Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 25

პოლიმერები

პრეზენტაცია მოიცავს

 რა არის პოლიმერი?
 პოლიმერების ტიპები (მიღების გზები-პოლიმერიზაცია/პოლიკონდენსაცია)
 ფაქტები პოლიმერების იტორიიდან
 პლასტმასები, პლასტმასის თვისებები
 პოლიმერების გამოყევების სფეროები
 საფრთხეები ადამიანისთვის
 პოლიმერები და ეკოლოგია
 მომავლის პოლიმერები
რა არის პოლიმერი?
 პოლიმერი მაღალმოლეკულური ნაერთია, რომლის მოლეკულის მასა
აღემატება 5000-ს.
 პოლიმერი ლათინური სიტყვაა POLYMERS, რაც ქართულად ნიშნავს
პოლი(POLI)-მრავალს
მეროს(μέρος)-ნაწილს
 მაკრომელეკულების ერთობლიობას პოლიმერი ეწოდება, ხოლო იმ
ორგანულ ნივთიერებას, რომლიც მაკრომოლეკულას წარმოქმნის
მონომერი
 შესაბამისად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მონომერი არის ერთი
ცალი ბურთულა, პოლიმერი კი ასეთი ბურთულებისაგან შემდგარი
მთლიანი მძივი.
 ხშირად პოლიმერებს გამოიყენებენ როგორც პლასტმასების
სინონიმს.
პოლიმერების ტიპები

წარმოშობის მიხედვით მაღალმოლეკულური ნივთიერებები იყოფა ბუნებრივ


მაღალმოლეკულურ ნაერთებად, ანუ ბიოპოლიმერებად და სინთეზურ
მაღალმოლეკულურ ნაერთებად.
ბიოპოლიმერები სინთეზური პოლიმერები
ბიოპოლიმერები
ბიოპოლიმერები ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბუნებრივი
პოლიმერებია; ბიოპოლიმერების მაგალითები: ცილები,
პოლისაქარიდები-როგორიცაა ცხოველებში სახამებელი და
მცენარეებში ცელულოზა.
 ცილა-ხშირად ცილებს პროტეინებსაც უწოდებენ ამით ხაზს უსვამენ მის
პირველხარისხოვნებას (“პროტოს”(ბერძ)-ვიკავებ პირველ ადგილს.)
ცილები
შედისკუნთების,შემაერთებელიქსოვილების,ხრტილების,ფრჩხილების,თმე
ბის,ძვლოვანი ქსოვილების შემადგენლობაში.
სინთეზური პოლიმერები

სინთეზური პოლიმერები მიიღება პოლიმერიზაციისა და პოლიკონდენსაციის


რეაქციებით.
სინთეზური ორგანული პოლიმერებია პოლიეთილენი (პოლიეთენი),
პოლიპროპილენი, ნეილონი, პოლისტიროლი, პოლიესტერი,
პოლიმეთილმეთაკრილატი და პოლივინილქლორიდი .
პოლიმერიზაცია

დაბალმოლეკულური ნივთიერებების მოლეკულების უფრო დიდ მოლეკულებად


შეერთების პროცესს პოლიმერიზაცია ეწოდება.
ე.ი. ამ დროს ხდება მონომერების დაკავშირება.
პოლიმერიზაცია
პოლიმერიზაციისრეაქცია სამი სტადიისგან შედგება
 მონომერის ინიცირება;

 ჯაჭვის ზრდა;

 ჯაჭვის გაწყვეტა;
პოლიკონდენსაცია

დაბალმოლეკულური ნივთიერებებისაგნ მაღალმოლეკულური ნივთიერების


წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს ხშირად წყლის (ზოგრჯერ სხვა
დაბალმოლეკულური მასის მქონე ნივთიერებების წარმოქმნა) პოლიკონდენსაცია
ეწოდება.

პოლიკონდენსაცი
გამოყოფილი ა
ნივთიერება
მონომერი.ა.
მონომერი.ბ.
პოლიმერების ტიპები

პოლიმერები ერთმანეთისგან განსხვავდება აგებულებითაც:


ხაზოვანი განშტოებული ბადისებრი
ფაქტები პოლიმერების ისტორიდან
 პირველად პლასტმასი სპილოს ძვლის ნაცვლად გამოიყენეს -
საუბარია ბილიარდის ბურთებზე. ერთ დღესაც გაირკვა, რომ
სპილოს ძვლის მოპოვება დეფიციტური გახდა. გამომგონებელმა
ჯონ უესლი ჰაიატმა ბურთი ნიტრუცელულოზისგან გააკეთა. თუმცა
პირველი ასეთი ბურთები საშიში იყო, რადგან შეჯახებისას
ფეთქდებოდა.
 ბაკელიტი - უნივერსალური პლასტმასი - 1907 წელს გამოჩნდა
ბაკელიტი, თერმოპლასტიკური მატერია, რომელიც
ელექტრომოწყობილობებში გამოიყენებოდა.
 პლასტმასის გამოყენებით მეორე მსოფლიო ომში ნაცისტები
დამარცხდნენ - 1930-40-იან წლებში სპეციალისტებმა მთელი
რიგი ახალი სინთეტიკური მასალების მოპოვება შეძლეს, მათ
შორის პოლიეთილენის. სწორედ პოლიეთილენის დახმარებით,
მოკავშირეების ავიაცია ატლანტიკის ოკეანში დატვირთული
გემების უსაფრთხო გადაადგილებას
უზრუნველყოფდა. პოლიეთილენის დახმარებით ანტენის
კაბელების სარადარო იზოლაციას ახდენდნენ
...
 პლასტმასის გარეშე არ იქნებოდა კინო - პირველი კინოკადრები ქაღალდისგან
დამზადებულ ფირებზე გადაიღეს, თუმცა მალევე ისინი ცელულოიდებით შეცვალეს.
 მუსიკალური ფირფიტები - მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ადამიანებს მუსიკის ჩაწერის
შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მუსიკოსების მოსმენა მხოლოდ ცოცხლად იყო
შესაძლებელი. ტომას ედისონმა პირველი ფონოგრაფი გამოიგონა, რომელშიც ცვილის
ცილინდრები გამოიყენებოდა. თუმცა ის დროსთან მიმართებაში მდგრადი არ
აღმოჩნდა, ამიტომ მალევე ისინი ცელულოიდებისგან დაამზადეს. მოგვიანებით უკვე
გამოჩნდა ვინილი, კასეტა და კომპაქტ-დისკები.
 რევოლუცია ჰიგიენაში - თანამედროვე პლასტმასის მასალების მოლეკულებს
იყენებდნენ როგორც სტერილიზატორებს, ამ მხრივ მათზე მოთხოვნა მედიცინაში
გაიზარდა. გაჩნდა ერთჯერადი გამოყენების შპრიცები და ა.შ.
 ერთჯერადი ჭიქები - 1960-იან წლებში პირველად გამოჩნდა ერთჯერადი მოხმარების
პლასტმასის ჭურჭელი
პლასტმასები

 პლასტმასებს უწოდებენ ბუნებრივი ან სინთეზური პოლიმერების საფუძველზე


მიღებულ მასალებს.
 ორი სახის პლასტმასი გვხვდება-თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული

თერმორეაქტიული
თერმოპლასტიკური თერმორეატიული
თერმოპლასტიკური პოლიმერები გაცხელებისას
პოლიმერი გარეგანი ძალის კარგავს ხაზოვან სტრუქტურას,
მოქმედებისას იცვლის რის გამოც ასეთი ნაკეთობების
ფორმას. ხელმეორედ გადამუშავება
შეუძლებელია.
პლასტმასების თვისებები

 დაბალი სიმკვრივე;
 უმნიშვნელო ელექტრო- და თბოგამტარობა;
 მაღალი მექანიკური სიმტკიცე;
 მდგრადობა ტენის, მჟავების, ტუტეებისა და მჟანგავების მიმართ;
 ფიზიოლოგიურად თითქმის უვნებლები არიან
ამ ყველაფერთან ერთად დაბალი ფასი მათ ფართო გამოყენებას განაპირობებს.
პოლიმერების გამოყენების სფეროები
 მედიცინა
 კვების მრეწველობა
 ელექტრონიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები
 საყოფაცხოვრებო მასალების ტექნოლოგია
 არქიტექტურა
 ავტოინდუსტრია
 კოსმონავტიკა
 სოფლის მეურნეობა
 სარეკლამო საქმიანობა
 და ა.შ.
პოლიმერები მედიცინაში

ბოლო ათწლეულში პოლიმერების ინტეგრირება თანამედროვე მედიცინაში


სტაბილურად გაიზარდა. პოლიმერებმა შეუწყო ხელი სამედიცინო ხარჯების
შემცირებას, ინფექციური დაავადებებისა და ტკივილის მართვას.. პოლიმერები
გამოიყენება:
 კაპსულირებულ მედიკამენტებში
 ერთჯერად ნივთების დასამზადებლად.
 ინპლანტებში
 და ა.შ.
პოლიმერები არქიტექტურაში

პოლიმერები ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში და ინფრასტრუქტურაში.


შენობებში სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილები ხშირად ნაწილობრივ ან
მთლიანად პოლიმერული. მაგალითად:
 პანელები
 გადახურვის მასალები
 მილსადენების სისტემები
 საიზოლაციო მასალები
 და ა.შ.
პოლიმერები ყოფა-ცხოვრებაში

 პოლიმერები,განსაკუთრებით პლასტმასები
ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
კონტეინერები, შესაფუთი მასალები, სათამაშოები და
ა.შ პოლიმერებია.
საცურაო დაფა-
 პლასტიკური ურნები უფრო მეტია, ვიდრე მუყაოს დამზადებული
პოლისტიროლისგან. ეს
ყუთები, მაგრამ უფრო გამძლეა და არ იზიდავს არის პოლიმერის
მწერებს. პლასტიკური თაროები უფრო იაფი და მაგალითი
მსუბუქია, ვიდრე ხის და ლითონის
პოლიმერების საფრთხეები
ყველა მონეტას ორი მხარე აქვს. პოლიმერების გამოყენება
მართლაც ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, მაგრამ
ამასთანავე არსებობს საფრთხეები რომელზეც ბევრმა არ
იცის.
 დიდი ხანია მეცნიერები საუბრობენ იმაზე, თუ რა ზიანის
მოტანა შეუძლია პლასტმასს ადამიანისთვის. პლასტმასის
შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზში იწვევს
ნეგატიურ ცვლილებებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
განსაკუთრებით იზრდება ეს ნეგატიური გავლენა ორ
შემთხვევაში. პირველი, როდესაც პლასტმასის პროდუქცია
არის მოთავსებული მზის ქვეშ და მეორე, როდესაც
პლასტმასს მრავალჯერადად იყენებენ.
პლასტმასის ჭურჭელზე ყოველთვის არის წარწერა, რომელი ტიპის
პლასტმასისგან არის დამზადებული. განვიხილავთ რომელი ნიშანი რაზე
მიუთითებს.

 1 სამკუთხედში - ყველაზე სახიფათო ნიშანი. ამ ბოთლის გამოყენება


მრავალჯერადად არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს მძიმე მეტალებს
და ბაქტერიებისთვის „სასარგებლო“ გარემოა. მძიმე მეტალებია ტყვია და
მანგანუმი. ადამიანის ორგანიზმისთვის ორივე ძალიან საშიშია.

 2 სამკუთხედში - ბოთლები ამ ნიშნით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ამ


ტიპის პლასტმასი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს არ შეიცავს და
მისი მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება.

 3 და 7 სამკუთხედში - პლასტმასი შეიცავს მრავალ ტოქსიკურ ნივთიერებას და


მისი გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამ ტიპის
პლასტმასი რბილი და ელასტიკური მასალაა.
 4 სამკუთხედში - ეს ბოთლები უსაფრთხოა მრავალჯერადად გამოყენებისთვის, თუმცა ისინიც
შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც ბოთლში ცხელი წყლის ჩასხმისას აქტიურდება და
გამოიყოფა. ამიტომ, მასში მხოლოდ ცივი წყლის ჩასხმაა მიზანშეწონილი.

 5 სამკუთხედში - ამ ტიპის პლასტმასი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ისაა თეთრი


შეფერილობის და მზეს არ ატარებს.

 6 სამკუთხედში - შეიცავს მავნე ელემენტებს და არ შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება.

 თუ ბოთლზე საერთოდ არაა დატანილი ნიშანი, პლასტმასი შეიცავს ბისფენოლ A-ს. ესაა მავნე
ნივთიერება, აირი, რომელიც აქტიურად გამოიყენება პლასტმასის ბოთლის
შექმნაში. ბისფენოლი იხსნება თბილ ნივთიერებაში და ალკოჰოლის შემცველ სითხეში.
მას შეუძლია, დააზიანოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, გამოიწვიოს კუნთოვანი
დაავადებები. ბოთლების წარმოებაში ეს ნივთიერება აკრძალულია აშშ-ში, კანადაში და
ევროპის მრავალ ქვეყანაში.
პოლიმერები და ეკოლოგია
 პოლიმერები რთულად დეგრადირდება. მისი გახრწნისთვის 500-დან
1000 წლამდეა საჭიროა.
 ყველა პლასტმასის ნივთი დღესაც არსებობს, მათ ჯერ კიდევ არ
დაუწყიათ გახრწნა. ეს ეკოლოგიას დიდ პრობლემებს უქმნის.
 „პლანეტა თუ პლასტმასა?“ - ასე დაასათაურა ჟურნალმა National
Geographic ივნისის ნომრის მთავარი სტატია, რომელიც პლასტმასით
დანაგვიანებულ დედამიწასა და დამღუპველ საფრთხეს ეხება.
 ხშირ შემთხვევაში, ჩიტებს, ცხოველებსა და წყლის ბინადრებს
პოლიეთილენის მცირე ნაწილაკები საკვებში ერევათ და მათ
მოხმარებას იწყებენ.
მომავლის პოლიმერები

 ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ისეთი პოლიმერებია, რომლებიც ბუნებრივ


პირობებში მოხვედრისას თავისთავად დაშლას იწყებენ და ამ პროცესში
გარემოსთვის უვნებელ ნივთიერებებს გამოყოფენ.~
 ბიოდეგრადირებადი პოლიმერების წარმოება საერთო პოლიმერების
წარმოების 15-20%-ია.
პოლიმერების გრძელი პერსპექტივებით გამოყენება საფრთხეს უქმნის
ადამიანის ჯანმრთელობას. სახიფათოა ცხოველებისთვის, უარყოფით გავლენას
ახდენს კლიმატზე და დედამიწას ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე აყენებს.
მაგრამ შეუძლებელია პოლიმერების სრულიად ჩანაცვლება და განადგურება. ეს
არახელსაყრელიცაა. უნდა ვეცადოთ ნიშნების გათვალისწინებით გამოვიყენოთ
ყველაზე უსაფრთხო პოლიმერები. შესაძლოა ვცადოთ მისი როლის შემცირება
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like