ალავიტები სირიაში

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 22

ალავიტები

სირიაში
ნინო მურუსიძე
ვინ არიან
ალავიტები?
• ალავიტური სამება ღმერთს სამ მკაფიო გამოვლინებას
წარმოადგენს: მაანა (მნიშვნელობა), ისმი (სახელი) და ბაბ
(კარი). ეს სამი კომპონენტი განიხილება, როგორც "განუყოფელი
სამების" შემადგენელი.

• მაანა წარმოადგენს ალავიტურ მითოლოგიაში ყველაფრის


წყაროს და მნიშვნელობას. ალავიტების რწმენის თანახმად,
მაანამ შექმნა ისმი, რომელმაც, თავის მხრივ, ააგო ბაბ.

• ნუსაირის სარწმუნოების ცენტრალური პრინციპი არის რწმენა


იმისა, რომ ალი იბნ აბი ტალიბი არის ღმერთის განსახიერება და
მათი ჩვენება რწმენის შესახებ ითარგმნება როგორც "არ
არსებობს ღმერთი, გარდა ალისა".
• სირიელი ალავიტები იყოფიან ორ განსხვავებულ ჯგუფად:
საზოგადოების უფრო კონსერვატიული წევრები, რომლებიც
ძირითადად ცხოვრობენ სოფლად, როგორც გლეხი
ფერმერები და აფასებენ რწმენის ტრადიციულ ასპექტებსა
და რიტუალებს, და საშუალო კლასის, განათლებული,
ქალაქელი ალავიტები, რომლებიც ასიმილირდნენ
თორმეტიანელთა შიიზმში ირანული და ლიბანური
პროპაგანდის გავლენით.
Twelver Shi’ism
თორმეტიანელების შიიზმი
• თორმეტიანელების შიიზმი - შიიტური ისლამის
ძირითადი და უდიდესი განშტოება. ტერმინი
„თორმეტი“ აღნიშნავს მისი მიმდევრების რწმენას
თორმეტი ღვთიური ხელდასხმული ლიდერისა,
რომლებიც ცნობილი არიან როგორც „თორმეტი
იმამი“.

• მათ სჯერათ, რომ უკანასკნელი იმამი კვლავ


გამოჩნდება, როგორც აღთქმული მაჰდი (არაბული:
‫) المهدي المنتظر‬.

• მიუხედავად იმისა, რომ დოქტრინულად შიიტები არ


არიან, ალავიტები განსაკუთრებულ პატივს სცემენ
ალის, რომელსაც შიიტები „პირველ იმამად“, ხოლო
სუნიტები „მეოთხე ხალიფად“ თვლიან.
• ალავიტებს სჯერათ ღმერთის აბსოლუტური ერთობისა და
ტრანსცენდენციის, რომელიც განუსაზღვრელი და შეუცნობელია, თუმცა
ღმერთი პერიოდულად ეცხადება კაცობრიობას სამების სახით. ეს,
ალავიტური თეოლოგიის თანახმად, ისტორიაში შვიდჯერ მოხდა, ბოლო
და უკანასკნელი იყო ალი, მუჰამმადი და სალმან ალ-ფარისი.

• მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მუსლიმები (როგორც სუნიტები, ასევე


შიიტები) აცხადებენ თავიანთ რწმენას ფრაზით: „არ არსებობს ღმერთი,
გარდა ღვთისა (ალაჰისა) და მუჰამედი არის მისი მოციქული“ (“There is no
deity, but God and Muhammad is His prophet”), ალავიტები ამტკიცებენ:
(“There is no deity but Ali, no veil but Muhammad, and no bab but Salman.”).
• ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ალავიტთა თემს შორის
დაძაბულობის მთავარი მიზეზი იყო ოსმალეთის იმპერიის მცდელობა
დაემყარებინა თავისი ავტორიტეტი ადგილობრივი რეგიონებიდან
გადასახადების შეგროვებით.

• ალავიტები, რომლებმაც გაითქვეს სახელი, როგორც „მრისხანე და


უმართავი მთის ხალხი“, ხშირად უარს ამბობდნენ გადასახადების
გადახდაზე და ძარცვავდნენ სუნიტურ სოფლებს.

• XIX საუკუნის ბოლოს ალავიტები აჯანყდნენ ოსმალეთის მთავრობის


წინააღმდეგ და მოითხოვეს მეტი ავტონომია. ოსმალეთის სულთან
აბდულჰამიდ II-ის მმართველობის დროს ალავიტთა გარკვეულ ნაწილს
საშუალება მიეცა გაეგრძელებინა კარიერა ოსმალეთის არმიასა და
ბიუროკრატიაში.
ალავიტები
• ახალგაზრდა თურქების მიერ გატარებულმა „თურქიზაციის“ პოლიტიკამ
დააჩქარა ალავიტების თანამშრომლობა რეგიონში ახალ აქტორებთან:
XX
ფრანგებთან.
საუკუნემდე
ალავიტები საფრანგეთის მანდატისა და 1922
წლის ალავიტების სახელმწიფოს დროს

• 1916 წლის 16 მაისს დადებული საიქს-პიკოს შეთანხმებით ახლო


აღმოსავლეთის რეგიონი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გავლენის
სფეროებად დაიყო: ფრანგებს მიენიჭათ თანამედროვე ლიბანის, სირიის,
აღმოსავლეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიები, ხოლო
ბრიტანელებს მიენიჭათ ტერიტორია, რომელიც შეესაბამება
თანამედროვე ისრაელს, პალესტინას, იორდანიასა და სამხრეთ ერაყს.

• 1920 წელს სირიის მეფე ფაისალის დამარცხებისა და მისი გამოსახლების


შემდეგ საფრანგეთმა „გაყავი და იბატონე“ სტრატეგიით სირიის
ტერიტორიები ოთხ ნაწილად დაყო, რომელთაგან ერთი იყო ლატაკია,
რომელშიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ალავიტი იყო. საფრანგეთის
მანდატი მიზნად ისახავდა სირიაში საფრანგეთის კონტროლისა და
გავლენის მაქსიმალურად გაზრდას.
ალავიტები საფრანგეთის მანდატისა და 1922
წლის ალავიტების სახელმწიფოს დროს
(გაგრძელება)
• ალავიტების თანამშრომლობამ საფრანგეთის ხელისუფლებასთან
კულმინაციას მიაღწია 1922 წლის 1 ივლისს, როდესაც ალავიტების
ტერიტორია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ახალ
სახელმწიფოს ჰქონდა დაბალი გადასახადები და მნიშვნელოვანი
ფრანგული სუბსიდია.

• მიუხედავად იმისა, რომ ლატაკიამ დაკარგა ავტონომიური სტატუსი


1936 წლის დეკემბერში, პროვინცია კვლავ სარგებლობდა
„განსაკუთრებული ადმინისტრაციული და ფინანსური რეჟიმით“.
სანაცვლოდ, ალავიტები ხელს უწყობდნენ რეგიონში საფრანგეთის
მმართველობის შენარჩუნებას.
ალავიტები საფრანგეთის მანდატისა და 1922 წლის
ალავიტების სახელმწიფოს დროს (გაგრძელება)

• ალი იბნ სულეიმან ალ-ასადი იყო 1936 წლის 15 ივნისით


დათარიღებული საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ლეონ
ბლუმისადმი მიმართული სავარაუდო წერილის “No.3547" ერთ-
ერთი ხელმომწერი, რომელშიც ფრანგებს სთხოვდნენ არ
დაეტოვებინათ სირია. სულეიმან ალ-ასადს სურდა, რომ სირია
ყოფილიყო ავტონომიური საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.

• მუჰამედ ამინ ალ-ჰუსეინმა, იერუსალიმის დიდმა მუფტიმ (სუნიტი


მუსლიმი სასულიერო პირი), რომელიც ხელმძღვანელობდა
იერუსალიმის ისლამურ წმინდა ადგილებს 1921 წლიდან 1938
წლამდე და ცნობილი იყო როგორც წამყვანი არაბი ნაციონალისტი,
გამოსცა ფატვა, რომელიც აცხადებდა სირიელ ალავიტებს
მუსლიმებად.
ალავიტები მეორე
მსოფლიო

ომის შემდეგ
ბაას პარტია (The Ba’ath party), რომელიც დაარსდა 1947 წელს 7
აპრილს დამასკოში, მიშელ აფლიაკისა და სალაჰ ად-დინ
ბიტარის მიერ არაბული ნაციონალიზმის, სოციალიზმის,
სეკულარიზმისა და ანტიიმპერიალიზმის იდეოლოგიების
ინტეგრირებისთვის, ალავიტებისთვის უფრო მიმზიდველი იყო,
ვიდრე მუსლიმთა საძმო (Muslim Brotherhood) - სუნიტური
კონსერვატიული რელიგიური ორგანიზაცია სათაო ოფისით
ეგვიპტეში და დიდი ურბანული სუნიტური ბაზით სირიაში.
ალავიტები ჯარში
• საშუალო კლასის სუნიტური ოჯახები ზიზღით უყურებდნენ
ჯარს, როგორც პროფესიას - „ზარმაცების, მეამბოხეების და
აკადემიურად ჩამორჩენილთა“ ადგილი.

• ალავიტები ჯარში უკეთესი ცხოვრების მთავარ


შესაძლებლობას ხედავდნენ. ალავიტთა დიდ ნაწილს არ
ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ შვილები სამხედრო
სამსახურისგან თანხის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.

• 1960-იან წლებში ალავიტების ჯარში ყოფნის კულმინაციური


მომენტი გახდა გადატრიალების სერია. საბოლოო
გადატრიალება განხორციელდა გენერალ ჰაფეზ ალ-ასადის
მიერ, რომელმაც ალავიტების უმცირესობა მოიყვანა
ხელისუფლებაში 1970 წლის ნოემბერში. 1971 წლის
თებერვალში ჰაფეზ ალ-ასადი გახდა სირიის პირველი
ალავიტი პრეზიდენტი.
ალავიტები და ასადის
დინასტია
‫حافظ األسد‬
ჰაფეზ ალ-ასადი
• ჰაფეზ ასადის პოლიტიკური კარიერა 1957 წლიდან იწყება,
როცა ახლად დაარსებულ სამხედრო კომიტეტში მაღალი
თანამდებობა დაიკავა. იგი მიმდევარი ბაასიზმისა, რომელიც
არაბული ნაციონალიზმის, სოციალიზმისა და ერთპარტიული
სახელმწიფოს შექმნის იდეას ეფუძნებოდა. ბაასისტებმა
საკუთარი იდეოლოგიური „ტყუპისცალი“ საბჭოთა კავშირის
სახით მალევე იპოვეს.
• 1963 წელს სირიაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ,
ბაასისტებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ჰაფეზ ასადმა
გენერლის წოდება მიიღო და სამ წელიწადში სირიის
თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
• 1967 წლის ივლისში სამმა არაბულმა სახელმწიფომ – სირიამ,
ეგვიპტემ და იორდანიამ ისრაელს ომი გამოუცხადა. ომი ექვს
დღეში ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. ისრაელმა სამი
ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა.
• ასადების მმართველობამ სირიაში რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალთა
ბალანსი მოშალა. ალავიტმა ასადმა შეიარაღებული ძალები, სადაზვერვო
სამსახური, გენშტაბი ალავიტებს გადააბარა, სუნიტი მუსლიმები კი
სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გააქრო. ასადის ნათესავები სირიის
შეიარაღებულ ძალებს სრულად აკონტროლებდნენ.

• ასადების მმართველობას პიროვნული კულტის გარეშე არ ჩაუვლია. ჰაფეზ


ასადის ქანდაკება ალეპოში მის სიცოცხლეშივე აღიმართა, ისევე როგორც
მისი შვილის. ასადების ოჯახისთვის არც მოქალაქეების პოლიტიკური
ნიშნით დევნა, არც პოლიტპატიმრების წამება უცხო არასდროს ყოფილა.
‫َبَّشاُر اَأْلَس د‬
ბაშარ ალ-ასადი
• „მამაჩემს ჩემთან პოლიტიკაზე არასოდეს უსაუბრია, არც მე მქონია
ინტერესი პოლიტიკის ან სამხედრო კარიერის მიმართ”,- თქვა ასადმა
2000 წელს National Geographic-თან ინტერვიუში.
• „ის მორიდებული და დახვეწილია, შესანიშნავად ფლობს ინგლისურ და
ფრანგულ ენებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლიური ენა
არაბულია. ოფთალმოლოგია იმ მიზნით აირჩია, რომ სისხლთან ნაკლები
შეხება ჰქონოდა. მისი ბრიტანელი ცოლი ნამდვილი საოცრებაა – ვარდი
უდაბნოში. ის საიმედო ფიგურაა. მამის სასტიკ პოლიტიკას არ იზიარებს.
11 სექტემბრის ტერაქტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს
დახმარებაც კი შესთავაზა. საჯარო გამოსვლებში ხშირად იყენებს
სიტყვებს: გამჭვირვალობა, ღირსება, რეფორმები”, – ეს სიტყვები
ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ბარბარა უოტერსმა ბაშარ
ასადის შესახებ 2004 წელს დაწერა.
• 2011 წლის მარტში ქალაქ დარააში რამდენიმე სკოლის მოსწავლემ შენობის კედელზე
წარწერა დატოვა – „შენი დროც მოვა, ექიმო!“. მისი ბრძანებით, ბავშვები დააპატიმრეს.
22 სირიელი მოზარდი ციხეში სასტიკად აწამეს, რასაც დარააში ფართომასშტაბიანი
აქციები მოჰყვა. დემონსტრაციების პერიოდში, 2011 წლის აპრილში სირიის პოლიციამ
კიდევ ერთი მოზარდი - 13 წლის ჰამზა ალი ალ-ხატები - დააპატიმრა, რომელიც ციხეში
წამების დროს დაიღუპა.
• ერთ-ერთი უმძიმესი დღე, რამაც სირიის სამოქალაქო ომის ტრაგედია
სრულად ცხადჰყო, 2012 წლის 25 მაისს განხორციელებული ჰულას
მასობრივი მკვლელობა იყო. ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა
რადიკალურმა დაჯგუფება საბიჰამ ქალაქ ჰულაში 108 ადამიანი მოკლა,
ძირითადად ქალები და 49 მცირეწლოვანი.
2017 წლის 4 აპრილი -
ქიმიური თავდასხმა ხან
შეიხუნზე
• 2017 წლის 4 აპრილს სირიის მთავრობამ სწორედ ზარინით მიიტანა იერიში ხან
შეიხუნის მოსახლეობაზე, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ასადმა
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთის
დავალებით, მოქალაქეებმა იმიტირებული სიკვდილი განასახიერეს.

• “You have a lot of fake videos now," he said. "We don't know whether those dead
children were killed in Khan Shaykhoun. Were they dead at all?”

• რუსეთის ინტერვენციამ სირიის ომში ასადის რეჟიმი კიდევ უფრო გაამყარა.


დასავლურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ რუსეთის მთავარი მიზანი
სირიაში გაცილებით მზაკვრულია, ვიდრე არაბი პარტნიორისთვის
ძალაუფლების შენარჩუნების ხელშეწყობა. რუსეთი, რომელსაც სირიაში
რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს, სამოქალაქო ომში ჩაფლულ ქვეყანას
სამხედრო ექსპერიმენტებისთვის იყენებს, სადაც ახალი თაობის ქიმიური
იარაღის წარმოებას ცდილობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასადმა ვლადიმერ
პუტინს საკუთარი მიწა სამხედრო ცდებისთვის წინააღმდეგობის გარეშე
დაუთმო.
• Amnesty International-ის, Human Rights Watch-ისა და
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის
ინფორმაციით, სირიის ციხეებში პატიმრებს შუა
საუკუნეებისთვის დამახასიათებელი, არაადამიანური
მეთოდებით აწამებენ.

• 23-მილიონიანი ქვეყანა დღეს განადგურების პირასაა –


დაახლოებით 15.3 მილიონი ადამიანს სირიაში
დასჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების
გაწევა; 6,8 მილიონი ადამიანი იძულებით
გადაადგილებული პირია; მეზობელი თურქეთი
„მასპინძლობს“ 3,5 მილიონზე მეტ ლტოლვილს, 6,5
მილიონზე მეტ ბავშვს ესაჭიროება სასწრაფო დახმარება
მიმდინარე კონფლიქტის გამო. დაახლოებით 2 მილიონი
სირიელი ლტოლვილი ბავშვი არ სწავლობს სკოლაში და
დამატებით 1,6 მილიონს სწავლის მიტოვების საფრთხე
ემუქრება.
მადლობა
ყურადღებისთვის!
გამოყენებული მასალები
• Kerr M., Larkin C. The Alawys of Syria, War, Faith and Politics in the Levant, Oxford University Press, 2015, 49-54, 63-75, 107-109, 112-115, 119-121
(15/11/2023)
• Саутов В.Н., Сирийские Алавиты В Новейшее Время, Москва, 1996, с.63-65, 68-69 (15/11/2023)
• A&E Television Networks, Arab Spring, History, 2018 - https://www.history.com/topics/middle-east/arab-spring (15/11/2023)
• Mai Nguyen-Phuong-Mai, Syrian Alawites: Their history, their future, 2015 - https://www.theislamicmonthly.com/syrian-alawites-their-history-their-future/
(15/11/2023)
• Ayse Baltacioglu-Brammer, Alawites and the Fate of Syria, 2013 - https://origins.osu.edu/article/alawites-and-fate-syria?language_content_entity=en
• Syria: The French Mandate and the Sykes-Picot Agreement, 2012 -
https://fanack.com/syria/history-of-syria/syria-the-french-mandate-and-the-sykes-picot-agreement/ (15/11/2023)
• The Nusayris Religious System: The Concept of God - https://mahajjah.com/5-the-nusayris-religious-system-the-concept-of-god/ (15/11/2023)
• Julie Marks, “Why Is There a Civil War in Syria?”, 2018 - https://www.history.com/news/syria-civil-war-assad-rebels (15/11/2023)
• Kathryn Reid, Syrian refugee crisis: Facts, FAQs, and how to help, 2023 - https://www.worldvision.org/refugees-news-stories/syrian-refugee-crisis-facts
(15/11/2023)
• BBC, Syria chemical 'attack': What we know, 2017 - https://www.bbc.com/news/world-middle-east-39500947 (15/11/2023)
• Britannica, Bashar-al-Assad, Unrest and Civil War - https://www.britannica.com/biography/Bashar-al-Assad/Unrest-and-civil-war (15/11/2023)
• Britannica, Twelver Shia - https://www.britannica.com/topic/Twelver-Shia (15/11/2023)
• Britannica, Baath Party - https://www.britannica.com/topic/Baath-Party (15/11/2023)
• Let’s Talk Religion, Who are The Alawites? - https://www.youtube.com/watch?v=ZXA6DpInIRc (15/11/2023)

You might also like