Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 14

მოგესალმებით

დღეს მე თქვენ გესაუბრებით:


პოტენციურ და კინეტიკურ ენერგიაზე და ზამბარიან
დამბაჩაზე
ჩემი ჰიპოთეზა და ვარაუდი

■ ჩემი აზრით ზამბარიანი დამბაჩის ლულაში როდესაც შეკუმშულ ზამბარას


მივადებთ გასასროლ ბურთულას, სასხლეტი გაანთავისუფლებს ზამბარას
და ბურთულა გამოვარდება ლულიდან.
ჯერ გავიხსნოთ რა არის ენერგია

■ ფიზიკაში ენერგია — სიდიდე,


რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს
ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან
სხეულების ერთობლობას და
წარმოადგენს მოძრაობის და
ურთიერთქმედების
რაოდენობრივ ზომას. ენერგიის
სხვადასხვა ფორმები მოიცავს
კინეტიკურ ენერგიას, პოტენციურ
ენერგიას, დრეკადობის
ენერგიას, და სხვა.
კინეტიკური ენერგია

■ კინეტიკური ენერგია ის ენერგიაა, რომელიც სხეულს მოძრაობის გამო


აქვს. იგი ტოლია სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნახევრის,
მისი ფორმულა ასეთია:
პოტენციური ენერგია

■ პოტენციური ენერგია - სხეულების ან


სხეულის ნაწილების
ურთიერთქმედების ენერგია.
პოტენციური ენერგია განისაზღვრება
სხეულების ან სხეულის ნაწილების
ურთიერთგანლაგებით ანუ მათ შორის
მანძილებით. ფორულაა:
კინეტიკური ენერგიის გარდქმნა
პოტენციურ ენერგიად
■ მაგალითად: ავიღოთ ზამბარა და დავკიდოთ რაიმე ბურთი. ბურთის
რხევები დროს ბურთულას კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება
პოტენციურად და პოტენციური კი კინეტკურად.
■ ავიღოთ დამბაჩა მასში მოთავსებულია ზამბარა.როცა გადავტენით
ზამბარა იქნება შეკუმშულ მდომარეობაში,ანუ შეკუმშულ ზამბარას გააჩნია
პოტენციური ენერგია KX2.როცა სასხლეტს წელს გამოვკრავთ ზამბარა
გაიშლება ხოლო ეს დაგროვილი ენერგია გადაეცემა ბურთულას და
ზამბარის KX 2/2 გადაიქცა ბურთის mv2/2 და საბოლოოდ ბურთი
გავარდება.აქედან შეგვიძლია ვთქვათ რომ X2 რაც ჰქონდა ზამბარას
ზუსტად mv2/2ში. შეკუმშულ ზამბარას გააჩნია პოტენციური ენერგია და
როდესაც ბურთულა ვარდება ლულიდან გარდაიქნება კინეტიკურ
ენერგიად- შეკუმშულ ზამბარას გააჩნია პოტენციური ენერგია და
როდესაც ბურთულა ვარდება ლულიდან გარდაიქნება კინეტიკურ
ენერგიად. დამბაჩა როცა ბურთს გაისვრის ჰორიზონტალურად მისი
სიჩქარე უფრო მეტი იქნება ვიდრე ზევით,მაღლა აისვრის.
ზამბარა
■ ზამბარა არის სხეული, რომელიც დეფორმირდება გარკვეული
ძალის გავლენით, ხოლო როცა ეს ძალა აღარ მოქმედებს,
უბრუნდება პირვანდელ ფორმას.
■ ზამბარა მრავალ სხვადასხვა ფორმაში გვხვდება, თუმცა მეტალის
სპირალური ზამბარა, ალბათ, ყველაზე გავრცელებულია.
დაწყებული ბურთულიანი კალმებით, დამთავრებული სარბოლო
მანქანის ძრავებით, ზამბარები ყველა შედარებით რთული
მექანიკური მოწყობილების ნაწილია.
■ ზამბარის ფორმა არ განსაზღვრავს ზამბარის ქცევას - მთელი
ჯადოქრობა მის ფორმასთან არაა დაკავშირებული. 'ზამბარობა',
ან უფრო ზუსტად, ელასტიურობა, არის იმ მავთულის
ფუნდამენტური თვისება, რომლისგანაც ზამბარაა დამზადებული.
მეტალის გრძელ სწორ მავთულსაც აქვს თავისი ფორმის
აღდგენის თვისება გაჭიმვის ან გვერდულად გადახრის შემდეგ.
მავთულის სპირალურად დახვევა უბრალოდ გვაძლევს
საშუალებას, მცირე მოცულობაში მოვაქციოთ მავთული,
რომელსაც გრძელი მავთულის თვისებები ექნება. მექანიკურ
მოწყობილობებში ასეთი ზამბარების გამოყენება უფრო
მიღებულია.
რა ხდება, როდესაც მასალა
დეფორმირდება?
როდესაც მასალაზე ძალა მოქმედებს, ამ
ძალის პასუხად მასალა ან იჭიმება, ან
იკუმშება. ყველას გვქონია გარკვეული
შეხება რეზინასთან, რომელიც ძალიან
ადვილად იჭიმება.
მექანიკაში მნიშნელოვანია ფართობის
ერთეულზე მოდებული ძალა, რასაც
მექანიკურ ძაბვას ვუწოდებთ.
შეკუმშვის/წაგრძელების ხარისხსს ძაბვის
პასუხად ვუწოდებთ ფარდობით
წაგრძელებას ფარდობითი წაგრძელებას
ვზომავთ ძაბვის მიმართულებით სიგრძის
ცვლილების, Δ L ,შეფარდებით
თავდაპირველ სიგრძესთან,
L0
(წაგრძელება) ϵ=ΔL/L 0
არსებობს დეფორმაციის ორი
ძირითადი სახე:
1. დრეკადი დეფორმაცია. ძაბვის მოხსნის შემდეგ სხეული
უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. დეფორმაცია არის
შექცევადი და არა მუდმივი.
2. პლასტიკური (ნარჩენი) დეფორმაცია. ასეთი დეფორმაცია
ხდება მაშინ, როდესაც სხეულზე ძალიან დიდი ძაბვაა
მოდებული. ძაბვა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მისი
მოხსნის შემდეგ სხეული აღარ დაუბრუნდეს პირვანდელ
მდგომარეობას. ეს არის მუდმივი, შეუქცევადი დეფორმაცია.
ძაბვის მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის დროსაც სხეული
დეფორმირდება პლასტიკურად, ეწოდება ელასტიურობის
ზღვარი მოცემული მასალისთვის.
ნებისმიერი ზამბარა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს ისე,
რომ ის ნორმალური მუშაობის პირობებში განიცდიდეს
მხოლოდ ელასტიურ დეფორმაციას.
ჰუკის კანონი
■ ზამბარებისა და ელასტიურობის შესწავლისას, მე-17
საუკუნის ფიზიკოსმა რობერტ ჰუკმა შენიშნა, რომ
ძაბვისა და დეფორმაციის დამოკიდებულების მრუდს
გარკვეული მატერიებისთვის წრფივი მონაკვეთი აქვს.
გარკვეულ საზღვრებში ძალა, რომელიც საჭიროა
ელასტიური სხეულის გასაჭიმად (მაგ. მეტალის
ზამბარა), პირდაპირპროპორციულია ზამბარის
წაგრძელებისა. ეს დამოკიდებულება ცნობილია ჰუკის
კანონის სახელით და ჩაიწერება შემდეგნაირად:
■ F=−kx
სადაც
F არის ძალა,
X არის წაგრძელება ან შეკუმშვა, ხოლო
K არის პროპორციულობის კოეფიციენტი, ანუ, ზამბარის
სიხისტე, რომელიც უმეტესწილად მოცემულია ნ/მ
■ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ
დაგვიდგენია ძალის მიმართულება, მას
ჩვეუელებრივ უწერენ ხოლმე მინუს ნიშანს.
ამას იმის ხაზგასასმელად აკეთებენ, რომ
ზამბარის მიერ გამოწვეული დრეკადობის
ძალა იმ ძალის საპირისპიროდაა
მიმართული, რომელმაც დეფორმაცია
გამოიწვია. ზამბარის ქვემოთ დაქაჩვა
გამოიწვევს მის ქვემოთ წაგრძელებას,
რასაც თავის მხრივ მოყვება ზემოთ
მიმართული დრეკადობის ძალის გაჩენა.
■ როდესაც ვანგარიშობთ x-ს(წაგრძელებას),
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ
ზამბარას აქვს გარკვეული სიგრძე
არადეფორმირებულ მდგომარეობაში - L 0,
მთლიანი სიგრძე L, წაგრძელებულ
მდგომარეობაში იქნება ნომინალური
სიგრძისა და წაგრძელების ჯამი, L=L0​+x ,
შეკუმშული ზამბარისთვის კი L=L0​−x
დასკვნა
■ მაშასადამე, ჩაკეტილ სისტემაში ენერგიის კარგვას ადგილი არ აქვს
შესაძლებელია,რომ ერთი სახის ენერგია გარდაიქმნას მეორე სახის
ენერგიად ან ერთი სხეულიდან გადაეცეს მეორე სხეულს,მაგრამ თუ
სხეულთა ჩაკეტილი სისტემის პოტენციური ენერგია მცირდება მაშინ
სისტემის კინეტიკური ენერგია იზრდება და პირიქით.ამასთან
რამდენითაც მცირდება ან იზრდება პოტენციური ენერგია, იმდენით
იზრდება ან მცირდება კინეტიკური ენერგია-ჯამური ენერგია კი სულ
მუდმივი რჩება. თუ სისტემაში არის წინააღმდეგობის ძალები
სახუნი,ჰაერის წინააღმდეგობა და სხვა.მაშინ ენერგიის გარკვეული
ნაწილი იხარჯება მათ დაძლევაზე თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ენერგია
იკარგება უბრალოდ მექანიკური ენერგია გადადის შინაგან
ენერგიაში,რის შედეგადაც სხეული თბება და მის გათვალისწინებით
ენერგიის მუდმივობის კანონს ჩამოვაყალიბებთ შემდეგნაირად: სხეულის
მექანიკური და შინაგანი ენერგიების ჯამში მუდმივია Eმექანიკურს U=const.
გმადლობთ
ყურადღებისთვის !
სლაიდზე მუშაობდა: ელენა მიქანაძე

You might also like