66874lecture 3 - EU Law

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 19

ევროკავშირის სამართლის

სისტემა

წყაროები, იერარქია

ასოცირების შეთანხმების ადგილი


ევროკავშირის სამართალში

Ekaterine Kardava
ეკა ქარდავა
2023
ევროკავშირის მცდელობა შექმნას უნიფიცირებული
სამართალი
ევროკავშირის სამართალი არ ეყრდნობა ერთ უზენაეს აქტს (მსგავსად
კონსტიტუციისა) და ევროკავშირში არ მოქმედებს სპეციალური აქტი
ევროკავშირის სამართლებრივი აქტების უნიფიცირებისა და
სისტემატიზაციის თაობაზე (მსგავსად „ნორმატიული ატების შესახებ“
ორგანული კანონისა).

ევროკავშირს ჰქონდა სურვილი მიეღო კონსტიტუცია, რომელსაც


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა ხელი მოაწერეს 2004
წელს. მაგრამ იგი ძალაში არ შევიდა (ყველა სახელმწიფოში ვერ გიარა
სავალდებულოდ აღიარების პროცედურა).

ევროკავშირის სამართალში დადგენილია იერარქია შემდეგი სახით:


არაფერი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის პირველად
სამართალს. ე.ი. ევროკავშირში ნორმატიულად მოქმედებს შემდეგი

Ekaterine Kardava
იერარქია:
- ევროკავშირის პირველადი სამართალი;
- ევროკავშირის სამართალის სხვა წყაროები (გარდა პირველადისა).
პრაქტიკაში (ნორმატიული საფუძვლის გარეშე),
ევროკავშირის სამართლის წყაროთა სისტემატიზაცია
ასე გამოიყურება:

-პირველადი (primary law) სამართალი


- მეორეული (secondary law) სამართალი
- შემავსებელი კანონმდებლობა (დაუწერელი
წყაროები/supplementary law).
-რბილი სამართალი

Ekaterine Kardava
ევროკავშირის სამართლის წყაროებს კონკრეტული
დასახელებები აქვთ:
- ევროკავშირის ხელშეკრულებები (ევროკავშირის
დამფუძნებელი/ფუნდამენტური/საბაზისო
ხელშეკრულებები) - პირველადი სამართალი
-რეგულაციები/რეგლამენტები (მეორეული სამართალი)
-დირექტივები (მეორეული სამართალი)
-გადაწყვეტილებები (მეორეული სამართალი)
-რეკომენდაციები (მეორეული სამართალი)
-პოზიციები (მეორეული სამართალი)
-ევროკავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებები (აქ არის
ასოცირების შეთანხმებაც)
-ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო

Ekaterine Kardava
გადაწყვეტილებები (CJEU) (დაუწერელი სამართალი)

იხ. https://ec.europa.eu/info/law/law-making-process/types-eu-law_en
1. პირველადი სამართალი

ევროკავშირის პირველადი სამართლის წყაროებია:


 ევროკავშირის ხელშეკრულებები (ევროკავშირის
წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივად დადებული
ხელშეკრულებები იგივე
დამფუძნებელი/ფუნდამენტური/საბაზისო
ხელშეკრულებები)
 ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია (შენიშვნა:
ინტეგრირებულია ლისაბონის ხელშეკრულებაში)
 CJEU-ის მიერ დადგენილი პრინციპები

Ekaterine Kardava
იხ. https://eur-lex.europa.eu/summary/glossary/norms_hierarchy.html
ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებები:

ევროპის ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების შესახებ შეთანხმება, პარიზის შეთანხმება,


1951 წ. - მოქმედებდა მხოლოდ 50 წელი (დააფუძნა პირველი ევროგაერთიანება)

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ შეთანხმება - რომის ხელშეკრულება, 1957წ.


(დააფუძნა მეორე ევროგაერთიანება)

ევრატომი, რომის ხელშეკრულება, 1957 წ. (დააფუძნა მესამე ევროგაერთიანება)

შერწყმისხელშეკრულება იგივე ბრიუსელის ხელშეკრულება, 1965 წ. (გააერთიანა სამივე


ევროგაერთიანების სტრუქტურები და ჩამოაყალიბა ერთი ევროგაერთიანება).

ევროპის ერთიანი აქტი, 1986 წ. (1957 წლის რომის ხელშეკრულების პირველი რევიზია).

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება (TEU) იგივე მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1992 წ.


(დააფუძნა ევროკავშირი).

ამსტერდამის ხელშეკრულება, 1997 წ. (ცვლილებები მაასტრიხტის ხელშეკრულებაში)

Ekaterine Kardava
ნიცის ხელშეკრულება, 2001 წ. ცვლილებები მაასტრიხტის ხელშეკრულებაში

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება/TFEU იგივე ლისაბონის


ხელშეკრულება, 2007 წ. (1957 წლის ხელშეკრულების დიდი რევიზია და ცვლილებები
მაასტრიხტის ხელშეკრულებაში).
TFEU-მ ცვლილებები შეიტანა ევროკავშირის შესახებ
ხელშეკრულებაში/TEU და 1957 წლის რომის ხელშეკრულებაში
ეკონომიკური გაერთიანების შესახებ/TEEC. TFEU-მ სახელი
შეუცვალა რომის ხელშეკრულებას და დაარქვა ევროკავშირის
ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება.

ამჟამად, ევროკავშირის ხელშეკრულებები (ზემოჩამოთვლილი)


კონსოლიდირებულია 3 ხელშეკრულებაში:
 TEU - ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება (მაასტრიხტის
ხელშეკრულება)
 TFEU - ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება
(ლისაბონის ხელშეკრულება)
ევრატომი (რომის ხელშეკრულება).

ასოცირების შეთანხმებაც უთითებს ზემოაღნიშნულ სამ

Ekaterine Kardava
ხელშეკრულებაზე (მუხლი 428, მუხლი 429(1) და სხვა).

ეს ხელშეკრულებები წარმოადგენენ პირველადი სამართლის


წყაროებს ევროკავშირში.
2. ევროკავშირის მეორეული სამართალი
მეორეული სამართლის წყაროებია:
- რეგლამენტი/რეგულაცია
-დირექტივა
-გადაწყვეტილება
-რეკომენდაცია
-პოზიცია

რეგლამენტი, დირექტივა და გადაწყვეტილება არის


საკანონმდებლო აქტები, სავალდებულო და მბოჭავი (მიღების
საკანონმდებლო პროცედურებს გადის).

რეკომენდაცია და პოზიცია არის არასავალდებულო აქტები.

Ekaterine Kardava
რეკომენდაციას აქვს სამართლებრივი წონა (მიუხედავად
არასავალდებულოობისა) და როგორც წესი დროთა
განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეროვნულ
კანონმდებლობაში ასახავენ რეკომენდაციის დებულებებს).
რეგულაცია /რეგლამენტი

საკანონმდებლო აქტია (მიიღება ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტის


მიერ)
სავალდებულო/მბოჭავი აქტია
პირდაპირი მოქმედების ძალის მქონე აქტია. ეს ნიშნავს რომ, არ საჭიროებს
გადატანას (no transposition) ეროვნულ კანონმდებლობაში; მისი ძალაში
შესვლის მომენტიდან სავალდებულოა შესასრულებლად როგორც წევრი
ქვეყნებისათვის, ასევე, კერძო პირებისათვის.
ზუსტად და განუხრელად შესასრულებელია.
მიემართება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას.
იწყებს მოქმედებას ძალაში შესვლის დღიდან (როგორც წესი გამოქვეყნებიდან
20 დღეში).

რეგლმენტი ძირითადად მიიღება და გამოიყენება იქ, სადაც ევროკავშირი


ფლობს ექსკლუზიურ კომპეტენციებს.

როცა საქართველო უახლოვდება ევროკავშირის რეგულაციას, უნდა


გაითვალისწინოს მისი სამართლებრივი ბუნება თავად ევროკავშირის
სამართლის შიგნით. რეგულაციის შინაარსობრივი მოდიფიცირება, შეცვლა და

Ekaterine Kardava
ადაპტირება ეროვნულ სპეციფიკასთან, ფაქტიურად შეუძლებელია. ამდენად,
ძირითადად, copy-paste მეთოდით მესამე ქვეყნები რეგულაციის შინაარსს
გადაიტანენ (ტრანსპოზიციას განახორციელებენ) ეროვნულ სამართალში.
უშუალოდ ევროკავშირში კი რეგულაციას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს
და ის ავტომატურად ხდება ეროვნული სამართლის ნაწილი.
შენიშვნა:
ევროპული კავშირის საბჭო (საბჭო) არის
ევროპული კავშირის ძირითადი
საკანონმდებლო ორგანო. ამჟამად, ის
ევროპარლამენტთან ერთად გადის
საკანონმდებლო პროცედურას. აქვე
დაიმახსოვრეთ, რომ დღემდე, ევროპარლამენტს
(რომელიც არის ევროპული კავშირის
წარმომადგენლობითი ორგანო) არ აქვს
სავალდებულო აქტების მიღების უფლება
ინდივიდუალურად. ევროპარლამენტი

Ekaterine Kardava
მხოლოდ ევროკავშირის საბჭოსთან ერთად
იღებს სავალდებულო კანონებს.
დირექტივა

საკანონმდებლო აქტია (მიიღება ევროკავშირის საბჭოსა და


ევროპარლამენტის მიერ); სავალდებულო/მბოჭავი აქტია
არ აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა (იშვიათი გამონაკლისის
გარდა). ე.ი. დირექტივის დებულებები საჭიროებს გადატანას
(ტრანსპოზიციას) ეროვნულ დონეზე. ე.ი. ევროკავშირის წევრი
ქვეყნები უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირის სამართალს
ეროვნულ სამართალში დირექტივის დებულებების ასახვით.
გადატანის „ადგილი“ ან ფორმა თავისუფალია (ასახავენ კანონებში,
მთავრობის აქტში, მინისტრის აქტი ან სხვა).
დირექტივებთან დაახლოებისთვის, როგორც წესი, დადგენილია
დრო, ძირითადად 24 თვე (ეს უნდა შემოწმდეს გარდამავალ
დებულებებში).

Ekaterine Kardava
დირექტივა მიემართება ყველა წევრ სახელმწიფოს.

თუ ქვეყანამ დადგენილ ვადაში არ მოახდინა დირექტივის


მიზნებთან დაახლოება და ეროვნული კანონმდებლობის
ჩამოყალიბება, ევროკომისიას ეძლევა უფლებამოსილება დაიწყოს
პროცედურები ქვეყნის წინააღმდეგ.
დირექტივა იძლევა შესაძლებლობას ქვეყანამ დაადგინოს იმაზე მაღალი
და ძლიერი სტანდარტები, ვიდრე ეს დირექტივითაა განსაზღვრული,
განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: გარემოს დაცვა, მომხმარებელთა
უფლებები, შრომის უფლებები, ჯანმრთელობა.
ამრიგად, დირქტივების დაფარვის სფეროებში, ხშირად, ევროკავშირის
წევრი ქვეყნების სამართლებრივი პრაქტიკა განსხვავებულია.

როგორც წესი, დირექტივები მიიღება ევროკავშირის არაექსკლუზიურ


სფეროებში.

როცა საქართველო ახორციელებს დაახლოების პროცესს, უნდა გაიაზროს


დირექტივის სამართლებრივი ბუნება თავად ევროკავშირის სამართლის
შიგნით. დირექტივის სტანდარტები/შინაარსი/მიზანი აუცილებლად
უნდა აისახოს ეროვნულ სამართალში ისე, რომ არ დაარღვიოს
დირექტივით დადგენილი მინიმალური სტანდარტი, მაგრამ
ამავდროულად გაითვალისწინოს ეროვნული სპეციფიკა და ვითარება.

Ekaterine Kardava
ე.ი. საქართველომ copy-paste-ის მეთოდი აქ არ უნდა გამოიყენოს.
პირიქით, უნდა გაიაროს ადაპტირება, მორგება ეროვნულ
სამართლებრივ ხასიათთან, ადგილობრივ სპეციფიკასთან, შეუძლია
მიმართოს საგამონაკლისო დანაწესებს და სხვა.
გადაწყვეტილება

მბოჭავი და სავალდებულოა შესასრულებლად.

შეიძლება იყოს საკანონმდებლო აქტი ან არასაკანონმდებლო


აქტი (საკანონმდებლოა, თუ ის მიიღება ევროკავშირის
საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, არასაკანონმდებლოა,
თუ ის მიიღება კომისიის მიერ; როგორც არასაკანონმდებლო
აქტი შეიძლება იყოს დელეგირებული ან საიმპლემენტაციო
აქტი).

მიემართება არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ


ინდივიდუალურ პირებსაც; შეიძლება მიემართებოდეს არა
ყველა წევრ ქვეყანას, არამედ რამდენიმეს.

აქვს პირდაპირი გამოყენების ძალა (საკანონმდებლოს), თუ

Ekaterine Kardava
მიემართება ერთ ან რამოდენიმე ინდივიდუალურ პირს
უშუალოდ.
რეკომენდაციები

- არასავალდებულოა შესასრულებლად
-აქვს პოლიტიკური წონა
-ირიბი ინსტრუმენტია იმ მიზნით, რომ
მოამზადოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები
ამათუიმ სფეროში სტანდარტის განვითარებისა
და საკანონმდებლო ცვლილებებისთვის
-იღებს/ამტკიცებს ევროკომისია (ძირითადად).

შენიშვნა: ევროკომისია არის ევროპული

Ekaterine Kardava
კავშირის პოლიტიკური ინსტიტუტი -
მთავრობა/აღმასრულებელი ხელისუფლება
პოზიციები

- არასავალდებულოა შესასრულებლად
-აქვს პოლიტიკური წონა
-ძირითადად შეეხება ევროკავშირის საგარეო
პოლიტიკის საკითხებს
--------------------------------------------------
ასოცირების შეთანხმების დანართებში
ძირითადად ასახულია მეორეული
კანონმდებლობა, კონკრეტულად კი:

Ekaterine Kardava
რეგლამენტები, დირექტივები,
გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები
3. ევროკავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებები

საერთაშორისო ხელშეკრულებები, დადებული ევროკავშირის არაწევრ


სახელმწიფოებთან (მესამე ქვეყნებთან) გამიჯნულია ევროკავშირის
პირველადი და მეორეული სამართლისგან. ისინი კანონმდებლობის ცალკე
სივრცეს ქმნიან. მიეკუთვნებიან sui generis კატეგორიას. თუმცა მათი
იერარქიული მიმართება მეორეულ კანონმდებლობასთან
ნორმატიულად არ არის დადგენილი. ხშირად მეორეული
სამართლის ნაწილადაც მიიჩნევენ.

ევროკავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებებში გამოკვეთილია


ასოცირების შეთანხმებები. ეს ცალკე აღნიშნულია ევროკავშირის
პირველად სამართალში.
ასოცირების შეთანხმებებს ევროპული კავშირი დებს მხოლოდ იმ
ქვეყნებთან, რომელიც ახორციელებს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა
და რომელიც ევროპულ კავშირთან პოლიტიკურად ასოცირებულია. სხვა
საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირი დებს ყველა ქვეყანასთან,
რომელთანაც მიიჩნევს საჭიროდ, ყოველგვარი პოლიტიკური აფილაციის
გარეშე.
ამდენად, საქართველოსთან დადებული ასოცირების შეთანხმება

Ekaterine Kardava
ევროკავშირის SUI GENERIS სამართლის ნაწილია, თუმცა იმ კატეგორიის,
რომელიც სპეციალური აღნიშვნის და რეგულირების ასპექტია
ევროკავშირის პირველადი სამართლით.
4. შემავსებელი/დაუწერელი სამართლის
წყაროები - Case Law.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს
გადაწყვეტილებები/CJEU-ის პრაქტიკა ხელს უწყობს
ევროკავშირის კანონმდებლობის ერთგვაროვან
გამოყენებას ყველა წევრ სახემლწიფოში. სასამართლო
განმარტავს ევროკავშირის პირველადი და მეორეული
სამართლის დებულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს
მხარეთა შორის დავისას (მას მიმართავენ წევრი ქვეყნები,
ევროკავშირის ინსტიტუტები, კერძო პირები).
CJEUის გადაწყვეტილებები საბოლოოა, არ საჩივრდება და
სავალდებულოდ შესასრულებელია.
CJEU -ის გადაწყვეტილება, რომელიც რომელიმე წევრი
ქვეყნის ქეისს ეხება, სავალდებულოა

Ekaterine Kardava
გასათვალისწინებლად დანარჩენი ქვეყნებისათვის.
https://european-union.europa.eu/institutions-law-budget/institutions-and-
bodies/institutions-and-bodies-profiles/court-justice-european-union-
cjeu_en#:~:text=ensuring%20the%20EU%20takes%20action,can
%20complain%20to%20the%20Court.
5. რბილი კანონმდებლობა

ამ სივრცეში ვარდება არასავალდებულო ხასიათის


სხვადასხვა დოკუმენტები, როგორიცაა სტრატეგიები,
სამოქმედო გეგმები, კომუნიკეები და სხვა. ისინი
ემსახურებიან ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების
ეფექტურად განხორციელებას და ევროკავშირის მიზნების
მიღწევას.

Ekaterine Kardava
ლიტერატურა:

-ქარდავა ე., ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და


სამართლებრივი აპროქსიმაცია, გვ. 23-32,
https://gu.edu.ge/uploads/other/14/14341.pdf
-გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012, გვ. 78-103,
https://www.slideshare.net/nvuadmin/gagagabrichidzeeurope
-ლექტორის პრეზენტაცია

Ekaterine Kardava

You might also like