თაღოვანი ხიდები - მარიამ ყრუაშვილი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

თაღოვანი ხიდები

ავტორი: მარიამ
ყრუაშვილი
• თაღოვანი ხიდი არის ხიდი, რომელსაც აქვს
საყრდენები თითოეულ ბოლოში, რომელიც ფორმის
მრუდი თაღის სახით. თაღოვანი ხიდები მუშაობენ
ხიდის წონისა და მისი ტვირთის ნაწილობრივ
გადატანით ჰორიზონტალურ ბიძგში, რომელიც
შეზღუდულია ორივე მხრიდან საყრდენით. ვიადუკი
(გრძელი ხიდი) შეიძლება გაკეთდეს თაღების
სერიიდან, თუმცა დღეს ჩვეულებრივ გამოიყენება
სხვა უფრო ეკონომიური ნაგებობები.

• თაღოვანი ხიდი არის ქვისა, ანუ ქვის, ხიდი, სადაც


ყოველი ზედიზედ უფრო მაღალი კურსი (ფენა)
კონსოლი ოდნავ მეტია, ვიდრე წინა კურსი ქვის
საფეხურები შეიძლება მოკვეთილი იყოს, რათა თაღს
მომრგვალებული ფორმა ჰქონდეს. თაღოვანი თაღი
არ წარმოქმნის ბიძგს, ან გარე წნევას თაღის ბოლოში
და არ ითვლება ნამდვილ თაღად. ის უფრო
სტაბილურია, ვიდრე ნამდვილი თაღი, რადგან მას
არ აქვს ეს ბიძგი. მინუსი ის არის, რომ ამ ტიპის
თაღები არ არის შესაფერისი დიდი ზომისთვის
უძველესი თაღოვანი ხიდი
მსოფლიოში
არკადიკო
• თაღოვანი ხიდი არის ქვისა, ანუ ქვის,
ხიდი, სადაც ყოველი ზედიზედ უფ
რო მაღალი კურსი (ფენა) კონსოლი ო
დნავ მეტია, ვიდრე წინა კურსი ქვის ს
აფეხურები შეიძლება მოკვეთილი იყ
ოს, რათა თაღს მომრგვალებული ფო
რმა ჰქონდეს. თაღოვანი თაღი არ წარ
მოქმნის ბიძგს, ან გარე წნევას თაღის
ბოლოში და არ ითვლება ნამდვილ თ
აღად. ის უფრო სტაბილურია, ვიდრე
ნამდვილი თაღი, რადგან მას არ აქვს
ეს ბიძგი. მინუსი ის არის, რომ ამ ტიპ
ის თაღები არ არის შესაფერისი დიდ
ი ზომისთვის
ძველი/თაღოვანი ხიდები
საქართველოში

• ხიდები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ


სახელმწიფოს ცხოვრებაში. მათ უდიდესი სტრატეგიული
მნიშვნელობა ჰქონდათ ისინი წარმოადგენდნენ ხიდწინა
საშუალებებს რომელთა გარშემოც იგებოდა შემდგომ
ქალაქები.
ნაგარევის ხიდი
• ხიდის ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი
აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ. ქვაზე ორი
წარწერაა, ერთი შესრულებულია ასომთავრულით, მეორე კი – მხედრულით. ტექსტები
შემდეგნაირად იკითხება:
• „ღმერთო აცხოვნე გენათელი გედეონ და ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგინდოს
ღმერთმან, ამინ“
• „ქ. ბრძანებითა ღვთისათა აღვაგე ხიდი ესე მე გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, სულისა
ჩემისა საოხად. ქორონიკონსა ტნვ“
• ნაგარევის (ჭიშურის) ხიდი გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან აქ აშკარად ჩანს განვითარებული შუა საუკუნეების ქართული
ხიდთმშენებლობის ტრადიციის გაგრძელება (მალების მოხაზულობა, კუზიანი პროფილი, საშენი
მასალა) და არა ამ პერიოდის ხიდებისთვის დამახასიათებელი აღმოსავლური გავლენა. ხიდი
ორმალიანია და ერთი დიდი, ნახევარწრიული, ოდნავ შეისრული თაღისა და მცირე
ნახევარწრიული თაღისგან შედგება. მცირე მალში წყალი მხოლოდ წყალდიდობისას გაედინება.
შუა, მართკუთხა გეგმის მქონე ბურჯს დინების მხარეს სამკუთხა წყალამრიდი აქვს. ხიდს კუზიანი
პროფილი აქვს, კუზის ყველაზე მაღალი წერტილი დიდი მალის სიმეტრიის ღერძზეა და არა
მთლიანი ნაგებობის ცენტრალურ ღერძზე, შესაბამისად იგი ასიმეტრიული ნაგებობაა. განაპირა
ბურჯებს შორის მანძილი 8,1 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 3,8 მეტრი კამარის სისქე კლიტეში
– 0,8 მეტრი. ხიდი ნაგებია მოზრდილი ზომის, ადგილობრივი, უხეშად თლილი კირქვით.[2]
ბესლეთის ხიდი
ხიდი აგებულია დიდი ზომის მაგარი ჯიშის კირქვებისაგან, რომელთა სიგრძე ერთ მეტრამდე
აღწევს, განი — 0,35 მეტრს. ქვებზე ორნამენტული სიფაქიზით ამოკვეთილია ქართული
ასოები — ასომთავრული. ქვებს შორის ორ რიგად ჩრთულია თხელი ოთხკუთხური მეტად
მტკიცე სიმაგრის კარგად გამომწვარი აგური.

ხიდისთვის შერჩეულია, როგორც ესტეთიკურად, ისე ტექნიკურად მოხერხებული ადგილი —


მდინარის ვიწრო ყელი, კლდოვან ფენებზე. კირის ხსნარი, რომლითაც აგებულია ხიდი,
საუკუნეების განმავლობაში ქვაზე მტკიცე გამხდარა.
ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს
მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო
მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა
დაიკარგა.
ვინაიდან ტერიტიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის შესწავლა
და რესტავრაცია შეუძლებელია, ხიდი საჭიროებს მცენარეული საფარისგან გასუფთავებას.
ფოლადაურის ხიდი
• ფოლადაურის თაღოვანი ხიდი ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ბოლნისისწყალზე
(მდ. ფოლადაური), სოფ. ფოლადაურიდან 7 კმ-ის დაშორებით. ნაგებობა შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ხიდი ერთმალიანია
და კუზიანი. ბურჯები ორივე მხარეს კლდოვან ქანზეა დამყარებული. თაღი არასრული ნახევარწრის მოხაზულობისაა, რომელსაც
ორ ადგილას ოდნავ გადატეხილი ფორმა აქვს. ნაგებობა მსუბუქი პროპორციებით ხასიათდება და ორგანულად ერწყმის გარემოს,
რაც დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული თაღოვანი ხიდებისთვის. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე.
პომპეუსის ხიდი (მოგვთა ხიდი)
• სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ
მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო
ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“.
„პომპეუსის ხიდი“ ამ ადგილზე პომპეუსის
ლაშქრობამდეც არსებობდა, ხოლო ნაგებობა, რომელიც
მდინარის წყლის დონის დაწევისას ჩანს, არის 1839-
1841 წლებში აშენებული ხიდი.
• ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც,
როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი
მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების
გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ
ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც გადმოგვცემს

You might also like