Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ჩემი ოჯახი და შინაური ცხოველები

ჯერალდ დარელი
ჯერალდ (ჯერი) მალკოლმ დარელი (დ. 7 იანვარი, 1925 — გ. 30 იანვარი, 1995) —
ნატურალისტი, ზოოპარკის მეპატრონე, მწერალი, სახეობათა დამცველი და
ტელეგადაცემათა წამყვანი. დარელი დაიბადა ინდოეთში, ბიჰარის პროვინციაში.
მისი მშობლებიც ინდოეთში დაიბადნენ, თუმცა წარმოშობით ინგლისელები და
ირლანდიელები იყვნენ. იგი იყო ლუიზა ფლორენს დიქსის და ლორენს სამუელ
დარელის მეოთხე შვილი. 1928 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ოჯახი ინგლისში
საცხოვრებლად გადავიდა. ინგლისში დარელები ლონდონის სამხრეთ ნაწილში
დასახლდნენ, სადაც ჯერალდი ვიკვუდის სკოლაში შევიდა სასწავლებლად. თუმცა იგი
ხშირად სახლში რჩებოდა ავადმყოფობის გამო. 1935 წელს ოჯახი საბერძნეთში,
კუნძულ კორფუზე გადასახლდა. აქ დარელმა ცხოველების შეგროვება და
მოშინაურება დაიწყო. დარელები კორფუზე 1939 წლამდე დარჩნენ.
ჯერალდ დალერი
1959 წელს დარელმა კუნძულ ჯერსიზე ზოოპარკი შექმნა, ხოლო 1963
წელს ზოოპარკის ბაზაზე დაარსდა ჯერსის გარეულ ცხოველთა დაცვის
ფონდი. დარელის ძირითადი იდეა იყო ზოოპარკის პირობებში
გარეული ცხოველების მოშენება და შემდეგ მათი განსახლება ბუნებრივ
საცხოვრებელ პირობებში. ამჟამად ეს იდეა აღიარებული მეცნიერული
კონცეფციაა. ჯერსის ფონდი რომ არა,დღეისათვის ცხოველთა ბევრი
სახეობა დღეისათვის ფიტულების სახით მხოლოდ მუზეუმებში
იქნებოდა შემონახული.ჯერალდ დარელი გარდაიცვალა 71 წლის
ასაკში, 1995 წლის 30 იანვარს, სისხლის მოწამვლისაგან, რთული
ოპერაციის – ღვიძლის გადანერვიდან ცხრა თვის შემდეგ.
ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
ზაფხულის ერთ დღეს დარელების ოჯახი წვიმიანი ინგლისიდან აიყარა და
საბერძნეთის მზიან კუნძულს, კორფუს მიაშურა; სწორედ ამ კუნძულზე შეიგრძნო
გარესამყაროს სილამაზე ცხოველთა სამყაროთი გატაცებულმა 10 წლის ჯერიმ. ჯერის
ოჯახის ექსცენტრიკული წევრები კი მისი „ზოოლოგიური დღიურის“ განსაკუთრებულ
„ეგზემპლარებად“ იქცნენ. წიგნში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დარელების
ოჯახის საბერძნეთის პატარა კუნძულზე ცხოვრების ხუთწლიანი სახალისო ისტორიაა
მოთხრობილი. მე ამ წიგნმა სხვანაირად დამანახა ცხოველები და შემაყვარა მათი
თავი. მან ძალიან ბევრ ცხოველს თავშესაფარი მისცა და მათზე იზრუნა. ის გვანახებს
და კიდევ ერთხელ შთაგვაგონებს,რომ ცხოველებიც ადამიანებივით გრძნობენ. ამ
წიგნმა დამამახსოვრა თავი თავისი უბრალოებით. მწერალი ამ წიგნში ყვება თავის
თავგადასავალს და გვიზიარებს თავის ამბებს. სწორედ ეს მომეწონა ამ
წიგნში,რადგან თითოეული პერსონაჟი ერთმანეთს გულდასმით ეხმარება და
ცდილობს ყველა გააბედნიეროს
ჩემი აზრი წიგნთან დაკავშირებით
თუ გინდათ ცხოველები სხვანაირად დაინახოთ და მათთან ერთად
იმოგზაუროთ წაიკითხეთ წიგნი „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ის
შეგაყვარებს ცხოველებს. გასწავლის მათზე ზრუნვას. დაგანახებს,რომ
ცხოველებიც ადამიანივით მგრძნობიარენი არიან.

წაიკითხეთ წიგნი ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები


დამიჯერეთ კმაყოფილები დარჩებით!

You might also like