Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 24

ზოგადი ფარმაკოლოგია

ლექცია 5

ფარმაკოდინამიკა - შინაგანი აქტივობა

ლექტორი: კოკა კაჭარავა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


• აგონისტები ან მასტიმულირებლები ეწოდება ნივთიერებებს,
რომლებიც ააქტიურებენ რეცეპტორებს და იწვევენ მედიატორის
მსგავს ბიოლოგიურ ეფექტს (სრული, ნაწილობრივი,
ინვერსიული აგონისტი).
• ანტაგონისტები ან ბლოკატორები ეწოდება ნივთიერებებს,
რომლებიც უკავშირდება რეცეპტორებს, მაგრამ არ იწვევს მათ
გააქტიურებას და ბიოლოგიურ ეფექტს, ასევე ამცირებს ან
აღმოფხვრის აგონისტების ეფექტს (შეუქცევადი, კონკურენტული,
ფუნქციური და ალოსტერული).
შინაგანი აქტივობა- წამალთა აგონისტები
და ანტაგონისტები

• აგონისტი უკავშირდება რეცეპტორს და იწვევს


ბიოლოგიურ პასუხს
• პასუხი დამოკიდებულია - აგონისტის კონცენტრაციასა და
გააქტიურებული რეცეპტორის ფრაქციაზე
• წამალმა შეიძლება გააქტიუროს რეცეპტორი - სრულად ან
ნაწილობრივ
წამალთა აგონისტი და
ანტაგონისტი
აგონისტები

❑ნაწილობრივ აგონისტი
❑სრული აგონისტი
❑ინვერსიული აგონისტი

ანტაგონისტები

❑კონკურენტული
❑შეუქცევადი
❑ალოსტერული
❑ფუნქციური
აგონისტი და ანტაგონისტი
სრული აგონისტები

• წამალი რომელიც უკავშირდება რეცეპტორს და იწვევს


მაქსიმალურ ბიოლოგიურ პასუხს, აგონისტი ეწოდება.
• სრული აგონისტი უკავშირდება რეცეპტორს და უნარჩუნებს
სტაბილურობას აქტიურ კონფორმაციულ მდგომარეობაში
• აგონისტი ახდენს მრავალ ეფექტს უჯრედშიდა
მოლეკულებზე, უჯრედებზე, ქსოვილებზე და ინტაქტურ
ორგანოებზე
• სრული ბიოლოგიური პასუხი განპირობებულია წამლისა
და რეცეპტორის მოლეკულების ურთიერთქმედებით
ნაწილობრიბი აგონისტი

• ნაწილობრივ აგონისტს შესაძლოა ახასიათებდეს


სრული აგონისტის ტოპფასი, მასზე მაღალი ან
დაბალი აფინურობა
• ასეთი ჯგუფის წამლების უნიკალურობა
მდგომარეობს იმაში რომ, გარკვეულ სიტუაციაში
შეიძლება სრული აგონისტის ანტაგონისტი
გახდეს
• მაგალითად ნეიროლეფსიური საშუალება-
არიპიპრაზოლი დოფამინის მიმართ
მგრძნობიარე რეცეპტორის ნაწილობრივი
აგონისტია,
• იწვევს ზერეაქტიული დოფამინერგული გზების
დათრუნვას და დაბალი აქტივობის
დოფამინერგული გზაბის სტიმულაციას
ინვერსიული აგონისტი

• ზოგიერთი რეცეპტორი აგონისტის გარეშე


სპონტანურად იცვლის კონფორმაციას,
• რაც ნიშნავს იმას რომ აგონისტის გარეშე
აქტიურდება- და სწორედ ეს არის
ინვერსიული აგონისტი
• ეს პროცესი იწვევს აქტიური
რეცეპტორების შემცირებას - იმაზე მეტად
სანამ ეს წამლის მიღებამდე აღინიშნებოდა
• იგი აუკუღმართებს რეცეპტორების
კონსტიტუციურ აქტივობას
• ავლენს აგონისტის საპირისპირო
ფარმაკოლოგიურ ეფექტს
ანტაგონისტი

• ანტაგონისტებს აქვთ მაღალი აფინურობა


რეცეპტორთან დაკავშირების და ნულოვანი
შინაგანი აქტივობა
• რომელიც ვლინდება რეცეპტორთან შეკავშირების
ინჰიბირებით
• რეცეპტორის გააქტიურების უნარის ბლოკირებით
• კონკურენტული ანტაგონისტი- არის როდესაც აგონისტი და
ანტაგონისტი რეცეპტორის ერთსა და იმავე უბანს
უკავშირდება. ნარჩუნდება რეცეპტორის არააქტიური
მდგომარეობა. კონკურენტული ანტაგონისტი აქვეითებს
აგონისტის ძალას.
• შეუქცევადი ანტაგონისტი - შეუქცევადი ანტაგონისტები
კოვალენტურად უკავშირდებიან რეცეპტორის აქტიურ
უბანს, რის შედეგადაც ამცირებენ აგონისტისთვის
ხელმისაწვდომ რეცეპტორთა რაოდენობას (მათ
არაკონკურენტულ აგონისტებსაც უწოდებენ)
არაკონკურენტული აგონისტი აქვეითებს აგონისტის
ეფექტურობას
• ალოსტერული ანტაგონისტი - ანტაგონისტის ეს
ტიპი უკავშირდება რეცეპტორის აგონისტისაგან
განსხვავებულ უბანს (ალოსტერულ უბანს). ხელს
უშლის რეცეპტორის აქტიურ უბანთან აგონისტის
დაკავშირებას
• ფუნქციური ანტაგონიზმი - აგონისტი შეიძლება
სხვა რეცეპტორზე მოქმედებდეს და იწვევდეს
აგონისტის საპირისპირო ეფექტებს, ამას ასევე
ფიზიოლოგიურ ანტაგონიზმსაც უწოდებენ. მაგ:
ჰისტამინით განპირობებული
ბრონქოკონსტრიქციის მოხსნა ეპინეფრინით
დოზა პასუხის რაოდენობრივი
დამოკიდებულება
• დოზა-ეფექტი არის წამლის ერთი და იმავე დოზის ზეგავლენა
სხვადასხვა ინდივიდზე, რომლის პასუხს რაოდენობრივი ეფექტი
ეწოდება
• საპასუხო რეაქცია და ხარისხობრივი პასუხი
• წამლის დოზა- პასუხი
• თერაპიული ინდექსის კლინიკური მნიშვნელობა
თერაპიული ინდექსი
• თერაპილუ ინდექსი დოზათა თანაფარდობაა, ტოქსიკური დოზის იმ
დოზასთან, რაც ორგანიზმის ნაწილში იწვევს კლინიკურად სასურველ
ეფექტებს
• დაბალი თერაპილი ინდექსი
• მაღალი თერაპიული ინდექსი
წამლის დოზა და პასუხის დამოკიდებულება
წამალზე პასუხის ვარიანტები

• წამლის რეცეპტორთან შექმნილი კონცენტრაციის


ცვლილებები
• რეცეპტორის ენდოგენური ლიგანდის კონცენტრაციის
ვარიაბელურობა
• რეცეპტორთა რაოდენობის ან ფუნქციის ცვლილებები
• რეცეპტორ დამოკიდებული კომპონენტების ცვლილებები
• კლინიკური სელექციურობა (სასარგებლო და ტოქსიკური
ეფექტები)
წამლის განმეორებით მიღების შემდეგ განვითარებული
ცვლილებები

სამკურნალო საშუალების განმეორებით გამოყენების შემდეგ, მათი მოქმედება


შეიძლება გაძლიერდეს /ან შემცირდეს.
• კუმულაცია - არის წამლის დაგროვება, განარჩევენ მატერიალურ და
ფუნქციურ კუმულაციას
 მატერიალური - ორგანიზმში პრეპარატის დაგროვება არასათანადო
დოზირების, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შედეგად,
გარკვეულ ნივთიერებებთან ან უჯრედებთან შეკავშირებით (საგულე
გლიკოზიდები)
 ფუნქციური - სხეულის ფუნქციებში ცვლილებების დაგროვება (მაგალითად,
თეთრი ცხელება არის ეთილის სპირტის ეფექტების დაგროვების შედეგი)
დამოკიდებულება

არის წამლის მიღების გადაულახავი მისწრაფების სურვილი, პრეპარატის


განმეორებით შეყვანის შემდეგ, განარჩევენ:

 ფიზიკური - დამოკიდებულება აღინიშნება აბსტინენციის სინდრომით


(„აღკვეთის“ სინდრომი), რომელსაც თან ახლავს სხეულის მძიმე
დისფუნქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (ნარკოტიკული
ანალგეტიკები)
 ფსიქიკური - დამოკიდებულება არ არის ფატალური, მაგრამ თან ახლავს
სერიოზული ფსიქიკური აშლილობები, კერძოდ, დეპრესია მაგ: კოკაინი.
• სენსიბილიზაცია (გაძლიერება)-(ლათ. sensibilis მგრძნობიარე) რაიმე გამღიზიანებლის
(ანტიგენის) მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდაა. ასეთი ანტიგენები
შეიძლება იყოს სამკურნალო საშუალებები, ძირითადად დამახასიათებელია ცილოვანი
ბუნების ნივთიერებებისთვის (ვაქცინები, შხამი), თუმცა ასევე აღინიშნება
არაცილოვანი ნივთიერებების სენსიბილიზაცია
• რეზისტენტობა - ინდივიდუალური მგრძნობელობის დაქვეითებაა, როდესაც წამლის
დოზის გაზრდით, არ იზრდება ეფექტი, ან ეფექტი გამოვლინდება ისეთი მაღალი
დოზის გამოყენების შემდეგ, რომელიც იწვევს არასასურველ მოვლენებს
• ტოლერანტობა (დამოკიდებულება) - წამლის მიმართ შეჩვევაა, გამოიხატება დოზის
გაზრდის აუცილებლობაში სასურველი ეფექტის მისაღწევად (ტკივილგამაყუჩებლები,
ანტიჰიპერტენზიული და საფაღარათო საშუალებები)
• ჯვარედინი ტოლერანტობა (დამოკიდებულება,) გამოიხატება იმ ნივთიერებების
მიმართ, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთი და იგივე რეცეპტორთან
• ტაქიფილაქსია -ძალიან სწრაფი (პირველი/მეორე დოზის შემდეგ)
დამოკიდებულება, შეჩვევაა მაგ: ეფედრინი
• დაუნრეგულაცია - როდესაც წამლის მიმართ ქვეითდება
რეცეპტორის მგრძნობელობა
• რეფრაქტერობა - წამლის მიმართ უეფექტობა
• ნარკომანია - დაუძლეველი სურვილი მიიღოს წამალი ყოველგვარი
სამედიცინო ჩვენების გარეშე
• წამლის მოქმედება - ხანმოკლე და ხანგრძლივი
• წამლის ეფექტი - მყისიერი და დაყოვნებული
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
• წამალთა ურთიერთქმედების დროს, ერთი წამალი ცვლის მეორის
ფარმაკოლოგიურ ეფექტს.
• ანტაგონისტური ურთიერთქმედების დროს - მცირდება ან საერთოდ
ქრება, ერთი ან რამოდენიმე წამლის ფარმაკოლოგიური ეფექტი
• სინერგიზმის დროს - წამლების თანმიმდევრული მოქმედება
ვითარდება, რომელსაც მოჰყვება უფრო ძლიერი ფარმაკოლოგიური
ეფექტი, ვიდრე იქნებოდა თითოეული წამლის ცალ-ცალკე გამოყენების
შემთხვევაში.
• ორი ან მეტი წამლის ერთდროული მოქმედებით შეიძლება მოხდეს
შემდეგი ეფექტები:
• • საბოლოო ეფექტი არ იცვლება
სინერგია - საბოლოო ეფექტის გაძლიერება
 შემაჯამებელი (დამატებითი ეფექტი) - ნივთიერებების ჯამის
ეფექტი უდრის ეფექტების ჯამს (წამალი + ნივთიერება);
 გაძლიერება (ჭეშმარიტი გაძლიერება) - ნივთიერებების ჯამის
ეფექტი ბევრჯერ აღემატება ეფექტების ჯამს (წამალი +
ნეიროლეფსიური)
 პირდაპირი - ერთ სუბსტრატზე მოქმედებისას
 არაპირდაპირი - სხვადასხვა სუბსტრატზე მოქმედებისას
• ანტაგონიზმი - საბოლოო ეფექტის შემცირება
 პირდაპირი - ერთ სუბსტრატზე მოქმედებისას
 არაპირდაპირი - სხვადასხვა სუბსტრატზე მოქმედებისას
წამლის არასასურველი/გვერდითი მოვლენები
• წამლის არასასურველი/გვერდითი მოვლენები, არის წამლის ნებისმიერი
ორგანიზმისთვის მავნე/ან არასასურველი რეაქცია, რომელიც ვლინდება
მკურნალობის, დიაგნოსტიკის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების
შემდეგ (თავის ტკივილი, ანაფილაქსიური რეაქცია, დიარეა, ჭინჭრის
ციება, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვა, გამონაყარი და სხვა.).
• კლინიკური სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ წამლის გვერდით მოვლენებს:
• მსუბუქი - რომლის დროსაც გამოვლენილი ეფექტები, უმეტესად ქრება
წამლის გამოყენების პროცესში ან მისი მოხსნის შემდეგ
• ზომიერი - რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის მოხსნა ან ჩარევა სხვა
სამკურნალო საშუალებით (გამონაყარი კანზე, მსუბუქი დიარეა)
• მძიმე - რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის და იწვევს ზოგ
შემთხვევაში ინვალიდობას ან/ლეტალურ შედეგს (ანაფილაქსიური შოკი,
მწვავე დიარეა, სისხლდენა კუჭის წყლულის დროს)
წამლისმიერი რეაქციები
• არსებობს წამლისმიერი ალერგიული და ტოქსიკური რეაქციები.
წამლისმიერი ალერგიული რეაქციების განვითარების სიხშირე საკმაოდ
მაღალია, ისინი ძირითადად წარმოიქმნება მიღებული სამკურნალო
საშუალების სხვადასხვა დოზების მიუხედავად, რა დროსაც ანტიგენის
როლს ასრულებს სამკურნალო საშუალება. ალერგიული რეაქციები
იყოფა ძირითადად 4 ტიპად: ტიპი I, ტიპი II, ტიპი III, ტიპი IV.
 ალერგიული - (დაყოვნებული და დაუყოვნებელი) აღმოიფხვრება
ანტიალერგიული საშუალებებით
 ტოქსიკური - გავლენას ახდენს გარკვეულ ორგანოებსა და
ორგანოთა სისტემებზე

You might also like