Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

SINOTRUK HOWO CNG 6X4

თვითმცლელი
რას ნიშნავს 6*4 - ზე სვლის ფორმულა?
6*4 - ზე სვლის ფორმულა ნიშნავს, რომ ავტომობილს გააჩნია 3 სავალი ღერძი.
აქედან ორი ღერძი არის წამყვანი და ერთი უზრუნველყოფს ავტომობილის მანევრირებას.

N1. წამყვანი ღერძი არის ღერძი, რომელზეც გადაცემათა კოლოფის და კარდნის ლილვის
მეშვეობით, გადაეცემა ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგია, რის მეშვეობითაც ხდება
ავტომობილის გადაადგილება.
ასეთი ღერძი, 6*4 სვლის ფორმულისას, ავტომობილს გააჩნია ორი ცალი. ორივე
განლაგებულია უკანა მხარეს და ეწოდება უკანა წამყვანი ღერძები.
N2. ავტომობილის წინა მხარეს განლაგებულია ერთი ღერძი, რომელიც
უზრუნველყოფს ავტომობილის მანევრირებას (მოხვევას, მიმართულების
კონტროლს). ეს ღერძი არის დაკავშირებული ავტომობილის მართვის (საჭის)
მექანიზმთან, რომელიც ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის მეშვეობით და
უშუალოდ საჭის გამოყენებით, აძლევს მძღოლს საშუალებას მართოს
ავტომობილი მისთვის სასურველი მიმართულაბით.
6*4 სვლის ფორმულის მქონე ავტომობილებს უკანა ორ ღეძზე მოთავსებული
აქვთ ორ-ორი საბურავი თითო მხარეს, ხოლო წინა ღერძი აღჭურვილია თითო
თითო საბურავით.
რა სხვაობაა დიზელის და CNG ძრავებს შორის?
სატვირთო ავტომობილები უმრავლესობა აღჭურვილია დიზელის ძრავებით. შესაბამისად
ეს ძრავები მუშაობენ დიზელის (მძიმე საწვავი) საწვავზე. ამ ძრავების უპირატესობა არის
სიმძლავრის მაქსიმალური მიღწევა დაბალ ბრუნიდანვე იყოს შესაძლებელი. ეს მიიღწევა
ბენზინის ძრავების გან განსხვავებული მუშაობის პრინციპით. კერძოდ დიზელის საწვავის
აალებისთვის არ არის საჭირო აალების სანთლები, ელ.ბაბინები და სხვა. დიზელის
აალება ხდება შეკუმშვის ძალით. ეს აძლევს საშუალებას ძრავმა მიაღწიოს მაქსიმალურ
სიმძლავრეს თითქმის უქმი ბრუნიდან.
დიზელის საწვავის შეფრქვევა ხდება უშუალოდ ცილინდრში და შეკუმშვის ხარჯზე ხდება
მისი ალება. CNG და ბენზინის ძრავებში კი აალებისთვის საჭიროა აალების სანთელი.
რა არის CNG ძრავი?
CNG (Compressed natural gas) ნიშნავს „შეკუმშული ბუნებრივი აირი“
შესაბამისად CNG ძრავში საწვავის სახით იყენებენ შეკუმშულ ბუნებრივ აირს.
რა უპირატესბოა აქვს შეკუმშულ ბუნებრივ აირს დიზელთან და ბენზინთან შედარებით?
მთავარი უპირატესობა ამ ტიპის საწვავისა არის მისი ღირებულება. გავრცელებულია
აზრი რომ თითქოს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები უფრო ეკონომიურები
არიან დიზელის და ბენზინის ძრავებთან შედარებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავები მოიხმარენ იმდენივე და ხან და ხან მეტ საწვავსაც
ვიდრე თხევად საწვავზე მომუშავე ავტომობილები. ბუნებრივი გაზის და თხევადი
საწვავების შორის ფასთა სხვაობა არის ორჟერ ნაკლები, შესაბამისად ეკონომია
მიიღწევა საწვავის ღირებულების ხარჯზე.
გაზზე მომუშავე ძრავები გამოირჩევა საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული საწვავის
მიწოდების სისტემით.
1 . საწვავის ავზი არის არმირებული, სქელკედლიანი, სპეციალურად შკუმშილი აირის
გამოსაყენებლად შექმნილი. იგი გათვლილია 150-200 ატმოსფერს წნევით ჩახმული
აირის შესანახად. შესაბამისად არის მოცულობითი და მძიმე.
2 . საწვავის მიწოდების სისტემა შექმნილია მაღალ წნევაზე სამუშაოთ გათვლილ
მილებით და გადაბმებისგან და ისიც უფრო მძიმეა ვიდრე ჩვეულებრივი საწვავის
მილები
3 . საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს გაზის და ჰაერის შერევის სიტემა „რედუქტორი“
4 . შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავი აღიჭურვება მხოლოდ გაზზე სამუშაო
აპარატურით და არ შეუძლია მოიხმაროს რაიმე სხვა საწვავი, თუმცა ბენზინზე
მომუშავე ძრავები რომელთაც დამატებით აღიჭურვებიან გაზზე სამუშაო სისტემით,
შეუძლიათ იმუშავონ როგორც ერთ ისე მეორე საწვავზე.
5 . ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავები მზადდება განსხვავებული თექნოლოგიით და
ითვალისწინებს იმას რომ გაზის წვის შედეგად წარმოიქმნება უფრო მაღალი წვის
ტემპერატურა. ეს პარამეტრი არ არის გათვალისწინებული შიდა წვის (ბენზინის)
ძრავებზე და ამიტომაც გაზის აპარატურის დამონტაჟება ამ ტიპის ძრავებზე არ არის
რეკომენდირებული მწარმოებლების მიერ.
Sinotruk CNG Gas Engine Assy
Wt615.95 340HP for HOWO Truck Hw93090
13c
თუ დავაკვირდებით ქვემოთ მოყვანილ სურათს, შეგვიძლია დავინახოთ რომ კაბინის და
სატვირთო ძარის შორის მოთავსებულია დამატებითი კომპონენტი. ეს არის შეკუმშული
ბუნებრივი აირის ავზები. აქ ხდება მაღალი წნევით (150-200 ათმოსფერო) გაზის ჩატუმბვა.
HOWO CNG 6X4 სვლის ფორმულიან თვითმცლელს ესეთი ავზი აქვს 8 ცალი და თვითეულის
მოცულობა არის 150 ლიტრი. ვინაიდან ამ ავზებს ესაჭიროებათ ბევრად მეტი ადგილი ვიდრე
დიზელის საწვავის ავზს ხდება სატვირთო ძარის შემცირება. სტანდარტული HOWO 7 -ის ძარის
მოცულობაა 20მ3 ხოლო CNG ძრავიანის HOWO- ს 18მ3
რომელ მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ
თვითმცლელების წარმოებაში?
როგორც ვიცით SINOTRUK -ის 25%+1 აქციას ფლობს გერმანული ავტოგიგანტი MAN.
აქდან გამომდინარე HOWO-ს წარმოებაში გამოიყენება როგორც გერმანული, ისე სხვა
ქვეყნების მოწინავე ტექნოლოგიები.
● MAN კაბინა (GERMANY )
● MAN - ის AC16 გაძლიერებული წამყვანი ხიდები (GERMANY )
● ZF საჭის მექანიზმი (GERMANY )
● WABCO - პნევმატური სისტემა (გამოიყენება როგორც მუხრუჭების სისტემაში ისე
გადაცემათა კოლოფის მუშაობის გასაუნჯობესებლად) (USA)

რა მომსახურება შეუძლია გაუწიოს კომპანიამ


მომხმარებელს?
როგორც SINOTRUK GROUP-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჩვენ
კომპანიას გააჩნია ავტორიზებული სერვის ცენტრი. ამ ცენტრის მეშეობით, ჩვენ
ვახორციელებთ როგორც საგარანტიო, ისე პოსტ საგარანტიო მომსახურდებას. ასევე ჩვენ
გვყავს მობილური ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ემსახურება მომხმარებელს
ადგილზე. ასევე კომპანია ახორციელებს ორიგინალი ან მათთან გათანაბრებული ხარისხის
მქონე სათადარიგო ნაწილების მიწოდება/რეალიზაციას.
კომპანია ავტოტექნო SINOTRUK HOWO-ს ოფიციალური წარმომადგენელი
საქართველოში.

You might also like