Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 34

ინფექცია

მარიამ ცინდელიანი
ტერმინი - ინფექცია
ინფექცია და ინფექციური
პროცესი (ლათ. დასნებოვნება)
გულისხმობს ბიოლოგიური
პროცესების ერთობლიობას,
რომლებიც მიმდინარეობს
მაკროორგანიზმში პათოგენური
მიკროორგანიზმის შეჭრის შემდეგ
დაავადების გამომწვევი
მიკროორგანიზმები

01 02 03
უნარი აქვთ გამრავლდნენ საბოლოოდ
დაუკავშირდნენ და მოახდინონ იწვეევს
(ადჰეზირდნენ) დაზიანებული ინფექციურ
გარკვეული უჯრედების დაავადებას
ორგანოების კოლონიზაცია
უჯრედებს
ინფექციური პროცესი _
პათოგენურ მიკროორგანიზმებსა
და მგრძნობიარე
მაკროორგანიზმს შორის
ევოლუციურად
ჩამოყალიბებული
ურთიერთქმედებაა, რომლის
შედეგიც ინფექციური
დაავადებაა.
ინფექციური დაავადებები
01 02 03
გამოწვეულია
დამახასიათებელია ფარული
ცოცხალი
გადამდებლობა პერიოდის
გამომწვევით
არსებობა
04 05 06
ორგანიზმის მიერ დამოკიდებულია დამოკიდებულია
გამომუშავდება გამომწვევის მაკროორგანიზმის
იმუნიტეტი თვისებებზე მდგომარეობაზე
მანიფესტურ ტიპიური

ატიპიურად
ქრონიკული
ინფექცი
ა აბორტული
ლატენტური
უსიმპტომო მთვლემარე
ნელი
მატარებელი
ტიპიური ინფექცია
(ამ გამომწვევისთვის ინფექციის
ტიპიური ფორმა) - გამომწვევი
შეაღწევს ორგანიზმში ,
აქტიურად მრავლდება მასში,
იწვევს გამოწვეული
დაავადებისათვის ტიპიურ
კლინიკურ სიმპტომებს,
რომლებიც ასევე ხასითდებიან
ციკლურობით.
ატიპიური ინფექცია
პათოგენი შეიჭრება ორგანიზმში, აქტიურად
მრავლდება, ორგანიზმში აღიძვრება
შესაბამისი იმუნური რეაქციები, რაც
იწვევს აქტიური იმუნიტეტის
ჩამოყალიბებას, დაავადების კლინიკური
სიმპტომები არ გამომჟღავნდება. ხშირად
ეს დამოკიდებულია ან გამომწვევის სუსტ
პათოგენობაზე, ან ორგანიზმის მაღალ
რეზისტენტობაზე, ან ეფექტურ
ანტიბაქტერიულ მკურნალობაზე, ან ყველა
ამ ფაქტორების მოქმედებაზე ერთად.
ქრონიკული ინფექცია
პათოგენი შეიჭრება ორგანიზმში, მრავლდება
და იწვევს დაავადების აქტიურ ფორმას. მაგრამ
ანტიბიოტიკებისა და ქიმიოპრეპარატების
ზეგავლენით განიცდის L-ტრანსფორმაციას.
რადგანაც ბაქტერიათა ეს ფორმები მდგრადები
არიან ანტიბიოტიკებისა, ქიმიოპრეპარატების,
ანტისხეულების მოქმედების მიმართ, ამიტომ
მათ შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე
პერსისტირება ორგანიზმში. როგორც კი
პათოგენი დაუბრუნდება თავის საწყისს ფორმას,
ის მაშინვე გამრავლდება და გამოიწვევს
დაავადების გამწვავებას (რეციდივს).
აბორტული ინფექცია
გამომწვევი შეიჭრება ორგანიზმში,
მაგრამ არ მრავლდება მასში ან ძლიერი
ბუნებრივი რეზისტენტობის გამო, ან
შეძენილი სპეციფიკური იმუნიტეტის გამო,
რომელიც თრგუნავს გამომწვევს.
ამგვარად ინფექციური პროცესი წყდება,
და გამომწვევი ადრე თუ გვიან იღუპება,
ან ტოვებს ორგანიზმს
ლატენტური ინფექცია
გამომწვევი შეიჭრება ორგანიზმში,
გამრავლდება მასში, მაკროორგანიზმი
პასუხობს მასზე შესაბამისი იმუნური
რეაქციებით, რაც იწვევს შეძენილი იმუნიტეტის
ფორმირებას და გამომწვევის მოცილებას
ორგანიზმიდან. მაგრამ არანაირი გარეგანი
კლინიკური გამოვლენა ამ პროცესს არ
სდევს, ის მიმდინარეობს ფარულად
(ლატენტურად). ხშირად ასეთი ლატენტური
ფორმით ადამიანები გადაიტანენ
პოლიომიელიტს, ბრუცელოზს, ზოგიერთ
ვირუსულ ჰეპატიტებს და სხვა დაავადებებს.
მთვლემარე ინფექცია
ორგანიზმში გამომწვევის უსიმპტომო არსებობა
შეიძლება გადატანილი დაავადების შემდეგ
დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდეს. მაგ. ფილტვის
ტუბერკულიზის შემდეგ რეზისტენტობის დამწევი
პირობების ზემოქმედებით, შენარჩუნებული
პათოგენები აქტიურდებიან და იწვევენ
დაავადებას. ამგვარად პათოგენები გარკვეული
დროის მანძილზე თითქოს თვლემენ. პათოგენის
მთვლემარე მდგომარეობაში აქტივობა
დაქვეითებული აქვთ, მაგრამ შენარჩუნებული
აქვთ სიცოცხლისუნარიანობა.
მთვლემარე ინფექციის
გავრცელება
ორგანიზმში მთვლემარე მიკრობების
თავმოყრილ ადგილობრივ შეზღუდულ კერას,
საიდანაც მათ შეუძლიათ გავრცელება, და
დაავადების გამოწვევა, შეერქვა ტერმინი
“ფოკალური” ინფექცია (მაგ. ჩამქრალი
ანთებითი პროცესი კარიესულ კბილში, სადაც
გამომწვევი _სტრეპტოკოკი_ მთვლემარე
მდგომარეობაშია ხელსაყრელი პირობების
დადგომამდე
ნელი ინფექცია
ორგანიზმში შემოჭრილ პათოგენს შეუძლია დიდი
ხანი (თვეები, წლები) დარჩეს მასში უჯრედშიდა
ლატენტურ მდგომარეობაში. ორგანიზმს არ
შესწევს უნარი მისგან განთავისუფლებისა, ხოლო
გამომწვევისათვის ხელსაყრელი პირობების
დადგომისთანავე ის იწყებს შეუფერხებელ
გამრავლებას და როგორც წესი, მთავრდება
ლეტალურად. ნელ ინფექციებს ახასიათებთ
ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი,
დაავადების ხანგრძლივი პროგრესიული
განვითარებით, სუსტი იმუნური პასუხით და მძიმე
დასასრულით. მაგალითად შიდსი.
მატარებლობა
გადატანილი დაავადების შემდეგ ადამიანის
ორგანიზმი ბოლომდე ვერ თავისუფლდება
პათოგენისაგან. ამ დროს ადამიანი
პრაქტიკულად ჯანმრთელია, ხდება მატარებელი
თვეებისა და წლების განმავლობაში. ისინი
გამოყოფენ პათოგენებს გარემოში,
აინფიცირებენ წყალს, საკვებ პროდუქტებს, და
ამიტომ სხვა პირებისათვის დასნებოვნების
წყაროს წარმოადგენენ. მუცლის ტიფით
დაავადებული ადამიანების 5-8%
გამოჯანმრთელების შემდეგ ხდებიან ქრონიკული
მატარებლები (3 თვე) და ბუნებაში ამ პათოგენის
რეზერვუარს წარმოქმნიან.
არსებობს ცნებები:

რეინფექცია მიქს-ინფექცია

სუპერინფექცია მეორადი ინფექცია


რეინფექცია
იგივე გამომწვევით განმეორებითი
ინფიცირება და ინფექციის განვითარება,
რაც გამოიხატება კლინიკურად გამოხატული
ინფექციური დაავადებით (ოღონდ ამ
გამომწვევით გამოწვეული პირველი
ინფექცია გამოჯანმრთელებით უნდა
დამთავრდეს). მის მიზეზია ის, რომ
დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არ
გამომუშავდება.
სუპერინფექცია

ამ დროს ხდება
ორგანიზმის
გამოჯანმრთელებამდე
ორგანიზმის ინფიცირება
იმავე პათოგენით
რეციდივი
გამოჯანმრთელების პერიოდში იმავე
დაავადების სიმპტომების გამეორება
ხელახალი ინფიცირების გარეშე. იგი
განპირობებულია ორგანიზმში დარჩენილი
გამომწვევებით. (მუცლის ტიფი, წითელი
ქარი). რეციდივი უფრო მსუბუქად და
ხანმოკლედ მიმდინარეობს ვიდრე ძირითადი
დაავადება. რეციდივის წარმოქმნაში
გარკვეული მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის
შემცირებას.
ინტერკურენტული
ისეთი ინფექციური პროცესია, რომელიც
ვითარდება სხვა ინფექციური
დაავადებების ფონზე და მთავრდება
მასზე ადრე. მაგ: გრიპით შეიძლება
დაავადდეს B ჰეპატიტით დაავადებული,
და დამთავრდეს ძირითადი დაავადების
დამთავრებამდე.
მონოინფექცია

ერთი პათოგენით
გამოწვეული ინფექცია
მიქს-ინფექცია
● (შერეული ინფექცია)- როდესაც სხვადასხვა
მიკროორგანიზმებით (2 ან მეტი) გამოწვეული
ინფექციური პროცესი ერთდროულად
მიმდინარეობს. შერეული ინფექციის პათოგენეზი
ძალიან რთულია. ზოგჯერ ორი სხვადასხვა
პათოგენი ორგანიზმში სინერგულად მოქმედებს
და შერეული ინფექციური პროცესი მასპინძელი
ორგანიზმისათვის საზიანოდ წარიმართება. მაგ:
გრიპის ვირუსი და სტაფილოკოკი . ცნობილია,
რომ გრიპით დაავადებული უფრო ხშირად
სტაფილოკოკური პნევმონიით იღუპება.
მეორადი ინფექცია
● წარმოიქმნება როგორც პირველადი
ინფექციური დაავადების ფონზე
იმუნიტეტის დასუსტების შედეგი.
მეორად ინფექციებს რომლებიც
გამოწვეულია ნაკლებადპათოგენური ან
არაპათოგენური მიკროორგანიზმებით
უწოდებენ ოპორტუნისტულ ინფექციებს.
ინფექციური პროცესი წარმოშობის
მიხედვით
ენდოგენური ეგზოგენური
ინფექციები ინფექცია
საკუთარი მიკროფლორით ეგზოგენური ინფექციისას
გამოწვეული ინფექციური გამომწვევი მასპინძლის
პროცესია. ის პირობით ორგანიზმში ხვდება
პათოგენური მიკროორგანიზმები, გარემოდან საკვების, წყლის,
რომლებიც დასახლებულნი ჰაერის, ნიადაგის გზით
არიან კანზე და ლორწოვან
გარსებზე, თვითდასნებოვნების
გზით შეიძლება მოხვდნენ სხვა
ადგილას, მაგ. ჭრილობაში და
გამოიწვიონ აუტოინფექცია.
ინფექციურ დაავადებებს
ახასიათებთ:

კონტაგიოზურობ
სპეციფიკურობა ა ციკლურობა
სპეციფიკურობა
სპეციფიკურობა განპირობებულია იმით,
რომ თითოეულ ინფექციურ
დაავადებას თავისი ცოცხალი
გამომწვევი ჰყავს. ამ თვისების
მიხედვით არჩევენ ბაქტერიულ,
ვირუსულ, პროტოზოურ, რიკეტსიულ,
სოკოვან ინფექციურ დაავადებებს.
კონტაგიოზურობა
კონტაგიოზურობა ნიშნავს გადამდებლობას.
ინფექციური დაავადებით დაავადებული ადამიანი და
ცხოველი გადამდებია, იგი ინფექციის წყაროა
ჯანმრთელებისათვის. მაღალი კონტაგიოზურობა
ახასიათებს გრიპს, წითელას, ყვავილს, შავ ჭირსა და
სხვა.

ინფექციის გადადების გზებია:


• ჰაერწვეთოვანი
• ჰაერმტვროვანი
• კვებითი (ალიმენტარული),
• ტრანსმისიური (როცა ამ პროცესში ჩართულია
გადამტანი, მაგ: მწერი)
• სქესობრივი გზით
cikluroba:
infeqciuri daavadebis mimdinareobaSi arCeven:
1) inkubaciur periods,
2) prodromul periods,
3) daavadebis ganviTarebis anu gamoxatulobis პერიოდი
4) ukuganviTarebis periods,
5) rekonvalescenciis periods anu gamojanmrTelebas.
ინკუბაციური,
ფარული
პერიოდი
არის დრო, ორგანიზმში მიკრობის შეჭრიდან
დაავადების კლინიკური ნიშნების
გამომჟღავნებამდე. ეს დრო საჭიროა
მაკროორგანიზმში პათოგენის
გამრავლებისათვის, ტოქსინების
გამომუშავებისათვის, რომელთა მოქმედებაც
განაპირობებს ორგანიზმის ფიზიოლოგიური
ფუნქციების დარღვევას. სხვადასხვა
ინფექციური დაავადებების დროს ინფექციის
ხასიათის მიხედვით ინკუბაციური პერიოდის
ხანგრძლივობა სხვადასხვაა (რამდენიმე
საათიდან რამდენიმე თვემდე).
პროდრომული
პერიოდი
ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვლინდება
დაავადების წინამორბედი ნიშნები, რომლებიც
სხვადასხვა დაავადებებისთვის საერთოა, რის
გამოც ამ პერიოოდში დიაგნოზის დადგენა
გაძნელებულია. თუმცა ზოგჯერ პროდრომულ
პერიოდშიც შეიძლება გამოიხატოს ისეთი
კლინიკური ნიშანი, რომელიც მხოლოდ ამ
დაავადებისთვის არის დამახასიათებელი,
მაგალითად: წითელას დროს პროდრომულ
პერიოდში დამახასიათებელია პირის ღრუს
ლორწოვანზე, რაც სხვა დაავადების დროს არ
გვხვდება.
განვითარების
პერიოდი
პროდრომული პერიოდის შემდეგ იწყება
დაავადების უმაღლესი გამოხატულების ანუ
განვითარების პერიოდი, რომლის
ხანგრძლივობა სხვადასხვა დაავადების დროს
სხვადასხვაა. გამოვლინდება მოცემული
დაავადების დამახასიათებელი ყველა
კლინიკური ნიშანი, მას დიდი
მრავალფეროვნება ახასიათებს
რეკონვალესცენცი
ის პერიოდი
განვითარების პერიოდის შემდეგ იწყება დაავადების
უკუგანვითარება, რომელსაც მოსდევს
გამოჯანმრთელების ანუ რეკონვალესცენციის
პერიოდი. ამ პერიოდის ხანგრძლივობა
დამოკიდებულია გადატანილი დაავადების ფორმასა
და სიმძიმეზე, დროულ და სწორ მკურნალობაზე. ან
სრული გამოჯანმრთელება დგება ან შეიძლება იყოს
არასრულიც, როდესაც აღინიშნება ნარჩენი
მოვლენებიც.
ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ
ორგანიზმი გამოიმუშავებს პოსტინფექციურ
იმუნიტეტს, რომლის ხანგრძლივობა სხვადასხვა
ინფექციის დროს სხვადასხვაა.
გმადლობთ
ყურადღებისთვის
!

You might also like