Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 41

სალექციო კურსი სახელშეკრულებო სამართალში

ლექცია #1

ნასყიდობის ხელშეკრულება

ლექტორი: თამარ ზამბახიძე


ნასყიდობის ცნება

 ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა


გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე,
მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.

 მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს


შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის


მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის საშუალებებზე.
საქმე №ას-222-2021, 4 ივნისი, 2021 წელი

 სსკ-ის 477-ე მუხლი ნასყიდობის მომწესრიგებელი


სამართლებრივი ნორმების ცენტრალური მოთხოვნის
საფუძველს წარმოადგენს.

 ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე აღმოცენებულ


მოთხოვნას პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება.
პირველადი მოთხოვნა მეორადი მოთხოვნისაგან იმით
განსხვავდება, რომ უშუალოდ ხელშეკრულებიდან
გამომდინარეობს და ხელშეკრულების მხარის მთავარი
ინტერესია.
სუსგ №ას-525-2021, 29 აპრილი, 2022 წელი.

 ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივმავალდებულებელი


ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების თითოეულ
მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) აქვს უფლება-
მოვალეობები - ანუ ვლინდება ნასყიდობის შემხვედრი
ვალდებულებების არსებობა:

 გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე


საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ
შეთანხმებული ფასის გადახდა.

 ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს,


შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა,
ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა.
ნასყიდობა არის

 სინალაგმატური ხელშეკრულება;

 კონსენსუალური ხელშეკრულება;

 სასყიდლიანი ხელშეკრულება;

 ნასყიდობის არსებითი პირობებია ფასი და ნასყიდობის


საგანი.
საქმე №ას-405-2021, 29 ივნისი, 2021 წელი

 საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნამდვილი ნასყიდობის


ხელშეკრულება მაშინ არსებობს, თუ სახეზეა კანონით
გათვალისწინებული ფორმის დაცვით განხორციელებული
ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი. გამომდინარე
იქიდან, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს სულ ცოტა, ორი
მხარის ნებათა თანხვედრის (კონსესუსს) ლოგიკურ შედეგს,
ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები
ურთიერთმბოჭავ შეთანხმებას მიაღწევენ.

 აღნიშნული სახელშეკრულებო კონსესუსი მიიღწევა ერთი


მხარის მიერ მეორე მხარისათვის ხელშეკრულების დადების
შეთავაზებით და შეთავაზებაზე თანხმობის მიღებით;
თეორიულად, აღნიშნულ შემთხვევაში მიზანშეწონილია ე.წ.
ოფერტისა (ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების)
და აქცეპტის (ხელშეკრულების დადების შესახებ
წინადადების მიღების) გამოყოფა.
 ნასყიდობის გამიჯვნა ნარდობისაგან.

 თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის


დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ
შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს
საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ
დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება
ნასყიდობის წესები.

 ნასყიდობა და გაცვლა.
№ ას-1162-1091-2012, 7 მარტი, 2013 წელი

 1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის


საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების
შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებად
ითვლება იმ საქონლის მიწოდებაზე დადებული
ხელშეკრულება, რომელიც მზადდება ან იწარმოება,
თუ საქონლის დამკვეთი მხარე არ კისრულობს
ასეთი საქონლის დამზადებისათვის ან
წარმოებისთვის საჭირო მასალის მნიშვნელოვანი
ნაწილის მიწოდების ვალდებულებას.

 განსახილველ ნორმის დათქმაში „საჭირო მასალის


მნიშვნელოვან ნაწილში“ ყურადღება გამახვილებულია
ისეთ მასალაზე, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია
ნივთის დამზადებისათვის და რომლის გარეშე
 ნასყიდობის ფასი შეიძლება განსაზღვრული იყოს
კონკრეტული ოდენობით ან მხარეები შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის წესზე, ანუ ფასი უნდა იყოს რეალურად
განსაზღვრადი.

 თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შეთანხმება,


ნასყიდობის ფასი მოიცავს დღგ-ს.
გამყიდველი მყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას ქონებაზე

 საკუთრების უფლების გადაცემა მოძრავ ნივთებზე;

 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების


უფლების გადაცემის წესი;
 გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული
ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის
ხარჯები, ეკისრება გამყიდველს,

 ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა


ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები -
მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

 უნდა გაიმიჯნოს ე.წ. მიტანის, გაგზავნის და წამოღების


ვალდებულებები;
უძრავი ნივთების ნასყიდობა.
 უძრავი ნივთებია: მიწის ნაკვეთი მასზე არსებული
შენობა-ნაგებობებით ან მის გარეშე;
 შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული, დანგრეული);
 შენობა-ნაგებობის ერთეული;
 ხაზობრივი ნაგებობა.
 თუ გამყიდველი ნებაყოფლობით არ ასრულებს ნივთზე
საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას,
მყიდველმა სასარჩელო წესით უნდა მოითხოვოს
გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულება.

 საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია არ


წარმოადგენს ხელშეკრულების ფორმას;
 მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს
ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის
აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.
 მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს
ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების
გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული
ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების
წარმოშობის მომენტისა.

 იგულისხმება არა გაწეული ხარჯი, არამედ დადებამდე


წარმოშობილი და ხელშეკრულების დადების შემდეგ
გასაწევი ხარჯი (მაგ.: კომუნიკაციების მიყვანის ხარჯი);
გამყიდველის მოვალეობანი საქონლის
გაგზავნისას
 თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს
საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც
გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით
არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა
შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და,
ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი .

 თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს


ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ
ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული
პირობებისათვის.

 თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი


ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს
მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც
აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის .
ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის
გადასვლა
 გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე
გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების
რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით


გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის
ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან,
როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან
ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს .
საქონლის მიყიდვა რამდენიმე
პირისათვის
 თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე
პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს,
რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი,
ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ -
მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

 ნორმის გამოყენებისათვის გამყიდველი რამდენიმეჯერ


გაყიდვისას უნდა იყოს ერთი და იგივე პირი და უნდა
ხდებოდეს ერთი და იმავე ნივთის ნასყიდობა.

 ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე თუ უძრავ


ნივთებზეც?
 ნორმის ფორმულირების გათვალისწინებით, მოწესრიგება
საქონლის ნასყიდობას ეხება და ის, 1980 წლის ვენის
კონვენციის გაგებით, მხოლოდ მოძრავ ნივთებს მოიცავს.

 სასამართლო პრაქტიკაში სადავოა საკითხი, 485-ე მუხლი


ანალოგიით გავრცელდეს თუ არა უძრავი ნივთის ან
უფლების ნასყიდობაზე.

 გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ანალოგიურ მუხლს არ


შეიცავს. თუ გამყიდველი ნივთს რამდენჯერმე ყიდის,
გამყიდველი უფლებამოსილია თავად აირჩიოს, რომელ
ხელშეკრულებას შეასრულებს.
საქმე №ა-3811-ბ-9-2018, 31 იანვარი, 2019 წელი

 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოდავე მხარეთაგან


სადავო ნივთი (ბინა) პირველად რომელს გადაეცა
მფლობელობაში და სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის
საფუძველზე უარი განაცხადა ხელშეკრულების ბათილად
ცნობაზე.
გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

 გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ


ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა
რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების
ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს
შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

 გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და


უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული


ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული,
მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი
სარგებლობისათვის.

 ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის


მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით
ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს
შესრულებაზე.
 ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ
შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი
უფლებების გამო.

 უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში


რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

 თუ მესამე პირის უფლება ნივთზე არსებობს, არა აქვს


მნიშვნელობა, რეგისტრირებულია თუ არა, შეიძლება
შეფასდეს უფლებრივ ნაკლად მაგ.: მოსარგებლე.
საქმე №ას-222-2021, 4 ივნისი, 2021 წელი

 განსახილველ შემთხვევაში არ ირკვევა, კონკრეტულად რა


გარემოებებმა მისცა ექსპერტს იმის მტკიცების საშუალება,
რომ ზამთრის პერიოდში, -1-დან -10 გრადუსამდე
კლიმატის პირობებში, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა
გამართულად ფუნქციონირებას.

 შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი


ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, არ უნდა იქნეს
გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია, რომ სახეზე იყო
მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი და
ვალდებულებების ნაკლიანი შესრულება.
საქმე №ას-938-878-2017, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

 ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ


განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის
პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის
გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე
არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა,
ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ
განიხილებოდა (შდრ. სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27
ოქტომბერი, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წ.)
გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის
მქონე ნივთის გაყიდვისას

 მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ


ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

 თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს


ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ
აუცილებელ ვადაში. ამ ორს შორის არჩევანს გამყიდველი აკეთებს.

 ნაკლის გამოსწორება ან ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი გამოცვლის


მოთხოვნა უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა მეორად მოთხოვნებს
შორის.

 პირველადი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს მეორად მოთხოვნებს.


შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალდებულებას
ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად არ შეასრულებს,
კრედიტორს წარმოეშობა მეორადი მოთხოვნების განხორციელების
უფლება.
გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის
მქონე ნივთის გაყიდვისას

 გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი


ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის,
სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.

 გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის


გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს
შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

 თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს


გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს
მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
დამატებითი შესრულების ადგლი სხვა
მეორად მოთხოვნებთან მიმართბით

 დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად


გამოსაყენებელი მოთხოვნაა - ეს უდავოდ გამომდინარეობს 490-ე
და 405-ე მუხლების დებულებებიდან.

 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულების ვადა გაივლის,


მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს ისეთი
მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა:
 ხელშეკრულებიდან გასვლა,
 ფასის შემცირება და
 შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება.

 ნაკლიანი შესრულების დროს ეს ვადა (დამატებითი შესრულების


ვადა) არის ნაკლის გამოსწორების ან მისი უნაკლოთი
შეცვლისათვის საჭირო დრო. საბოლოო ჯამში მყიდველი იღებს
ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას.
 მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს
ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული


დანახარჯები.

 თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან


ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ
მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების
მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ
ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად .
მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის არსებული ფასი.
სუსგ №ას-443-2022, 1 ივლისი, 2022 წელი.

 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპასუხო


შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის
დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო
შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან
რაოდენობის ნივთი.

 ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ,


ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან
ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების
მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა
მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ
მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს
საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის
დადასტურება (იხ. სუსგ Nას-883-2021, 9.12.2021წ) .
 მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე ,
თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები
რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ
საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო
ფასის პროპორციულად.

 თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით


გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს
რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო
ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის
რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული ,
ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე .
 თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის
დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი
ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება
აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე
მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

 მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი,


შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე
პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა
არათანაზომიერი ხარჯები.
ნასყიდობა გადახდის განვადებით

 განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია


გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის
ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ
დროის განსაზღვრულ შუალედებში.
 თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას
იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო
განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და
ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის
დაკისრებასთან დაკავშირებით.

 განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის


შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე
გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ
აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას)
ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს
ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან
ინდექსირებული.
 განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს
წერილობით.

ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:


 ა. ნაღდი გადახდის ოდენობა;
 ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და
გადახდის დრო;
 გ. წლიური პროცენტის ოდენობა.

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის


საბუთების ასლი.
გამოსყიდვა
 თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს
გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება
დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან ,


მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც,
რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება
გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების
შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს
იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის
ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
 თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების
განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან
შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული
ზიანი.

 თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების


განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი
გასხვისება ბათილია.

 გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ


წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
უპირატესი შესყიდვის ოფცია
 უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ
უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე
პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას.

 უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა


და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
 ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების
შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.

 უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული


პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით
უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება
ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც
ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.

 უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ


უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის
მიერ დადგენილ ვადაში.
 ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული
შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის
ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი
შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ
პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი
გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.
 თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი
ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს, მაშინ
მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა
გადაიხადოს მისი ღირებულება.

 თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი


შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების
გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების
თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება
დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის
ასახვევად.

You might also like