Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

SINOTRUK HOWO

ბეტონმზიდი
თვლების ფორმულა:
6x4
რას ნიშნავს 6X4 - ზე სვლის ფორმულა?
6 X4 - ზე სვლის ფორმულა ნიშნავს, რომ ავტომობილს გააჩნია 3 სავალი ღერძი.
აქედან ორი ღერძი არის წამყვანი და ერთი უზრუნველყოფს ავტომობილის მანევრირებას.

N1. წამყვანი ღერძი არის ღერძი, რომელზეც გადაცემათა კოლოფის და ლილვის (კარდნი)
მეშვეობით, გადაეცემა ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგია, რის მეშვეობითაც ხდება
ავტომობილის გადაადგილება.
ასეთი ღერძი, 6X4 სვლის ფორმულისას, ავტომობილს გააჩნია ორი ცალი. ორივე
განლაგებულია უკანა მხარეს და ეწოდება უკანა წამყვანი ღერძები.
N2. ავტომობილის წინა მხარეს განლაგებულია ერთი ღერძი, რომელიც

უზრუნველყოფს ავტომობილის მანევრირებას (მოხვევას, მიმართულების


კონტროლს). ეს ღერძი არის დაკავშირებული ავტომობილის მართვის (საჭის)
მექანიზმთან, რომელიც ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის მეშვეობით და
უშუალოდ საჭის გამოყენებით, აძლევს მძღოლს საშუალებას მართოს
ავტომობილი მისთვის სასურველი მიმართულაბით. 6 Х4 სვლის ფორმულის
მქონე ავტომობილებს წინა ხიდზე აქვს ცალ ცალი საბურავი.
N3. 6 Х4 სვლის ფორმულის
მქონე ავტომობილებს
უკანა ორ ღერძზე
მოთავსებული აქვთ ორ
ორი საბურავი თითო
მხარესЮ
როგორი ტიპის ძარებით არის აღჭურვილი 6X4
სვლის ფორმულის HOWO-ს ბეტონმზიდები ?
შპს ავტოტექნოს მიერ საქართველოში ხორციელდება ძირითადად 10მ3
მოცულობის მქონე ბეტონმზიდების იმპორტი. ეს გამოწვეულია ბაზრის
მოთხოვნილებით. თუმცა 6X4 სვლის ფორმულიან შასიზე შესაძლებელია
იყოს დამონტაჭებული ასევე 8მ3 მოცულობის ძარა.
● ვინაიდან ფასთა სხვაობა 8მ3 მქონე და 10მ3 მქონე ბეტონმზიდებს
შორის არის მცირე, ჩვენი მიზანია, რომ შევეცადოთ მომხმარებელს,
რომელსაც აქვს მოთხოვნა 8მ3 მქონე ბეტონმზიდის შეძენის სურვილი,
დავიყოლიოთ 10მ3 - ნი ბეტონმზიდის შეძენაზე.
ამის არგუმენტები არის შემდეგი:
● 1. ფასთასხვაობა
● 2. მის მიერ სამუშაოების შესრულებისას შესაძლაბელია წარმოიქმნას
მოთხოვნა 8მ3- მეტი ბეტონის მიწოდებაზე რაც ქმნის საშიშროებას
შეკვეთის გაუქმების ან ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის,
შესაბამისად გამოიწვევს ზარალის წარმოქმნას.
● 3.ორივე ტიპის ძარა დამონტაჟებულია იდენტურ შასიზე და შეუძლია
გადაიტანოს როგორც 8მ3 ასევე 10მ3 ბეტონი.
რა უნდა
ვიცოდეთ ძარის
შესახებ?
ბეტონმზიდის ძარა წარმოადენს ავზს, რომელშიც
მოთავსებულია შნეკი (არქიმედეს ხრახნი).
ამ შნეკის მეშვეობით ხდება ბეტონის
ჩატვვირთვა/გადმოცლა. ორივე პროცესის დროს ავზი
ტრიალებს საკუთარი ღერძის გარშემო, რა დროსაც ხდება
ბეტონის ჩატვირთვა/გადმოცლა.
მომხმარებელს შესაძლებელია გაუჩნდეს კითხვა:
„შეუძლია თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტს
(ბეტონმზიდს) იმუშაოს „მძიმე“ ბეტოზე?“
რას ნიშნავს „მძიმე“ბეტონი?
„მძიმე“ ბეტონი არის ბეტონი ,რომოელიც შეიცავს მცირე
რაოდენობით წყალს და შესაბამისად არის ნაკლებად
თხევადი. ამ ტიპის ბეტონზე სამუშაოდ ბეტონმზიდის
ძარაში მოთავსებული შნეკი, უნდა იყოს მაქსიმალურად
ახლოს დამონტაჟებული ჩატვირთა/გადმოცლის
ადგილთან.
ჩვენს მიერ მოწოდებული 10მ3 კუბიანი ბეტონმზიდები
აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
ბეტონმზიდის ავზის მოწყობილობა.
რა უნდა ვიცოდეთ ბეტონმზიდის
ძრავებზე
ძრავის - 9,726 ლშესახებ?
ამ ტიპის ბეტონმზიდები ძირითადად აღჭურვილის ორი ძრავით.
WD615.69, ევრო II; მოცულობა , სიმძლავრე - 336 ცხ/ძ;
8მ3 და 10მ3 ძარის შემთხვევაში
WD615.47, ევრო II; მოცულობა - 9,726 ლ, სიმძლავრე - 371 ცხ/ძ;
12მ3 ძარის შემთხვევაში

ორივე ძრავი არის დიზელის, 6 ცილინდრიანი, ტურბო დაბერვით,


მექანიკური საწვავის შემაფრქველებით (ფარსუნკა) რაც ჩვენ
პირობებში არის უპირატესობა, ვინაიდან ექვემდებარება შეკეთებას
და ახლის შეძენის შემთხვევაში საკმაოდ ნაკლები ღირს, ვიდრე
ელექტრონული შემაფრქვეველი (ფარსუნკა).
საწვავის მაღალი წნევის ტუმბო მექანიკური
ორივე ძრავი არის ჩინური წარმოების. ეს ძრავები არის საიმედო
და მაღალი რესურსის მქონე.
რომელ მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ
ბეტონმზიდის წარმოებაში?
როგორც ვიცით SINOTRUK -ის 25%+1 აქციას ფლობს გერმანული ავტოგიგანტი MAN.
აქედან გამომდინარე HOWO-ს წარმოებაში გამოიყენება როგორც გერმანული ისე სხვა
ქვეყნების მოწინავე ტექნოლოგიები.
განსაკუთრებულად გავამახვილოთ ყურადღება ბეტონმზიდის მექანიზმის მოწყობილობაზე.
მიქსერი აღჭურვილია Eaton- ის პომპით და რედუქტორით (USA)
MAN კაბინა (GERMANY )
ZF საჭის მექანიზმი (GERMANY )
WABCO - პნევმატური სისტემა (გამოიყენება როგორც მუხრუჭების სისტემაში ისე
გადაცემათა კოლოფის მუშაობის გასაუმჯობესებლად) USA

რა მომსახურება შეუძლია გაუწიოს კომპანიამ მომხმარებელს?


როგორც SINOTRUK INTERNATIONAL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში,
ჩვენ კომპანიას გააჩნია ავტორიზებული სერვის ცენტრი. ამ ცენტრის მეშეობით, ჩვენ
ვახორციელებთ, როგორც საგარანტიო, ისე პოსტ საგარანტიო მომსახურდებას. ასევე, ჩვენ
გვყავს მობილური ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ემსახურება მომხმარებელს
ადგილზე. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს ორიგინალი ან მათთან გათანაბრებული
ხარისხის მქონე სათადარიგო ნაწილების მიწოდება/რეალიზაციას .
კომპანია ავტოტექნო SINOTRUK HOWO-ს ოფიციალური წარმომადგენელი
საქართველოში.

You might also like