Professional Documents
Culture Documents
სამოქალაქო საპროცესო 5
სამოქალაქო საპროცესო 5
ლექცია#5
სუბიექტური ტესტის გამოყენებისას ყველაზე ცხადად იკვეთება მიუკერძოებლობის პრეზუმფცია, რაც იმას
ნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს მოსამართლის პირადი (სუბიექტური) მიუკერძოებლობისადმი რწმენა, სანამ
დაშვებული არ იქნება საწინააღმდეგო ვარაუდი, რასაც გარკვეული სახის მტკიცებულება სჭირდება (“Kyprianou
v. Cyprus” [GC], § 119; “Hauschildt v. Denmark”, §47). ასეთი მტკიცებულების სახით შესაძლებელია წარდგენილ
იქნეს მოსამართლის მტრული დამოკიდებულების დამადასტურებელი მასალები, ან მტკიცებულება, რომლითაც
დასტურდება, რომ საქმის განსახილველად გადაცემა კონკრეტული მოსამართლისათვის განაპირობა პირადმა
დაინტერესებამ (“De Cubber v. Belgium”, §25). რეალურად არ არის ადვილი სასამართლოსათვის იმგვარი
მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც შეარყევს მოსამართლის მიუკერძოებლობის პრეზუმფციას სუბიექტური
ტესტის საფუძველზე. სწორედ ამიტომ არსებობს მეორე შესაძლებლობა - ობიექტური ტესტის სახით.
ობიექტური ტესტის არსი
• სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში
გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს
პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის.
• შესაბამისად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს,
როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების
ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება
საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მე-60 მუხლი).