Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

თეორიები ადამიანის წარმოშობის

შესახებ
„ძველი აღთქმისეული“სამყაროსა და ადამიანის შექმნის ამბავი ჯერ კიდევ ძველი დროის
მეცნიერთა დისკუსიის საგნად იქცა. ცხადია, ყველა დროში არსებობდნენ ტექსტის
სიტყვასიტყვით გაგების მომხრეები. ახ.წ.I საუკუნის მოღვაწემ, ფილონ ალექსანდრიელმა
გამოთქვა მოსაზრება რომ „ბიბლიის“ზოგი პასაჟი ამგვარად ესმის იმ მკითხველს, ვისაც
უჭირს უფრო ღრმა არსის წვდომა. მაგალითად მას მოჰყავს მოსეს სიტყვები,რომ ღმერთმა
სამყარო ექვს დღეში შექმნა.
საეკლესიო მოღვაწეებში არ არის ერთსულოვნება სამყაროს შქმნის შესახებ. ისინი
აღიარებენ სამყაროსა და ადამიანის შექმნას ღმერთის მიერ, მაგრამ ისინი არ
ემხრობიან სამყაროს შექმნას ექვს დღეზე განაწილებით. მაგალითად ორიგენი და
ბასილი დიდი ერთგვარ ალეგორიად მიიჩნევდა.
ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ამ
თემაზე ახალი დისკუსია გამოიწვია, თუმცა
საყოველთად გავრცელებული იყო ის
მოსაზრება, რომ ღმერთმა სათითაოდ
შექმნა ყოველი არსება.მეცნიერები ბუნებასა
და წარსულის ნაშთებში ეძებდნენ
„ბიბლიაში“აღწერილ წარღვნისა და ნოეს
კიდობნის დადასტურებას.
მეცხრამეტე სუკუნის დასაწყისიდან ჩნდება იდეები სახეობათა ცვლილების
შესახებ. ჩარლზ დარვინმა ჩამოაყალიბა თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ.
მის პუბლიკაციებს 30-იან და 40-იან წლებში დიდი გამოხმაურება და ამასთან
ერთად დიდი კრიტიკა მოჰყვა.
1859 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „სახეობათა წარმოშობის შესახებ“, სადაც მან
განიხილა ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციური გზით.
ჩარლზ დარვინი მოგზაურობდა დედამიწის
გარშემო და აგროვებდა ცხოველებისა და
მცენარეების ნიმუშებს,რადგან მას სურდა
გაეგო ცხოველებისა და მცენარეების
წარმოშობის შესახებ.
მისი მოსაზრებით,გარემო პირობებთან
შეგუების პროცესში სახეობები იცვლებიან.
ჩარლზ დარვინის მოსაზრებით ჟირაფებს დიდი
კისერი იმიტომ აქვთ,რომ მოხდა მხოლოდ
მაღალკისრიანი ჟირაფების შეჯვარება და
დაბალკისრიანები გადაშენდნენ.
დღემდე არსებობს ორი უკიდურესი პოზიციის მიმდევრები,მაგრამ უკვე
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერები დაფიქრდნენ მათ ერთგვარ
მორიგებაზე. ევოლუციონისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ღვთაებრივ ნებას
შეიძლება ბიძგი მიეცა სამყაროში განვითარებული მოვლენებისთის.მათთვის ეს
რჩება რწმენის საკითხად,რადგან ვერ გაიზომება მეცნიერებისთვის
ხელმისაწვდომი საშუალებებით.
კრეაცინოსტები მიიჩნევდნენ,რომ სხვადასხვა სახეობები და, მათ შორის,ადამიანი
რამდენიმე მილიარდი წლის წინ ევოლუციის შედეგად წარმოიშვა.
დღეს კრეაცინოსტთა მრავალი
სკოლა არსებობს. „ახალგაზრდა
დედამიწის კრეაციონისტები“
ფაქტობრივად „ბიბლიის“ სიტყვასიტყვით
გაგების პოზიციაზე დგანან. მათ
საპირისპიროდ, „ათეისტური რევოლუციის“
მიმდევრები იზიარებენ დღევანდელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერების
მიღწევებს და ღმერთის როლს სამყაროს
შექმნის ინიცირებაში ხედავენ.
არსებობენ კიდევ სხვა მიმდინარეობები,რომელიც „ბიბლიის“ ცალკეული
პასაჟისთვის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ისინი ამბობენ,რომ
სამყარო ერთ დღეში შეიქმნა.
დღევანდელობაში ამ თეორიათა მიღება-გააზრება არათანაბრადაა
განაწილებული. ყველაზე მეტი მომხრე ევროპაში ევოლუციონისტებს ჰყავთ. მათ
ევროპის მოსახლეობის 70-80% უჭერს მხარს. დასავლურ ცივილიზაციათაგან
ყველაზე მეტი მიმდევარი კრეაციონისტებს ამრეკის შეერთებულ შტატებში ჰყავთ.
აშშ-ში დიდი ხნის მანძილზე იყო ამ
თეორიებს შორის მძაფრი ბრძოლა, პირველ
რიგში, სკოლაში მათი სწავლების გამო. XX
საუკუნეში ძალზე გახმაურდა „მაიმუნის
პროცესი“, რომელსაც სასამართლო
არკვევდა, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა
ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის
მოძღვრების სწავლების უფლება. არცთუ
შორეულ წარსულში გაიმართა სხვადასხვა
სასამართლო პროცესი,რომელზეც
კრეაციონისტთა მოსაზრებას განიხილავდნენ.
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like