Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 19

სხივური დაავადება

ანანო თოიძე
თორნიკე ფუტკარაძე
რა არის მაიონიზირებელი
გამოსხივება?
• მაიონებელი გამოსხივების ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი
გამოსხივება,რომელიც ყველა სახის სუბსტრატზე მოქმედებისას მასში
იონების წარმოქმნას იწვევს.
• მაიონებელი გამოსხივების ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ეფექტი
დამოკიდებულია, პირველ რიგში, მოქმედ დოზაზე, რომლის სიდიდე და
მნიშვნელობა სხვადასხვაგვარია
მაიონებელი
გამოსხივება ორი სახისაა:

1. ა)კორპუსკულური , რომელიც შედგება


ელემენტარული ნაწილაკების
ნაკადისგან,როგორიცაა α-,β- ნაწილაკები,
ნეიტრონები, ელექტრონები და სხვა.

2. ბ)ელექტრომაგნიტური , რომელიც შედგება


ელექტრომაგნიტური სხივებისგან,
კვანტებისგან( γ-სხივები, რენგენის სხივები)
.
ბირთვული ენერგეტიკის და მაიონებელი
გამოსხივების გამოყენების სფერო მოიცავს ჯანდაცვის
და მრეწველობის პრაქტიკულად ყველა დარგს.

მაიონებელი გამოსხივების წყაროები შეიძლება


დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად:

1)ბუნებრივი წყარო-გარეგანი და შინაგანი


დასხივების წყაროები.(კოსმოსური გამოსხივება და
რადიოაქტიური ნივთიერებების გამოსხივება)
2)ხელოვნური წყარო-რადიონუკლეიდები,რომლებიც
ორგანიზმში ხვდებიან შთანთქმული ჰაერისა და
საკვების მეშვეობით.
დასხივება

• გარეგანი დასხივების გავლენას ადამიანი


განიცდის მხოლოდ გამოსხივების
მოქმედების სფეროსი ყოფნის პერიოდში,
რადიაციის შეწყვეტის შემთხვევაში
გარეგანი მოქმედება წყდება, ხოლო
ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს
ცვლილებები- გამოსხივების შედეგები.
• ნეიტრონული გამოსხივების გარეგანი
მოქმედების შედეგად შეიძლება
წარმოიქმნას სხვადასხვაგვარი
რადიოაქტიური ნივთიერება: ნატრიუმის,
ფოსფორის რადიონუკლიდები და სხვ.
ორგანიზმი მსგავს შემთხვევაში დროებით
ხდება რადიოაქტიური ნივთიერების
მატარებელი, რის შედეგადაც შეიძლება
მისი შინაგანი დასხივება განვითარდეს.
• მაიონებელი გამოსხივება წარმოიშობა, აგრეთვე სხვადასხვა რადიოაქტიურ ბუნებრივ
ნივთიერებასთან (ურანი, რადიუმი,ტორიუმი) და იზოტოპებთან მუშაობის დროსაც.
რადიოაქტიურ იზოტოპებში ატომთა ბირთვები არასტაბილურია.მათ დაშლისა და
სხვაელემენტების ბირთვებში გარდაქმნის უნარი გააჩნიათ.

ამ ნივთიერებებთან მუშაობის პროცესში შესაძლებელია მათი ორგანიზმში მოხვედრა


ფილტვების ან კჭნაწლავთა ტრაქტის გზით, აგრეთვე დაუზინებელი კანით.ორგანიზმში
მოხვედრისას რადიოაქტიური ნივთიერება შეიძლება სისხლის ნაკადით მოხვდეს
სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში და შინაგანი გამოსხივების წყაროდ
იქცეს.განსაკუთრებით საშიშია იზოტოპები ხანგრძლივი დაშლის პერიოდით.
პათოგენეზი
• სხივური დაავადების პათოგენეზში ერთ-ერთი წამყვანი
ადგილი უკავია სისხლმბადი ორგანოების დაზიანებას.
განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბლასტური უჯრედები.

• სხივური დაავადების ფორმირებაში გარკვეული


მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს,რომ მაიონებელი
გამოსხივება ახდენს:
ა)სპეციფიკურ-დამაზიანებელ-მოქმედებას
რადიომგრძნობიარე ქსოვილებსა და ორგანოებზე
(სისხლწარმომქმნელი ქსოვილის ღეროვანი
უჯრედები,სათესლე ჯირკვლის, წვრილი ნაწლავისა და
კანის ეპითელიუმი)

ბ)არასპეციფიკური-გამღიზიანებლის მოქმედებას
ნეიროენდოკრინულ და ნერვულ სისტემებზე, ნერვულ
სისტემას მაღალი ფუნქციური მგრძნობელობა ახასიათებს
რადიაციის მცირე დოზების მიმართაც კი..

• არსებობს სხივური დაავადების ორი ძირითადი ფორმა


მწვავე და ქრონიკული
მწვავე სხივური დაავადება
• მწვავე სხივური დაავადების დროს ლეტალობის
მიზეზს სისხლის წარმოქმნის შეუქცევადი დაზიანება
წარმოადგენს, გართულებული ინფექციური ან
ჰემორაგიული პროცესებით, მეტაბოლიზმის მოშლით,
სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ცენტრალური
დარღვევით.

• ძვლის ტვინის დაზიანებით მიმდინარე ფორმის დროს


მკაფიოდ ვლინდება ოთხი ფაზა:

1 . ზოგადი რეაქციის
2 . მოჩვენებითი კლლინიკური კეთილდღეობის
(ლატენტური)
3 . გამოხატული კლინიკური გამოვლინების
4 . აღდგენის (გამოჯანმრთელების) ან სიკვდილის

.
შედეგები

• მწვავე სხივური დაავადების


დამახასიათებელ მოგვიანებით
მოვლენებს, მიეკუთვნება კატარაქტები.
• მძიმე ფორმების დროს, არამყარი და
ზომიერი ლეიკოგრანულოციტოპენია,
თრომბოციტოპენია, სუსტად
გამოხატული კეროვანი
ნევროლოგიური სიმპტომები

• შედეგები გამოიხატება დაზიანებული ქსოვილების დისტროფიული და


სკლეროზული ცვლილებების
• რეპროდუქციისა და განაყოფიერების უნარის დაქვეითების
• კატარაქტების განვითარების
• ინფექციის საწინააღმდეგო იმუნინეტის დაქვეითების სახით.
• სიმსივნეების განვითარება (ლეიკოზები) იმ პირთა შორის ვინც ატომური
აფეთქების მოქმედება გადაიტანა.
გამოსხივების შედეგები
დიაგნოზი მკურნალობა

• დიაგნოზის დასმა რთულია იმ • შესაძლებელია სრული კლინიკური


შემთხვევაში, როცა გამოჯანმრთელება.
გამოსხივების წყარო • პირველადი რეაქციის ფაზაში,
დაკარგულია ან დადგენილი გულისრევისა და ღებინების
არ არის, და განსაკუთრებით შემთხვევაში იყენებენ
მაშინ, როდესაც დიფენიდოლს, ატროპინს,
რადიონუკლეიდები ამინაზინსა და ღებინების
ორგანიზმში ხვდებიან საწინააღმდეგო საშუალებებს.
სასუნთქი გზების, ან
• შეუჩერებელი ღებინების დროს
დაუზიანებელი კანის გზით.
რეკომენდებულია ნარტიუმის
ქლორიდის 10%ხსნარი.
• თუ ლეიკოციტების რაოდენობა
მცირდება ათასამდე ერთ
მიკროლიტრში, უნიშნავენ ფართო
სპექტრის მოქმედების
ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებს.
ქრონიკული სხივური დაავადება

ქრონიკული სხივური დაავადება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გარეგანი დასხივებისას ან


საჭმლის მომნელებელ სისტემაში რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრისას. მათი ნაწილი
გამომყოფი სისტემის მეშვეობით გამოიდევნება ორგანიზმიდან, ნაწილი კი შეიწოვება.
ეს დაავადება ხშირად უვითარდებათ ექიმებს - რენტგენოლოგებს, რადიოლოგებსა და სხვა
სპეციალოსტებს რომელთა საქმიანობაც მუდმივ რადიაციულ ზემოქმედებასთანაა
დაკავშირებული.
დაავადების კლინიკური სურათი წარმოდგენილია ასთენიური სინდრომითა და ზომიერი
ციტოპენიური ცვლილებებით სისხლში.
დიაგნოზი და მკურნალობა

მხოლოდ კლინიკურ-ლაბორატორიული და სანიტარიულ-ჰიგიენური მონაცემების შეჯერებით


შეიძლება სწორი დიაგნოზის დასმა. ამ მხრივ, გარკვეული მნიშვნელობა აქვს დინამიკური
დაკვირვების და დოზიმეტრის შედეგებს. აგრეთვე, რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენას
ბიოლოგიურ სუბსტრატებში.

მკურნალობის ჩატარებისათვის აუცილებელია მაიონებელ გამოსხივებასთან პროფესიული


კონტაქტის შეწყვეტა.
დაავადების საწყის პერიოდში საჭირო არის გაკაჟება, სამკურნალო ტანვარჯიში, სრულყოფილი
კვება, ვიტამინიზაცია და ფიზიკური მეთოდები, წყლის პროცედურები, ჰალვანური საყელო.
კანისა და კომბინირებული სხივური
დაზიანება
რადიაციულმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება.
დაზიანების ხარისხი დასხივების დოზაზეა დამოკიდებული:
1. I ხარისხის (მსუბუქი) დაზიანება აღინიშნება 8-12 გრ დოზით დასხივების
დროს. 2 კვირის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს, შემდეგ,
გაჩაღების სტადიაში, კანზე წარმოიშობა ერითემა, რომელიც 10-15 დღეში
ქრება. კანის მთლიანობის აღდგენას 2-4 თვე სჭირდება. ახასიათებს
პიგმენტაცია
2. II ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 12-20 გრ დოზით დასხივებისას.
წარმოიშობა ერითემა, რომელიც მალე ქრება. ფარული პერიოდი
გრძელდება 1-2 კვირა. გაჩაღების სტადიაში აღინიშნება კანის შეშუპება, წვა,
ვეზიკულები, დაწყლულება. შეხორცება იწყება 1-1,5 თვის შემდეგ. 3-6 თვეში
კანი მთლიანად აღდგება.
3. III ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 20-25 გრ დოზით დასხივების
დროს. პირველადი რეაქციის პერიოდი 2 დღემდე გრძელდება, ფარული –
ერთი კვირა. გაჩაღების სტადიაში წარმოიშობა ციანოზური ერითემა,
მოგვიანებით ჩნდება ვეზიკულები, წყლულები, რომლებიც 2-3 თვის შემდეგ
გარქოვანებას განიცდის. კანის ატროფია გრძელდება დიდხანს
4. IV ხარისხის (ზემძიმე) დაზიანება აღინიშნება 25-50 დოზით დასხივების
დროს. დაწყებითი სტადია მკვეთრად არის გამოხატული, ფარული სტადია
არ აღინიშნება, შემდეგ სწრაფად წარმოიქმნება ღრმა წყლულები,
რომლებიც 6-12 თვეში ხორცდება
კომბინირებული სხივური დაავადება
• კომბინირებულია სხივური დაზიანება,
როცა სხივურ დაავადებასთან ერთად
ვითარდება დამწვრობა და ტრავმაც.
• სხივურ დაავადებათა 85%-ს შეადგენს.

• სხივური დაზიანება ამძიმებს დამწვრობისა


და ტრავმების მიმდინარეობას.

• ქირურგიული ჩარევა უნდა ჩატარდეს


სხივური დაავადების ფარულ პერიოდში,
რათა ჭრილობების შეხორცება
გაჩაღებამდე მოესწროს.

• უნდა ჩატარდეს ანტიშოკური ღონისძიებები,


კანის ქირურგიული დამუშავება და სხვა.
როგორ მოვიქცეთ დასხივების
შემთხვევაში

1. მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა განისაზღვროს

რადიაციის დოზა.

2. კანზე ან ტანსახმელზე რადიოაქტიური ნივთიერებების

მოხვედრის შემთხვევაში - უნდა დავაყენოთ პაციენტი შხაპის

ქვეშ, რათა ეს ნივთიერებები ჩამოირეცხოს.

3. შეიძლება მექანიკური ან ქიმიური მეთოდიც გამოვიყენოთ. ასევე

- კუჭის ამორეცხვა/ამოსახველებელი საშუალებების მიცემა.

4. გამოხატული სიმტომების შემთხვევაში, ვუმკურნალოთ

შესაბამისად.
გამოყენებული ლიტერატურა

1 .https://
www.slideshare.net/powerfulpoint/pixar-22rulestophenomenalstorytellingpo
werfulpointslideshare
2. https://
www.slideshare.net/powerfulpoint/pixar-22rulestophenomenalstorytellingpo
werfulpointslideshare
3. https://
www.slideshare.net/powerfulpoint/pixar-22rulestophenomenalstorytellingpo
werfulpointslideshare
4. https://
www.slideshare.net/powerfulpoint/pixar-22rulestophenomenalstorytellingpo
werfulpointslideshare
5. https://www.slideshare.net/powerfulpoint/pixar-
22rulestophenomenalstorytellingpowerfulpointslideshare
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like