Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

გურამ რჩეულიშვილი

ქართული ენა და ლიტერატურა

ქალაქ ჩხოროწყუს ლესიჭინეს თემის


N1საჯარო სკოლის მოსწავლე

მასწავლებელი: დიანა წურწუმია

პრეზენტატორი : ნათია სიჭინავა


ბიოგრაფია

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934


წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები,
რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ
„ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე
წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის
სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა
გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“,
„სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი
ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“
და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი
კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ
1961 წელს გამოიცა.
საინტერესო ფაქტები გურამ რჩეულიშვილზე :

თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად


გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა
თბილისელებისგან: ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის
ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა,
ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა, როგორც ამბობენ, ახლო
მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ
მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს..
თანამედროვე ქალაქის შვილს, თბილისში გაზრდილსა და
დავაჟკაცებულს, თითქოს ევიწროებოდა აქაური ქუჩების რკალი,
დიდხანს ვერ ეგუებოდა ყოველდღიური ცხოვრების
ერთფეროვან რიტმს და პირველშეძლებისთანავე მარტოდ ან
ვინმე შეჩვეულ მეგობართან ერთად მიიჩქაროდა მთებისკენ,
ზღვისკენ. ბევრს დადიოდა თავისი განუყრელი დიდი და მძიმე
ფეხსაცმელებით, ესწრებოდა ხევსურულ ხატობას, დოღს,
ალავერდობის დღესასწაულს, ერეოდა ქართველ
გლეხკაცობაში, ყველგან იჩენდა მეგობრებს, მეტოქეებს.
იგი უაღრესად კეთილშობილი, ალერსიანი იყო ბუნებით.
ერთხელ მშობლებმა დიდი ხნის ნანატრი
“ბათინკებისთვის“ 30 მანეთი მისცეს. საყიდლად ერთად
წავედით. გზად შვილებთან ერთად საცოდავად
ჩამომჯდარი მათხოვარი შეგვხვდა. გურამი შეყოვნდა,
დაფიქრდა და ის 30 მანეთი (იმ დროისთვის დიდი ფული)
მათხოვარს მისცა. ქალი გაოცებული თვალებით
უყურებდა და, ალბათ, ლოცავდა თავის გადამრჩენს. ამის
შემდეგ, კიდევ ორი წელი დადიოდა გურამი დახეული
“ბათინკებით.
ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და
ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა:
ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის
გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას
მივაწერე და ვუპასუხე, შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს
იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე,
რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი,
მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე.
ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და
შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ
იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის
დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ
შეეძლო
მას პირველად მესამე კურსზე შეუყვარდა. მისი
რჩეული მზია ჩაჩავა იყო.
ნუგზარ წერეთელი მწერლის სიყვარულს ასე
იხსენებდა:
მზია მისი პირველი სიყვარული იყო.
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე
სწავლობდა. ძალიან კარგი გოგო იყო და რა
გასაკვირია, გურამი მისით აღფრთოვანებულიყო.
ჩვენ კი ცელქი და აცვენილი ბიჭები ვიყავით და
მზიამაც იფიქრა, ამას როგორ გავყვე ცოლადო და
ცნობილი ექიმი-აკადემიკოსის, ანთელავას ასევე
ექიმ შვილს მისთხოვდა. იცი, რა მოულოდნელად
მოხდა ყველაფერი? ჩვენ თავს ვაწონებდით მზიას და
ერთ საღამოსაც გურამი რაღაც იშვიათ წიგნს
დაჰპირდა, დილით მოგიტანო. მზიამ კი იუარა,
მაგრამ გურამმა მაინც წამოუღო ის წიგნი და დილის
6 საათიდან მზიას მოლოდინში მისი სახლის
შორიახლოს, ბაქრაძისა და არაგვის ქუჩების
კუთხეში, ორსაფეხურიანი სახლის წინ ვისხედით.
მზია არ გამოჩნდა და მხოლოდ 12 საათისთვის
გავიგე მისი დაქალებისგან, რომ გათხოვილა.
გურამს რომ ვუთხარი, ერთიანად გაფითრდა. მერე
დასალევად წავიყვანეთ ძმაკაცებმა. გამწარებული
გურამი ჭიქებს არ დაჯერდა და პირდაპირ ბოთლით
მოიყუდა კონიაკი... გურამი მესამე კურსზე იყო, მზია
რომ გათხოვდა. კარგა ხანს დადიოდა , რაღაც
საშველს ეძებდა და მერემოგვიანებით მწერალს
ტრაგიკულად დაღუპული გურამ თიკანაძის და
რუსუდანი შეუყვარდა. 1956 წლის დეკემბრის
ბოლოს გურამი ბაკურიანში ყოფილა და იქ
გავრცელებული ინფორმაციით, გაგრაში დასასვენებლად
მყოფი მწერალი დასახრჩობად განწირული რუსი
ქალიშვილის გადარჩენას შეეწირა, მაგრამ ნუგზარ
წერეთლის მტკიცებით, გურამმა რუსი ქალიშვილი
გადაარჩინა და ზღვაში სამი მამაკაცის გადასარჩენად
შებრუნდა:
“რუსი გოგონა უფრო ნაპირისკენ იყო და ის უცებ
გამოაგდო. სამი კაცი იყო ამ დროს ზღვაში – ორი რუსი და
ერთი ქართველი. დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა
რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა.
შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და
ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც ალავერდში. შეეძლო,
ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ
ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე
მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ
გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც
არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა“.
„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ.
უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა
იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ –
ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს.
ცარიელა გული ვის რათ უნდა?“ – ამბობდა
საკუთარ თავზე გურამ რჩეულიშვილი.

გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის


23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად
დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე
ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი
ქალიშვილის გადასარჩენად. იგი
დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
კითხვები:
1 . გურამ რჩეულიშვილი ერთ-ერთ წერილში წერს, კვერცხის ნაჭუჭში
გამომწყვდეულ წიწილას ვგავარ, რომელსაც ვერაფრით გამოუმტვრევია
გამოსასვლელიო. რას გულისხმობდა?

2. გურამ რჩეულიშვილი თავის ნაწარმოებებში ხშირად საუბრობს


სიკვდილზე, ეს იყო სიკვდილის წინათგრძნობა თუ წინასწარმეტყველება?

3. რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს დღე­საც


კი­თხუ­ლო­ბენ, თა­ნაც, ბავ­შვე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი. რა­ტომ არ გა­ნელ­და მის­და­მი
ინ­ტე­რე­სი: რად­გან ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა და ეს თა­ო­ბაც წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­ვით
თა­ნა­ტო­ლად აღიქ­ვამს თუ მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა კვლავ თა­ნა­მედ­რო­ვეა?
გმადლობთ ყურადღებისთვის!

31/10/2023

You might also like