Presentation 3

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

80-90იანების

ალტერნატიული
მუსიკა
Პრეზენტატორი:მარიამ ნიჟარაძე
ალტერნატიული როკი ასევე, ალტერნატიული მუსიკა
როკ მუსიკის ჟანრია რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა
და პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. ტერმინი
„ალტერნატიული“ გამოგონებულ იქნა, რათა აღეწერა
პანკ-როკით შთაგონებული ჯგუფები
დამოკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლებით, რომელიც იმ
დროის მეინსტრიმულ ჟანრებში არ ჯდებოდნენ. როგორც
მუსიკალური ჟანრი, ალტერნატივა შეიცავს სხვადასხვა
ქვეჟანრებს რომლებიც ამოტივტივდნენ დამოუკიდებელი
მუსიკიდან ეს ჟანრები არიან: გრანჟი, ბრიტპოპი,
გოთიკური როკი, და ინდი-პოპი. 80-იან წლებში
ალტერნატიული მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იყო
პოპულალური. ნამდვილი წარმატება ალტერნატიულმა
როკმა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მეინსტრიმში
ნირვანა გამოჩნდა. 1991 წელს, სინგლის
„Smells Like Teen Spirit-ის“ წყალობით, ჯგუფმა პოპულარული
გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი —
გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ
ჯგუფებმა ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-
იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ
ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად
იქცა.
სანამ ალტერნატიულ როკს ის სახელი
დაერქმეოდა რაც დღეს ჰქვია ბევრი სხვა აღნიშვნვა
გამოიცვალა. 80 იან წლების ამერიკაში მას კოლეჯ-
როკს უწოდებდნენ, ინგლისში კი მას ინდის
ეძახდნენ. სიტყვა ალტერნატივა პირველად 1980-
იანების შუა წლებში გაჟღერდა, მაგრამ
ოფიციალურად ტერმინი ალტერნატიული როკი
1990 წელს დამკვიდრდა.
Არსებობს მრავალი არტისტი ამ
მიმდინარეობაში რომლებმაც დადეს ძალიან
დიდი წარმატ ება და ამ წარატ ებასთან ერთად
შედევრებიც შექმნეს.ჩემთვის ერთ-ერთი
გამორჩეული ჯგუფია radiohead.​ინგლისური როკ-
ჯგუფი ებინგდონიდან (ოქსფორდშირი),
ჩამოყალიბებული 1985 წელს. მასში შედიან: ტომ
იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშებიანი
საკრავები), ჯონი გრინვუდი (გიტარები,
კლავიშებიანი საკრავები, სხვა ინსტრუმენტები),
ედ ო’ბრაიენი (გიტარები, დამატებითი
ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას-გიტარა) და
ფილ სელუეი (დასარტყმელი საკრავები,
პერკუსია). 1994 წლიდან მათთან
თანამშრომლობენ პროდიუსერი ნაიჯელ
გოდრიჩი და გარეკანების ავტ ორი სტ ენლი
დონვუდი .​სადებიუტ ო სინგლი „Creep“ ჯ გუფმა
1991 წელს, EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების
შემდეგ გამოუშვა . იგი თავდაპირველად
წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი სტუდიური
ალბომის გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ
მსოფლიო ჰიტად იქცა.Radiohead-ს დღეისათვის
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 30
მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო ჯგუფის
შემოქმედება მოხვდა მსმენელთა და
კრიტიკოსთა 1990-იანების და 2000-იანების
The Cure — ინგლისური როკ-ჯგუფი
კროულიდან, ჩამოყალიბებული 1976 წელს. მისი
შემადგენლობა მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა
სიმღერების ავტორად და იდეოლოგად კვლავ
რჩება რობერტ სმითი. ჯგუფის მუსიკა შეიცავს
პოსტ-პანკისა და ახალი ტალღის, ასევე
ალტერნატიული როკისა და გოთიკური როკის
ელემენტებს.
Foo Fighters — ამერიკული როკ-ჯგუფი,
ჩამოყალიბებული დეივ გროლის მიერ 1995 წელს.
ჯგუფს სახელი მეორე მსოფლიო ომის ტერმინის
Foo Fighter-ის მიხედვით ჰქვია. ამერიკელი
მფრინავები ასე უწოდებდნენ ამოუცნობ მფრინავ
ობიექტებს და უცნაურ ატმოსფერულ ფენომენებს,
რომლებსაც ევროპისა და წყნარი ოკეანეს ცაში
ხედავდნენ.
ჯგუფმა მსოფლიო აღიარებას მიაღწია და
რამდენიმე #1 ჰიტი ჩაწერა, მათ ცნობილ
სიმღერებს შორისაა: „This Is a Call“, „Everlong“,
„Learn to Fly“, „All My Life“, „Times Like These“,
„Best of You“, „DOA“, და „The Pretender“. ჯგუფის
ალბომებიდან ორმა, There Is Nothing Left to Lose და
One by One საუკეთესო როკ-ალბომის ნომინაციაზე
გრემის ჯ ილდო მოიპოვა. ექვსი სტუდიური
ალბომის ფონზე, მათ რამდენიმე ფილმში
თავიანთი წვლილი საუნდტრეკის სახით შეიტანეს,
2002 წლის ფილმისთვის „ორინჯი“.
The Smiths — ინგლისური როკ-ჯგუფი,
რომელიც ასრულებდა
ალტერნატიულ როკს. იგი ჩამოყალიბდა
მანჩესტერში, 1982 წელს. კოლექტივის
ლიდერები და იდეოლოგები იყვნენ
მომღერალი მორისი და გიტარისტი
ჯონი მარი. მათ გარდა ჯგუფში აგრეთვე
შედიოდნენ ენდი რურკი (ბას-გიტარა) და
მაიკ ჯოისი (დასარტყმელი საკრავები).
კრიტიკოსთა აზრით, The Smiths იყო 1980-
იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი
ალტერნატიული ჯგუფი.[7][8]
ჯგუფს ჰქონდა კონტრაქტი ლეიბლთან
Rough Trade Records. ამ თანამშრომლობის
ფარგლებში გამოიცა მათი ოთხი სტუდიური
ალბომი და რამდენიმე კომპილაციური
ალბომი, ასევე სინგლები, რომელთა დიდი
ნაწილი ალბომში არ შესულა. მიუხედავად
ბრიტანეთში მათი მწირი კომერციული
წარმატებისა, კოლექტივი დიდი
პოპულარობით სარგებლობდა. The Smiths
დაიშალა 1987 წელს და არაერთხელ
განაცხადა უარი აღდგენაზე.
90-იანების საქართველოში, ჩაბნელებული სახლების და
ანთებული გულების ეპოქაში, ახალი, კოლორიტული
კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული
ალტერნატიული მუსიკა. თუმცა პატარა ქვეყნის პირობაზე
საკმაოდ ბევრი საინტერესო, თავისებურად განუმეორებელი
სტილის მქონე ჯგუფის თუ შემსრულებლის მიუხედავად,
მასზე ისევე ძნელია საუბარი როგორც რაიმე არარსებულზე.
ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებთან
რამდენიმე პიროვნება იდგა. 1987 წელს ლადო
ბურდულმა შექმნა ჯგუფი „რეცეპტი“, რომელიც
ქართულენოვანი გოთიკის და პოსტ პანკის
პიონერად მოგვევლინა ექსპრესიით, ლირიზმით
და, ამავდროულად, სოციალური პროტესტით
სავსე სიმღერებით „მოდი მალე“, „ისევ მუქდება
მორიგი ღამე“, „მშია“, „ამ ქალაქში დღეს
მეფობენ მგლები“. 1988 წელს შექმნილი დადა
დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ ასევე ქართულ ენაზე
იმავე თემებს უკვე ნიუ ვეივის სტილში აჟღერებდა
– „შენ უნდა იჯდე ელექტროსკამზე, შენ არღვევ
წესს, შენ ცდილობ ყველას დააჯდე თავზე, შენ
უშლი ხელს იმას, ვინც შენთვის წესებს წერს“.
ქიშო გლუნჩაძე კი თავის პროექტით „ქიშო და
ინტელიგენცია“ ქართულ მუსიკაში დილანისეულ
გზას კვალავდა ბლუზის და ფოლკ როკის ნაზავი
ბალადებით „ჭეშმარიტება“, „ქრისტიანი“,
„მოგცემ შანსს“.
1991-96 წლებში ერთიმეორის მიყოლებით
ჩნდებიან ახალი ჯგუფები. „ტაქსის“ დაშლის შემდეგ
დადა დადიანი Children’s Medicine-ს და Georgian
Dance Empire-ს აყალიბებს. „საბავშვო მედიცინაში“
მასთან ერთად ირაკლი ჩარკვიანიც უკრავს. მალე
ის გერმანიაში გაემგზავრება და ქართული
ალტერნატიული სცენის მეფედ გასახდომად
პირველ ნაბიჯებს გადადგამს – თავის სადებიუტო
ალბომს Svan Songs-ს ჩაწერს. გოგლიკ
ფარეშიშვილი, გოგი ძოძუაშვილი და ლევან
ჯავახიშვილი კი Mother on Mondays-ს ქმნიან, პირველ
ქართულ ბენდს, რომელიც ელექტროპოპს უკრავს.
Soft Eject — ქართული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა თბილისში 1990 წელს. ჯგუფი დააფუძნა ხუთმა მეგობარმა, რომელთაგან ოთხი
— პეჩო (ირაკლი ჭელიშვილი), ვახო ბაბუნაშვილი , ოთარ ყარალაშვილი , და გია ქარჩხაძე , კომპოზიტორ -მომღერლები არიან , ხოლო
მეხუთე — ნოდარ მანჩხაშვილი — დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს . უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა
სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში.ჯგუფის პირველი წლები დრამატულ პოლიტიკურ ცვლილებებს
დაემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლა, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, გაჩენა, სამოქალაქო ომები
და სხვა. 1992 წელს Soft Eject-მა საქართველო დატოვა და გერმანიას მიაშურა. აქ თავდაპირველად ქუჩაში უკრავდნენ, რასაც შემდეგ
ადგილობრივ ბარებში კონცერტები, მოგვიანებით კი კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში გამოსვლები მოჰყვა . სწორედ მოხეტიალე
ცხოვრება გახდა შთაგონების წყარო ჯგუფის პირველი ალბომისთვის .
1993 წელს ჯგუფი დატოვა ოთარ ყარალაშვილმა. 1994 წელს Soft Eject-მა გერმანიაში ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ჯგუფის
პირველი ჰიტი Please Just Carry On. 1995 წელს ჯგუფმა ამ სიმღერაზე გადაიღო ვიდეოკლიპი, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი და პოპულარული კლიპია საქართველოში .
1995 წლის მიწურულს Soft Eject სამშობლოში დაბრუნდა. 1996 წლიდან ჯგუფმა საქართველოში განაგრძო მუშაობა, დააფუძნა საკუთარი
ჩამწერი სტუდია და წამოიწყო რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი . 1996 წლის ბოლოს ჯგუფიდან წავიდა პეჩო .
თავისი სტილი ჯგუფმა ფოლკლორსა და კლასიკურ
მუსიკაზე დაყრდნობით გამოიმუშავა. დაიმატეს ოთხი
ახალი მუსიკოსი: სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა), ემზარ
ბურდული (ვალტორნა), ანა სიხარულიძე (აკორდეონი)
და გიორგი კობახიძე (გიტარა). ამ ახალი, 7-წევრიანი
შემადგენლობით, ჯგუფმა განსხვავებულ და
საინტერესო, ცოცხალ ჟღერადობას მიაღწია. 1999-2001
წლებში Soft Eject-მა შექმნა მრავალი ექსპერიმენტული
ჩანაწერი, მათ შორის ფოლკლორული მიმართულების
პროექტები Night და Nine Mountains Away. 2002 წელს
ჯგუფმა დაუკრა მანჩესტერში ფესტივალზე In The City,
რასაც მოჰყვა 2002-2003 წლებში მათი საკონცერტო
ტურნეები დიდ ბრიტანეთში.
2002 წელს ჯგუფიდან წავიდა გია ქარჩხაძე. ორი წლის
შემდეგ Soft Eject-მა აქტივობა შეწყვიტა.12-წლიანი
პაუზის შემდეგ ჯგუფის ოთხმა წევრმა — პეჩომ, ვახო
ბაბუნაშვილმა, გია ქარჩხაძემ და ნოდარ მანჩხაშვილმა
ისევ დაიწყეს მუშაობა ახალ სიმღერებზე და, როგორც
ძველად , ახლაც დააფუძნეს საკუთარი ჩამწერი
სტუდია. მალე მიიღეს შეთავაზება, მონაწილეობა
მიეღოთ ფესტივალზე Tbilisi Open Air. 2017 წლის17
ივნისს Soft Eject-ის სცენაზე დაბრუნება უაღრესად
წარმატებული აღმოჩნდა. ჯგუფის წევრებმა
გადაწყვიტეს ჩაეწერათ ახალი ალბომი, რომელშიც
ძირითადად ადრეულ წლებში დაწერილი
სიმღერები შევიდოდა. თავად მუსიკოსების თქმით , „ეს
ის სიმღერებია, რომლებსაც თავი ვერ გავართვით ,
როცა გაცილებით ახალგაზრდები ვიყავით “.
ლბომი გამოქვეყნდა 2020 წლის 12 მაისს.
ირაკლი ჩარკვიანი ქართველი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი. ომელიც ასევე როკმუსიკის წარმომადგენელი
იყო.მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მეფე “.ირაკლის პირველი სოლო-ჩანაწერი
იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-ალბომი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა როგორც ზემოთ
ავღნიშნე. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“.
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა
„საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური
დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ (აგრეთვე
გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზ ე ).
2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა
ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს
პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტ იურობით — შინაურ სტ უდიაში იგი მუშაობდა
ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ
სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.
2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და
გამოიცა მისი ბოლო სტ უდიური ალბომი „ძირს მეფე “. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი
მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს გამოვიდა კომპილაციური ალბომი
რემასტერებით - „The Best of King“.
ირაკლი ჩარკვიანი აქტიურად მოღვაწეობდა პოეზიაშიც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი გარდაცვალების
შემდეგ მოიძია ლექსები და გამოსცა კრებული „მეფე ირაკლის ლექსები “ (2008, 2011). ირაკლი ჩარკვიანი არის
რამდენიმე მოთხრობისა და ერთი რომანის, „მშვიდი ცურვის“ ავტორი (გამოქვეყნდა 2006 წელს). მისმა
რომანმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – „ჩემი წიგნი“, რომელშიც ხმების
რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“,
გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“, ფიოდორ დოსტოევსკის
„იდიოტი“.
Მადლობა ყურადღებისთვის!<3

You might also like