Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

SINOTRUK HOWO TX

SERIES
HOWO TX MANN’S TECHNOLOGY
რას ნიშნავს TX MAN’S TECHNOLOGY?
როგორც ვიცით 2009 წლიდან SINOTRUK GROUP - ის 25% +1 აქციის
მფლობელი არის გერმანული კომპანია MAN SE.
MAN SE კომპანიის სათაო ოფისი განლაგებულია გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში ქ.მიუნხენში. ამ კონცერნის წინამორბედად ითვლება წმინდა
ანტონის სახელობის ფოლადის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც დაარსდა
გერმანიის სამხრეთში რურის რეგიონში 1758 წელს ქ.ობერხაუზენში. 1898
წელს ამ ქარხნის და მანქანათმშენებელი ქარხანა Klett&Comp შერწყმის
შედეგად შეიქმნა
Maschinenfabrik Augsburg-Nürnberg AG რომელსაც 1908 წლიდან შემოკლებულად
ეწოდა M.A.N.1916 წლიდან MAN - ის კომპანიის ქარხანა ქ.ლინდაუდან
გადადის ქ.ნიურენბერგში.დღეის მდგომარეობით კომპანია MAN -ის
ძირითადი აქციონერი არის კონცერნი VW - ნი რომელიც ფლობს აქციების
75,73%.
როგორც მოსალოდნელი იყო MAN - ის შესვლა SINOTRUK GROUP - ის
მართვა/მფლობელობაში დადებითად აისახა SINOTRUK GROUP - ის
განვითარებაზე. გერმანულმა კომპანიამ სწრაფად და ეფექტურად დაიწყო
მსოფლიო მოწინავე მწარმოებლების აგრეგატების და ტექნოლოგიების
გამოყენება. შესაბამისად HOWO - ს ავტომობილებმა შეძლეს თავისი ადგილის
დამკვიდრება მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. SINOTRUK GROUP
წარმოდგენილია ოკეანიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, აზიის ბაზრებზე. ასევე
წარმოდგენილია ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.
საქართველოში SINOTRUK GROUP - ს 2016 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს
ჩვენი კომპანია, შპს ავტოტექნო ოფიციალური დილერის სტატუსით. დღეის
მდგომარეობით მარკეტინგის, პროდუქტების და გაყიდვების განყოფილებების
ერთობლივად ჩატარებული სამუშაოს შედეგად გაირკვა რომ შესაძლებელია
საქართველოს ბაზარზე ახალი პროდუქტის შემოყვანა. კერძოდ საუბარია HOWO TX
მოდელის ავტომობილებზე.
რა უპირატესობა აქვს HOWO TX ჩვეულებრივ HOWO – სთან
შედარებით?
HOWO TX - ის კაბინა სრულად იმეორებს MAN TGA კაბინას. მისი გამოშვება
SINOTRUK GROUP - ის მიერ დაიწყო 2020 წელს. განსხვავებით წინამორბედი
მოდელების კაბინებისან, HW70-HW76, TX - კაბინა სტანდარტულად არის აღჭურვილი
შემდეგი ოფციებით: ელ.შუშებით, ორივე კარის შუშას აქვს დაორთქლების
საწინააღმდეგო ჰაერის მილები, მულტიმედიის სისტემის მონიტორით რომელზეც
გამოისახება 360 ゜ კამერების გამოსახულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
მძღოლის სავარძელი ჰნევმატური დაკიდებით, გვერდული დაჭერით, ელ.
რეგულირებით, კლიმატკონტროლის სისტემით, ცენტრალური საკეტით. TX კაბინები
შეიძლება იყოს როგორც უსაძილო ისე 1 ან 2 ადგილიანი საძილეთი. TX კაბინებით
აღიჭურვება როგორც თვითმცლელები ისე უნაგირა საწევარები.
ასევე საჭის მექანიზმი აღჭურვილია პნევმატური რეგულირების მექანიზმით
რაც უფრო სწრაფად და ზუსტად აძლევს მძღოლ საშუალებას მოირგოს
საჭის მდგომარეობა. რული არის მულტიფუნქციური. საჭიდან, ხელის
აუღებლად, შესაძლებელია მულტი მედიის სისტემის მართვა, ხმის
რეგულირება, ტელეფონზე დარეკვა და სხვა. მულტიმედიის სიტემა
აღჭურვილია Wi-Fi და Bluetooth ფუნქციებით.
HOWO TX მოდელი შეიძლება იყოს აგებული 4X2,6X4,8X4 შასის ბაზაზე, ასევე შესაძლებელია
იყოს წარმოდგენილი საწევარა უნაგირას სახით. გარდა ახალი კაბინისა, ეს ავტომობილი
ასევე აღიჭურვება MAN -ის ტექნოლოგიით დამზადებული ძრავებით, ევრო 3-4-5
სტანდარტების მქონე.
ამ ძრავების ინდექსი არის MC, ასევე აღიჭურვება MAN -ის ხიდებით როგორც წინა ისე
უკანა , BOSCH - ის საჭის გამაძლიერების სისტემით, სამუხრუჭე სისტემა შესაძლებელია
აღიჭურვოს ABS - ით (მუხრუჭის ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა).
წინა სლაიდებში ჩამოთვლილი განსხვავებები ხდის HOWO TX სერიის
ავტომობილებს
უფრო მიმზიდველს მომხმარებლისთვის. მძღოლის სამუშაო პირობები მეტად
უფრო კომფორტულია რაც თავის მხრივ მის მუშაობას ხდის უფრო ეფექტურს
მრავალი დამხმარე თუ კომფორტის შემქნელი ფუნქციის ხარჯზე. ასევე
ეკოლოგიური სტანდარტების აწევის ხარჯზე ავტომობილი ნაკლებად აბინძურებს
გარემოს.
თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად მოთხოვნადია ჩვენი მომხმარებლის მხრიდან, რადგან
რაც უფრო მაღალია ეკოლოგიური სტანდარტი, მით ურო მაღალი ხარისხის საწვავი უნდა
იყოს გამოყენებული. ასევე მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის მქონე ავტომობილებს
დამატებით გააჩნია ძრავის გამონაბოლქვის გამწმენდი სისტემა. ეს სისტემა უზრუნველყოფს
გამონაბოლქვის მავნე ნივთიერებისგან მაქსიმალურად გაწმენდას, თუმცა მისი არსებობის
გამო იზრდება ავტომობილის ღირებულება და საექსპლუატაციო ხარჯები, რასაც
მომხმარებლები ცდილობენ თავი აარიდონ. მაღალი ევრო სტანდარტების ავტომობილების
საწვავის სისტემაც არის უფრო რთული და მისი დაზიანების შემთხვევაში შეკეთების ხარჯიც
მკვეთრად მეტია. ვინაიდან ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე, არ არის დადგენილი თუ
რომელი ეკოლოგიური სტანდარტის მქონე ძრავის ექსპლუატაცია არის დაშვებული,
შესაბამისად მომხმარებელი ირჩევს ნაკლებად , პოტენციურად, პრობლემურ პროდუქტს და
აინტერესებს ევრო 2 მქონე სტანდარტის ავტომობილი. ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული
სამუშაოს/კვლევის შედეგად გახდა შესაძლებელი რომ ქართველ მომხმარებელს შევთავაზოt
HOWO TX სერიის ავტომობილები რომლებიც დააკმაყოფილებენ ევრო 2 სტანდარტს.
ამ შემთხვევაში ჩვენი შეთავაზებული HOWO TX იქნება აღჭურვილი, შეიძლება
ითქვას ლეგენდარული, ძრავით WD615.47 371 ცხ/ძ ვეიჩაის წარმოების ძრავით.
ეს ძრავი გამოირჩევა მაღალი რესურსით, საწვავის ხარისხის მიმართ ნაკლები
მოთხოვნით. ეს ძრავი აღიჭურვება საწვავის შეფრქვევის/განაწილების მექნიკური
სისტემით რომლის ექსპლუატაცის დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს მომხმარებელს.
რომელ მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ HOWO TX
წარმოებისას?
როგორც ვიცით SINOTRUK -ის 25%+1 აქციას ფლობს გერმანული ავტოგიგანტი MAN.
აქედან გამომდინარე HOWO-ს წარმოებაში გამოიყენება როგორც გერმანული ისე სხვა
ქვეყნების მოწინავე ტექნოლოგიები.
განსაკუთრებულად გავამახვილოთ ყურადღება წყალმზიდის მექანიზმის მოწყობილობაზე.
MAN კაბინა (GERMANY )
MAN წინა და უკანა ხიდები ( GERMANY)
ZF საჭის მექანიზმი (GERMANY )
BOSCH საჭის გამაძლიერებელი სისტემა (GERMANY )
WABCO - პნევმატური სისტემა (გამოიყენება როგორც მუხრუჭების სისტემაში ისე
გადაცემათა კოლოფის მუშაობის გასაუმჯობესებლად) USA
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა ABS
კომპანია ავტოტექნო SINOTRUK HOWO-ს ოფიციალური წარმომადგენელი
საქართველოში.

You might also like