Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 28

ლევან დარბაიძე,

მოსამართლე, პროფესორი,
სამართლის დოქტორი
დანაშაული, ეს არის სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება

დანაშაულის სამწევროვანი დაყოფა:


1. ქმედება;
2. მართლწინაარმდეგობა;
3. ბრალი.
 დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება,
რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ
კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე
ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის
გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც
აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან
არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
 ქმედების შემადგენლობა, ეს არის იმ ობიექტური
და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა,
რომელიც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცის
ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას
წარმოადგენს.
 მარტივი შემადგენლობა - შემადგენლობა,
რომელიც გადმოცემულია პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებების გარეშე;
 რთული ანუ კვალიფიციური შემადგენლობა -
შემადგენლობა დამამაძიმებელი გარემოებებით
 პრივილიეგირებული შემადგენლობა -
შემადგენლობა შემამსუბუქებელი გარემოებებით
 ალტერნატიული შემადგენლობა - დანაშაულის
სუბიექტი დგება არჩევანის წინაშე და
ახორიელებს ერთ-ერთს
 დანაშაულის სუბიექტი - პირი, ვინც
დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა

 ფიზიკური და იურიდიული პირის


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
თავისებურებები

 დანაშაულის სპეციალური სუბიექტი -


კონკრეტული პირი, რომელიც კანონით
განსაზღვრულია კონკრეტული დანაშაულის
ჩამდენ პირად
 დანაშაულის ობიექტი - კანონით დაცული
სიკეთე, რომელიც ხელყო დანაშაულის
სუბიექტის ქმედებამ

 დანაშაულის საგანი - რომელზე


ზემოქმედებითაც დანაშაულის სუბიექტმა
ხელყო კანონით დაცული სიკეთე, ანუ
დანაშაულის ობიექტი
 ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის
ნიშნები:

დანაშაულის სუბიექტის მიერ განხორციელებული


ქმედება;

ქმედებით გამოწვეული შედეგი;

მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.


 დანაშაულის სუბიექტის ნებელობითი ქმედება

 განსხვავება ნებელობით ქმედებასა და


შემთხვევას შორის

 ქმედება მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე


უმოქმედობას

 სისხლის სამართალი, ეს არის ქმედების და არა


განწყობის სამართალი
 კაუზალური მოძღვრება - ქმედება, ეს არის
ადამიანის ნების შესაბამისად
განხორციელებული ქცევა, ანუ ნებელობითი
ქცევა მისი შინაარსის გათვალისწინების გარეშე
 ფინალური მოძღვრება - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად
მიმართული ქცევა, რომელსაც სამი საფეხური აქვს:
 მიზნის დასახვა;

 მიზნის მისაღწევად საშუალების არჩევა;

 მიზნის მიღწევა რეალურ სამყაროში

ფინალური მოძღვრებისთვის უცხოა იმპულსური ქცევა, აფექტური


ან სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
განხორციელებული აფექტური ქმედებები


 სოციალური მოძღვრება - განსაკუთრებული
ყურადღება ექცევა ქმედების სოციალურ
მნიშვნელობას და არა ქმედების არსს და
სუბიექტის ნებელობას.
 ყველა თეორიის მიხედვი ადამიანის ქცევის
დასჯადობის საფუძველია მხოლოდ ადამიანის
ნებელობითი ქცევა.
 თუ ადამიანის ქმედება არაა ნებელობითი, ანუ
შეუგნებელია, პირი იმ შედეგისათვის, რაც მისმა
ქმედებამ გამოიწვია, პასუხს არ აგებს.
მაგალითად:
 რეფლექსური ქცევა

 ქმედება, რომელიც განპირობებულია


დაუძლეველი ძალით

 მოძრაობა უგონო მდგომარეობაში, ჰიპნოზის


დროს ან ძილში
 შედეგი ეს არის ის დანაშაულებრივი ცვლილება,
დაზიანება, დარღვევა, რომლსაც
დანაშაულებრივი ქმედება იწვევს.

 ფორმალური და მატერიალური დანაშულები


 ხელყოფის დელიქტი - სამართლებრივი სიკეთის
დაზიანება ან განადგურება

 კონკრეტული საფრთხის დელიქტი -


სამართლებრივი სიკეთის კონკრეტულ
საფრთხეში ჩაყენება

 ხელყოფის დელიქტები და კონკრეტული


საფრთხის დელიქტები შედეგიან ანუ
მატერიალურ დანაშაულებს მიეკუთვნებიან
თუ დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება
დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ
მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან
ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული
საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი
კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან
საფრთხეს შორის.
შედეგიან (მატერიალურ დანაშაულებში)
აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის
ექვივალენტობის თეორია - conditio sine qua
non
მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც
ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი
მუხლით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული
საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც
ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან
ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. (მე-8 მ. მე-2 ნაწ.)
ადექვატობის თეორია - მიზეზობრიობას მხოლოდ
მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირობა შედეგის
ადექვატურია.
ქმედება და შედეგი ერთმანეთთან მიზეზობრივად
მაშინაა დაკავშირებული, როდესაც ქმედების
განხორციელებისას დამდგარი შედეგის გამოწვევა
ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე
სავარაუდო იყო, ანუ პირობამ შედეგის დადგომის
შესაძლებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად
გაზრდა.
 რელევანტობის თეორია - ექვივალენტობის და
ადექვატობის თეორიების ნაზავია.
თავდაპირველად, დგინდება იყო თუ რა ქმედება
კავშირში შედეგთან და შემდეგ, თუ შედექგი
ქმედების შემადგენლობის ადექვატური არაა,
მიზეზობრიობა გამოირიცხება.
 კანონზომიერი პირობის თეორია -

პრაქტიკულად არ განსხვავდება
ექვივალენტობის თეორიისგან
 პირს ქმედება ობიექტურად შეერაცხება მხოლოდ
მაშინ, როდესაც მან სამართლებრივად მნიშვნელოვანი
საფრთხე დააფუძნა, რაც შედეგში განხორციელდა.
 პირს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება, თუ:

პირს ქმედებით სამართლებრივად რელევანტური


საფრთხე არ შეუქმნია და შედეგიც არ შეერაცხება, მაგ:
ავტომანქანის ქარხნის მეპატრონე ავარიისთვის
პასუხს არ აგებს, ქმარი პასუხს არ აგებს ცოლის
მკვლელობისთვის, რომელმაც მართვა არ იცის და იმ
იმედით აჩუქა ავტომანქანა, რომ ავარიაში
გარდაიცვლებოდა.
 შექმნილი საფრთხე სამართლებრივად
რელევანტურია, მაგრამ არ არის კავშირი პირის
მიერ დაფუძნებულ სამართლებრივად
რელევანტურ საფრთხესა და დამდგარ შედეგს
შორის, იგივე რისკის შემცირების თეორია, მაგ:
 ცოლმა ქმარი კიბეზე დააგორა იმისათვის, რომ

თავმდასხმელის მიერ მოქნეული დანა მისთვის


აერიდებინა, კიბეზე დაგორების შედეგად ქმარმა
ფეხი მოიტეხა, თუმცა, ამისათვის ცოლი პასუხს
არ აგებს.
 უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ
კოდექსის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო
შედეგის განხორციელების ან კონკრეტული
საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად,
როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების
სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა,
ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და
სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით
შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
 ატიპური მიზეზობრიობა - შედეგი მოვლენების
ატიპურ განვითარებას მოჰყვა - სხეულის
დაზიანება მოკვლის მიზნით. სასწრაფოს
ავტომანქანის ავარია და მსხვერპლის დაღუპვა.
სიკვდილი დანაშაულის სუბიექტს ბრალად არ
შეერაცხება
 შეგნებული თვითდაზიანება მსხვერპლის მიერ -
პირს ბრალად არ შეერაცხება შედეგი, თუ მის
მიერ დაფუძნებული მზეზობრიობაში თავად
მსხვერპლია დამნაშავე. ფარმაცევტი, რომელმაც
გაყიდა ერთი კოლოფი ტკივილგამაყუჩებელი
აბები, პასუხს არ აგებს იმისათვის, რომ
მყიდველმა 10 ტაბლეტი ერთად დალია და
გარდაიცვალა.
 შეგნებულად და ნებაყოფლობით მესამე პირის
ჩართვა მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში.
 პირის ქმედებამ ობიექტურად საფრთხე
დააფუძნა, მაგრამ შედეგი მესამე პირის
შეგნებული ქმედებით დადგა. ადამიანს მიაყენეს
სხეულის დაზიანება მოკვლის მიზნით, თუმცა,
საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას, მძღოლმა
იცნო მსხვერპლი, რომლის მოკვლა მასაც სურდა
და განზრახ სხვა გზით დაგვიანებით მიიყვანა
საავადმყოფოში, თუმცა, იგი უკვე
გარდაცვლილი იყო.
 ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის
კავშირის არარსებობა
 ჩადენილი ქმედება ვალდებულებას არღვევს,

მაგრამ შედეგი დარღვევის გარეშეც დადგებოდა.

 მაგ: მთვრალი მძღოლის მიერ სიჩქარის


გადაჭარბებისას შეჯახება, რასაც ადამიანის
გარდაცვალება მოჰყვა, თუმცა, სიმთვრალის
არარსებობის შემთხვევაშიც შედეგი დადგებოდა.
 დანაშაულის ჩადენის დრო

 დანაშაულის ჩადენის ადგილი

 დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება

 დანაშაულის ჩადენის იარაღი


მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like