Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

დარწმუნება

დარწმუნება (დამარწმუნებელი კომუნიკაცია) - სოციალური


განწყობის შეცვლის მიზანმიმართული მცდელობა.

დარწმუნების ორი ძირითადი გზა:

• ცენტრალური გზა
• პერიფერიული გზა
ცენტრალური გზა - დაინტერესებული აუდიტორია ფოკუსირდება
არგუმენტებზე, შესაბამის ფაქტებსა და რიცხვებზე, საკითხის შესახებ
აზროვნებს და გამოაქვს დასკვნები.

პერიფერიული გზა - მსჯელობას ნაკლებად ემყარება. აუდიტორია


მეტად რეაგირებს მარტივ მიმნიშნებლებზე, რომლებიც დაფიქრების
გარეშე ავარაუდებინებს მათ არგუმენტების სისწორეს, მცდარობას ან
მიმზიდველობას.
დარწმუნების ელემენტები
• კომუნიკატორი (ვინ ამბობს)
• შეტყობინება (რას ამბობს)
•კომუნიკაციის არხი (როგორ ამბობს)
• აუდიტორია (ვის ეუბნება)
კომუნიკატორი
• სარწმუნოობა (სანდოობა)
• კომპეტენტურობა
• მიმზიდველობა (მსაგვსება)
შეტყობინება
• რომელი შეტყობინებაა უფრო დამაჯერებელი - მხოლოდ ლოგიკაზე
დაფუძნებული, თუ გრძნობებისკენ მიმართული?
• რა შემთხვევაში შეიცვლება აუდიტორიის აზრი უფრო მეტად - თუ
მსმენელებისგან ოდნავ განსხვავებული აზრების პროპაგანდას
დაიწყებთ, თუ
რადიკალური პოზიციის წარდგენისას?
• მხოლოდ თქვენი თვალსაზრისი უნდა გამოხატოთ, თუ საწინააღმდეგო
აზრებიც
ახსენოთ და ეცადოთ მათ უარყოფას?
• თუ აუდიტორიას მოუწევს სხვადასხვა აზრის მქონე ორატორების მოსმენა,
რა უფრო მომგებიანია - პირველი გამოხვიდეთ, თუ ბოლო?
ლოგიკური თუ ემოციური გავლენა
განათლებული ან ანალიტიკური აზროვნების მქონე ხალხი უფრო
რეაგირებს გონივრულ დაშვებებზე, ნაკლებად განათლებულ და
ანალიტიკისკენ მიდრეკილებთან შედარებით.
პირდაპირი დარწმუნება და არა სხვა რომელიმე საშუალება არის
ყველაზე ეფექტური მოაზროვნე, დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ნაკლებად ჩართულ აუდიტორიაში სწორი იქნება ირიბ დარწმუნებაზე


ორიენტირება; დიდი მნიშვნელობა აქვს ორატორისადმი სიმპათიას ან
ანტიპათიას
შიშის გაძლიერების ეფექტი
შიშის გაძლიერების ეფექტი - შეიძლება ეფექტური იყოს ასევე
შეტყობინებები, რომლებიც იწვევენ ნეგატიურ ემოციებს. შიშის გამომწვევი
ინფორმაციით შეგვიძლია დავარწმუნოთ ადამიანები გადააგდონ
სიგარეტი, ხშირად გაიხეხონ კბილები, გაიკეთონ აცრები, ან დაიცვან
მოძრაობის წესები და ა.შ.
განსვლა აზრებში
ნდობის ღირსი კომუნიკატორი , ანუ ინფორმაციის ისეთ წყარო,
რომელშიც რთულია დაეჭვდე, იმ პოზიციის დაცვისას, რომელიც ძლიერ
განსხვავდება რეციპიენტის პოზიციისგან, ამ უკანასკნელის აზრის
მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.
ერთი მხარის არგუმენტები ორი მხარის
საწინააღმდეგოდ

თუ კომუნიკატორი საწინააღმდეგო მოსაზრებებსაც ახსენებს მას უფრო


ობიექტურ და სამართლიან ადამიანად ჩათვლიან და დარწმუნება
გაიზრდება.
პირველადობის და სიახლოვის ეფექტი

- ჯონი ჭკვიანი, შრომისმოყვარე, იმპულსური, კრიტიკულად განწყობილი,


ჯიუტი და შურიანია;

- ჯონი შურიანი, ჯიუტი, კრიტიკულად განწყობილი, იმპულსური,


შრომისმოყვარე და ჭკვიანია.

You might also like