Idealuri Airi

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

იდეალური აირი

იდეალური აირი — აირის თეორიული მოდელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება რეალური აირების
ქცევის და თვისებების აღწერისათვის, საშუალო წნევისა და ტემპერატურის დროს. ამ მოდელში პირველ
რიგში იგულისხმება, რომ აირის ნაწილაკები არ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან მათი ზომები ძალიან
მცირეა, ამიტომ არ არის ნაწილაკთა შორის ურთიერთდაჯახება, მოცემულ მოცულობაში. ეს ნაწილაკები
ურთიერთქმედებენ მხოლოდ ჭურჭლის კედლებთან. მეორე პირობის თანახმად, ნაწილაკებს შორის არ
არის ელექტრული და გრავიტაციული ურთიერთქმედება, რის შედეგად მოლეკულურ-კინეტიკური
თეორიის თანახმად მივდივართ იდეალური აირის თერმოდინამიკასთან.
ზოგიერთ გაფართოებულ მოდელებში იდეალური აირის ნაწილაკებს გააჩნიათ შინაგანი სტრუქტურა და
ზომები. ნაწილაკები წარმოდგენილები არიან ელიფსოიდების ან სფეროების სახით, რომლებსაც გააჩნია
ხისტი კავშირები, ამიტომ აირის მრავალატომიანი მოლეკულების ნაწილაკების სახით ქმნიან იმის
ალბათობას, რომ უნდა ჩავთვალოთ არა მარტო გადატანითი მოძრაობა, აგრეთვე ბრუნვითი — რხევითი
მოძრაობა. ამასთანავე არ არის გამორიცხული ცენტრალური და არაცენტრალური დაჯახების ალბათობა
იდეალური აირის მოდელი გამოიყენება აირის თერმოდინამიკის და აეროდინამიკის ამოცანების
ამოსახსნელად. მაგალითად:ჰაერი p0 — ატმოსფერული წნევისა და ოთახის ტემპერატურის დროს
პრაქტიკული გამოთვლების შემთხვევაში კარგად აღიწერება იდეალური აირის მოდელის მეშვეობით.
რა არის იდეალური აირი?

აირები რთული ფიზიკური სისტემებია. მათში მილიონობით


ენერეგეტიკული აირის მოლეკულაა, რომლებიც ეჯახებიან და
ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე. იმის გამო, რომ რეალური
აირების აღწერა ძალიან რთულია, მეცნიერებმა შექმნეს
იდეალური აირის კონცეფცია, რომელიც გვეხმარება,
აღვწეროთ და ვიწინასწარმეტყველოთ რეალური აირების
თვისებები. ტერმინში „იდეალური აირი“ ვგულისხმობთ
ჰიპოთეტურ აირს, რომელიც აკმაყოფილებს რამდენიმე
პირობას:
1 . იდეალური აირის მოლეკულები ერთმანეთს არც
მიიზიდავენ და არც განიზიდავენ. ერთადერთი
ურთიერთქმედება, რომელსაც ისინი განიცდიან, არის
ერთმანეთთან ან კონტეინერის კედლებთან დრეკადი
შეჯახება.

2.იდეალური აირის მოლეკულებს არ უკავიათ


არანაირი მოცულობა. აირს უკავია გარკვეული
მოცულობა, რადგან მოლეკულები გავრცელებულია
სივრცის დიდ ნაწილში, თუმცა თავად მოლეკულებს
განვიხილავთ, როგორც წერტილოვან სხეულებს,
რომელთაც არ აქვთ მოცულობა.
დიახ, ეს ყველაფერი ძალიან იდეალიზირებულად
ჟღერს. არ არსებობს აირი, რომელიც
აბსოლუტურად იდეალური იქნება, თუმცა არსებობს
მთელი რიგი აირებისა, რომლებიც ზოგიერთ
სიტუაციაში საკმაოდ მიახლოებულად
აკმაყოფილებენ იდეალურობის პირობებს. ფაქტია,
რომ დაახლოებით ოთახის ტემპერატურასა და
ატმოსფერულ წნევაზე ძალიან ბევრი აირია თითქმის
იდეალური.
თუ წნევა ძალიან დიდია ასჯერ მეტი ატმოსფერულ
წნევაზე, ან ტემპერატურა ძალიან დაბალია, ამან
შეიძლება გამოიწვიოს აირის იდეალურობიდან
მნიშვნელოვანი გადახრა.
როგორია იდეალური აირის კანონის მოლური
სახე?
იდეალური აირის წნევა P, მოცულობა V და
ტემპერატურა T ერთმანეთთან დაკავშირებულია
მარტივი განტოლებით, რომელსაც იდეალური
აირის კანონი ეწოდება. სხვა თუ არაფერი, სწორედ
ამ განტოლების სიმარტივის გამო ღირს აირების,
როგორც იდეალურის განხილვა.

PV=nRT
სადაც P არის აირის წნევა, Vარის მოცულობა, T არის
ტემპერატურა, RRR არის აირის უნივერსალური
მუდმივა, ხოლო n აირში მოლების რიცხვია.
როგორია იდეალური აირის
კანონის პროპორციული
ფორმა?
იდეალური აირის კანონის ჩაწერის კიდევ ერთი
ძალიან სასარგებლო ფორმა არსებობს. თუ მოლების
რიცხვი n (ან მოლეკულების რიცხვი N უცვლელია.
Nr და nkb რჩება მუდმივი. ეს ძალიან ხშირად ხდება,
რადგან ხშირად განსახილველ სიტუაციებში აირი
მოთავსებულია დალუქულ კონტეინერში. ამიტომ, თუ
ჩვენ წნევას, ტემპერატურასა და მოცულობას
გადავიტანთ განტოლების ერთ მხარეს, მივიღებთ,

nR=NkB​=TP/T​= მუდმივი

You might also like