Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

კონფუცი

ბიოგრაფია
• კონფუცი დაიბადა ძვ. წ. 551 წელს ლუს სამეფოში.
• მამამისი, შულიან ჰე, ცნობილი მეომარი და ძველი
არისტოკრატული საგვარეულოს წარმომადგენელი
იყო. 63 წლისამ მესამე ცოლი შეირთო, რომელიც
მასზე გაცილებით უმცროსი იყო. მალე ვაჟი
შეეძინათ, თუმცა მამამ შვილის დაბადებით დიდხანს
ვერ იხარა – მალე გარდაიცვალა.
• ბავშვობის დარჩენილი ნაწილი სიღარიბეში
გაატარა, რადგან კონფუციუსმა დედამ გაზარდა.
ამან მას ცხოვრების განსხვავებული შეხედულება
მისცა. იგი ფიქრობდა, რომ ადამიანები უნდა
დაწინაურდნენ და დააჯილდოვონ თავიანთი ნიჭის
გათვალისწინებით და არა იმის მიხედვით, თუ რა
ოჯახში დაიბადნენ.
• კონფუცი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა
ინტელექტითა და შრომისმოყვარეობით. იმ დროს,
როდესაც მისი ტოლები თამაშობდენენ, ის ბრძენ
უხუცესებთან საუბრით იყო გართული.
ადრეული კარიერა
• 25 წლის კონფუცი ჩინეთის მთელმა კულტურულმა
ელიტამ აღიარა უდიდეს მოაზროვნედ.
• კონფუციმ გადაწყვიტა, დაეარსებინა ტრადიციულ
სწავლებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც ადამიანი
შეიმეცნებდა გარე სამყაროს, ადამიანებს და
მაქსიმალურად გამოავლენდა საკუთარ
შესაძლებლობებს.
• იმ დროისთვის კონფუციმ უკვე ისე გაითქვა სახელი,
რომ სამეფო ლუს მართლმსაჯულების მინისტრად
დანიშნეს.მან შესანიშნავად გაართვა თავი
დაკისრებულ მოვალეობას და ისე კარგად წარმართა
საქმე, რომ მეზობელ სამეფოებს შეეშინდათ ამგვარი
წარმატებისა, ამიტომ დაიწყო გაუთავებელი
ინტრიგები მის წინააღმდეგ და საბოლოოდ კონფუცის
პოსტის დატოვება მოუხდა.
• კონფუციმ სამეფოც დატოვა და მთელ „ცისქვეშეთში”
დაიწყო მოგზაურობა. ის მოძღვრავდა როგორც
სახელმწიფოების მმართველებსა და მაღალი
თანამდებობის პირებს, ასევე უბრალო ადამიანებს.
მისთვის ცოდნა და სათნოება ერთიანი და
განუყოფელი იყო
მემკვიდრეობა
• კონფუცის სწავლებები გახდა ჩინეთის
სახელმწიფო ფილოსოფია ჰანის დინასტიის
დროს.
• კონფუცის სწავლებები მე -20 საუკუნემდე
ჩინეთის კულტურისა და მთავრობის
მნიშვნელოვან ნაწილად რჩებოდა.
• კონფუციანელობა ეთიკურ-პოლიტიკური
მოძღვრებაა, რომელიც ჩინეთში „სწავლულთა
სკოლის” სახელითაა ცნობილი. ხანის
დინასტიის ეპოქაში კონფუციანელობა ჩინეთის
ოფიციალურ მოძღვრებად გარდაიქმნა და ეს
სტატუსი XX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა.
• კონფუციანელობას აკრიტიკებდნენ როგორც
მოძღვრებას, რომელიც თითქოსდა პროგრესის
წინააღმდეგ გამოდიოდა. მხოლოდ 1970-იანი
წლების ბოლოს დაიწყო მისი ხელახალი
აღორძინება და დღეს ის მნიშვნელოვან როლს
ასრულებს ჩინეთის სულიერ ცხოვრებაში.
სიცოცხლოს ბოლო პერიოდი
კონფუცი გარდაიცვალა ძვ. წ. 479 წელს. ის
დღემდე რჩება ჩინეთის სულიერი ისტორიის
უდიდეს მოღვაწედ. კონფუცის არ უყვარდა
საკუთარ თავზე ლაპარაკი და თავისი ცხოვრების
გზა რამდენიმე სიტყვით აღწერა:
• 15 წლისამ მე საკუთარი აზრები სწავლისკენ
მივმართე.
• 30 წლისამ მივაღწიე დამოუკიდებლობას.
• 40 წლისამ შევძელი ორჭოფობისგან
გათავისუფლება.
• 50 წლისამ შევიცანი ცის ნება.
• 60 წლისამ შევძელი სიმართლისა და ტყუილის
გარჩევა.
• 70 წლისა მივყევი საკუთარი გულის კარნახს და
არ ვარღვევდი ღვთიურ წესებს”.
გმადლობთ
ყურადღებისთვის
,,თუ ხედავთ, რომ
მიზნის მიღწევა
შეუძლებელია, არ
შეცვალოთ მიზანი,
,,ჭკვიანი კაცი შეცვალეთ
საკუთარ თავში მოქმედება"
პოულობს იმას,
რასაც სულელი
სხვებში ეძებს..."

You might also like