Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 16

რეგიონული ეკონომიკური

პოლიტიკა

რეგიონული ეკონომიკა მეცნიერებათა


სისტემაში

თამარი ფოლადაშილი
ეკონომიკის საგანმანათლებლო
პროგრამის დოქტორანტი
E-mail: tamari.poladashvili@gmail.com
რა არის რეგიონული ეკონომიკური
პოლიტიკა?
რეგიონული ეკონომიკა, როგორც მეცნიერება ეყრდნობა ისეთ
მეცნიერულ და სასაწავლო დისციპლინებს, როგორიცაა
მმართველობითი და იურიდიული მეცნიერება, ეკონომიკური ისტორია,
ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია, დემოგრაფია, სოციოლოგია,
სტატისტიკა, რელიგიამცოდნეობა, ეკოლოგია და სხვა.

რეგ. ეკ–კა ხელს უწყობს რაციონალური, მეცნიერულად დასაბუთებული


რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიებიის შემოშავებას.

თანამედროვე გაგებით, რეგიონი არის რთული ტერიტორულ–ეკონომიკური


კომპლექსი, რომელსაც აქვს შეზღუდული შიდა რესურსები, წარმოების
თავისი სტრუქტურა და განსაზღვრული მოთხოვნები გარეშე გარემოსთან
კავშირში.
რა არის რეგიონი?

რეგიონი არ არის უბრალოდ ტერიტორია. ეს არის ეკონომიკური


კატეგორია, მეტ–ნაკლებად ერთგვაროვანი ბუნებრივი რესურსებით,
რომელიც ხასიათდება ამა თუ იმ პროდუქტის წარმოებაზე
სპეციალიზაციით. საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით, შიდა
რეგიონული კავშირების საკმაოდ მაღალი დონით.

რეგიონი ხასიათდება კომპლექსურობით, მთლიანობით,


სპეციალიზაციითა და მართვადობით, ანუ მართვის პოლიტიკურ–
ადმინისტრაციული ორგანოების არსებობით.
რეგიონის ძირითადი მახასიათებელი
ნიშნებია:

 რეგიონის ერთიანობა და მთლიანობა;


 ეკონომიკისა და შიდამეურნეობების კომპლექსურობა
 მოსახლეობის გარკვეული კონტიგენტის არსებობა, რომელიც ფლობს
კვალიფიკაციასა და წარმოების ტრადიციულად ჩამოყალიბებულ
ჩვევებს;
 ბაზარზე გასვლა არსებული რესურსების რაციონალურად
გამოყენებით;
 მართვადობა, ანუ მართვის ადმინიტრაციული ორგანოთა არსებობა.
მსოფლიოში რეგიონული მართვის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება
არსებობს. დღეისთვის რეგიონული განვითარების ყველაზე ცნობილი
მიმართულებები არის შემდეგი:

 პოსტკეინსიანური თეორია – ეყრდნობა რეგიონთაშორისი განსხვავებების


სახელმწიფო რეგულირებას. მისი საფუძველია სუსტად განვითარებად
რეგიონებში ინვესტიციების სტიმულირება.

 ნეოკლასიკური რეგიონული მიდგომა – დაფუძნებულია შემდეგ


პოსტულატზე – თავისუფალი არარეგულირებადი ბაზარი ბუნებრივად
აღმოფხრის უთანასწორობას რეგიონთა შორის და შესაბამისად არ უნდა
შეიზღუდოს საბაზრო მექანიზმების თავისუფალი მოქმედება.

 დაუბალანსებელი განვითარების თეორია – ბაზარი სახელმწიფო


რეგულირების გარეშე, საბაზრო მექანიზმის ციკლურობის ძალით ზრდის
რეგიონულ განსხვავებებს და ხელს უწყობს რეიგიონის ერთი ნაწილის
სწრაფ განვითარებას, ხოლო მეორე ნაწილის სუსტი განვითარების
ტენდენციების ჩამოყალიბებას.
თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 5
მსოფლიოში რეგიონული მართვის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება
არსებობს. დღეისთვის რეგიონული განვითარების ყველაზე ცნობილი
მიმართულებები არის შემდეგი:

 რეგიონალიზმის საზოგადოებრივი თეორია – ყურადღებას ამახვილებს


საერთოეროვნული და რეგიონული ინტერესების პოლიტიკური და
ეკონომიკური დაპირისპირების საკითხზე. ამ თეორიის ფარგლებში
განიხილება რეგიონსა და ცენტრს შორის რესურსებისა და პოლიტიკური
ძალაუფლების განაწილების პრობლემა. სოციალური განსხვავებები და
კონფლიქტები.

თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 6


რეგიონული ეკონომიკის ამოცანების გამოსაკვეთად და გადასაჭრელად,
პირველ რიგში, უნდა გამოვკვეთოთ რეგიონულ უთანაბრობათა მიზეზები:

 რეგიონების ბუნებრივ–კლიმატური პირობები


 ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების მასშტაბები
 რეგიონის მდებარეობა და განლაგება (ტრანსპორტირება და კომუნიკაციები)
 წარმოების ინოვაციები (მეურნეობები და ტექნოლოგია)
 პოლიტიკური პირობები, საერთო და რეგიონული პოლოტიკის ფორმები
 განლაგების ფიზიკური ფაქტორები (აეროდრომი, პორტი, სატრანსპორტო
სისტემები და ა.შ)
 ფირმებზე მოქმედი გარეგანი ფაქტორები (მეწარმეობა და კონტროლი)
 სოციალურ–კულტურული ფაქტორები (ურბანიზაციის დონე, მოსახლეობის
განათლების დონე, სამეცნიერო ცენტრების არსებობა და ა.შ.)

თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 7


ქვეყანაში ასევე შეიძლება გამოიკვეთოს სივრცობრივი უთანაბრობის ისეთი
მიზეზები, როგორიცაა:

 ცენტრლური და რეგიონული მმართველობის ორგანოებს შორის


უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროცესის პრობლემები;
 ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას რეგიონული
შედეგების გაუთვალისწინებლობა;
 მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაცია რეგიონების მიხედვით;
 დაუსაბუთებელი შეღავათების არსებობა და სხვა.

თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 8


მეცნიერები საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, რეგიონის განვითარებაში
სახელმწიფო ჩარევის ორ ძირითადა მიზანს გამოყოფენ.

 სამართლიანობა
იმგვარი ეკონომიკური მოღვაწეობა, რომ ყველა რეგიონის მცხოვრებს, მათთვის
სასურველი კეთილდღეობის მიღწევა, მეტ–ნაკლებად თანაბარი პირობებით
საშუალებით ჰქონდეთ.

 ეფექტიანობა
საერთო ეროვნული კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, რეგიონის საწარმოო
პოტენციალი რაციონალურად იქნეს გამოყენებული.

თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 9


ვინ უნდა წყვეტდეს
რეგიონულ
პრობლემებს და
რატომ?
ადგილობრივი საზოგადოებაც მზადაა იმისათვის,
რომ მართონ რეგიონები. რეგიონი თავად უნდა
წყვეტდეს საკუთარ პრობლემას და აწესებდეს
პრიორიტეტებს, მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავად
მათ მიერ დასახული პრიორიტეტების მიხედვით
ახორციელებდეს ყველა საქმიანობა.

„სანამ ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს ძლიერი


თვითმმართველობა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვართ
დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე
ორიენტირებული სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკის
მქონე ქვეყანა არ არსებობს ძლიერი
თვითმმართველობის გარეშე“

თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 11


რეგიონალიზმი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას
მოითხოვს ადგილზე არჩეული ხელისუფლების ორგანოების მიერ, მათთვის
კანონით მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, ცენტრისგან დამოუკიდებლად
და მისი კონტროლის ქვეშ.

პრაქტიკამ ცხადყო რომ ქვეყანა, სადაც მეტი დეცენტრალიზაციაა, უფრო


სწრაფად ვითარდება. ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი კომპეტენციის
ფარგლებში შეუძლია ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა
კამათში და გადაწყვიტოს საკითხები, ასევე, ადმინისტრაციული
სასამართლოს გამოყენებით შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ადგილობრივი
თვითმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თუ ეს
ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მთლიანობას
საქართველოს რეგიონების ეკონომიკური სტრუქტურა და მაჩვენებლები

საქართველოს რეგიონებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილის


თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ასეთივე სხვაობაა
ურბანულ და სასოფლო ტიპის დასახლებებს შორის. ქვეყნის მშპ-ს ნახევარი
ქალაქ თბილისში იწარმოება. ამასთან, მშპ-ს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი
წილი რეგიონებზე მოდის, სადაც დიდი ქალაქებია განლაგებული (ქუთაისი -
იმერეთში, რუსთავი - ქვემო ქართლში, ბათუმი - აჭარაში, ფოთი და ზუგდიდი -
სამეგრელოში).

რეგიონები ეკონომიკის სექტორების სტრუქტურითაც განსხვავდება


ერთმანეთისგან. ძირითადად, ესაა 3 მთავარი სექტორი: ეკონომიკის
პირველადი სექტორი - სოფლის მეურნეობა, ნადირობა, მეტყევეობა და
თევზაობა; მეორადი სექტორი - მრეწველობა, საყოფაცხოვრებო პროდუქციის
გადამუშავება და მშენებლობა და მესამე რიგის სექტორი - ვაჭრობა,
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სახელმწიფო მმართველობა, განათლება,
ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ

წყარო: საქართველოს რეგიონული განვიტარების პროგრამა 2015–2017


თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 13
საქართველოს რეგიონების ეკონომიკური სტრუქტურა და მაჩვენებლები

ქალაქ თბილისს, როგორც ქვეყნის ყველაზე ურბანიზებულ ადმინისტრაციულ


ერთეულს, რამდენამდე მნიშვნელოვანი პირველადი სექტორი არ გააჩნია.

ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს მეორადი სექტორის დიდი წილი აქვს, რაც
იმაზე მიუთითებს, რომ თუმცა სამრეწველო დარგები ქალაქ თბილისში არ
არის დაფუძნებული, მის მიმდებარე რაიონებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.

მეორადი სექტორის შედარებით დიდი წილი ისეთ რეგიონებზე მოდის,


როგორებიცაა იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი, აჭარა, სამეგრელო და
ზემო სვანეთი.

აჭარაში სამშენებლო სექტორს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია,


ხოლო შედარებით ნაკლები წილი ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობასა და
სახელმწიფო ადმინისტრაციაზე მოდის. სამეგრელოს და ზემო სვანეთს
მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სექტორი აქვს, რაც,
დიდწილად, ფოთის პორტთან არის დაკავშირებული. იმერეთში
გამოკვეთილადაა წარმოდგენილი სახელმწიფო მმართველობის,
განათლებისა
წყარო და ჯანდაცვის
: საქართველოს რეგიონული განვიტარების მომსახურება.
პროგრამა 2015–2017
თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 14
საქართველოს რეგიონული წარმოება

ქალაქი თბილისი, უდავოდ, ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია. მისი მოსახლეობა


1.2 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეკონომიკური საქმიანობის
არაპროპორციულად დიდი წილი, სწორედ, დედაქალაქშია თავმოყრილი,
თუმცა მისი წილის შეფასება შეიძლება გადაჭარბებულიცაა, რადგან რეგიონში
მიმდინარე ბიზნეს-საქმიანობის რეგისტრირება, ხშირად, მაინც დედაქალაქში
ხდება.

საქსტატის მონაცემებით, 2006 წელთან შედარებით, 2012 წელს რეგიონების


წილი (ქალაქ თბილისის გარდა) მშპ-ში უმნიშვნელოდ შემცირდა.
გამონაკლისი იყო აჭარა, რომელზეც 2006 წელს მდღ-ის 6.1% მოდიოდა,
ხოლო 2012 წელს - 7.4%.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვიტარების პროგრამა 2015–2017


თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 15
თამარი ფოლადაშვილი 11/16/2023 16

You might also like