პროტისტები

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ცხოველი? ბაქტერია? მცენარე? სოკო?

ვირუსი? რა არის გამოსახული სურათზე ?

არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილიდან!

ეს ორგანიზმები ბაქტერიების მსგავსად


ერთუჯრედიანია, სოკოს ჰგავს. ცხოველებივით
ნადირობაც შეუძლიათ და მცენარის მსგავსად -
ფოტოსინთეზიც. და მაინც, ისინი არც ერთ ამ ჯგუფს
მიეკუთვნებიან. მათ ეწოდებათ პროტისტები
როგორი ორგანიზმები არიან პროტისტები?

პროტისტები არიან ეუკარიოტები, რაც იმას ნიშნავს,


რომ მათი უჯრედი შეიცავს ბირთვსა და მემბრანით
შემოსაზღვრულ სხვა ორგანოიდებს. პროტისტების
უმრავლესობა, და არა ყველა, ერთუჯრედიანია. მათ
ძალიან ცოტა საერთო აქვთ. შეიძლება იფიქრო, რომ
არც მცენარეები არიან, არც ცხოველები და არც
სოკოები. მიუხედავად იმისა, რომ ერნსტ ჰეკელმა
ჯერ კიდევ 1866 წელს პროტისტები ცალკე სამეფოდ
გამოყო, 60 წელი მეცნიერები ამას არ აღიარებდნენ.
ერთუჯრედიანი თუ მრავალუჯრედიანი?

პროტისტების უმრავლესობა იმდენად პატარაა, რომ


მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია.
პროტისტების უმრავლესობა ერთუჯრედიანია. მცირე
რაოდენობა მრავალუჯრედიანი და საოცრად დიდი.
მაგალითად, კელპი მრავალუჯრედიანი პროტისტია,
რომელის სიგრძე 100 მეტრს აღწევს. მიუხედავად
დიდი ზომისა, მრავალუჯრედიან პროტისტებს არ
აქვთ დიფერენცირებული ქსოვილები. რაც იმას
ნიშნავს, რომ უჯრედები გარეგნულად ერთნაირია და
უმეტესად ერთნაირ ფუნქციას ასრულებდნენ. ჩვენი
უჯრედები კი დიფერენცირებულია, სპეციალიზებულია
ქსოვილებად და განსხვავებულ ფუნქციებს
ასრულლებენ.
პროტისტების დახასიათება,
პროტისტების ზოგადი მახასიათებლები:

ეუკარიოტები ანუ ბირთვიანი ორგანიზმები არიან.


უმრავლესობას აქვს მიტოქონდრია.
შესაძლოა იყვნენ პარაზიტები.
უპირტესობას ანიჭებენ წყლიან და ტენიან გარემოს.

You might also like