კუბები, ოქტაედრები,
პენტაგონდოდეკაედრები) ჰაბიტუსი. სინგონია - კუბური. ნაწილობრივ ჭედვადი. იშლება ძლიერ
მჟავებში.მარილმჟავასთან ხსნარი იძლევა ტყვიის ქლორიდის ხაჭოსებრ ფხვნილს,რომელიც იშლება ცხელ
წყალში. ჟანგვისას შავდება. მუდმივ თანამგზავრს წარმოადგენს სფალერიტი.
გალენიტი ტყვიის ძირითად მადანს წარმოადგენს. როგორც მინარევი, მისგან ვერცხლის ამოღებაც ხდება.
ტყვიისგან მზადდება აკუმულატორების ფირფიტები, შენადნობები (ბაბიტები, ტიპოგრაფიული შენადნობი,ტყვიის
ბრინჯაო), ტყვიის მილები და ფილები,რენტგენოტექნიკაში რენტგენოიზოლატორები, ტყვიის ნაერთებისგან
მზადდება საღებავები - ტყვიის თეთრა, ყვითელი, სურინჯი (minium), კრონი; სელის ოლიფა, გამოიყენება ბროლის
მინის დამზადებაში. ტყვია-თუთიის მსხვილი საბადოები არის კანადაში, ავსტრალიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში,
მექსიკაში, პერუში, რუსეთში. საქართველოში ტყვია-თუთიის დიდი საბადო არის კვაისაში (სამაჩაბლო).
სფალერიტი (ბერძ. Σφαλερός - მატყუარა, ტყუარა) – ZnS. თუთიის ტყუარა (ზოგადად,სულფიდებს,რომლებსაც აქვთ
განუსაზღვრელი ფერები და არამეტალური ელვარება, უწოდებენ ტყუარებს). სახელწოდება უკავშირდება
რთულად განსაზღვრებას. თაფლისებრ-ყვითელ სახეობას უწოდებენ თაფლის ტყუარას, ფორთოხლისებრ-
წითელს - რუბინის ტყუარას, კლეიოფანს - ღია ფერის ან უფეროს (თითქმის მინარევევის გარეშე), ფერი
იცვლება თითქმის უფეროდან შავამდე, ყავისფრის გავლით. ელვარება ვარირებს ალმასურიდან მქრქალამდე,
ხაზის ფერი - თეთრი ან ღია ყვითელი, ან ღია მურა. უმთავრესად შეიცავს 20%-მდე რკინის მინარევს
(მარმარიტი),რომელიც ძლიერ ცვლის მის თვისებებს. ხანდახან შეიცავს Cd-ს - 5%-მდე შემცველობის შემთხვევაში
ეწოდება პრშიბრამიტი. სინგონია კუბური. გვხვდება სფალერიტის კარგად განვითარებული კრისტალების
დრუზებიც, ერთიანი მასებიც და ნადენი სტალაქტიტური და თირკმლისებრი ფორმებიც. აქვს სრული ტკეჩვადობა
სამი მიმართულებით და ხანდახან წარმოქმნის პოლისინთეთურ მრჩობლებს. სიმაგრე - 3-4, ხვედრითი წონა - 3,5-
4,2. ელექტრობას არ ატარებს, ზოგი სახეობა ხახუნისას ან გასკდომისას ფოსფორისცირებს. იხსნება HCl-ში H2S-
ის, კონცენტრირებულ HNO3-ში გოგირდის გამოყოფით. მოიპოვება ესპანეთში, მექსიკაში, კანადაში,
ავსტრალიაში, რუსეთში, საქართველოში (კვაისის საბადო სამაჩაბლოში).
სფალერიტი თუთიის მთავარი მადანია. თანმხლებად მისგან მოიპოვება Cd, In, Ga. ქიმიურად სუფთა
სფალერიტისგან მზადდება ლუმინოფორები, რომლებიც ვერცხლისა და სპილენძის აქტივაციისას
გამოიყენება კინესკოპებში. სფალერიტს იყენებენ სხვადასხვა სასიგნალო აპარატურაში მანათობელი
საღებავების დასამზადებლად. დაწახნაგებული სფალერიტი შეიძლება მივიჩნიოთ ყვითელი ფერის
საიუველირო ქვად, თუმცა ამგვარად იშვიათად გამოიყენება სიმყიფის გამო,ამასთან ფასობს
კოლექციონერებთან. თუთისგან ღებულობენ თუთიის თეთრას.
ვურციტი (სხივოსნური ტყუარა) - სფალერიტის ჰექსაგონური სტრუქტურის მოდიფიკაცია. ფერი სფალერიტივით
ვარირებს თითქმის უფეროდან მურა-ყავისფერამდე. 1020 გრადუსზე გადადის სფალერიტში. მისი
იზომორფული სახეობაა გრინოკიტი - CdS (ფორთოხლისებრი, ყვითელი, წითელი, მურა, მწვანე). ხაზის ფერი -
ღია-ყავისფრაიდან წითელ-მურამდე. ელვარება - ალმასურიდან ცხიმოვანამდე. მყიფე. ნიჟარისებრი
მონატეხით. სიმაგრე - 3-3,5. ხვედრითი წონა - 4,9-5,0. ავლენს ღია ყვითელ-ფორთოხლისფერ-წითელ
ლუმინესცენციას. გრინოკიტისგან მზადდება კადმიუმის ყვითელი და წითელი საღებავები .
პირიტი (ბერძ.“პირ“- ცეცხლი) – FeS2. სინონიმი - გოგირდის ალმადანი (ზოგადად, სულფიდებს,რომელთა ფერი
თითბრისფერ-ყვითელი,ხოლო ელვარება მეტალური აქვთ, ალმადანებს უწოდებენ). სინგონია - კუბური, ფერი
თითბრისებრ-ყვითელი, ხაზის ფერი - შავი, ელვარება ძლიერ მეტალური. დარტყმისას გამოსცემს
ნაპერწკლებს. იხსნება HCl-ში H2S-ის გამოყოფით. ძალიან დიდი გავრცელება აქვს ბევრგვარ გრუნტებში, სადაც
გრუნტის და პოსტმაგმურ წყალთან კომტაქტში წარმოქმნის გოგირდმჟავას.
პირიტს ახასიათებს კარგად განვითარებული კრისტალების წარმოქმნა,რომელთა წახნაგებზე ხშირია
დაშტრიხვის არსებობა. ფერითა და ელვარებით ჰგავს ოქროს (ხშირად უწოდებენ „ცრუ ოქროს“ ან
„სულელების ოქროს“), მაგრამ განსხვავდება ხაზის ფერით. სიმაგრე - 6-6,5 (კაწრავს მინას), ხვ.წ. – 4,9-5,2.
პირიტის პოლიმორფულ სახეობას წარმოადგენს რომბული მარკაზიტი, რომელსაც პირიტისგან განსხვავებით
ახასიათებს ფირფიტოვანი, სოლისებური კრისტალები და ხშირად წარმოქმნის სეკრეციებს.
სინგური HgS – სანსკრიტზე ნიშნავს „დრაკონის სისხის წვეთებს“, ქანში ჩანაწინწკების გამო. სინგონია -
ტრიგონული. წარმოქმნის როგორც კარგად განვითარებულ კრისტალებს (რომლებსაც ძალიან ორიგინალური
სიმეტრია აქვთ - ჰექსაგონური იერი კვარცისთვის დამახასიათებელი სიმეტრიით). ხშირია მრჩობლები. აქვს
ერთიანი მასების, ფხვნილისებრი წანაცხების, თირკმლისებური ფორმების და სხვა მინერალებთან რთული
ნაზავების აგრეგატები. ფერი - წითელი, სიმაგრე - 2-2,5, ხვ.წ. – 8,09-8,20. მყიფეა, ელექტროგაუმტარია. 200
გრადუსზე იწყებს ორთქლის გამოყოფას. იხსნება თეძაფში. ქლორი იწვევს სინგურის სრულ დაშლას.
გამოიყენება ვერცხლისწყლის მისაღებად, ოქროს ამალგამირებისთვის. წარმოადგენს ძვირფასი წითელი
საღებავის პიგმენტს.
საბადოები ცნობილია ესპანეთში (ალმადენა), იტალიის ალპებში, კალიფორნიაში, პერუში, ციმბირში,
კავკასიონზე (აფხაზეთში).
სინგურის წითლის გამოყენება ფერწერასა და კერამიკაში
რეალგარი AsS . სინგონია - მონოკლინური, კრისტალებს აქვს წაგრძელებული პრიზმების ფორმა, წახნაგებზე
დაშტრიხვით. გვხვდება, აგრეთვე, ერთიანად მარცვლოვანი აგრეგატების, ქერქების, წანაცხები, და მიწისებრ
ფხვიერი მასების სახით. ფერი - ნარინჯისფერ-წითელი, ხაზის ფერი - ღია ნარინჯისფერი, ელვარება წახნაგებზე
ალმასური,მონატეხზე - ცხიმოვანი. სიმაგრე - 1,5-2, ხვ.წ. – 3,4-3,6. აქვს ტკეჩვადობა. შუქზე თანდათან იშლება,
გადადის ჯერ ღია ნარინჯისფერ რეალგარში, შემდეგ კი აურიპიგმენტში. თეძაფში გახსნისას გამოყოფს
გოგირდს. გამოიყენება დარიშხანის მისაღებად და ნარინჟისფერი ელფერის წითელ პიგმენტად.
საქართველოში რეალგარის დიდი საბადო გვაქვს რაჭაში - ლუხუმის დარიშხანის საბადო.
აურიპიგმენტი As2S3 – (ლათ. „აურუმ“ - ოქრო, „პიგმენტუმ“ - საღებავი) სინგონია - მონოკლინური, კრისტალებს
ჩვეულებრივ პრიზმული ჰაბიტუსი აქვს და ქმნის რადიალურ-სხივოსნურ აგრეგატებს. ფერი - ლიმონისფერ-
ყვითელი,ხაზის ფერი - ყვითელი, ელვარება იცვლება ალმასურიდან მახევრადმეტალურამდე. მსხვილ
კრისტალებს ხანდახან სადაფისებრი ელვარება აქვს. სიმაგრე - 1-2, ხვ.წ. – 3,4-3,5, თხელფირფიტებს აქვს
დრეკადობა, აქვს ტკეჩვადობა. 60 გრადუსს ზევით გაცხელებისას ან ბასრი ინსტრუმენტით ძლიერი დარტყმისას
იძენს წითელ ფერს - ეს უკავშირდება კრისტალური მესერის გადაწყობას. ლღობისა და დუღილისას გამოსცემს
ნივრის მძაფრ სუნს.უნალექოდ იხსნება KOH-ში. წარმოადგენს ყვითელ პიგმენტს.
საქართველოში, რეალგართან ერთად, აურიპიგმენტი გვაქვს რაჭაში - ლუხუმის საბადო.
რეალგარის და აურიპიგმენტის საღებავები ფერწერასა და ხატწერაში
მოლიბდენიტი MoS2 -
მოლიბდენის
კრიალა.წარმოადგენს
მოლიბდენის ერთადერთ
ნედლეულს და გამოიყენება ლაქ-
საღებავების წარმოებაში
კობალტინი CoAsS .
- კობალტის
სხვადასხვა შენაერთები ძველი
დროიდან გამოიყენება მინებისა
და კერამიკული ნედლეულის
მდგრადი ლურჯი და მწვანე
საღებავებისთვის .

ქალკოპირიტი CuFeS2 -
სპილენძის ალმადანი.
ახასიათებს ჭრელი ჟღალედი.
ჟანგვის ზონაში გადადის
მალაქიტსა და აზურიტში.

ბორნიტი Cu5FeS4 -
სპილენძის ჭრელი მადანი.
ახასიათებს ლურჯ-იისფერი
ჟღალედი. ჟანგვის ზონაში
გადადის მალაქითსა და
აზურიტში

You might also like