პრეზენტაცია - ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - მე-4 ლექცია - ლევან დარბაიძე

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 18

ლევან დარბაიძე,

მოსამართლე, პროფესორი,
სამართლის დოქტორი
დანაშაული, უპირვლეს ყოვლისა, ობიექტური
პროცესების მხრივ განიხილება, რომლებიც პირის
ნებით იქნა გამოწვეული.

აუცილებელია იმ კავშირის დადგენა, რომელიც


პირიც ნებელობით ქცევასა და დამდგარ შედეგს
შორის არსებობს, იმის მიუხედავად
ითვალისწინებდა თუ არა სუბიექტი ამ შედეგს ან
შეეძლო თუ არა მისი გათვალისწინება.
 გარდა ობიექტური პროცესებისა,
დანაშაულებრივი ქმედება განიხილება
სუბიექტის ნების შინაარსის მიხედვით.

 ამ თვალსაზრისით, გასარკვევია იმ
წარმოადგენებისა და ემოციების შინაარსი,
რომელიც განაპირობებს და თან ერთვის
სუსბიექტის ნების გარეგან გამოვლინებას.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა ასახავს
დანაშაულის ფსიქიკურ შინაარსს, რაც ქმნის
საფუძველს პირის ბრალეული
პასუხისმგებლობისათვის.
ბრალის ცნება მოიცავს არამარტო შესაბამის

ფსიქიკურ ნიშნებს (ბრალის აღწერილობითი


მომენტი), არამედ პირის ქმედების შეფასების ანუ
გაკიცხვის მომენტს (ნორმატიული მომენტი)
 ბრალი-ეს არის პირის გასაკიცხი ფსიქიკური
დამოკიდებულება ქმედებასა და მისი
შედეგისადმი.
 ბრალის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია

ორი მომენტი - ინტელექტუალური და


ნებელობითი. სწორედ აღნიშნულის
გათვალისწინებით ერთმანეთისაგან
განასხვავებენ განზრახ და
გაუფრთხილებლობით დანაშაულებს.
განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება,
რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან
არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების


მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა
ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების
გარდაუვალობას.
 1. სუბიექტის მიერ ქმედების
მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება
(ინტელექტუალური)
 2. მართლსაწინააღმდეგო შედეგის

განხორციელების შესაძლებლობა ან ასეთი


შედეგის დადგომის გარდაუვალობა
(ინტელექტუალური)
 3. მათი განხორციელების სურვილი

(ნებელობითი)
 ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა
ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა
თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,
ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ
სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა
ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
 არაპირდაპირი განზრახვისას
ინტელექტუალური ელემენტი პირდაპირი
განზრახვის მსგავსია

 განსხვავებაა ნებელობითი ასპექტით -

 არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად


უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის
დადგომას.
 გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება,
რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

 გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ


მატერიალურ შემადგელობას განეკუთვნება

 გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ


ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ
კოდექსის შესაბამის მუხლში.
 ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ
პირს გაცნობიერებული ჰქონდა
წინდახედულობის ნორმით აკრძალული
ქმედება, ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ
იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან
აიცილებდა.
 თვითიმედოვნების ინტელექტუალური
ელემენტი მსგავსია როგორც პირდაპირი ისე
არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი
დანაშაულისა, თუმცა, შედეგის დადგომის
გათვალისწინების ცნება არსებითად
განსხვავებულია.
 ევენტუალური განზრახვისას პირი

ითვალისწინებს შედეგს, თვითიმედოვნებისას -


იმედოვნებს, რომ მართლსაწინააღმდეგო შედეგს
თავიდან აიცილებს.
 ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს
გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის
ნორმით აკრძალული ქმედება, არ
ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა
ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და
შეეძლო კიდეც.
 გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ
ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის
შესაბამის მუხლში.
თუ სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს
სასჯელის გადიდებას იმ თანამდევი შედეგის
დადგომის გამო, რომელსაც არ მოიცავდა
დამნაშავის განზრახვა, მაშინ ასეთი გადიდება
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც პირმა ეს შედეგი გაუფრთხილებლობით
განახორციელა. ასეთი დანაშაული განზრახ
დანაშაულად ჩაითვლება.
 მოტივი - რატომ ჩაიდინა პირმა დანაშაული, რა
ამოძრავებდა მას, რა იყო მისი ქმედების მოტივაცია
 მიზანი - რისკენ მიისწრაფვის დამნაშავე, ქმედების
საბოლოო შედეგი
 ემოცია - გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და
განცდებს. სისხლისსამართლებრივად მნიშვნელოვანია
აფექტი, უეცრად აღძრული, უკიდურესად ინტენსიური
ემოცია


 ფიზიოლოგიური აფექტი - გავლენას ახდენს
ადამიანის ფსიქიკაზე, ასუსტებს მას, მაგრამ არ
გამორიცხავს სრულად თვითკონტროლისა და
გარემოში სწორად ორიენტაციის უნარს.
ფიზიოლოგიური აფექტი ამსუბუქებს, მაგრამ არ
გამორიცხავს პასუხისმგებლობას
 პათოლოგიური აფექტი - ადამიანი კარგავს

უნარს გააცნობიეროს ქმედების მნიშვნელობა და


შეგნებული არ აქვს რას აკეთებს, არ აქვს უნარი
უხელმძღვანელოს ქმედებას. შეურაცხადობა.
 პირის ემოციური მდგომარეობა 3 შემთხვევაშია
გათვალისწინებული:
 1. აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი

მკვლელობა - მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო


ძალადობა, მძიმე შეურაცხყოფა ან სხვა მძიმე
ამორალური ქმედება
 2. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკველობა

მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ


 3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად

მძიმე დაზიანება აფექტის მდგომარეობაში


მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like