Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 3

უჯრედული თეორია

 ყველა ცოცხალი ორგანიზმი, შენი სხეულის ჩათვლით უჯრედებისგან


შედგება. სურათზე წარმოდგენილია უჯრედების ჯგუფი, რომლებიც
ერთმანეთისგან განსხვებულებია. უჯრედები განსხვავდებიან ფორმით და
ზომით. მათი განსხვავებული ფორმა განსხვავებულ ფუნქციაზე
მიუთითებს.
 უჯრედი ორგანიზმის უმცირესი სტრუქტურული და ფუნქციური
ერთეულია. ზოგი ორგანიზმი, მაგალითად ბაქტერია მხოლოდ ერთი
უჯრედისგან შედგება. დიდი ორგანიზმები, მაგალითად ადამიანი
ტრილიონობით უჯრედს შეიცავს. თუ შეადარებ ადამიანს და ბანანს, მათი
გარეგანი შესახედაობა მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ თუ მათ
უფრო ღრმა შესწავლას დაიწყებ, მიხვდები რომ მათ შორის ბევრი
მსგავსებაა.
 1858 წელს უფრო უკეთესი მიკროსკოპის გამოყენების შემდეგ, ვიდრე
რობერტ ჰუკის მიკროსკოპი იყო, რუდოლფ ვირხოვმა გამოთქვა
ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ახალი უჯრედი მიიღება მხოლოდ უკვე
არსებული უჯრედისგან. მაგალითად, ბაქტერია, რომელიც
ერთუჯრედიანი ორგანიზმია, იყოფა შუაზე ( გაიზრდის შემდეგ) და
წარმოქმნის ორ ახალ ბაქტერიას. მსგავსი გზით შენ სხეულშიც
წარმოქმნება ცოცხალი უჯრედები. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა
ბიოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უჯრედული თეორიის
შექმნას.

You might also like