Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 25

იმუნოლოგიის ძირითადი

ცნებები
მანანა ჩიხლაძე
ასოცირებული პროფესორი
2023
ედუარდ ჯენერი
1749-1823

 1790 წლის 14 მაისი –


ჯეიმზ ფიპი

 ჯენერმა პირველმა
დაადგინა ვაქცინაციის
უდიდესი მნიშვნელობა
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.

 პროცედურას უწოდა

ვაქცინაცია

1979 წელი – ჯანდაცვის


მსოფლიო ორგანიზაციის
განცხადებით ჩუტყვავილა
აღმოიფხვრა
რობერტ კოხი
1843 – 1910
ექიმი– მიკრობიოლოგი
დაამტკიცა:

ინფექციური
დაავადებები
გამოწვეულია
მიკროორგანიზმებით,
თითოეული მათგანი
პასუხისმგებელია
კონკრეტულ
დაავადებაზე ან
პათოლოგიაზე.
ლუი პასტერი
1822–1895

აღმოაჩინა:

ინფექციის გამომწვევი
მიკროორგანიზმების
დასუსტებული
კულტურებით აცრის
დახმარებით შეიძლება
შეიქმნას იმუნიტეტი
განსაზღვრული
ინფექციური
დაავადებისადმი.

1885 წელი - ლუი პასტერმა ცოფიანი


ძაღლის მიერ დაკბენილი 9 წლის ბიჭი
აცრა
ემილ ადოლფ ფონ
ბერინგი
1854 – 1917
შიბასაბურო კიტასატო
1853 – 1931

აღმოაჩინეს:

ვაქცინირებული
პირების შრატი
შეიცავდა
ნივთიერებებს,
რომლებიც
სპეციფიურად იყო
დაკავშირებული
შესაბამის პათოგენთან
– უწოდეს
ანტისხეულები
ილია მეჩნიკოვი
1845–1916
უჯრედული იმუნოლოგიის ერთ-
ერთი პიონერი.

მეჩნიკოვმა აღმოაჩინა, რომ


ბევრი მიკროორგანიზმი
შეიძლება ჩაიყლაპოს და
მონელებული იყოს ფაგოციტური
უჯრედებით, რომლებსაც მან
მაკროფაგები უწოდა/
წარმოადგენენ თანდაყოლილი
იმუნური სისტემის მთავარ
კომპონენტს.

ფაგოციტოზის ფენომენის
აღმოჩენისთვის 1908 წელს პაულ
ერლიხთან ერთად
მიენიჭა ნობელის პრემია
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
 იმუნიტეტი– ბიოლოგიასა და მედიცინაში
დაავადებისაგან თავისუფალს ნიშნავს.

 იმუნური სისტემის დანიშნულება – პათოგენური


აგენტებისაგან ორგანიზმის დაცვა.

ნორმაში იმუნური პასუხი მხოლოდ უცხო


ანტიგენის წინააღმდეგ აღიძვრება.

 იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია –


უცხო აგენტის გამოცნობა და მასზე
ადექვატური რეაქციის განვითარებაა.
იმუნური პასუხის თვისებები:

• სპეციფიკურობა
• მეხსიერება
• ინდუციბელობა
ანტიგენი

• ყველა იმ ნივთიერებას, რომელსაც


სპეციფიკური იმუნური პასუხის
გამოწვევა შეუძლია, ანტიგენი ეწოდება.

• ანტიგენი ანტისხეულის
წარმომქმნელს– (antibody generation)
ნიშნავს

• 1890 წელი – ბერინგისა და კიტაზატოს


აღმოჩენა -ანტისხეულები
ანტიგენის 2 მნიშვნელოვანი თვისება:
• იმუნოგენობა
• ანტიგენობა

• იმუნოგენობა– ჰუმორული ან უჯრედული


იმუნური პასუხის გამოწვევის უნარს ნიშნავს

• ანტიგენობა– ანტიგენის თვისებას,


იმოქმედოს მის მიერ წარმოქმნილ
ანტისხეულებთან ან გააქტიურებულ T–
ლიმფოციტებთან.
ყოველი სიკვდილი ინფექციისაგან
დაავადების გამომწვევთა გამარჯვებაა
დაღუპულის იმუნიტეტზე, ყოველი
გამოჯანმრთელება, იმუნიტეტის გამარჯვება!

რა იარაღი გააჩნია იმუნიტეტის


არმიას?:

• ნეიტრალიზაცია
• ფაგოციტოზი
• ციტოტოქსიკური რეაქციები და აპოპტოზი
• მაკროფაგის გააქტიურება
ნეიტრალიზაცია
ანტისხეული პათოგენს ან მის პროდუქტს უკავშირდება,
რითაც მასპინძლის ქსოვილებზე მათ ზემოქმედებას
აღკვეთს
ფაგოციტოზი
ფაგოციტოზი

პათოგენის ზედაპირზე ანტისხეულების და/ან კომპლემენტის ფრაგმენტების დაკავშირება


ფაგოციტოზს აძლიერებს–
ამ პროცესს ოფსონიზაცია ეწოდება.
ციტოტოქსიური რეაქციები და აპოპტოზი.
ფაგოციტოზისთვის დიდი უჯრედების გასანადგურებლად
ციტოტოქსიური რეაქციები გამოიყენება .
• სამიზნე უჯრედებში
ხვრელების
წარმოქმნას T–
ციტოტოქსიკური
უჯრედები
პერფორინების,
ხოლო კომპლემენტის
სისტემა– მემბრანის
შემტევი კომპლექსის
(MAC-membrane attac
complex) საშუალებით
აღწევს.
იმუნური სისტემის
მნიშვნელოვანი ასპექტი

მემბრანის შეტევის კომპლექსის(MAC)


წარმოქმნა უცხო ან პათოგენური
უჯრედის ზედაპირზე.
შედგება:
1.კომპლემენტის სისტემის
რამდენიმე ცილისგან (C5b, C6, C7, C8,
C9)
2. ქმნის რგოლის სტრუქტურას,
რომელიც მიმაგრებულია უცხო
უჯრედზე.
3. იწვევს ღიობს "ფორს" უჯრედის
მემბრანის ლიპიდურ ბიშრეში.
4. ეს ფორა იწვევს უჯრედული
კომპონენტების გათავისუფლებას,
როგორიცაა წყალი, იონები და მცირე
მოლეკულები უცხო
დამაზიანებლისგან.
5. შეუძლია დააზიანოს ბაქტერიის
უჯრედი, ვირუსების გარსი, ადამიანის
უჯრედები, შედეგი არის ლიზისი ან
უჯრედის სიკვდილი.
• მიკროორგანიზმთა ერთი ნაწილი (ვირუსები, ზოგიერთი
ბაქტერია, ზოგიერთი უმარტივესი) მასპინძლის უჯრედში
პარაზიტობს, მეორე კი (ბაქტერიები, დიდი
პარაზიტები) უჯრედის გარეთ–ქსოვილოვან სითხეებსა
და სხვა უჯრედგარეთა სივრცეებში.
• უჯრედგარეთა პათოგენის შემთხვევაში იმუნური
სისტემა უშუალოდ პათოგენურ აგენტს ანადგურებს
და/ან მის პროდუქტებს ანეიტრალებს.
იყენებს:
• ნეიტრალიზაციის რეაქციას
• ფაგოციტოზს
• კომპლემენტის სისტემას

უჯრედშიდა პათოგენური აგენტის საწინააღმდეგოდ 2 გზით


იბრძვის:
• ციტოტოქსიურობით
• მაკროფაგის გააქტიურებით
იმუნური სისტემის წარმატება
 ბუნებრივი (თანდაყოლილი)

 შეძენილი (ადაპტაციური) იმუნური


პასუხის შეთანხმებული მოქმედება.
• ბუნებრივი იმუნური პასუხი თანდაყოლილია, სწრაფად
მოქმედებს, მასში მონაწილე ეფექტორული უჯრედებია :
• ფაგოციტები და ბუნებრივი კილერები (NK-უჯრედები).

იმუნურ პასუხში ის ხსნადი ცილები და ბიოაქტიური


პატარა მოლეკულები მონაწილეობს, რომლებიც
ბიოლოგიურ სითხეებში მუდმივად გვხვდება.
(მაგ.კომპლემენტის ცილები) ან გააქტიურებული უჯრედების
მიერ გამომუშავდება: მაგ.
ა) ციტოკინები, რომლებიც სხვა უჯრედების ფუნქციას არეგულირებს
ბ) ქემოკინები, რომლებიც ანთებით ლეიკოციტებს იზიდავს
გ) ანთების ლიპიდური მედიატორები
დ) ანთების ხელშემწყობი ბიოაქტიური ამინები
ე) ფერმენტები
ბუნებრივ იმუნურ პასუხში მონაწილე პირველი რიგის უჯრედები და
მოლეკულები:

 ფაგოციტური უჯრედები
 NK უჯრედები
 კომპლემენტის სისტემა
 ციტოკინები
ბუნებრივ იმუნურ პასუხში მონაწილე უჯრედები
პათოგენთა ზედაპირზე არსებულ უცხო მოლეკულებს
ზედაპირული რეცეპტორებით შეიცნობს.
• მიკრობთა ამ განსხვავებულ მოლეკულურ
სტრუქტურებს პათოგენთან ასოცირებულ
მოლეკულებს–PAMP–ს (pathogen-associated molecular
patterns) უწოდებენ/ შემცნობ რეცეპტორებს კი PAMP–ის
შემცნობ რეცეპტორებს PRR-Pamp Recognition Receptor.
იმუნური სისტემის დაცვის მექანიზმები:

 არასპეციფიკური
 სპეციფიკური
 არასპეციფიური დაცვის მექანიზმები
წარმოდგენილია ბუნებრივი ბარიერებით: კანი,
ლორწოვანის მოციმციმე ეპითელი, თებოსა და
საოფლე ჯირკვლები, საჭმლის მომნელებელი
ფერმენტები და სხვა; სხეულის ნორმალური
მიკრობიოლოგიური გარსი, ღვიძლი,
კომპლემენტის სისტემა; არასპეციფიური
ფაგოციტოზი; ბუნებრივი ციტოტოქსიურობის სისტემა
(NK-უჯრედები და ინტერფერონები); Toll-
რეცეპტორები.
სპეციფიკური მექანიზმები ანუ იმუნური პასუხი:

• ჰუმორული ანუ B–უჯრედული იმუნური


პასუხი, რომლებიც იწვევენ სპეციფიური
ანტისხეულების წარმოქმნას: IgM, IgG,
IgA, IgE, IgD;

• უჯრედული ანუ T-უჯრედული


იმუნური პასუხი.
შეძენილი იმუნური პასუხის ეფექტორული უჯრედები და მოლეკულები :

 T და B ლიმფოციტები
 ანტისხეულები

ყოველი კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხში მხოლოდ


ის ლიმფოციტები მონაწილეობს, რომელძთაც ანტიგენის, ანუ გამომწვევის
სპეციფიკური შეცნობა შეუძლიათ

• T და B ლიმფოციტები ანტიგენს განსხვავებულად შეიცნობს:

• B ლიმფოციტი, თავისი რეცეპტორების საშუალებით, ანტიგენს ბუნებრივი


სახით ცნობს.

• T ლიმფოციტს კი ანტიგენის შესაცნობად სხვა უჯრედების მიერ ჭირდება


წარდგენა.

• T ლიმფოციტებთან ანტიგენის წარდგენა სპეციალური სტრუქტურებით ხდება. ეს


სტრუქტურები–ჰისტოშეთავსების მთავარი კომპექსის –MHC (major histocompatibility
complex) –ის სახელით არის ცნობილი.
ადამიანში საკუთარი უჯრედების ამ ზედაპირულ მოლეკულებს ადამიანის
ლეიკოციტურ ანტიგენებსაც HLA - human leukocyte antigen) უწოდებენ.
დასკვნა
• სწორად დარეგულირებული იმუნური პასუხი მასპინძელს
პათოგენური აგენტებისა და სხვა გარემო ფაქტორებისაგან იცავს .
• ხშირად იმუნური პასუხის შედეგად ადგილობრივი ანთება
ვითარდება, რასაც ქსოვილის დაზიანება და ფიბროზის განვითარება
შეიძლება მოყვეს. ამ ტიპის დაზიანება ფიზიოლოგიურია და ის
ორგანოთა მძიმე დისფუნქციას არ იწვევს.
• ზოგჯერ ქსოვილები გამოკვეთილი სტიმულის გარეშე ზიანდება . მაგ .
აუტოიმუნური და ატოპიური დაავადებების დროს, რაც იმუნური
პასუხის რეგულაციის მოშლით განვითარებული პათოლოგიაა.
• ამგვარად, იმუნური სისტემა უამრავი მექანიზმით იბრძვის ,
რისთვისაც მრავალი ეფექტორული სისტემის ელემენტთა
ერთობლიობას იყენებს, რომელთა არასწორი რეგულაციაც
ადამიანებში სხვადასხვა მწვავე და ქრონიკულ დაზიანებებს იწვევს .
• ეფექტურ გზებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა დაავადებათა
მკურნალობას სრულყოფს.

You might also like