Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

სამოქალაქო სამართლის პროცესი 1

ლექცია#3
საპროცესო თანამონაწილეობა.
არასათანადო მხარის შეცვლა.

მესამე პირები სამოქალაქო პროცესში.


საპროცესო უფლებამონაცვლეობა

ლექტორი: თამარ ზამბახიძე


საპროცესო თანამონაწილეობა (სსსკ მუხ.86)

• სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე


მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი
საფუძველი და საგანი.

• თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის


დამოუკიდებლად.
იხ.: სუსგ საქმეზე №ას-751-705-2012 , 2 ივლისი, 2012 წელი
• დასახელებული ჩამონათვალით კანონმდებელმა განსაზღვრა და ერთმანეთისაგან გამიჯნა
თანამონაწილოების სახეები. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ურთიერთობისას
სარჩელის საგანს უნდა წარმოადგენდეს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა), ასეთ
დროს საქმის განხილვა ამ უფლების ყველა ადრესატის მონაწილეობის გარეშე ფაქტობრივად
შეუძლებელია (ამ პირის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების
ობიექტური ფარგლები ვერ იქნება გავრცელებული მის მიმართ).

• რაც შეეხება ნორმის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით რეგულირებულ თანამონაწილეობას, აღნიშნული


განიხილება არასავალდებულო, ფაკულტატურ თანამონაწილეობად, რა დროსაც პირთა სიმრავლე
განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის საერთო საფუძვლიდან ან მათი ერთგვაროვნებიდან,
მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ასეთ დროს პირთა
სიმრავლე დასაშვებია სამოქალაქო პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ,
არასავალდებულო თანამონაწილეობისას ხდება ერთგვაროვან მოთხოვნებსა თუ საერთო საფუძვლის
მქონე მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება და დავის პროცესუალური
ეკონომიის ფარგლებში გადაწყვეტა.
• საყურადღებოა, რომ თანამონაწილოებისას კანონმდებელმა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრა
თითოეული მოსარჩელის ან მოპასუხის უფლება მეორე მხარის მიმართ პროცესში
გამოვიდეს დამოუკიდებლად.
მაგალითები:

• სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება (მაგ.: საერთო საკუთრების ერთ-


ერთმა თანამესაკუთრემ მოითხოვა წილის გამოყოფა);

• სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან (მაგ.:


სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაც იმას ნიშნავს,
რომ ერთიანი სარჩელის პირობებში სახეზე იყო ერთგვაროვანი მოთხოვნები საერთო
საფუძვლითა და საგნით და არა საერთო უფლება, რის გამოც მოსარჩელის მხარეს პირთა სიმრავლე
მათი სუბიექტური გაერთიანებით შეიძლება აიხსნას, რასაც შედეგად ერთგვაროვანი გადაწყვეტილების
მიღება მოჰყვებოდა პროცესუალური ეკონომიის გათვალისწინებით, ანუ სახეზე იყო მხარეთა
ფაკულტატური თანამონაწილეობა. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ
არასავალდებულო თანამონაწილეობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით,
მოსარჩელეებს ერთი და იგივე ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის
მოთხოვნით დამოუკიდებლადაც შეეძლოთ სარჩელის აღძვრა და გადაწყვეტილების ერთი პირის
მიმართ მიღება არანაირ გავლენას არ მოახდენდა სხვა პირის უფლებებსა და ინტერესებზე (იხ.: სუსგ
საქმეზე №ას-751-705-2012, 2 ივლისი, 2012 წელი ).
• სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი
და საგანი (მაგ.: სარჩელის აღძვრა გამსესხებლის მიერ ორი მსესხებლის მიმართ, რომელთაც
თითოეულს გადასცა სესხად გარკვეული თანხა).
იხ.: სუსგ საქმეზე №ას-600-2019, 14 ნოემბერი, 2019 წელი
• სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც პირველმა, ისე _ მეორე
მოპასუხემ. საკასაციო სასამართლოს განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა
განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო,
თუმცა, ხსენებული გარემოება, პასუხისმგებლობის ფარგლებზე გავლენას ვერ იქონიებს, თუკი მეორე
სოლიდარული მოვალის საჩივარი საფუძვლიანი/ნაწილობრივ საფუძვლიანი აღმოჩნდება.

• ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით
რეგულირებულია საპროცესო თანამონაწილეობის ინსტიტუტი და ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად, დადგენილია, რომ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან
რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება
(სავალდებულო თანამონაწილეობა). თავის მხრივ, საერთო უფლებიდან გამომდინარე ამხანაგობის წევრების
[სოლიდარული მოვალეების] სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 463-ე,
464-ე და 937-ე მუხლების დანაწესები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. გ-ე წარმოადგენს ამავე
ამხანაგობის წევრს, მას შეეძლო მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, მათ შორის, სააპელაციო საჩივარი
წარედგინა ამხანაგობის სახელით, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლისა, ამასთან, ვინაიდან
ამხანაგობის მიმართ წარდგენილი სარჩელი იყო უსაფუძვლო, სააპელაციო პალატამ სავსებით სამართლიანად
უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ( იხ. სუსგ №ას-195-183-2014, 21 ოქტომბერი, 2016
წელი). განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მეორე მოპასუხე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სარჩელის
სრულად უარყოფას, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შედავებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება არა
ნაწილობრივ, არამედ - სრული მოცულობით.
არასათანადო მოსარჩელის შეცვლა

• სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ,
რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს
თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.
• თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე,
სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ
სარჩელზე.
• თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება
ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც
სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი
გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო
მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო
საფუძველზე.
• თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში,
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
არასათანადო მოპასუხის შეცვლა

• თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ


პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის
თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.

• თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით


შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს
სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით

• თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას


დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის
მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების
დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება
ერთდროულად.
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე

• ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე


ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე
პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე
შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის
მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს
სასამართლო.
• მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-
ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული
განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს
როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის
ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის
საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. მესამე პირის საქმეში
ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის
საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ
მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა:

• გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა,


• შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი,
• ცნონ სარჩელი,
• უარი თქვან სარჩელზე
• ან მორიგდნენ,
• აღძრან შეგებებული სარჩელი,
• მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
შეუძლია თუ არა მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
გადაწყვეტილების გასაჩივრება?
იხ.: სუსგ საქმეზე №ას-246-246-2018, 20 მარტი, 2018 წელი.
• საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების
შესახებ განჩინებაზე.
• გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
ჩაბმული მესამე პირების მიმართ გამოტანილი არ არის, იგი არ ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესებს, ამასთან,
ისინი არც მხარეები არიან და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები. კერძო საჩივრის
ავტორების ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად
დატოვებით, მათ სასამართლოსთვის მიმართვისა და ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდათ.
• საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ
მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ
უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის
საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც
მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-
ერთი მხარის მიმართ.
• საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ: დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის
გარეშე მესამე პირები არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ
სუბიექტებს.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა

• სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან


ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის
რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ
მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის
ყოველ სტადიაზე.
• უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება
სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან
შეცვალა.
• უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე
მუხლის შესაბამისად.
• უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს
განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
• საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლი ნორმა განსაზღვრავს
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს. საპროცესო უფლებამონაცველობის
საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც,
მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ
ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც
ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი
წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

• შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით


დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. სუსგ №ას-
1477-1397-2017, 30.01.2018; სუსგ ას-74-2019, 7.02.2019).
იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1561-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი
• საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში,
საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია
მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ,სსკ 1484.1 მუხლიდან
გამომდინარე, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის
კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის
პროპორციულად.
• რაც შეეხება საპროცესო უფლებამონაცვლეობის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობას, ეს
წინაპირობებიც სახეზეა, კერძოდ: საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მარტს გარდაიცვალა
მეოთხე მოპასუხე, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016
წლის 15 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
იკისრა ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, კერძოდ,
ქ.ახალციხეში, ...... მდებარე საცხოვრებელი ფართით (საიდენტიფიკაციო კოდი - ......)
უზრუნველეყო მოცემულ საქმეზე სოლიდარული მოვალეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი
მთლიანი ვალდებულება; მეოთხე მოპასუხის მთლიან დანაშთ ქონებაზე, მათ შორის,
ქ.ახალციხეში, ..... მდებარე საცხოვრებელ ფართზე სამკვიდრო მიიღო მემკვიდრემ. ამდენად,
მოთხოვნის მიმღების უფლება, სსკ-ის 1484.1 მუხლით გათვალისწინებული მამკვიდრებლის
კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილების თაობაზე, არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ
მოვალეს და ამ უკანასკნელის მემკვიდრისთვისაც შეუძლია იმავე მოთხოვნის წაყენება.
სუსგ საქმეზე №ას-863-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი

• საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე –


კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ
ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც
თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი
სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა,
როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა,
იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა,
როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე
შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა
სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ
ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების
შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში,
მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის
დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე (იხ. სუსგ-ები: N ას-532-
508-2016, 16.09.2016 წ.; N ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ.).

You might also like