Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ექვთიმე

თაყაიშვილი
პრეზენტაცია
მოკლე ბიოგრაფია

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე


ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1862 წ. 5 იანვარს,
სოფელ ლიხაურში, სიმონ თაყაიშვილისა და ნინო
ნაკაშიძის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ.
სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო
სასწავლებლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.
1887 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის
ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი და
თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით
დაბრუნდა.
მოკლე ბიოგრაფია II
• 1895 წ. ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის
ჩარევით ცოლად შეირთო იურისტ
ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა
გაბაშვილის ასული ნინო. 36 წლის
მანძილზე ნინო პოლტორაცკაია
მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს,
ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი
ყოველდღიური საოჯახო
საზრუნივასაგან, მიეცა მისთვის
საშუალება, მთელი დრო და ენერგია
სამეცნიერო და საზოგადოებრივი
საქმიანობისთვის დაეთმო.
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა
• ექვთიმე თაყაიშვილის
მოღვაწეობას მაღალი შეფასება
მისცა რუსეთის საიმპერატორო
არქეოლოგიურმა
საზოგადოებამ. ნაშრომისათვის
"მასალები კავკასიის
არქეოლოგიისათვის" 1911
წლის 28 მარტს იგი აღნიშნული
საზოგადოების დიდი ოქროს
მედლით დაჯილდოვდა.
ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი
საქართველოს ისტორიაში
• ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ,
საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი
მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს
ისტორია–არქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი
შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში
1918 წ.
ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი
საქართველოს ისტორიაში II
1921 წ. 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა
ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში
ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ
საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის
ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და
ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაქჰყვა ექვთიმე
თაყაიშვილი მეუღლითურთ.
ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი
საქართველოს ისტორიაში III
• ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო–კვლევით
მოღვაწეობას. 1922 წ. ის აირჩიეს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო
1925 წ.–საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად, თუმცა
საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა
წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით
დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის
ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ
მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა, II მსოფლიო ომის დროს
ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი
პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა.
1935 წ. კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და
მისი დაცვა ექ. თაყაიშვილს მიანდო.
“ „ვერ დავმშვიდდები მანამ, სანამ ნივთები
საქართველოს არ დაუბრნდება და მუზეუმებს
არ ჩაბარდება“.

ექვთიმე თაყაიშვილი

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, ექვთიმე თაყაიშვილის 1935 წლის 9
აპრილს საქართველოს სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის
გამგეს, ვუკოლ ბერიძესთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ
მნიშვნელოვანია ეროვნული საგანძური საქართველოში დაბრუნდეს და
მუზემს ჩაბარდეს.
“ „ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ
იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ
მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ
გამოცხადება…განძეულობა შეადგენს კუთვნილებას ქართული
მუზეუმებისას, რომელთაც იგი მხოლოდ დროებით, ევაკუაციასა და


დაცვისათვის მიაბარეს ყოფილ მენშევიკურ მთავრობას, ცნობილს თავის
დროზე საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ“

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე ასევე საფრანგეთშიც აქტიურად მუშაობდა, რათა განძის გადარჩენა


მოხერხებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია 1935 წელს გაგზავნილი წერილი,
სადაც ექვთიმე საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს შემდეგნაირად მიმართავს:
გარდაცვალება და დაკრძალვა
• სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს
თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის
წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 წ. კი
საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება
დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა
პოლტორაცკაია, 1952 წ. კი ექვთიმე გაანთავისუფლეს
უნივერსიტეტიდან.
• დევნა–შევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე
და 1953 წ. 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.
გარდაცვალება და
დაკრძალვა II
1963 წ. 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი
დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის
სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში
გადმოასვენეს. 1987 წ. 22 თებერვალს ლევილიდან
თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით
დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის
ნეშტი. 2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი
მთაწმინდის მიწას მიაბარეს. 2002 წ. წმინდა
სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი
წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე
ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე
ღვთისკაცის" მედალი. 2008 წ. თბილისში გაიხსნა
"წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი.
მადლობა
ყურადღებისთვის!
1

You might also like