Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

საფრანგეთი

ნიკოლოზ არველაძე
საფრანგეთის გეოგრაფიული
მდებარეობა
საფრანგეთი, რომლის
ტერიტორიასაც ექვსკუთხედის მსგავსი კონფიგურაცია
აქვს, ფართობით ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა.
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მოსაზღვრე
ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარი
ა, იტალია, მონაკო, ანდორა და ესპანეთი,
რომელთაგანაც 3 ევროკავშირის წევრი არ არის. მის
შემადგენლობაშია კუნძული კორსიკა ხმელთაშუა
ზღვაში. საფრანგეთი შედგება 27 რეგიონისგან. მათ
შორის 22 თავად საფრანგეთის ტერიტორიაზე
მდებარეობს, ხოლო 5 ზღვისქითა
დეპარტამენტია: გვადელუპა, მარტინიკა, გვიანა, მაიო
ტა და რეიუნიონი
ბუნებრივი პირობები და რესურსები
• ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკეები და
დაბლობები, უმაღლესი მწვერვალია მონბლანი,
რომელიც მთელ დასავლეთ ევროპაში
უმაღლესია. იგი იტალიასთან სასაზღვრო
რაიონში მდებარეობს. საფრანგეთი
ენერგეტიკული რესურსებით მდიდადი არ არის
(თუ არ ჩავთვლით ევროპული მასშტაბების
ურანის მადანს). მოიპოვებენ ბოქსიტებს, რკინის
მადანს, მარილებს, საშენ მასალას. ქვეყანა
მდიდარია მდინარეებით, მაგრამ ღარიბია
ტბებით. დიდი ყურადღება ექცევა ბუნების
დაცვას.
• საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი
ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა
ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა
ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი
უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს,
როგორებიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით
ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით
კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით
ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.
მოსახლეობა
• საფრანგეთის მოსახლეობა 2023 წელს 68 მილიონს
შეადგენს
ბოლო 10 წელში მოსახლეობამ მხოლოდ 3 მილიონით
მოიმატა.
napoleon
mbappe
სოფლის მეურნეობა
• საფრანგეთი, ისტორიულად, სოფლის მეურნეობის
ნაწარმის მსხვილი მწარმოებელი იყო. ვრცელმა
ნაყოფიერმა მიწებმა, თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებამ და ევროკავშირის
სუბსიდიებმა განაპირობეს საფრანგეთის, როგორც
ევროპაში უდიდეს (ევროკავშირში წარმოებული
პროდუქციის 20 %), ხოლო მსოფლიოში სიდიდით
მესამე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის
მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად
ჩამოყალიბება.
• საფრანგეთის მთავარი საექსპორტო სოფლის
მეურნეობის პროდუქტებია: ხორბალი, შინაური
ფრინველი, რძის ნაწარმი, საქონლისა და ღორის
ხორცი, ასევე, ნახევარფაბრიკატი საკვები
შრომის ბაზარი
• ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) 2011 წლის კვლევის
მიხედვით, საფრანგეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იმდენივეა,
რამდენიც გაერთიანებულ სამეფოში — 35 000 $. გაზეთ „ნიუ-იორკ
ტაიმზის“ მიმომხილველმა პოლ კრუგმანმა თავის სტატიაში გამოიყენა
BLS–ის კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ „ფრანგი მუშაკები ისევე
მაღალპროდუქტიულები არიან, როგორიც ამერიკელები“, თუმცა 2011
წელს უფრო ცოტა ფრანგი მუშაობდა პროცენტულად და, ამასთან,
„მათი სამუშაო საათების რაოდენობა ნაკლები იყო“. კრუგმანის
აზრით, ეს სხვაობა განპირობებულია იმით, რომ „ფრანგები აკეთებენ
განსხვავებულ არჩევანს პენსიაში გასვლასა და შვებულებაზე“.
პარიზი
პარიზი — საფრანგეთის დედაქალაქი და
ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე
ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-
ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს
პარიზსა და მის შემოგარენს.
პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს
და პოლიტიკური ცენტრია,
დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტუ
რითა და მისი
გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე.
მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville
Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული
ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით
სარგებლობს.
• მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ
საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი
მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით,
რესტორნებითა და ღამის კლუბებით. პარიზის
ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას
მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი
ლითონის ეიფელის კოშკი.
• პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის
მონაცემებით 2 145 906 ადამიანი ცხოვრობდა.
ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა
და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად
პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10 858 852
(2020) მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი -
13 024 518 მილიონი (2020).
• პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს
საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და
მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი)
იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის
ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა
თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ
საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა
წარმომადგენლობები.
მადლობა ყურადღებისთვის
• ნიკოლოზ არველაძე

You might also like