Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

SHANTUI BACKHOE WHEEL LOADER

უნივერსალური ექსკავატორ
დამტვირთველის დანიშნულება
როგორც ჩანს დასახელებიდან, ამ ტექნიკას შეუძლია რამოდენიმე ფუნქციის
შეთავსება. კერძოდ, იმუშაოს როგორც დამტვირთველმა, ექსკავატორმა,
ბულდოზერმა, დამატებითი დანადგარის მეშვეობით (ჩანგლები) შეასრულოს
ჩანგლიანი დამტვირთველის ფუნქცია, ასევე შესაძლებელია ჰიდრავლიკური
კოდალა/ჩაქუჩის გამოყენება, მცირე სიმაღლეზე ასაწავად ამწეს მოვალების
შესრულება და ა.შ. ეს ყველა ჩამოთვლილი ფუნქცია აძლევს საშუალებას
ოპერატორს, შეასრულოს სამუშაოების ფართო სპექტრი, რაც თავის მხრივ
იძლევა დროის და თანხების დიდ ეკონომიას. ვინაიდან მანქანა არის
აგებული საბურავების და არა მუხლუხოს მქონე შასიზე, არის საკმაოდ მცირე
ზომის, მას შეუძლია თვითონ გდაადგილდეს სამუშაო მოედნამდე. ეს კიდევ
ერთი პრიორიტეტია ამ ტექნიკისთვის ვინაიდან არ საჭიროებს სამუშაო
მოედნამდე მის ტრანსპორტირებას ლაფეტით, რაც ამცირებს დროის და
ფინანსურ დანახარჯებს.
როგორ მუშაობს უნივერსალური
დამტვირთველ ექსკავატორი?
უნივერსალური ექსკავატორ დამტვირთველი აღჭურვილია ორი ციცხვით. ერთი ციცხვი
დამონტაჟებულია მანქანის წინა მხარეს მეორე კი უკანა მხარეს. ეს ორი ციცხვი წარმოადგენს
ძირითად სამუშაო ინსტრუმენტს. სტანდარტულად წინა ციცხვის გააჩნია მხოლოდ
დამტვირთველის ფუნქცია, თუმცა ოფციურად ის აღიჭურვება დამატებითი ჰიდრავლიკური
მაქანიზმით და შეუძლია შეასრულოს როგორც დამტვირთველის ისე ბულდოზერის ფუნქცია.
ასევე ამ ტიპის ციცხვით შესაძლებელია დიდი ლოდების, ხის დიდი ტოტების და სხვა
არა გაბარიტურლი ტვირთის გადაადგილება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი
დანადგარებისა, მანქანა შეიძლება იყოს აღჭურვი კიდევ სხავა დანადგარებით. იხ.
სურათი
როგორც ვთქვით, უნივერსალური ექსკავატორ დამტვირთველი აღჭურვილია ორი ციცხვით. მეორე
ციცხვი განლაგებულია მანქანის უკანა ნაწილში და ის ძირითადად გამოიყებენა ექსკავატორის
ფუნქციით. ეს მექანიზმი, ისე როგორც წინა ციცხვი, შეიძლება იყოს სტანდარტული და ოფციური
შესრულების. რა სხვაობა არის სტანდარტულსა და ოფციურს შორის? სტანდარტულ შესრულებაში
ექსკავატორის მხარი არის ფიქსირებული სიგრძის. ოფციური შესრულების შემთხვევაში, მას
გააჩნია დაგრძელების ფუნქცია. ძირითადად ყველა მანქანა არის ამ დამატებითი ფუნქციის
მატარებელი. ეს ფუნქცია აძლევს საშუალებას ოპერატორს, ზეტმეტი გადაადგილების გარეშე,
შეძლოს დაფაროს უფრო მეტი მანძილი სიგრძეში, სიმაღლეში და სიღმეში თხრისას. ასევე ეს
იძლევა საშუალებას უფრო მაღალ სიმაღლეზე მოხდეს გრუნტის დაცლა.
.
უკანა ციცცხვის (ექსკავატორის, ჰიდრავლიკური ჩაქუჩის, ბურღის) ფუნქციის
შესრულებისას მანქანას ჭირდება დამატებითი სტაბილურობის მიღწევა. დამატებითი
სტაბილურობა მიიღწევა საყრდენებით, რომლებიც დამონტაჟებულია მანქანის უკანა
ნაწილში მარვჯნივ და მარცხვნივ. საყდენების დამაგრების ორი ვარიანტი არსებობს.
ვერტიკალური აწევით და განზე გაშლის ვარიანტი. ფუნქციონალურად ორივე
ვარიანტი ასრულებ იდენტურ ფუნქციას.SHANTUI - შემთხვევაში გამოიყენება განზე
გაშლის ვარიანტი. ორივე შემთხვევაში ხდება საყრდენების მიწაზე დაშვება და
მანქანის წონის გადატანა უკანა საბურავებიდან საყრდებეზე, ასევე წინა ციცვხი ეშვება
მიწაზე და წონა წინა საბურავებიდან გადადის საყრდენ ციცხვზე. ამ დროს მანქანის
ოთხივე საბურავი არის ჰაერში რაც გამორიცხავს მანქანის, მუშაობის პროცეში,
გადაადგილება/გაგორებას.
რა სვლის ფორმულით შეიძლება იყოს აღჭურვილი
უნივერსალური
უნივერსალური ექსკავატორ
ექსკავატორ დამტვირთველი დამტვირთველი?
შეიძლაბა იყოს 4X2 , 4X4 და 4X4X4
სვლის ფორმულით აღჭურვილი. 4X2 და 4X4 სვლის ფორმულები არის ფართოდ
გამოყენებადი ისე როგოც სპეც.ტექნიკის, სატვირთო ავტომობილების და მსუბუქი
ავტომობილების წარმოებაში. 4X2 ნიშნავს რომ მანქანას აქვს ერთი წამყვანი ხიდი,
როგორც წესი უკან. 4X4 ნიშნავს რომ მანქანის ორივე ხიდი არის წამყვანი და
ტექნიკას შეუძლია გადაადგილდეს დაბალი ხარისხის(გრუნტიან) გზებზე ან
უგზოობაში. 4X4X4 სვლის ფორმულა ძირითადად გამოიყენება ჩანგლიანი
დამტვირთველების და უნივერსალური ექსკავატორ დამტვირთველების წარმოებაში.
ეს ფორმულა, განსხვავებით 4X2 და 4X4, ითვალისწინებს რომ მანქანას გააჩნია ორი
წამყვანი ხიდი რომლებსაც გააჩნია მოხვევის ფუნქცია. მოხვევის ფუნქციაც აქვს
განსხვავებული. შეუძლია მოუხვიოს მხოლოდ წინა საბურავებით როგორც
ჩვეულებრივმა მანქანამ, ასევე შეუძლია მოუხვიოს წინა და უკანა საბურავებით. ამ
შემთხვევაში საჭიროებისამებრ საბურავები შეიძლება უხვევდენ ერთ და იგივე
მიმართულებით და ამით ამცირებდენ მოხვევის რადიუს, ასევე შეუძლიათ მოუხვიონ
ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და ერთმანეთთან დიაგონალური
მიმართულებით. ეს აძლევს მანქანას დიდი მანევრირების შესაძლებლობას,
გვერდულად გადაადგილების შესაძლებლობას, რაც ძალზედ კარგია მცირე
ტერიტორიაზე მუშაობისას.
4X2 სვლის ფორმულისას მანქანა ძირითადად არღჭურვილია ორი სხვადასხვა
ზომის საბურავებით, წინ პატარა რადიუსის, უკან დიდი რადიუსის. 4X4 სვლის
ფორმულის მქონე მანქანებს შეიძლება ქონდეთ როგორც სხვადასხვა ზომის,
ისე იდენტური ზომის საბურავები. 4X4X4 სვლის მქონე მანქანები აღიჭურვება
მხოლოდ იდენტური ზომის საბურავებით და როგორც წესი დიდი რადიუსის
მქონე საბურავებით, ვინაიდან ამ სვლის ფორმულას გააჩნია სპეციფიური
მოძრაობის საშუალება.
რა მოდელების უნივერსალურ ექსკავატორ
დამტვირთველებს აწარმოებს SHANTUI?
SHANTUI აწარმოებს სამი მოდელის უნივერსალურ ექსკავატორ/დამტვირთველს. ეს არის SHB
388, SHB388T და SHB 388H.
ამათ შორის ძირითადი სხვაობა არის შემდეგი: SHB388T არის აღჭურვილი იტალიური
ბრენდის CARRARO - ს ხიდებით და ტრამსმისიით, ხოლო სხვა ორი აღჭურვილია SHANTUI -
ის წარმოების ხიდებით და ტრანსმისიებით. განსხვავებით SHB 388 და SHB388T - სგან,
რომლებიც აღჭურვილები არიან სხვადასხავა ზომის საბურავებით, წინ პატარა უკან დიდი
ზომის, SHB 388H
არის აღჭურვილი დიდი ზომის საბურავებით როგორც წინ ისე უკან.
რომელი მოწინავე ბრენდების ტექნოლოგიები გამოიყენება
SHANTUI - ის ექსკავატორების წარმოებაში?
როგორც ვიცით 1997 წელს იაპონურ გიგანტ KOMATSU - სთან ერთად შეიქმნა
ერთობლივი საწარმო. ამ სიახლემ მისცა SANTUI - ის საშუალება, თავის
წარმოებაში დაეწყო გამოყენება მსოფლიო ლიდერების
მაკომპლექტებლების.
კერძოდ: CUMMINS (კამენსის) ძრავებს (USA), KAWASAKI-ს (JAPAN)
ჰიდრავლიკურ სისტემის ტუმბოებს PAKER-ის სარქველებს, EATON - ის წამყვან
რედუქტორებს CARRARO - ს გადაცემათა კოლოფები და ხიდები (ITALY).
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, SHANTUI - ის პროდუქცია არ
ჩამოუვარდება, ტექნოლოგიურად და ხარისხობრივათ, მძიმე სამშენებლო
ტექნიკის მწარმობლების მსოფლიო ლიდერებს.
კომპანია ავტოტექნო SINOTRUK HOWO-ს და SANUI - ის ოფიციალური
წარმომადგენელი საქართველოში.

You might also like