Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 36

პედაგოგიური პრაქტიკა

სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის


სახელობის ფიზიკა -მათემატიკის #26
საჯარო სკოლის ინგლისური ენის
პედაგოგი ნინო გურგენაძე
2020-2023წ.
სწავლების ფილოსოფია

ჩემი მიზანია:
აქტიური მონაწილეობა მივიღო ჩემი მოსწავლეების
აღზრდა -განვითარებაში.
 ვიპოვო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული
მოსწავლისთვის ცოდნის ეფექტურად გადასაცემად .
 ხელი შევუწყო მათ წარმატებულ, ეროვნული და
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ,
თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
ამისათვის, თავად ვზრუნავ მუდმივ პროფესიულ
განვითარებაზე, კრიტიკულად ვაანალიზებ ჩემი
სწავლების
სტილს და მუდმივად ვეცნობი და ვნერგავ სიახლეებს.
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით
ესგ. მიზნები: (მიმართულება წერა და ლაპარაკი)
 Iუცხ.საბ.6 -ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი
სამეტყველო მოქმედებების შესრულება სათანადო სტრატეგიების
გამოყენებით;
 Iუცხ.საბ.7 - ნასწავლი ენობრივი საშუალებებით საკომუნიკაციო მიზნის
შესაბამისი წერილობითი ტექსტის პირველადი ვარიანტის შემუშავება;
 Iუცხ.საბ.8.-პირველადი ვარიანტის ცალკეული აბზაცის, მთლიანი
ტექსტის ენობრივი, შინაარსობრივი თუ სტრუქტურული გაუმჯობესება,
საბოლოო ვარიანტის სათანადოდ გაფორმება;
 Iუცხ.საბ.9. -წერამდე, წერის დროს და წერის შემდგომ ფაზებში
შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება;
 Iუცხ.საბ.10.-ზეპირი და წერითი კომუნიკაციისას წარმოქმნილი
პრობლემების გაანალიზება, მათ გადასალახად სამოქმედო გეგმის
შედგენა (სწავლის პროცესის მართვა - მეტაკოგნიტური სტრატეგია)
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით

ესგ. მიზნები: (მიმართულება:ტექსტის მოსმენა, წაკითხვა გაგება)


Iუცხ.საბ.2. -ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით
ტექსტის შინაარსის გააზრება და საკუთარ გამოცდილებასთან
დაკავშირება;
 Iუცხ.საბ.3. -ტექსტებში ასახული სოციოკულტურული
თავისებურებების ამოცნობა და მათ მიმართ პოზიტიური
დამოკიდებულების გამოვლენა;
 Iუცხ.საბ.4-ტექსტის გაგებამდე, გაგების პროცესში და გაგების
შემდგომ შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება
 Iუცხ.საბ.5 ტექსტის გააზრებისას წარმოქმნილი პრობლემების
გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების დადგენა (სწავლის
პროცესის მართვა - მეტაკოგნიტური სტრატეგია).
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით

ესგ. მიზნები: (საქმიანობა უცხოური ენის


გამოყენებით )

 Iუცხ.საბ.11-კულტურათშორისი დიალოგის
ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა და
რეალიზება, სოციოკულტურული თავისებურებების
გაზიარება;
 Iუცხ.საბ.12 -ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების
გამოყენებით იდეების განხორციელება
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით
ჩემი მიზნები:

 მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.


 პროდუქტიული (საუბარი, წერა) უნარების
განვითარება მოსწავლეებში.
 გამჭოლი კომპეტენციების- კრიტიკული და
ანალიტიკური აზროვნება, თანამშრომლობა,
შემოქმედებითი უნარები და ა.შ- განვითარების
ხელშეწყობა მოსწავლეებში.
 სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
(პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი შეგნება)
 მოსწავლეთა ტექნოლოგიური უნარების
გაუმჯობესება.
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით
ინტეგრირებული გაკვეთილების თემები
სამოქალაქოს მიმართულებით:

 ეროვნული გმირები.
 მოხალისეობა.
 დღესასწაულები.
 ეროვნული სიმბოლოები.
მრავალფეროვნება და მულტუკულტურალიზმი.
პროფესიული და ცხოვრებისეული არჩევანი.
სახელმწიფო მართვის სისტემები.
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით
შედეგები
მოსწავლეებმა:
 განივითარეს სამეტყველო უნარ-ჩვევები.
(წერის და საუბრის)
ცნობიერება აიმაღლეს მნიშვნელოვან
სამოქალაქო საკითხებზე.
განივითარეს გამჭოლი კომპეტენციები:
შემოქმედებითი და კრიტიკული
აზროვნება, ინტერკულტურული
კომპეტენცია.
განივითარეს ტექნოლოგიური უნარ-
ჩვევები.
CTEL
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები
ინგლისური ენის გამოყენებით
შედეგები

 შევისწავლე და გავიარე პრაქტიკა სამივე საგნის მიზნების


გათვალისწინებით ინტეგრირებული გაკვეთილების
დაგეგმვის და განხორციელების, მოსწავლეზე
ორიენტირებული მიდგომების და კლასის მართვის აქტიური
და კოლაბორაციული სტრატეგიების გამოყენებით .
 სკაფოლდინგის „ხარაჩოს“ პრინციპით დავგეგმე, და ჩავატარე
საგაკვეთილო ამოცანების მისაღწევი აქტივობები .
 გავეცანი საგანმანათლებლო მრავალფეროვან ტექნოლოგიურ
ინსტრუმენტებს.
 შევქმენი საგაკვეთილო ამოცანების და აქტივობების
შესაბამისი მასალები.
 დავამუშავე და გამოვიყენე შეფასების მეთოდები , რომლის
მონაცემებზე დაყრდნობით წარვმართე სწავლების შემდგომი
პროცესი.
CTEL
მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
CTEL
მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
CTEL
საჩვენებელი გაკვეთილი
CTEL
სტუდენტი პრაქტიკანტის უკუკავშირი
ქალბატონ ნინო გურგენაძესთან მივიღეთ მონაწილეობა CTEL-ის პროქტში, სადაც ვიყავით
ერთ გუნდში, ვთანამშრომლობდით მთელი ერთი წლის განმავლობაში. მივიღე უდიდესი
გამოცდილება და საკმაოდ კარგი პრაქტიკა მისი დახმარებით. პირველი, აღსანიშნავი რამ
არის მისი პიროვნული თვისებები- გაწონასწორებულობა, სიმშვიდე, მოთმინება- ეს ყველაფერი
მოქმედებს გაკვეთილის მსვლელობაზე, მოსწავლეების განწყობაზე და ასევე ჩემზეც როგორც ქ.
ნინოს დამხმარე მასწავლებელზე. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დამოკიდებულება და
მიდგომა თითოეული მოსწავლის მიმართ. ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს
გაითვალისწინოს ყველას მდგომარეობა, შესაძლებლობა და თავისებურად მიუდგეს ისე,
რომ ხელი არ შეეშალოს სხვა მოსწავლეებსაც. დამანახა, რომ აბსოლუტურად ყველას
აქვს პოტენციალი და რომ სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი- დავეხმაროთ მოსწავლეს
თავისი პოტენციალის და შესაძლებლობის პოვნაში. თუ ვისაუბრებთ ქ.ნინოს , როგორ.
მასწავლებლის უნარ ჩვევებზე, უნდა ვთქვათ, რომ აქვს თავისებური ტაქტიკა. დიდ ყურადღებას
ანიჭებს სამივე ფაქტორს Speaking, Grammar, Vocabulary, რაც რეალურად მუშაობდა და გაკვეთილი
არ გადიოდა ისე რომ ერთ მოსწავლეს რამე ერთი წინადადება მაინც არ ეთქვა და არ მიეღო
რაღაც ახალი ცოდნა. შემდეგ, გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეები იხსენებდნენ და
იმეორებდნენ წინა გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას. მთლიანობაში ყველა გაკვეთილი გადიოდა
ძალიან საინტერესოდ, რადგან მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები მის დაგეგმვაში.
გაკვეგილების წარმატებით ჩავლაზე მეტყველებდა მოსწავლეების კმაყოფილება და დადებითი
უკუკავშირი, რაც ქ.ნ ნინოს დიდი დამსახურებაა.
შემაჯამებელი კონფერენცია
გაკვეთილი: „იპოვე შენი მოწოდება“
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული
უნარები ძლიერი საზოგადოებისთვისმ
მასწავლებელთა სამუშაო ჯგუგები(TAG)

 პროექტში ჩართულ პედაგოგებს მოგვეცა თანაბარი


შსაძლებლობა გვეზრუნა უწყვეტ პროფესიულ
განვითარებაზე.

 გაგვეზიარებინა წარმატებული პრაქტიკა


ერთმანეთისთვის და ერთად გადაგვეჭრა საკლასო
ოთახში წარმოქმნილი პრობლემები.
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული უნარები
ძლიერი საზოგადოებისთვის
პროექტის მიზნები

ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლება.

დიდი ბრიტანეთის გამოცდილების და რესურსების


გაზიარება.

მასწავლებელთა საჭიროებების განსაზღვრა და


მათი მომზადება ინოვაციური სწავლების
რესურსებით და პრაქტიკით.
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული უნარები
ძლიერი საზოგადოებისთვის
მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრების თემები:

 უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელები.

 21 საუკუნის უნარები- კრიტიკული აზროვნება საკლასო


ოთახში.

 21 საუკუნის უნარების- პრობლემის მოგვარება,


კრეატიულობა, ციფრული წიგნიერება, ლიდერობა-
განვითარება საკლასო ოთახში.

 ლექსიკის სწავლება უცხო ენაში.

 კლასის მართვა.

 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.


საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული უნარები
ძლიერი საზოგადოებისთვის
პროექტის შედეგები

გავეცანი და საეთაშორისო გამოცდილების ამსახველი


ლიტერატურას, სწავლების სტრატეგიებს, რომელთაც
აქტიურად ვიყენებ საკლასო ოთახში.
შევიძინე ახალი უნარ ჩვევები- როგორ ჩავატარო
სესია, მივაწოდო მონაწილეებს ინფორმაცია,
გავმართო დისკუსია, გადავჭრა საკლასო ოთახში
წარმოქმნილი პრობლემა.
 განვივითარე თანამშრომლობითი უნარები.
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული
უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის
პრეზენტაციების ამსახველი მასალა
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული
უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის
პრეზენტაციების ამსახველი მასალა
საგანმანათლებლო ჰაბები- გაუმჯობესებული
უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის
პრეზენტაციების ამსახველი მასალა
მასწავლებელთა #4 სამუშაო ჯგუფების მონაწილე
მასწავლებლის უკუკავშირი
• 2021-2022 სასწავლო წლის ოქტომბერ-მარტში ჩატარდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ
ორგანიზებული TAG (teacher activity group-a community of practice) ონლაინ სესიები, რომლებსაც
წარმატებით უძღვებოდა გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ფასილიტატორი, ქალბატონი
ნინო გურგენაძე.
• თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სესიები ეხებოდა სწავლა-სწავლების აქტუალურ საკითხებს .
განვიხილეთ სწავლების საჭირბოროტო თემები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები;
გამოიკვეთა სტრატეგიები, რომლებიც განსაკუთრებით შედეგის მომტანი აღმოჩნდა საკლასო
ოთახში; გავეცანით უამრავ საგანმანათლებლო წყაროს.
• ყოველი სესია ფასილიტატორის მიერ გააზრებულად იყო დაგეგმილი და წარმართული.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა
საჭიროებებზე.თეორიული ცოდნის მაღალკვალიფიციურ მოწოდებას ადექვატურად მოსდევდა
თითოეული მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის განხილვა-ანალიზი.
• სესიები უხვად იყო გაჯერებული კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული რესურსებით (“ 21
century skills”, “The mystery of the sand”, “Seven steps of vocabulary learning”, “Helping learners with vocabulary”,
“Careers-in-demand”, “Managing the class”, “DND”, “Understanding learners”).
• ფასილიტატორის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ სესიების თითოეული მონაწილე
აქტიურად ცდილობდა შეძენილი ცოდნა გამოეყენებინა როგორც საკუთარ საგაკვეთილო
პრაქტიკაში, ასევე გაეზიარებინა სასკოლო საზოგადოებისათვის.
• ამდენად, პრაქტიკული სესიები, რომელთაც ქალბატონი ნინოს მსგავსი მაღალკვალიფიციური
ტრენერები წარმართავენ, უდავოდ პროდუქტიული და შედეგებზე ორიენტირებულია.
კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდა
„TKT-Teaching Knowledge Test”.

 1 მოდული: „ ენა და ენის სწავლების საფუძვლები“


 2 მოდული: „გაკვეთილის დაგეგმვა და რესურსების გამოყენება”
 3 მოდული: „სწავლებისა და სწავლის პროცესის მართვა”

შედეგები:
• გავიუმჯობესე ცოდნა სწავლების მიდგომებსა და თეორიებში; რა რესურსები
შეიძლება იქნას გამოყენებული საკლასო სწავლების დროს .
• გავიღრმავე ცოდნა გაკვეთილების დაგეგმვის შესახებ.
• გავიღრმავე ცოდნა კლასის მართვის სტრატეგიების შესახებ.
ბრიტანეთის საბჭო
მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება.

Online Teacher Community

Engaging with
professional development:
the reflective teacher

OTC

www.britishcouncil.org
ბრიტანეთის საბჭო
მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება.
მიზნები
 პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება და გაუმჯობესება.

 პროფესიული განვითარების მოდელების გაცნობა და მათში


ჩართვა.

 ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის უახლესი


მიდგომების, მეთოდების და სტრატეგიების გაცნობა,
კოლეგებთან გაზიარება და სკოლაში დანერგვა.
ბრიტანეთის საბჭო
მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება.
შედეგები
 გავეცანი ინგლისური ენის სწავლების უახლეს მეთოდილოგიას,
რომელთაც თანამიმდევრულად ვნერგავ პრაქტიკაში და ვიყენებ
საკლასო ოთახში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად.

 განვივითარე უფრო ეფექტური სასწავლო პრაქტიკის უნარები-


მაგალითად გავეცანი გაკვეთილის გეგმების წერის
განსხვავებულ სტრატეგიებს, დიფერენცირებულ მიდგომებს, მის
რესურსებს და გამოყენების ამსახველ გაკვეთილის ვიდეოებს,
მაღალსააზროვნო უნარების გასავითარებელ აქტივობებს,
შეფასების და უკუკავშირის წერის სტრატეგიებს.
 ეს პროექტი დამეხმარა სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის
დამკვიდრებაში, რადგან ამ პროექტის ფასილიტაციის
ფარგლებში გაცვლილი გამოცდილების გარდა, პროექტის
ფარგლებს გარეთაც ვინარჩუნებ კოლეგებთან კონტაქტს და
დღემდე ვცვლით ცოდნასა და გამოცდილებას.
შეხვედრების ამსახველი მასალა
შეხვედრების ამსახველი მასალა
eTwinning
eTwinning
მოდული 1
eTwinning
მოდული 2.
eTwinning
“Dream School”

სკოლის გვერდზე გაზიარებული პროექტის ვიდეოს ლინკი


სკოლის გვერდზე გაზიარებული პოსტის ლინკი
eTwinning
“Dream School”
მოსწავლის შეფასება საკუთარი თავის პრეზებტაციის შემდეგ საერთაშორისო
პარტნიორი ქვეყნების მოსწავლეებთან შეხვედრაზე:
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like