Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

გმირი და ანტიგმირი

მარიამ კოპალაძე
კომპლექსური დავალების პირობა
• ჩამოაყალიბეთ სიუჟეტი, განსაზღვრეთ გმირისა და
ანტიგმირის ტიპაჟი, ჩამოაყალიბეთ თითოეული
პერსონაჟის თვისებები და აქედან გამომდინარე
მიუსადაგეთ თითოეულ მათგან მუსიკა.
რუსეთ-უკრაინის ომი
• ეს ყველაფერი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო,
როდესაც ბოროტი სახელმწიფოს პრეზიდენტმა პუტინმა
გააკეთა მიმართვა იმის შესახებ, რომ ის აპირებდა
‘’სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის ტერიტორიებზე
დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებზე და ამ
განცხადებიდან რამდენიმე წუთში გამთენიისას დაიწყო
სარაკეტო იერიშები უკრაინის ყველა რეგიონზე, მათ შორის
დედაქალაქ კიევზეც.
• დაირღვა იდილია, ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, დღითიდღე უფრო
მეტი უკრაინული ქალაქი იბომბებოდა, 6 მილიონზე მეტმა უკრაინელმა
დატოვა სამშობლო და ლტოლვილებად შეაფარეს თავი ევროპის
სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის საქართველოს, ომმა გამოიწვია საკვების
დეფიციტი. ყველაზე დიდი არჩევნის გაკეთება მოუწია უკრაინის პრეზიდენტ
ზელენკის, მას შეეძლო რომ დანებებულიყო ჩაბარებოდა რუსეთს და უარი
ეთქვა თავისუფლებაზე, ან მოქცეულიყო, როგორც ნამდვილი გმირი , არ
დანებებულიყო ებრძოლა ბოროტი გველეშაპის წინააღმდეგ, როგორც
წმინდა გიორგი, გაემარჯვებინა და დაემყარებინა მშვიდობა . მან როგორც
გმირმა ისე გადადგა ეს ნაბიჯი.
• მართალია მხოლოდ ორი არჩევანი იყო: ომი და მშვიდობა,
მაგრამ მშვიდობა თუ გვინდა ამისთვის ბრძოლა
მოგვიწევს. ომმა ერთ წელზე მეტ ხანს გასტანა და სამწუხაროდ
დღესაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკრაინა დღითიდღე
უფრო მეტ ტერიტორიას იბრუნებს. დასასრული ასეთი იქნება:
ბოლოს სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და რუსეთი
დამარცხდება, ხოლო უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს და
ნულიდან დაიწყება ყველაფრის აღმშენებლობა, რაც შეეხება
ემიგრანტებს დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს და
გააგრძელებენ მშვიდობიან ცხოვრებას. ჩემი ისტორიიდან
გამომდინარე ყურადღება გავამახვილე 2 პერსონაჟზე: გმირი
არის ზელენსკი ანტიგმირი არის პუტინი
ვიდრე დეტალურ ანალიზზე გადავალთ მინდა გაგახსენოთ, რომ
ლიტერატურაში არსებობს გმირის ოთხი ტიპაჟი:

• მშვენიერი პრინცი - შეთხზული, იდეალური გმირი.


• რომანტიკული გმირი - გმირი, წინააღმდეგობრიობებით
აღსავსე შინაგანი სამყაროთი .
• სუპერ გმირი - გმირი, რომელიც საგმირო საქმეებისთვის
ყოველთვის მზად არის.
• ტრაგიკული გმირი - მძიმე ვითარებაში მყოფი გმირი,
რომელსაც ცხოვრების უმძიმესი პრობლემების გადაწყვეტა
უწევს
ასევე საინტერესოა ანტიგმირის ტიპოლოგიზაცია, სადაც
სამი სახეა წარმოდგენილი:

• ბაირონისეული გმირი პერსონაჟი, რომელიც მოკლებულია გმირულ თვისებებს.


მაგალითად, თუკი გმირი - მამაცი, თავის თავში დარწმუნებული, ჭკვიანი მებრძოლია, ეს
პერსონაჟი პირიქით - მერყევი ხასიათის, ან მშიშარა და სუსტია. ნაწარმოების მანძილზე
სწორედ ამ სისუსტეების გადალახვა უწევს, რაც, ზოგ შემთხვევაში, საბოლოოდ მას ნამდვილ

გმირად აქცევს.
• კლასიკური ანტიგმირი კლასიკური გმირის კომიკური ვარიანტი. იგი არღვევს
საზოგადოებრივ წესებს. როგორ წესი, მისი მთავარი მიზანია ცხოვრების ან სიტუაციის
თამაშის წესების შეცვლა და არა ბოროტების თესვა
• ტრიქსტერი - პერსონაჟი, რომელიც გამოირჩევა არაორდინალური აზროვნებით,
იდუმალებითა და ქარიზმატულობით. მისი საზოგადოებრივი წესებისადმი ქედმაღლური
დამოკიდებულება, ხშირ შემთხვევაში, ცინიზმამდეა მისული. თავის განდეგილობაში
გარკვეულ სიამოვნებასაც კი იღებს. თავის თავში „მსოფლიო სევდას“ ატარებს.
გმირი

• ჩემი სიუჟეტის გმირი არის ზელენსკი, რომელშიც ჩემის აზრით


რამდენიმე გმირის ტიპაჟის ნიშანთვისებებს აერთიანებს :
რადგან მას აქვს სუპერ გმირის თვისებები, რადგან - მზად არის
საგმირო საქმეებისთვის არის მამაცი და უშიშარი და
ნაწილობრივ რომანტიული გმირის შტრიხებიც - თუ
გავაანალიზებთ ის მძიმე ვითარებაში მყოფი გმირია, რომელსაც
ცხოვრების უმძიმესი პრობლემების გადაწყვეტა უწევს .
ანტიგმირი

• მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ასევე მრავალმხრივია


ჩემი სიუჟეტის ანტიგმირი - პუტინი რადგან მას აქვს
ბაირონისეული (პერსონაჟი მოკლებული მის გმირულ თვისებებს,
არის მხდალი მშიშარა და სუსტი) და ნაწილობრივ
ტრიქსტერის(პერსონაჟი გამოირჩევა არაორდინალური
იდუმალი აზროვნებით, ქარიზმატულობით და
საზოგადოებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულებით ,
რომელიც ხშირ შემთხვევაში ცინიზმამდეა მისული , თავის
განდგომილებაში გარკვეულ სიამოვნებასაც იღებს და მოკლედ
რომ ვთქვათ მსოფლიოს სევდას ატარებს).
გმირის მუსიკალური ფრაგმენტის აღწერა:

• მუსიკის ბგერის სიძლიერე თავდაპირველად, არის ხმადაბალი, შემდეგ კი


არის ხმამაღალი, ბგერის ტემპი დასაწყისისას არის რბილი, ბოლოსკენ კი
არის მჭექარე. რიტმი დასაწყისისას არის მდორე, მშვიდი, ცოცხალი, ჩემში ეს
მუსიკა დიდი ბრძოლის განცდას და ბოლოს სიკეთეს გამარჯვებას აჩვენებ ,
ბოლო ნაწილი კი ძალიან მშვიდდება, ტემპი არის ზომიერი, მელოდია არის
მღერადი, დასაწყისში აღმავალი, დასასრულისას კი დაღმავალი, მელოდიის
ხასიათი არის სევდიანი, მშვიდიც და დაძაბულიც, მუსიკა არის კეთილხმოვანი .
ანტიგმირის მუსიკალური ფრაგმენტის აღწერა

• ანტიგმირის მუსიკალური ფრაგმენტის აღწერა მუსიკის დაწყებისთანავე


იგრძნობა არაკეთილხმოვანი ჰარმონია, ბგერის სიძლიერე არის ხმამაღალი ,
ბგერის სიმაღლე კი მაღალი, ბგერის ტემპი უხეში, მჭექარე , რიტმი
აქცენტირებული, დასაწყისში აქ ვხვდებით რიტმულ ოსტინატოს, რომელიც იმ
დეტალებზე ყურადღების გამახვილებას იწვევს, ტემპი არის ზომიერი და
ხანდახან სწრაფი, მელოდიის სახეობა კი არამღერადი, აღმავალი,
ნახტომისებური, მელოდიის ხასიათი საშიში, სიკვდილის მომასწავებელი ,
დაძაბული, ბოლო ნაწილის მელოდიის სახეობა არის დაღმავალი.

You might also like