Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 25

თემა 9.

ადამიანის უფლებათა დაცვის


ევროპული პრაქტიკა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
შინაარსი
1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
3. სასამართლო პრაქტიკა
4. კონვენციის გავლენა კონვენცია, თანამედროვე აქტი
5. კონვენციით შექმნილი სისტემის რეფორმები
6. მოკლედ კონვენციის შესახებ
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომში, 1950 წლის 4 ნოემბერს 15
8. მნიშვნელოვანი თარიღები
9. კონვენციის ოქმები
ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია
1. 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი «ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია» პირველი აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას სძენს 1948 წ. «ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით» გათვალისწინებულ უფლებებს.
2. «ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია» ადგენს საყოველთაო უფლებებს, რომელთა
შეზღუდვის უფლებაც სახელმწიფოებს არ აქვთ. ეს უფლებებია, მაგალითად:
a. სიცოცხლის უფლება
b. წამების აკრძალვა.
c. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
d. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
• დამატებითი ოქმების მიღებით, თავდაპირველ ტექსტს დაემატა: სიკვდილით დასჯის
აკრძალვა, საკუთრების დაცვა, თავისუფალი არჩევნების უფლება და გადაადგილების
თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭოს
სასამართლო ორგანო, განიხილავს:
1. კერძო პირების განაცხადებებს
2. სახელმწიფოთაშორის განაცხადებს ერთი ხელშემკვრელი
სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს
წინააღმდეგ
ამჟამად, 46-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ძირითადი
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა არა მხოლოდ თავისი
მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის თავისი იურისდიქციის
ფარგლებში, თუნდაც არაევროპელებისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო
• ევროპის საბჭო (CoE; ფრანგ. Conseil de l'Europe, CdE) არის
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში
ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის
უზენაესობის დაცვის მიზნით.

• დაარსდა 1949 წელს, 2023 წლის მონაცემებით იგი


აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, დაახლოებით 675
მილიონი მოსახლეობით; იგი მუშაობს წლიური ბიუჯეტით
დაახლოებით 500 მილიონი ევრო.

• ორგანიზაცია განსხვავდება ევროკავშირისგან (EU), თუმცა


სტუდენტები ხშირად ურევენ ორ ორგანიზაციას -
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროკავშირმა მიიღო
ორიგინალური ევროპული დროშა, რომელიც შექმნილია
ევროპის საბჭოსთვის 1955 წელს, ასევე ევროპის ჰიმნი.

• ვერცერთი ქვეყანა ვერ გაწევრინდება ევროკავშირში, თუ


ჯერ ევროპის საბჭოს წევრი არ გახდება. ევროპის საბჭო
არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური
დამკვირვებელი.
2023 წლის მონაცემებით ევროპის
საბჭო აერთიანებს 46 წევრ
სახელმწიფოს, დაახლოებით 675
მილიონი მოსახლეობით;
გენერალურმა მდივანმა
მარია პეიჩინოვიჩ
ბურიჩმა საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილეს
ლაშა დარსალიასთან
შეხვედრაზე ხაზი გაუსვა
ევროპის საბჭოს ურყევ
ერთგულებას ქვეყნის
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ,
ასევე საქართველოს
ევროპული გზის
მხარდაჭერას.

29.11.2023
სასამართლო პრაქტიკა
სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა აქვს, რომელიც სხვადასხვა საკითხს შეეხება . სასამართლო ხშირად ადგენს
კონვენციის დარღვევას:
1. უსამართლო სამართალწარმოება
2. ზედმეტად ხანგრძლივი სამართალწარმოება
3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
4. საკუთრების დაცვის უფლებას.
5. აბორტი,
6. თვითმკვლელობაში დახმარება,
7. პირადი ჩხრეკა,
8. ოჯახში მონობა,
9. ჰომოსექსუალების მიერ ბავშვის შვილად აყვანა ,
10. სკოლაში რელიგიური სიმბოლოების ტარება,
11. ჟურნალისტური წყაროს დაცვა
12. დნმ-ის მონაცემების შენახვა.
კონვენციის გავლენა
სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ზეგავლენის მიზეზი
არის მისი გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა.
სახელმწიფოს, რომელმაც დაარღვია კონვენცია, მოეთხოვება:
1. უზრუნველყოს განმცხადებლისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურება და შეძლებისდაგვარად გამოასწოროს
დარღვევით გამოწვეული ნებისმიერი შედეგი.
2. უზრუნველყოს, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს.
ანუ, აღარავინ იყოს ამ დარღვევის მსხვერპლი.
3. უზრუნველყოს კანონმდებლობის ცვლილება.
კონვენციის გავლენა
სახელმწიფოები ცვლიან კანონმდებლობასა თუ პრაქტიკას, რათა ისინი კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ
და ამით საშუალებას აძლევენ ყველას, ისარგებლონ ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი განვითარებით.
ამრიგად, ერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს მთელ მოსახლეობაზე.
გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა ეკისრება ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს,
მინისტრთა კომიტეტს.
სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად გატარდა ცვლილებები:
1. კვიპროსმა სრულწლოვან პირებს შორის ურთიერთთანხმობით დამყარებული ჰომოსექსუალური
ურთიერთობის დანაშაულებრიობა გააუქმა;
2. საფრანგეთი მემკვიდრეობის თანაბარ უფლებებს აღიარებს კანონიერი შვილებისა და ქორწინების გარეთ
დაბადებული შვილებისთვის;
3. გაერთიანებულმა სამეფომ საჯარო სკოლებში სხეულებრივი დასჯა აკრძალა;
4. შვეიცარიამ სატელეფონო მოსმენების მაწესრიგებელი კანონი მიიღო
5. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო სამართლებრივი დაცვის საშუალებები დაუსაბუთებლად გახანგრძლივებული
საქმისწარმოების გამო საჩივრის განსახილველად.
კონვენცია, თანამედროვე აქტი
კონვენციის ძალასა და მის უაღრესად თანადროულ ხასიათს განაპირობებს ის, თუ როგორ
განმარტავს მას სასამართლო – დინამიკურად და არსებული პირობების გათვალისწინებით.
პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, სასამართლომ კონვენციით გარანტირებული
უფლებები გააფართოვა, იმგვარად, რომ დღეს კონვენციის დებულებები ვრცელდება
ვითარებაზე, რომლებიც აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი და წარმოუდგენელი იყო მისი
მიღებისას.
კონვენცია,მაგალითად, ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა:
1. ახალი ტექნოლოგიები,
2. ბიოეთიკა და გარემოს დაცვა.
3. ტერორიზმი
4. მიგრაცია
კონვენციით შექმნილი სისტემის
რეფორმები
1959 – 2023 წ.წ. სასამართლომ დაასრულა 910 000 განაცხადის განხილვა, რომლის შედეგადაც გამოიტანა
გადაწყვეტილება ან განჩინება, ან ამორიცხა განაცხადი განსახილველ საქმეთა სიიდან .

საქმეების მზარდი მოცულობის გამო, ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს კონვენციის
სხვადასხვა ოქმი, თავდაპირველი საზედამხედველო მექანიზმის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით.
შედეგად, შეიქმნა ახალი სასამართლო სტრუქტურები, რომლებიც მარტივ საქმეებს განიხილავენ .

სასამართლომ გადასინჯა თავისი სამუშაო მეთოდები ქმედითობის ამაღლებისა მიზნით და შეიმუშავა

1. განჩინების გამოტანის საპილოტე პროცედურა - განიხილება მსგავსი განაცხადები, რომლებიც ასევე


სისტემური პრობლემის სახით მოიხსენიება და რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის
კონვენციასთან შეუსაბამობიდან გამომდინარეობს.

2. პრიორიტეტულობის მინიჭების პოლიტიკა - ითვალისწინებს საკითხის მნიშვნელობასა და მისი


დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას, განაცხადების განხილვის თანმიმდევრობის
განსაზღვრისას.
კონვენციით შექმნილი სისტემის
რეფორმები
კონვენცია შეიქმნა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველზე , ისტორიას
ჩაბარდეს მეორე მსოფლიო ომის დანაშაულები.

I. 1949 წ. ათმა სახელმწიფომ დააფუძნა ევროპის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის


უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პატივისცემას მთელ ევროპაში .

II. 1950 წ. თორმეტმა სახელმწიფომ მიიღო კონვენცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სასამართლო,
სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად . ამგვარად ,
შეიქმნა საერთაშორისო სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა სახელმწიფოებზე და
რომელიც ავალდებულებდა მათ, შეეცვალათ კანონმდებლობა .

კონვენცია არის ევროპის საბჭოს ქვაკუთხედი და ნებისმიერმა სახელმწიფომ , რომელსაც სურს , გახდეს
ორგანიზაციის წევრი, ხელი უნდა მოაწეროს მას და მოახდინოს მისი რატიფიკაცია.

სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეყრდნობიან ეროვნული სასამართლოები ევროპის


კონტინენტზე და მის საზღვრებს მიღმაც.
მოკლედ კონვენციის შესახებ
მუხლი 1. ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარ ან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების
კონვენციით დაცული უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოფა .

მუხლი 2. სიცოცხლის უფლება

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლებას იცავს კანონი .

მუხლი 3 .წამების აკრძალვა

დაუშვებელია ადამიანის წამება ან მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა .

მუხლი 4. მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა

დაუშვებელია ვინმეს დამონება ან შრომით საქმიანობაში იძულებით ჩაბმა .

მუხლი 5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

ყველას აქვს თავისუფლების უფლება. დაკავებისას ყველას აქვს უფლება, უმოკლეს ვადაში განემარტოს დაკავების
მიზეზი. დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის წინაშე და მისი საქმე განხილული იქნეს
გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის სასამართლოს მიერ განხილვამდე.
მოკლედ კონვენციის შესახებ

მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

ყველას აქვს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება გონივრულ ვადებში, დამოუკიდებელი და


მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ყველა ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ ბრალეულობის
დამტკიცებამდე. მათ მყისიერად უნდა ეცნობოთ წაყენებული ბრალდება, რათა შეძლონ სათანადო დაცვის
მომზადება. ყველას აქვს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე ყოლის უფლება , თუკი თავად ამ ხარჯების
გაღების საშუალება არ გააჩნია.

მუხლი 7. არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

არავინ შეიძლება იქნეს ცნობილი დამნაშავედ ისეთი ქმედებისთვის, რომელიც ჩადენის მომენტში
დანაშაულს არ წარმოადგენდა.

მუხლი 8. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება , საცხოვრისი და მიმოწერა .
მოკლედ კონვენციის შესახებ
მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ყველას აქვს უფლება , როგორც საჯაროდ, ისე
განკერძოებით განახორციელოს რელიგიური აქტივობა და შეიცვალოს მრწამსი.

მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება

ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს მოიცავს ადამიანის უფლებას , გააჩნდეს საკუთარი


შეხედულებები და გაავრცელოს და მიიღოს იდეები და ინფორმაცია .

მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრებებში , ასევე ჩამოაყალიბოს ან


გაწევრიანდეს გაერთიანებებში, მათ შორის პროფესიულ კავშირებში .

მუხლი 12. ქორწინების უფლება

ყველას აქვს უფლება იქორწინოს და შექმნას ოჯახი.


მოკლედ კონვენციის შესახებ

მუხლი 13. სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება

ყველას აქვს უფლება, საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში , საჩივრით მიმართოს სასამართლოს

მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის უფლება ხელშეუხებელია .


დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ამ უფლების განხორციელებაში რაიმე მიზეზით ჩარევა .

მუხლი 34. ინდივიდუალური საჩივარი

კონვენციით გარანტირებული უფლებებით და თავისუფლებებით დაცულია ყველა განურჩევლად სქესისა ,


კანის ფერისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ წარმომავლობისა .
მოკლედ კონვენციის შესახებ
ოქმი №1, მუხლი 1 საკუთრების დაცვა

ყველას აქვს ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება.

მუხლი 2 განათლების უფლება

ყველას აქვს განათლების მიღ ებისა და სწავლების უფლება.

მუხლი 3 თავისუფალი არჩევნების უფლება

ყველას აქვს უფლება, ფარული კენჭისყრის გზით, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ორგანოს (მაგ.
ეროვნული პარლამენტის) და ევროპული პარლამენტის არჩევნებში.

ოქმი №4, მუხლი 2 გადაადგილების თავისუფლება

ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე, აქვს ამ ქვეყნის შიგნით თავისუფლად
გადაადგილებისა და სასურველი საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება.

ოქმი №6, მუხლი 1 სიკვდილით დასჯის გაუქმება

დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ სიკვდილის მისჯა ან მისჯილი სიკვდილის აღსრულება.


მოკლედ კონვენციის შესახებ
ოქმი №7, მუხლი 2 სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება
ყველა მსჯავრდებულს აქვს განაჩენის ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების
უფლება.
ოქმი №7, მუხლი 3 კომპენსაცია უსწორო მსჯავრდებისათვის
ნებისმიერ პიროვნებას აქვს კომპენსაციის მიღების უფლება თუ მსჯავრდების
შემდეგ გაირკვა, რომ ის უდანაშაულოა.
ოქმი №7, მუხლი 4 ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა
არავინ შეილება სისხლის სამართლის წესით გასამართლდეს ორჯერ ერთი და
იმავე დანაშაულისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამტკიცდება ახალი
ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები.
მოკლედ კონვენციის შესახებ
ოქმი №7, მუხლი 5 მეუღლეთა თანასწორობა
ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს გააჩნიათ თანასწორი უფლება-
მოვალეობები როგორც ერთმანეთის, ასევე მათი შვილების მიმართ.
ოქმი №12, მუხლი 1 დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა
ყველა, დისკრიმინაციის გარეშე, სარგებლობს საკუთარი უფლებებით
სქესის, კანის ფერის, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსისა
თუ წარმომავლობის განურჩევლად.
ოქმი №13, მუხლი 1 სიკვდილით დასჯის გაუქმება
სიკვდილით დასჯა აკრძალულია. მათ შორის, ომის პირობებშიც.
«საია»: «სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას
საქმე მოგებულია და რუსეთს 130 000 ევრო
დაეკისრა»
• ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს
გადახდა დაეკისრა. ოჯახის სახელით, სტრასბურგში სარჩელი "საიამ" შეიტანა:

• „გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას
საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე...

• დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავს რომლებიც იძულებული
იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები რაც ძალიან
მძიმე იყო.

• ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე არამედ
მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.

• მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება


ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი
ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ
ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც
იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა
სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე
სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა.
ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა

• პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად


მიაღწევენ სამართალს!" - წერს გიორგი ტაბატაძე.

• 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან
მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ ე.წ.
მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის
ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, თუმცა მას ე.წ
მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა.

• სროლის შემდეგ წაქცეულ ოთხოზორიას, კანჯი-ოღლიმ თავში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო


ჭრილობა მიაყენა. ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

• ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ


რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს კი
"მტკიცებულებების არარსებობის მოტივით", ე.წ. პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის
გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

• საიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს, 2018 წელს მიმართა.
მნიშვნელოვანი თარიღები
1. 1949 წლის 5 მაისი - ევროპის საბჭოს დაარსების შესახებ ლონდონის ხელშეკრულების ხელმოწერა

2. 1950 წლის 4 ნოემბერი - რომში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
ხელმოწერა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

3. 1953 წლის 3 სექტემბერი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძალაში შესვლა.

4. 1959 წლის 21 იანვარი - ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მოსამართლეთა პირველი არჩევნები

5. 1960 წლის 14 ნოემბერი - სასამართლო იღებს პირველ გადაწყვეტილებას: ლოლესი ირლანდიის წინააღმდეგ.

6. 1998 წლის 1 ნოემბერი - ახალი სასამართლოს შექმნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N11 ოქმის
შესაბამისად. ეს მუდმივმოქმედი სასამართლო ანაცვლებს მანამდე არსებულ საზედამხედველო სისტემას.

7. 2010 წლის 1 ივნისი - საქმეთა განხილვის დაჩქარების მიზნით, ახალი სასამართლო სტრუქტურების შექმნა.
ამიერიდან, მოსამართლეები გამწესდებიან ცხრა წლის ვადით, მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობის
გარეშე.
სემინარი
სემინარი 6 დეკმბერს - საკითხებით და წიგნით
გადმოგეგზავნათ
29.11.2023
13 დეკმბერს კი ვისმეინარებთ «ადმიანის
უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე»
შესაბამისი ქართულენოვანი სახელმძღვანელო
ასევე არსებობს თქვენს ბიბლიოთეკაში
(გულები არ დაგისკდეთ სულ 30 მუხლია)
შეკითხვები

02/04/2024 ლეს 25

You might also like