Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ატომის აღნაგობა

ატომი შედგება ატომბირთვისა და მის


გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან.
ატომბირთვი კი შედგება პროტონებისა
და ნეიტრონებისაგან. მათი ჯამი კი
განაპირობებს ელემენტის ატომის
მასას (A).
• A=P+N
• პროტონი (p) - ეს არის ნაწილაკი, რომელის
დამუხტულია დადებითად და გააჩნია მასა.
პროტონების რიცხვი განსაზღვრავს პერიოდულობის
სისტემაში ელემენტის რიგობრივ ნომერს.
• ნეიტრონი (n) - ეს არის ნაწილაკი, რომელსაც არ
გააჩნია მუხტი და გააჩნია მასა.
• ელექტრონი (e) - ეს არის ნაწილაკი, რომელის
დამუხტულია უარყოფითად და გააჩნია მასა,
რომელიც ძალიან მცირეა.ელექტრონების რიცხვი
განისაზღვრება ატომის რიგობრივი ნომრით. ანუ
ატომბირთვში რამდენი პროტონიცაა, იმდენი
ელეტრონი მოძრაობს მის ირგვლივ. ე.ი. ატომი
ელექტრონეიტრალურია.
• ბირთვში პროტონებისა და ნეიტრონების
ჯამს მასური რიცხვი (A) ეწოდება.
• ატომში ნეიტრონების გამოსათვლელად
მასას უნდა გამოვაკლოთ პროტონების
რიცხვი, რომელიც ემთხვევა რიგით
ნომერს (Z).
N=A-Z
იზოტოპები
იზოტოპები ერთი და იმავე ელემენტის ატომთა
სახეობაა, რომელთაც ატომბირთვში აქვთ
პროტონების ერთნაირი რიცხვი,
ელექტრონული გარსის ერთნაირი აღნაგობა,
მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით,
ე.ი. მასური რიცხვით.

n=3 n-4 n=5


პერიოდულ სისტემაში იზოტოპებს ერთი და
იგივე ადგილი უკავიათ. ისინი ქიმიურად
განურჩეველია, მაგრამ განსხვავდებიან
ფიზიკური თვისებებით. იზოტოპები
ხასიათდებიან ორი სიდიდით: მასური რიცხვით
და ატომური ნომრით.
ატომის ელექტრონული გარსის
აღნაგობა
• სწრაფად მოძრავი ელექტრონი ბირთვის
გარშემო სივრცის ნებისმიერ წერტილში
შეიძლება იმყოფებოდეს. მისი სხვადასხვა
მდგომარეობების ერთობლიობას
ელექტრონული ღრუბელი ეწოდება.
• ბირთვის გარშემო სივრცის ნაწილს, სადაც
ელეტრონის მოხვედრის ალბათობა
მაქსიმალურია ორბიტალი ეწოდება.
• ორბიტალს შეიძლება ჰქონდეს განსვავებული
ფორმა. სფეროს ფორმის ორბიტალებს
უწოდებენ - S ორბიტალებს, ხოლო
მოცულობითი რვიანის ფორმის ორბიტალებს
- P ორბიტალებს.
• ატომბირთვის გარშემო
მოძრავი დაახლოებით
ერთნაირი ენერგიის ელექტრონები ქმის
ენერგეტიკულ დონეებს;
• ენერგეტიკული დონეების რიცხვი
ატომში ემთხვევა პერიოდულ სისტემაში იმ
პერიოდის ნომერს, რომელშიც ელემენტია
მოთავსებული.
• ენერგეტიკული დონეები იყოფა
ქედონეებად. ქვედონეები აღინიშნება
პატარა ლათინური ასოებით s,p.d,f. და არ
აღემატება 4-ს.
• ენერგეტიკულ დონეზე ორბიტალების
რიცხვი n² -ის ტოლია.
• ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონების
მაქსიმალური რიცხვი 2n² -ის ტოლია.
ელექტრონების მაქსიმალური რაოდენობა
ენერგეტიკულ შრეებზე გამოითვლება
ფორმულით: 2n².

ენერგეტი- ქვედონეებ ორბიტალ ცალკეული


კული ის რიცხვი ე-ბის ორბიტალების
დონე (n) და სართო რიცხვი
ორბიტალე- რიცხვი s p d f
ბის ტიპი

n=1 1 (s) 1 1 - - -
n=2 2 (s, p) 4 1 3 - -
n=3 3 (s, p, d) 9 1 3 5 -
n=4 4 (s, p, d, f) 16 1 3 5 7
მადლობა ყურადღებისთვის!

10/1 კლასი
სანდრო ფირცხალაიშვილი

You might also like