Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მდიდარი და ღარიბი

ქვეყნები
2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე აღმოჩნდა.
კორონავირუსმა ყველა ცვლადისაგან დამოუკიდებლად,
განურჩევლად შეაღწია სახელმწიფოებში. ამასთან,
შეინარჩუნა ერთი სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი
ეფექტი – ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მეტად
გააღრმავა.
• Visual Capitalist-ის ინფორმაციით, თუ ამავე მაჩვენებლით
ლიდერ 25 ქვეყანას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ
ისინი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში,
აზიაში, ოკეანეთში. შესაბამისად, არ შეგვხვდება
დაწინაურებული სახელმწიფოები სამხრეთ ამერიკიდან ან
აფრიკიდან.
• აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების
პოპულაციებში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი
უდიდესია. მაგალითისთვის, ნიგერში მცხოვრებთა 49.8%
15 წელს ქვემოთ ასაკისაა; მალიში აღნიშნული
პროცენტული მაჩვენებელი 47.3-ს აღწევს; ჩადში – 46.8%-
ს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქმედობაუნარიანი
დიდი სამუშაო ძალა შესაძლოა ინოვაციისა და
ეკონომიკური პროგრესის მომასწავებლად ითარგმნოს ამ
სახელმწიფოებისთვის, თუმცა, ცხადია, საამისოდ მათ
განვითარებული ქვეყნების დახმარებაც სჭირდებათ.
• ჟურნალმა Global Finance–მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი
და ღარიბი ქვეყნების სია შეადგინა.
• საქართველო ამ რეიტინგში 189 ქვეყნიდან, 108-ე
ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. ის მეზობელ
ქვეყნებს შორის, მხოლოდ სომხეთს (114–ე ადგილი)
უსწრებს.
• რაც შეეხება რეიტინგში საქართველოს დანარჩენ მეზობელ
ქვეყნებს აზერბაიჯანი 71-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 63-
ს და რუსეთი 52-ს.

You might also like