Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

აგროტურიზმის განვითარების არსებული

მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები


საქართველოში.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.


საგანი: კვლევის მეთოდები ტურიზმში.
პროფესორი/ლექტორი: ვალერი მოსიაშვილი.
სტუდენტი/პრეზენტატორი: მალხაზი ზურაბაშვილი.
მიმდინარე სემესტრი: VI.
მიმართულება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების.
2023 წელი.
აგროტურიზმი
• აგროტურიზმი, იგივე სასოფლო ტურიზმი — ტურიზმის სახეობა. აგროტურიზმი
გულისხმობს მოგზაურობასა და დასვენებას სოფლებში.
აგროტურიზმი ევროპაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. 1971 წელს
საფრანგეთში დაფუძნდა ასოციაცია – „ტურიზმი სოფლად“. ევროპის
აგროტურიზმის ფედერაციის (EuroGites) მონაცემებით, ევროპის 27
სახელმწიფოში განთავსებულია 100 000-ზე მეტი ტურისტული ობიექტი.
„ელკანას“ სოფლის ტურიზმის ქსელი

• ასოციაცია „ელკანა“ პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში


შექმნა სოფლის ტურიზმის ქსელი, სადაც გაწევრიანებულია 200-მდე საოჯახო
სასტუმრო სახლი და აგროტურისტული მეურნეობა საქართველოს
რეგიონებიდან.
• სოფლად ტურიზმის განვითარება „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი
სტრატეგიული მიმართულებაა. ტურისტული საქმიანობის განვითარება სოფლად
და პატარა ქალაქებში მცხოვრები პირების შემოსავლის მიღების ერთ-ერთი
წყაროა.
„ელკანა’’

 "ელკანას" სტანდარტი გულისხმობს განთავსების


• 2007 წლიდან ასოციაცია „ელკანა” ობიექტების დაჯგუფებას 4 კატეგორიად,
სოფლის ტურიზმის ევროპული რომელთა ხარისხის დონის შესაფასებლად
ფედერაციის (RuralTour-European გამოიყენება სიმბოლური ნიშანი "მზე".
Federation of Rural Tourism) წევრია.  სოფლის ტურიზმის ქსელში გაწევრიანებით ,
საქართველოში სოფლად ტურისტული ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს
მომსახურების სტაბილური ხარისხის შეუძლიათ:
1. ასოციაცია „ელკანას“ მიერ ჩატარებულ ტრენი
დანერგვის ხელშეწყობის ნგებსა და სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობა ;
მიზნით "ელკანამ" შეიმუშავა 2. მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაცი
სტანდარტი „საოჯახო სასტუმრო სახლე ების მიღება ადგილზე და დისტანციურად ;
ბი სოფლად და პატარა ქალაქებში“ 3. ინსპექტირების საფუძველზე მომსახურების ხარ
ისხის შესატყვისი კატეგორიის მიღება.
აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები
საქართველოში
• საქართველოში, ბოლო წლებში აგროტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი
საგრძნობლად გაიზარდა, როგორც ქართველი ფერმერების , ასევე ტურისტების
მხრიდანაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დარგის
განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა .
• პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წლის პირველი ნახევრიდან
აგროტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობს, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის
ალტერნატიული ეკონომიკური განვითარება . თუმცა , ჯერჯერობით საქართველოში
აგროტურიზმის რეგულირებისთვის არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა ,
შესაბამისად არც აგროტურისტული ობიექტების ზუსტი რიცხვის განსაზღვრაა
შესაძლებელი.
აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები
საქართველოში
• საქართველოში აგროტურიზმი გვევლინება ეფექტურ საშუალებად , სოფლის
მეურნეობის მიმართულებით პასიურ რაიონებში ახალი , მრავალფეროვანი სამუშაო
ადგილების შექმნის და ცხოვრების დონის/პირობების გაუმჯობესებითსვის . გარდა
აღნიშნულისა იგი ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას შედარებით
დაბალგანვითარებულ რაიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში . იგი
ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობის კულტურული ინფორმაციის გაცვლისა და
მიწოდების შესანიშნავი საშუალებაა. მისი განვითარება რეგიონებში ახალისებს
ბუნებისდაცვით აქტივობებს და ხალხური რეწვის საქმიანობის განვითარებას . ამ
სფეროს განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს დადებით მხარეს წარმოადგენს
აგროინფრასტრუქტურის გაურდაუვალი გაუმჯობესება და თანამედროვე
გამოცდილების მიღება.
აგროტურიზმით დაინეტერესებული საწარმოების
რაოდენობა რეგიონების მიხედვით

საქართველოს გარემოს დაცვისა და


სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ინფორმაციით, 16 ფერმერული
მეურნეობა სთავაზობს ტურისტებს
ღამის გასათევსა და
აგროტურისტულ მომსახურებას, რაც
გულისხმობს რთველში
მონაწილეობას, ჩურჩხელების
ამოვლებას, ყველის ამოყვანასა თუ
ყურძნის დაწურვას. ამასთან, კიდევ
130 საწარმო არის
დაინტერესებული, რომ
დამსვენებელს შესთავაზოს
აგროტურისტული მომსახურება.
მათი 22% (29) იმერეთში
მდებარეობს, 15% (19) – რაჭა-
ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 13% (17)
საქართველოში აგროტურიზმის განვითარებისათვის
არსებობს კარგი პერსპექტივები, რაც გამოიხატება
შემდეგში:
საქართველოს ბუნებრივი პირობები უაღრესად ხელსაყრელია აგროტურიზმის
განვითარებისათვის;
სოფლად მცხოვრებთა სახლების საერთო ფართობი, ოთახების რაოდენობა და
განლაგება, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა შესაძლებელს
ხდის შედარებით მცირე დანახარჯებით მოეწყოს ტურისტებისათვის დასვენების
პირობები;
სოფლად შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი უბიძგებს სოფლის
მცხოვრებთ გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო , რაც შესაძლებელია აგრარული
ტურიზმის განვითარებით.
სოფლის მოსახლეობის შემოსავლებისა და სოფლად
ცხოვრების დონის გაუმჯობესება აგროტურიზმის
მეშვეობით მოითხოვს:
 განვითარებულ ინფრასტრუქტურას (კანალიზაცია, წყალზე წვდომა განსაკუთრებით აღმოსავლეთ
საქართველოში, ნარჩენების მართვა დასახლებულ პუნქტებთან განსაკუთრებით და ასევე
მუნიცილიტეტისგან მოშორებით, გზები, მიწის რეგისტრაცია გაზი, ელექტროენერგიაზე წვდომა);
 უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას (ტურისტის ფიზიკური უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა);
 აგროტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზის არსებობას, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს,
გაეცნონ საქართველოში არსებულ აგროტურისტულ ობიექტებს და შეარჩიონ მათთვის სასურველი
დანიშნულება;
 აგროტურისტულ ობიექტებში დასაქმებულთა შესაძლებლობების გაძლიერებას.
2022 წლის მონაცემებით
ტურიზმის განვითარება სოფლად
გამოყენებითი წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D%E
1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
2. https://www.google.com/ + ( ფოტო მასალა )
3. http://awf.org.ge/wp-content/uploads/2021/03/3AgrotourLow.pdf
4. https://agrokavkaz.ge/agroplus/agroturizmis-ganvitharebis-gzebi-da-perspeqtive
bi-saqarthveloshi.html
5. https://iset-pi.ge/ka/blog/82-agritourism-in-georgia
6. https://ruraltourism.ge/
7. https://as.ge/ka/blog/73
გმადლობთ ყურადღებისთვის!
წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ.

• 2023 წელი
• სტუდენტი: მალხაზი ზურაბაშვილი
• პროფესორი/ლექტორი: ვალერი მოსიაშვილი

You might also like