კრიმინალისტიკა

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

გენეტიკა და

კრიმინალისტიკა
• გენეტიკაში შემუშავებული მეთოდები სწრაფად ინერგებოდა
კრიმინალისტიკაში. მათიმეშვეობით ახერხებდნენ
ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას. მაგალითად, მას
შემდეგ,რაც გალტონმა 1892 წელს თითის ანაბეჭდების (finger
prints) ინდივიდუალობადაადგინა, მათი კრიმინალისტიკაში
გამოყენება დაიწყეს. ეს ინოვაცია იმდენადპოპულარული
გახდა, რომ მრავალ დეტექტიურ ნაწარმოებშიც აისახა.
თუნდაც ა. კონანდოილის “შერლოკ ჰოლმსის
თავგადასავალში”. თუმცა ზოგიერთ მეთოდს უთუოდაკლდა
სანდოობა ტექნოლოგიური დაუხვეწაობის გამო. მაგალითად,
თუ დანაშაულისადგილას სისხლის კვალს იპოვიდნენ, ნიმუშს
ეჭვმიტანილის სისხლს ადარებდნენ, მაგრამსისხლის
ჯგუფობრიობაზე ბუნდოვანი წარმოდგენის გამო
მოსამართლეებსშესაძლოა უსაფუძვლოდ გაემტყუნებინათ ან
გაემართლებინათ ეჭვმიტანილი.
• 1946 წელს კალიფორნიის სასამართლომ ჩარლი
ჩაპლინი რამდენიმე მომჩივანი ბავშვისბიოლოგიურ მამად
აღიარა. სისხლის ანალიზის შედეგით, “ბრალდებულისა”
და მისიმომჩივანი “შვილების” ნათესაობა არ
დასტურდებოდა. სასამართლომ ანალიზის მონაცემები
არასაიმედოდ მიიჩნიადა საქმის განხილვისას არ
გაითვალისწინა.
• პრიორიტეტული და გაცილებით უტყუარია დნმ-ს ანალიზზე
დამყარებული მონაცემები. 1984 წელს
ინგლისელმამკვლევარებმა ალექს ჯეფრიმ და ვიკი
უილსონმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს
მინისატელიტური დნმ. ისინიგენის ევოლუციას
იკვლევდნენ. სელაპისა და ადამიანის კუნთის ცილა
მიოგლობინის გენს შუა ნაწილში აღმოაჩნდამოკლე
მონაკვეთი (სატელიტური დნმ), რომელიც მრავალჯერ
მეორდებოდა. გენი ამ ნიშნით სპეციფიკურია და მისი
მეშვეობით ინდივიდის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
მალე მინისატელიტური დნმ სხვა გენებშიც
გამოავლინეს.ქრომოსომაში მინისატელიტები გენეტიკურ
“თითის ანაბეჭდს” წარმოადგენს. შემუშავებული
გენეტიკურიმეთოდით პიროვნების იდენტიფიკაციამ
რევოლუცია მოახდინა კრიმინალისტიკაში.
• დნმ-ს პროფილის ასაგებად შემუშავებულია ახალი სწრაფი
და საიმედო ტექნოლოგია, რომლის
გამოყენებითაცპიროვნების იდენტიფიცირება მოკლე
ხანშია შესაძლებელი. ეს ტექნოლოგია 2001 წელს
შეიმუშავეს და პირველადგამოიყენეს აშშ-ში 11
სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტის შედეგად
დაღუპულთა მიმართ. ამ ვანდალურიაქტის შედეგად ნიუ-
იორკში დაინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი
შენობა. ნანგრევებში (15 მილიონი ტონა)მრავალი
ადამიანი მოჰყვა და დაიღუპა. სხეულის დეფორმაცია,
მაღალი სიცხის გამო გვამების გაძლიერებულიხრწნა მათ
ვიზუალურ იდეტიფიცირებას გამორიცხავდა. დამზადდა
ნათესავებისა და გვამებიდან აღებულინიმუშებისგან
გამოყოფილი დნმ-ს პროფილები. პროფილთა შედარებით
მხოლოდ 1700-მდე ცხედრისიდენტიფიკაცია მოხერხდა.
• უნდა ითქვას, რომ ნაფიცი მსაჯულები ზოგჯერ ეჭვით უყურებენ
დნმ-ტესტირების მონაცემებს. საქმე ის გახლავთ,რომ
გენეტიკური დაქტილოსკოპია (დნმ-ფინგერპრინტი) ძალიან
მგრძნობიარე მეთოდია. საკმარისია, სინჯირამდენიმე უცხო
მოლეკულით დაბინძურდეს, რომ შედეგი არასწორია. ამის
პრეცედენტიც არსებობს. ამერიკულიფეხბურთის ლეგენდარული
მოთამაშე ო. ჯეი სიმპსონი ეჭვმიტანილი იყო ყოფილი მეუღლის
ნიკოლ სიმპსონისა დამისი მეგობრის რონალდ გოლდმენის
მკვლელობაში. ვინაიდან დარღვეული აღმოჩნდა
მატერიალური სამხილებისშეგროვების წესები (მასალის
აღებისას ეხებოდნენ ნიადაგს, პაკეტებში სველი, გამოუმშრალი
ნაცხები მოათავსეს,სათანადო წესით არ მუშავდებოდა პინცეტი,
ეტიკეტირებისას აერიათ სინჯები და მისთ., რასაც შეეძლო
საკვლევიმასალის დაბინძურება), სასამართლომ დნმ-ს
სამხილი ბრალდებისთვის რელევანტურად არ მიჩნია
დაეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნო.
• უნდობლობის მეორე მიზეზიც არსებობს: მეთოდი ყველა
ინდივიდისათვის არ არის უნიკალური.
არსებობსალბათობა (თუმცაღა ძალზე მცირე), რომ
დამნაშავისა და რომელიმე სხვა პიროვნების დნმ-ს
პროფილები მსგავსიაღმოჩნდეს.

You might also like