Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ბრტყელტერფიანობა

ზვიად ბიგვავა
ბრტყელი ტერფი, ანუ ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის
ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც ტერფის თაღის სიმაღლეს
თვალსაჩინოდ შემცირებულია ან ტერფი „გაბრტყელებულია”. ამ
დროს უფრო ხშირად შეიმჩნევა თითებისა და ტერფის წინა ნაწილის
გარეთ გადახრა. არსბეობს შეხედულება, რომ ბრტყელტერფიანობა
უფრო ხშირია იმ პირებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის
განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება ან
ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი
სისუსტე.
ბრტყელი ტერფის ფორმები:

 რაქიტული

 პარალიზური

 ტრავმული

 სტატიკური
რაქიტული ბრტყელი ტერფის წარმოშობის მიზეზია რაქიტი. ამ
დროს კუნთ-სახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად ტერფის
ძვლოვანი ქსოვილი გარბილებულია, რაც საერთო ჯამში მის
გაბრტყელებას იწვევს.
პარალიზური ბრტყელი ტერფი უფრო ხშირად პოლიომიელიტის
შედეგია. იგი ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა
მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება.

ტრავმული ბრტყელი ტერფის მიზეზია სხვადასხვა ტრავმა


(მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა და სხვ.), რის შედეგადაც ტერფის
ნორმალური მდგომარეობა ირღვევა. მითუმეტეს, როდესაც მოტეხილი
ტერფის ძვლები არასწორად შეხორცდება (კონსოლიდაცია). ამ
შემთხვევაში სხეულის ზეწოლა ტერფზე ქმნის ყველა პირობას იმისათვის,
რომ არაფიზიოლოგიური მდგომარეობაში მყოფმა ტერფმა ბერტყელი
ფორმა მიიღო.
სტატიკური ბრტყელი ტერფი ამ პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული
ფორმაა (90% შემთხვევაში) და კუნთ-სახსროვანი აპარატის სისუსტით
არის განპირობებული, რომლის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს
ტერფის გადატვირთვა. გარდა მძიმე ფიზიკური დატვირთვისა
(მაგალითად, სიმძიმის აწევა), სტატიკური წარმოშობის ბრტყელი ტერფი
ვი- თარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომის,
არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარების, ჯანმრთელობის სუსტი
ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში დასაწყისში ავადმყოფი უჩივის ადვილად დაღლას,
ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას და სხვ. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ ბრტყელი ტერფით
განპირობებული უარყოფითი შეგრძნება ხშირად ნელა ვითარდება, მაგრამ მოგვიანებით,
განსაკუთებით ასაკის მომატებასთან ერთად, ეს შეგრძნება თანდათან უფრო მკვეთრად იჩენს თავს,
რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბრტყელი ტერფის შემთხვევაში იცვლება ტერფის რესორული ფუნქცია და მისი
ამორტიზაციული როლი, რის გამოც საშიშროება იქმნება როგორც თავისა და ზურგის ტვინის, ისე
შინაგანი ორგანოების შერყევის მხრივ. იგი იწვევს სხეულის სტატიკის დარღვევას, ამიტომ
შესაძლოა განაპირობოს ორგანოთა სისტემების ფუნქციური მდგომარეობის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
ტერფის ფორმის შესწავლა იწყება უპირველესად ტერფის დათვალიერებით. გამოსაკვლევი პირის
დგომისა და ჯდომის მდგომარეობაში, მას ფეხები მხრების სიგანეზე აქვს გაშლილი. დათვალიერება
საჭიროა წინიდან, გვერდიდან და უკნიდან. აუცილებელია ტერფის ძირის დათვალიერება და ხელით
ტერფის თაღზე შეხება. გამოკვლევის შემდეგი სახეა გამურულ ქაღალდზე ტერფის ანაბეჭდების აღება და
თაღის სიმაღლის გაზომვა. არსებობს ტერფის გამოკვლევის უფრო ზუსტი მეთოდები. მათ მიეკუთვნებათ
სპეციალური ტერფსაზომები (ვ. ბეხტერევის, ა. ჩოგოვაძის და სხვ.). ამ ხელსაწყოების საშუალებით ზომავენ
ტერფის სიგრძეს, სიგანეს, დიდი თითის გადახრის კუთხეს. მიმართავენ აგრეთვე ტერფის
რენტგენოგრაფიას. ტერფის გამოკვლევის შემთხვევაში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ბრტყელი
ტერფის შემთხვევაში ხშირად ტერფის უკანა ნაწილში (ქუსლთან ახლოს) როგორც გარეთა, ისე შიგნითა
ზედაპირზე შესაძლებელია ღრმა პალპაციით გამოავლინონ მტკივნეული წერტილები.
პროფილაქტიკა

ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა


აუცილებლად ბავშვობის ასაკიდან უნდა დაიწყონ. დიდი
მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც
უმჯობესია იყოს ტყავის, შედარებით განიერქუსლიანი (4-5 სმ).
აუცილებელია ფეხსაცმლის ძირზე, იქ სადაც მოთავსდება ტერფის
თაღი, დამაგრებული იყოს ტყავის სპეციალური შემაღლება –
სუპინატორი, რომელიც ხელოვნურად ხელს უწყობს ტერფის
თაღის ამაღლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს,
რომლის დროს დიდი მონდომებით უნდა დაამუშაონ ტერფის
თაღი. მასაჟის შემდეგ ეფექტურია გრილი წყლის აბაზანების
მიღება.
კონსერვატიულ მკურნალობაში წამყვანი მნიშვნელობა კინეზოთერაპიას
მიენიჭება. საჭიროა სპეციალური ვარჯიშები, რომელთა მეშვეობით
ხორციელდება როგორც ტერფის თაღის შემაღლება, ისე დასუსტებული
კუნთ-სახსროვანი აპარატის გამაგრება და სხეულის სტატიკის გამოსწორება.
ტერფის ვარჯიშისთვის ვარჯიშთა მთელი კომპლექსია შემოღებული. მათი
შესრულების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ შიშველი
ფეხის წვერებზე ოთახში სიარულს ტერფის გარეთა კიდეებზე დაყრდნობით,
ტერფების შიგნით მოხრილ მდგომარეობაში იატაკზე გადააადგილებას,
ფეხის- გულებით რაიმე მკვრივი საგნის გორებას, წოლით მდგომარეობაში
ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ტერფით ფეხის მთელ სიგრძეზე გაცურება, ფეხის
ქუსლებით ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ტერფის თაღზე დაყრდნობა და
რესორული მოძრაობის შესრულება, ჩაბუქნა და სხვ. სამკურნალო
ვარჯიშები საჭიროა შეასრულონ დილასა და საღამოს, თითო ვარჯიში 10-
15-ჯერ უნდა გაიმეორონ.
 ბრტყელტერფიანობის აცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ფიზიკურ აღზრდასა და სპორტს. მაგრამ კვეთრად გამოხატული
ბრტყელი ტერფის შემთხვევაში მოზარდი არ უნდა დაუშვან სპორტის
ისეთ სახეობებში, სადაც წამყვანი მოძრაობაა სირბილი.
 თანდაყოლილი ბრტყელი ტერფის შემთხვევაში შესაძლოა
გამოიყენონ ოპერაციული მკურნალობა. ტერფის ფორმის
დადგენისას მოსალოდნელია განმოვლინდეს თანდაყოლილი
დეფორმაცია (ანომალია), რომელიც ყველა შემთხვევაში
ორთოპედიული ხასიათის კონსერვატიულ (თაბაშირის ნახვევით) და
ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like