Professional Documents
Culture Documents
File Content
File Content
ლექცია #1
ნასყიდობის ხელშეკრულება
სინალაგმატური ხელშეკრულება;
კონსენსუალური ხელშეკრულება;
სასყიდლიანი ხელშეკრულება;
ნასყიდობა და გაცვლა.
სუსგ № ას-1162-1091-2012, 7 მარტი, 2013 წელი
სსკ-ის 323-ე (ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე
საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას) და 183-ე
(უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ
გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
[183.1]) მუხლებით დადგენილია უძრავ ნივთზე გარიგების წერილობითი
ფორმით დადება, ხოლო რაც შეეხება სსკ-ის 183-ე მუხლში ასახულ
მითითებას წერილობითი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების
საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული არ
უკავშირდება გარიგების ფორმას, არამედ მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ
უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების კანონით დადგენილი
წესით წერილობით გაფორმების შემდეგ, მოპოვებული საკუთრების
უფლების აღრიცხვა პუბლიცირებულ უფლებათა ანუ საჯარო რეესტრში
უნდა მოხდეს (სუსგ №ას-202-191-2017, 27.09.2017წ.).
შესაბამისად, მისი დაუცველობა იწვევს არა
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, არამედ იმას, რომ შემძენი
არ მიიჩნევა შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ და კარგავს ამ ქონების
კეთილსინდისიერ შემძენთან შედავების უფლებას (სსკ-ის 185-ე მუხლი).
მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს
ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის
აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.
მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს
ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების
გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული
ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების
წარმოშობის მომენტისა.