Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 17

აფხაზეთის

ისტორიული
ძეგლები
ბესლეთის ხიდი

■ ბესლეთის ხიდი (თამარის ხიდი) აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში


მდებარეობს და მდინარე ბესლეთზეა გადებული. აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად
ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა
ერთმალიან,, თაღოვან, კუზიან ხიდის წარმოადგენს. ხიდის სიგრძე 35 მეტრია,
სიმაღლე კი - 8 მეტრი. თაღის ყოველ საპირე ქვებზე ქართული ასომთვრული ასოები
ამოკვეთილი, დასავლეთ კიდეზე კი ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა
მოთავსებული: "ქრისტე მეუფეო ყოველთა... ადიდე ორთავე შინა სუფევათა
უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი." წარწერაში მოხსენიებული მეფე ბაგრატი მეფე
ბაგრატ III ან ბაგრატ IV უნდა იყოს. ხიდი ნაგებია კირქვის ფილებით კირის
დუღაბზე . ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ქალაქის შემოსასვლელს
მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან მონუმენტური ქვა-სტელა იყო
შემონახული ქართული წარწერით, რომელიც1990-იანი წლების დასაწყისში
დაიკარგა. ბესლეთის ხიდი ქართული თაღოვანი ხიდების ერთ-ერთი საყურადღებო
ნიმუშია.
აბაათის ეკლესი

■ აბაათას ეკლესია აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში


მდებარეობს, აბაათას სახელით ცნობილი ციხის ტერიტორიაზე. იგი VI საუკუნით
თარიღდება და მრავალჯერაა შეკეთებული. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას
წარმოადგენს. მთავარი ეკლესია, გვერდითა ეკლესიებთან შედარებით, მაღალი და
განიერია. სამივე ეკლესია აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. მთავარი ნავი
გვერდითებს კარით უკავშირდება. ძირითადი დარბაზი ცილინდრული კამარითაა
გადახურული, რომელიც ნალისებრ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შიდა სივრცე გაშლილი, დიდი
და ნათელია, იგი ერთი აღმოსავლეთის, ორი დასავლეთის და სამი სამხრეთის სარკმლით
ნათდება. სარკმლები თაღოვანია და შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება. სამხრეთის
შუა სარკმლის თაღს ნალისებრი მოხაზულობა აქვს. სამივე ეკლესიას დამოუკიდებელი
შესასვლელი აქვს, მთავარ და ჩრდილოეთის ეკლესიას - დასავლეთიდან, სამხრეთის
ეკლესიას კი - სამხრეთიდან. ფასადები სადაა მოურთველი და თაროსებრი ლავგარდნით
სრულდება. მთავარი დარბაზის შესასვლელის არქიტრავზე ბოლნური ტიპის რელიეფური
ჯვარია გამოსახული. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დამუშავებული ქვით.
წებელდის ციხე

■ წებელდის ციხე აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ


წებელდაში მდებარეობს კომპლექსი მოიცავს: სამეთვალყურეო კოშკებს,
საეკლესიო ნაგებობებს, სასახლის ნანგრევებსა და სხვადასხვა სახის
თავდაცვით ნაგებობებს. წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის
შესწავლისას გამოვლინდა ფრესკული მოხატულობის
ფრაგმენტებიც. ბერძნული წყაროების მიხედვით, წებელდის ციხე
ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი
ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, იგი კარგად გამაგრებული
ციხე-სიმაგრე იყო, რომელსაც ლაზთა სამეფოს თავდაცვით სისტემაში
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა
ბაბუშერას კოშკი

■ ბაბუშერას კოშკი აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ


ბაბუშერაში მდებარეობს. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.
ძეგლმა ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია, კედლები
მხოლოდ სამი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი.
ფოქვეშის ეკლესია

■ ეკლესია აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოქვეშში


მდებარეობს. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარა და
ნაწილობრივ კედლებიც, ინტერიერი ნანგრევებითა და მიწითაა
ნაწილობრივ ამოვსებული, ნაგებობა ჩაფლულია მცენარეებში. ტაძარი
შუა საუკუნეების დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით
სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით.
ბზიფის ეკლესია

■ ბზიფის ეკლესია აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის


სოფელ ბზიფში მდებარეობს. იგი IX საუკუნის II ნახევრით თარიღდება და
ბზიფის ციხის კომპლექსის შემადგენლობაში შედის. ტაძარი ძალიან
დაზიანებულია, ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები, საყრდენი სვეტები და
თაღები, ნაწილობრივ ჩამოცვენილია პერანგის ქვებიც. მთავარი ტაძრის
აღმოსავლეთით კიდევ ერთი, უფრო ძველი ეკლესიის ნაშთები ჩანს.
თავად ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება, ზედა ნაწილში ტაძარია,
ქვედა ნაწილის ეზოში ძველი გზა გადიოდა. ციხე ბზიფის ხეობასა და
მდინარეზე გადასასვლელს კიტავდა. ციხე კარგად დამუშავებული კირქვის
კვადრებითაა ნაგები. გალავანს დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად
წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ეკლესიის მსგავსად მძიმე
მდგომარეობაშია მთლიანად ბზიფის ციხის კომპლექსიც.
ბედიის მონასტერი

■ ბედიის მონასტერი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიაში მდებარეობს. აფხაზეთის


ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. “დადიანთა ქრონიკის” მიხედვით,
დღევანდელი ტაძრის ადგილას, ბაგრატ III-ს X საუკუნის მიწურულს, 999 წელს, ეკლესია აუშენებია:
“წელსა შჟთ (999წ) ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კუროპალატმან ბედია აღაშენა”. აქვე არიან
დაკრძალული გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი - დედოფალი
გურანდუხტი. ბეგრატ III-ის აგებულ ტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია. 1968 წელს ლ. ხიმშიაშვილმა
სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამჟამინდელი ეკლესიის ქვეშ მასზე დიდი ნაგებობის, ბაგრატ III-ის
დროინდელი ტაძრის საძირკვლისა და იატაკის ნაშთი აღმოაჩინა. ჩვენამდე მოღწეული ტაძარი ძველ
ნაშთებზეა დაშენებული XIII საუკუნის მეორე ნახევარში და მის მორთულობაში გამოყენებულია
თავდაპირველი ტაძრის რელიეფები. ბედიის მონასტერი გამორჩეული ყოფილა სილამაზითა და
სიმდიდრით. ბედიის ტაძრის განძიდან შემორჩენილია ლითონზე ჭედურობის შესანიშნავი ნიმუში,
ცნობილი ოქროს ბარძიმი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია
ბედიის ტაძრის წარწერები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციული თვალსაზრისით და
ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ გვაწვდიან ცნობებს. 2000-იან წლებში
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა, რის შედეგადაც დაირღვა ტაძრის
პირვანდელი სახე, გადაღებეს მონასტრის კედლები და ფრესკები, მათ შორის ბაგრატ III-ის უნიკალური
ფრესკა.
■ ბაგრატ III-ის ფრესკა
ბედიის მონასტერში
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like