Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

კონსულტანტის როლი

კონსულტანტის ფუნქციები:

• ჩაწვდეს კლიენტის გუნება-განწყობილებას


• კლიენტის სამყაროს მიმღებლობა
• გარეგანი ფაქტორებისა და დამოკიდებულებების
გამოტოვება
• ემპათიის გამოხატვა
ემპათია

• ტერმინი "ემპათია" ნიშნავს-სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი


ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარს.
არსებობს ემპათიის სამი სახე:
• ემოციური თანაგრძნობა – სხვისი ემოციების გაზიარების უნარი.
ახასიათებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მძაფრ რეაქციებს ავლენენ
და განიცდიან სხვის ტკივილს, ისე როგორც საკუთარს, თუნდაც
საშინელებათა ფილმების ყურების დროს.
• კოგნიტური თანაგრძნობა – სხვისი ემოციების გაგების უნარი. ამის
კარგი მაგალითია ფსიქოლოგი, რომელსაც კლიენტის გრძნობების
რაციონალურად ესმის, მაგრამ არ არის ვალდებული, გაიზიაროს ის.
• გულშემატკივრული თანაგრძნობა – ემპათიის ის სახეობაა,
რომელიც ემოციების გაზიარებისა და გაგების გარდა, გვიბიძგებს
მოქმედებისკენ, რომ დავეხმაროთ სხვას.

.
უპირობო პოზიტიური მიღება

• „ზრუნვას, მაგრამ არა მესაკუთრულ ზრუნვას,


პირადი გამორჩენის მიღების გარეშე ზრუნვას. ეს
ისეთი ვითარებაა, როდესაც უბრალოდ ეცნობება
კლიენტს ’მე ვზრუნავ შენზე’ და არა — ’მე ვიზრუნებ
შენზე, თუ შენ ასე და ასე მოიქცევი’“.
თერაპევტისთვის ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს
„პოზიტიური, არაშეფასებითი, წამახალისებელი
დამოკიდებულების შეგრძნებას“.
კარლ როჯერსი
ემპათია და გულწრფელი გაგება

• „კლიენტის პიროვნების სამყარო ისე შევიგრძნოთ,


თითქოს ეს ჩვენი საკუთარი შეგრძნებები იყოს და,
ამასთან, არ დავკარგოთ ’ისე, თითქოს’
მდგომარეობა“.
• „კლიენტთან ყოფნის“ მდგომარეობა და, ამასთან,
საკუთარ თავად ყოფნა
კონგრუენტულობა

• კონგრუენტულობა შეეხება თერაპევტის უნარს,


სრულად აცნობიერებდეს საკუთარ გამოცდილებას
და სრულ თანხმობაში იყოს საკუთარ მესთან. ეს
არის კლიენტისთვის საკუთარი გაგების სრულად
გადაცემის უნარი. კლიენტმა უნდა იცოდეს, რომ
თერაპევტი აუთენტურია და მართლაც ზრუნავს
მასზე, მართლა უსმენს და ესმის მისი.
“კლიენტმა ყველაზე უკეთ იცის რა არის
მისთვის მტკივნეული, რა მიმართულებით
სვლაა საჭირო, რა ტიპის პრობლემებია
ყველაზე მწვავე და რა გამოცდილებაა
ყველაზე ღრმად დამარხული.“
კარლ როჯერსი
როჯერსის მასტერკლასი სტენფორდის
უნივერსიტეტში
მდუმარე მოსმენისას ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ/შევიცნოთ სხვაში
საკუთარი თავი.
თანდათან ჩვენ შეგვიძლია დავისწავლოთ ნებისმიერის მოსმენა და
მეტიც – ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ უხილავი, მიმართული საკუთარ
თავზე და ჩვენზე
მიმღებლობიდან იწყება განვითარების
გზა
„ყოველი სესიის დაწყების წინ, მე მცირე დროით
ვჩერდები, რათა გავიხსენო, რომ მეც ადამიანი ვარ.
არ არის არაფერი, რაც შეიძლება დაემართოს
ადამიანს, რასაც მე, როგორც ადამიანი, არ გავიზიარებ.
არ არსებობს ისეთი შიში, რომელსაც მე ვერ გავიგებ.
არ არსებობს ტანჯვა, რომლის მიმართაც მე შემიძლია
უგრძნობი დავრჩე – ეს ჩემს ადამიანურ ბუნებაში დევს.
როგორი ღრმაც არ უნდა იყოს ამ ადამიანის ტრავმა –
ამის გამო ჩემი არ უნდა შერცხვეს. მეც დაუცველი ვარ
ტრავმის წინაშე. ამიტომ მე ვარ საკმარისი.
რაც არ უნდა გადაიტანოს ამ ადამიანმა – არ არის
აუცილებელი, მარტო დარჩეს მასთან. აი, აქედან იწყება
გამოჯანმრთელება.“
კარლ როჯერსი
თერაპევტის როლის თეორიული
გააზრება
• კლიენტის მიღება ისეთად, როგორსაც მას კლიენტი
ხედავს
• კლიენტის მიღება მისი პიროვნების
წინააღმდეგობრივი ასპექტებით
• პიროვნების სხვადასხვა ასპექტების თანაბარი
პატივისცემით მიღება
თერაპიის ირიბი პროდუქტი

• კლიენტის დაცვა ფსიქოთერაპევტის მიერ მისი


თვისებების პროეცირებისაგან, მისი გადაუწყვეტი
პრობლემების მიწერისაგან.
• თავის შეკავება ყოველგვარი შეფასებისაგან,
მსჯელობისაგან და კონცენტრირება კლიენტის
გაგებაზე
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like