ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორია

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 25

ლევ-ვიგოტსკი

სოციო-კულტურული
განვითარების თეორია

ნათია ოდიშელიძე
2020 წელი
1
სოციო-კულტურული თეორიის
ძირითადი პრინციპები:

 კულტურის მნიშვნელობა ბავშვის


განვითარებაში;
 ბიოლოგიური მხარის მინიმუმამდე
დაყვანა;
 ბავშვზე გარემოს ზემოქმედება
 ენის (მეტყველების) ცენტრალური როლი;

2
სოციო-კულტურული განვითარების
თეორია

 ფსიქოლოგიის მიზანია, ახსნას ადამიანის გარემოსთან


ურთიერთობა. ადამიანს გარემოს 2 ტიპთან აქვს
ურთიერთობა. ესაა ფიზიკური და სოციალური გარემო;

 ბავშვის ფსიქიკური განვითარების მთავარი განმ­


საზღვრელი ფაქტორი კულტურაა;

 ბიოლოგია ადამიანის განვითარების მხოლოდ ბაზისურ


ელემენტებს აყალიბებს, ხოლო სოციალური გარემო
თითქმის მთლიანად არის პასუხისმგებელი ისეთი
მაღალი დონის კოგნიტური პროცესების განვითარებაზე,
როგორიცაა მეტყ­ველება, მეხსიერება და აბსტრაქტული
აზროვნება.
3
კულტურის როლი ბავშვის განვითარებაში

 კულტურა განსაზღვრავს იმ ცოდნის


შინაარსს, რასაც ბავშვი ითვისებს;

 კულტურა ბავშვს უზრუნველყოფს


აზროვნების პროცესებითა და
საშუალებებით.

4
 ასათვისებელი ცოდნის შინაარსი განისაზღვრება კულტურით;

 ბავშვი სწავლობს პრობლემების გადაწყვეტას


გამოცდილებით, რომლის შემუშავებაც ხდება
სოციალური ურთიერთობის კონტექსტში;

 ბავშვთან ურთიერთობაში ჩართული პიროვნება იღებს უფრო


მეტ პასუხისმგებლობას პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ
თანდათან პასუხიმგებლობის გადანაწილება თვითონ ბავშვზე
ხდება.

მნიშვნელოვანია !!!
ბავშვებსა და საზოგადოების უფრო მცოდნე წევრებს შორის
დიალოგი, რადგან ბავშვები საზოგადოების კულტურას, სწორედ
ამგვარი ურთიერთობის საშუალებით ეუფლებიან.
5
ბავშვის განვითარებას განაპირობებს:

 ე. წ.,,იარაღისა” ანუ გარემოს რომელიმე


ობიექტის გამოყენება პრობლემის
გადასაწყვეტად;

 მეტ­ყვე­ლების , ანუ ნიშნებისა და


სიმბოლოების (როგორიცაა რიცხვები და
მათემატიკური სიმბოლოები, ენა და
კოდირების სისტემები გამოყენება
სოციალური კომუნიკაციისთვის.

6
არავერბალური განვითარების
საფეხურზე, ბავშვი პრობლემას
ელემენტარული
წყვეტს თანდაყოლილი
ფსიქიკური ფუნქციები
ფსიქიკური ფუნქციების
გამოყენებით/ მაგ;
ახალშობილი ცნობს დედის
ხმას, ტირის როცა შია ან რაიმე
აწუხებს ა. შ.)

უმაღლესი ფსიქიკური ბავშვი პრობლემის


ფუნქციები. გადასაწყვეტად იწყებს
მეტყველების გამოყენებას.
7
8
 ისაუბრონ ობიექტებზე, რომლებსაც იმ მომენტში ვერ ხედავენ,
 დასახონ სამომავლო გეგმები
 ილაპარაკოს პრობლემაზე, სანამ დაიწყებს კონკრეტული
სტრატეგიების გამოყენებას მის გადასაწყვეტად.
ენა ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბავშვს გადავიდეს
კონკრეტული საგნებიდან ფორმალურ ცნებებზე. ეს კი
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალურ
ურთიერთობაზე. სიტყვები იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვი
დაეუფლოს ახალ ცოდნას.
 ინფორმაციის მიწოდება ენის საშუალებით (შეიძლება
გამოვიყენოთ ალტერნატიული საშუალებებიც - სიმბოლო,
ნიშანი, ნახატი, ნაბეჭდი ტექსტი და ა. შ);
9  თვითონ გამოიყენოს ნასწავლი
ვიგოტსკიმ მეტყველების ფუნქციის განვითარებაში
სამი სტადია გამოყო:

1. სოციალური მეტყველების სტადია - გრძელდება 3 წლამდე,


- მიმართავს უფროსს დახმარებისთვის;
2. ეგოცენტრული მეტყველების სტადია- - (3 დან -7 წლამდე).
ხელს უწყობს თვითრეგულაციის გამომუშავებას.
 ბავშვისს ქცევა რეგულირდება უფროსის მიერ (ხელი
არ დაიწვა)
 ბავშვი სწავლობს სხვისი ქცევის რეგულირებას (ეს
ჩემია!)
 ბავშვი საკ ქცევის რეგულირებას ახდენს.
ეგო­ცენტრული მეტყველება ეხმარება ბავშვს პრობლემის
გადაჭრაში.
3. შინაგანი მეტყველების სტადია - საკუთარ თავს ჩუმად
ეუბნება: -არა, როცა ხელი ცეცხლისკენ წაუცდება.
10
 ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები ასაკთან
ერთად ვითარდება.
 ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები
არათანაბრად ვითარდება.
განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს პრობლემა,
რომლის გადაწყვეტასაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს.
 ზოგი პრობლემის გადაწყვეტისას ბავშვს სჭირდება
უფროსის დახმარება - მინიშნება,თანმიმდევრობის
შეხსენება და ა. შ
 ყოველი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის
გონებრივ და ფიზიკურ დაძაბულობას, ქმნის
11 განვითარების საფუძველს.
ასაკობრივი კრიზისული
პერიოდიზაცია

 სტაბილური (ცვლილებების დაგროვება)


და ,,კრიზისული (ახლადწარმონაქმნი) ასაკი
დამახასიათებელია თითოეული
ეტაპისათვის;

 განვითარება მიმდინარეობს არათანაბრად;

 პერიოდიზაციის თითოეული ასაკი იწყება


კრიზისით;
 კრიზისი დგება შეუმჩნევლად.
12
ასაკობრივი კრიზისული
პერიოდიზაცია

 ახლადდაბადებულობის კრიზისი:
ახლადდაბადებულის ასაკი (2 თვე-1 წელი)
 კრიზისი 1 წელი
ადრეული ბავშვობა 1-3 წ.
 კრიზისი 3 წელი
სკოლამდელი ასაკი 3-7წ.
 კრიზისი 7 წელი
სასკოლო ასაკი 8-12 წ.
 კრიზისი-13 წელი
პუბერტატული ასაკი 14-18 წ.
 კრიზისი 17 წელი
13
ბავშვის კოგნიტური განვითარების 2
დონე

1. აქტუალური განვითარების ზონა - ფსიქიკური


ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე
ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ
უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების
დახმარების გარეშე.
2. უახლოვესი განვითარების ზონა - გულისხმობს იმ
ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს,
რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ
შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

14
განვიხილოთ მაგალითი:

დედამ მიიყვანა 3 წლის ნინო საბავშვო ცენტრში,


სადაც რამოდენიმე მაღალი სკამი იდგა.
ერთ-ერთ სკამზე ცდილობდა დაჯდომას 4 წლის
ბიჭი. დედა, რომელიც მის გვერდით იდგა,
ცდილობდა შვილი დაეზღვია, რომ არ
დავარდნილიყო და აძლევდა მითითებას, თუ
სად უნდა დაედგა ფეხი.
3 წლის ნინომ კი ორივე ხელი ასწია. დედამ
აიყვანა ბავშვი და სკამზე დასვა.

15
განვიხილოთ მაგალითი:

მამამ შვილს ელექტრონული თამაში უყიდა,


რომელსაც ყუთზე ეწერა: - განკუთვნილია 3
წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. მამამ
”ზუსტად იცოდა”, რომ მისი 2 წლის შვილი
ძალიან გონიერია, ამიტომ სათამაშოთი
სიამოვნებით ითამაშებდა. მამა ძალიან
განაწყენდა, როცა აღმოაჩინა, რომ შვილს
ძალიან მოეწონა სათამაშოს ყუთი, რომელსაც
თამაშისას იყენებდა მანქანების ფარეხად და
არ უსმენდა მამას, რომელიც ცდილობდა
მისთვის თამაშის წესი აეხსნა.
16
 განვითარება მიმდინარეობს გარკვეული
კანონზო­მიერებებით. ყოველგვარი სწავლა
დაკავშირებულია ასაკთან;

 განვითარების სენზიტიური პერიოდი - პერიოდი,


რომლის - დროსაც ფსიქიკა განსაკუთრებით
მგრძნობიარეა გარემოს გარკვეული ზემოქ­მედების
მიმართ.

17
ვიგოტსკი ხაზს უსვამს სწავლის
სოციალურ ხასიათს

ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში,


ანუ როცა ისინი ,,მცოდნე:/“
ადამიანებთან ერთად აქტიურად
არიან ჩართულნი რაიმე
მნიშვნელოვან
აქტივობაში/საქმიანობაში.

18
,,სკაფოლდინგი“- დამხმარე
საშუალებათა სისტემა

- დახმარება , რომელიც ბავშვს


შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს
დავალებები მისი უახლოესი
განვითარების ზონის ფარგლებში. ნელ -
ნელა უნდა შემცირდეს ამ დახმარების
მოცულობა.

19
როგორ გამოვიყენოთ
ვიგოტსკის იდეები ჯგუფში?

 ბავშვის განვითარების უახლოესი ზონის


დადგენა;
 მიღწევადი დავალების შერჩევა და შემდგომ
სათანადო დახმარების აღმოჩენა
 დავალების მიცემა, რომელსაც შეასრულებს
სხვების დახმარებით
 მისი პროგრესის ხშირი შეფასება;
 გავამხნევება და ზომიერი წაქეზება.

20
დამხმარე კონსტრუქციების ტიპები

 პროცედურის ახსნა-განმარტება
 მოქმედებების დემონსტრირება
 მოდელების მიწოდება
 მიმანიშნებელი კითხვების დასმა
 შეცდომების გასწორება
 მოტივირება
 ბაზისური უნარების სისტემური
განვითარება
 გარკვეული და რეალური მიზნების
21 დასახვა
ვიგოტსკი ინკლუზიური
განათლების შესახებ
ზოგადი პრინციპები

1. ადამიანისთვის ზოგადად მავნეა იზოლაცია, მით უფრო


შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის;
2. ყველა ბავშვს აქვს განვითარების პოტენციალი;
3. თუ მოსწავლე სწავლის პროცესში იკვლევს გარემოს,
რომელიც პრაქტიკული გამოცდილებითაა
გამდიდრებული, ის უკეთ ვითარდება. არავითარი
წრთვნა და დრესურა!
4. განვითარება და პლასტიურობა - ბავშვობის
სიმპტომებია;

22
ვიგოტსკი ინკლუზიური განათლების
შესახებ
ზოგადი პრინციპები

1. ბავშვებს, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა,


მეტი აქვთ საერთო, ვიდრე განსხვავება;
2. საჭიროა ბავშვის მთლიან პიროვნებასთან მუშაობა
და არა კონკრეტულ დეფექტზე;
3. უნარშეზღუდული ბავშვი განუვითარებელი კი არ
არის, არამედ სხვაგვარად განვითარებულია;
4. მას გააჩნია კომპენსაციის ძლიერი მექანიზმები,
- ,,ის, რაც არ მღუპავს, მაძლიერებს”

23
ვიგოტსკი ინკლუზიური
განათლების შესახებ
ზოგადი პრინციპები

1. უნარშეზღუდულ ბავშვებს პრობლემებს, კომპლექსებს უფრო


მეტად საზოგადოება, სოციალური დამოკიდებულებები უქმნის,
ვიდრე დეფექტი;
2. იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვები უნარშეზღუდულ
ბავშვებს არ იღებენ;
3. ბავშვები, როგორც წესი, არ ახდენენ ისეთი საქციელის მიბაძვას,
რომელიც მათი განვითარების დონის შესატყვისი არ არის;
4. ინტერესს შეუძლია ტვინი გახსნას და პირიქით. მოტივაცია
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიჭიერება;
5. ინკლუზიური სწავლების წარმატებულობას დიდწილად
მასწავლებელთა დამოკიდებულება და პროფესიული
კომპეტენტურობა განსაზღვრავს
24
გმადლობთ მონაწილეობისთვის

25

You might also like