Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 49

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და

თავისუფლებების წინააღმდეგ

საგანი: სისხლის სამართალი


მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
ხელყოფა
 სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა
ვლინდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური
მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან
ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია.
 ყველა ეს მოქმედება უკანონოა იმის გამო, რომ ისინი ხორციელდება იმ
პირის თანხმობის გარეშე, ვისაც ეს ეხება.
 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება
გულისხმობს სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით პირის პირადი ცხოვრების
ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების მოძიებასა და
შეგროვებას. ინფორმაცია და მონაცემები შეიძლება იკრიფებოდეს
საიდუმლოდ ან ღიად დაწესებულებებში დოკუმენტების გაცნობის გზით,
ნათესავებთან, მეზობლებთან საუბრით, ცნობების გატაცებით და სხვა.
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 იფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა - უკვე


მოპოვებული ინფორმაციის ფლობა მათი შენახვის ადგილსამყოფელის
მიუხედავად.
 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება
შესაძლებელია მოხდეს მისი გავრცელების გარეშეც, როდესაც
დამნაშავე ამ ცნობებს იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების
მიზნით.
 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელება ან
ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა - მისი შინაარსის
შეტყობინება სხვა პირის ან პირთა ჯგუფისათვის.
 დანაშაული დამთავრებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვევის
მომენტიდან (მატერიალური შემადგენლობა).
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან
პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური (სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა,


ნაკლებანაზღაურებად სამუშაოზე გადაყვანა, მომგებიანი გარიგების
ჩაშლა და სხვა) და მორალური (ოჯახის დაშლა, საქმიანი რეპუტაციის
შელახვა და სხვა).
 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების ან
შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება პირს, რომელმაც მოპოვებული (შენახული) ინფორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
 სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილის ობიექტური შემადგენლობა ვლინდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური
მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში ან/და გავრცელებაში.
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება


შეაძლებელია მოხდეს მისი გავრცელების გარეშეც, როდესაც
დამნაშავე მათ იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების
მიზნით.
 ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელება
შეიძლება განხორციელდეს ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის,
სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის (პრესა, რადიო,
ტელევიზია) ან სხვა საჯარო გამოსვლის (მაგალითად, კრებაზე,
მიტინგზე, კონფერენციაზე) მეშვეობით.
 ყველა ზემოაღნიშნული მოქმედებით ხდება პირთა მნიშვნელოვანი
ჯგუფისათვის პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან
პერსონალური მონაცემების შესახებ ცნობების შეტყობინება.
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,


ჩადენილი:
 ანგარებით (მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით);
 არაერთგზის.
 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი
მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო
ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა (მოსამართლე,
ექიმი, მღვდელმსახური) ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფა
 განსხვავება სსკ-ის 157-ე მუხლისაგან:
 სსკ-ის 157-ე მუხლში საუბარია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის,
ასევე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე,
გავრცელებაზე ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფაზე;
 სსკ-ის 1571 მუხლში საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ
მოპოვებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, გავრცელებაზე ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ
უზრუნველყოფაზე.
 სსკ-ის 157-ე მუხლი მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, ხოლო სსკ-ის 1571
მუხლი - ფორმალური შემადგენლობის დელიქტია.
 პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისათვის ან შენახვსათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ
გზით მიაწოდა.
მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფა
 პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა
თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის,
სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის
მეშვეობით.
 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
 ანგარებით;
 არაერთგზის.
 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის,
პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ
საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების
დარღვევა

 ქმედების ობიექტია -პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა.


 სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ობიექტურ შემადგენლობას ქმნის:
 კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება;
 კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას
გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის
მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება
ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
 კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული
ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა.
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების
დარღვევა

 კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება - ამ საუბრის


შინაარსის ჩაწერა იმ პირის თანხმობის გარეშე, რომელიც საუბრობს
ან ამგვარი საუბრის მოსმენა კანონიერი საფუძვლის გარეშე.
 კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი
ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური
საშუალების გამოყენებით - ისეთი საშუალება, რომელიც ადვილად
მისაწვდომს ხდის მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი
ელექტრომაგნიტური ტალღების მოპოვებას.
 ამგვარი საშუალება მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ
გამოყენებისა და გავრცელების ყველაზე საშიში ხერხია. ტექნიკური
საშუალობის გამოყენება ზრდის ინფორმაციის სრულად მიღების
შესაძლებლობას.
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების
დარღვევა
 კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული
ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა - უკვე
მოპოვებული ინფორმაციის ფლობა მათი შენახვის
ადგილსამყოფელის მიუხედავად.

 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,


რომელმაც მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო
ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების
დარღვევა

 სსკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ობიექტურ


შემადგენლობას ქმნის კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური
საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის
უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი უზრუნველყოფა.
 გამოყენება შეიძლება მიზნად ისახავდეს შანტაჟს, პირის რეპუტაციის
შელახვას და სხვა,
 გავრცელება გულისხმობს მოპოვებული ინფორმაციისა და
მონაცემების შინაარსის სხვა პირისათვის გადაცემას.
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების
დარღვევა

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,


ჩადენილი:
 ანგარებით;
 არაერთგზის.
 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება:
 რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
(მოსამსახურე, რომელიც იყენებს თავის სამსახურებრივ
მდგომარეობას დანაშაულის ჩასადენად).
მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან
სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

 ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ხორციელდება პირადი


მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული
სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან
გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვებაში, გახსნაში,
შინაარსის გაცნობაში ან შენახვაში.

 მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვება,


გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა - პირის ნებართვის გარეშე მისი
კორესპონდენციის მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა.
მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან
სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,


რომელმაც მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო
ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

 პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა


ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით,
კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით
მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გამოყენება,
გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.
მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან
სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,


ჩადენილი:
 ანგარებით;
 არაერთგზის.

 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული


ქმედება:
 რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის დარღვევა
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა
მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას,
უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა
მფლობელობის ხელშეუხებლობას.
 ბინა ან სხვა მფლობელობა - სახლი, საცხოვრებელი ბინა, სასტუმროს
ნომერი, ოთახი საერთო საცხოვრებელში, სარდაფი, ავტოფარეხი და სხვა.
 უკანონოდ შესვლა - თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით
(მაგალითად, ბინის გამოყენება მეპატრონის დროებითი არყოფნისას).
 უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება - სისხლის სამართლის საპროცესო
ნორმების დარღვევით.
 დამთავრებულია უკანონოდ შესვლის, უკანონო ჩხრეკის ან სხვა ქმედების
ჩატარების მომენტიდან.
მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის დარღვევა
 იგივე ქმედება:
 ჩადენილი ძალადობით (ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) ან
ძალადობის მუქარით;
 რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შეფასებითი მომენტია და შეიძლება
გამოიხატოს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანში).
 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
 ჯგუფურად;
 სამსახურებრივი მდგომარეობის (მაგალითად, პოლიციელის მიერ სათანადო
ნებართვის გარეშე ბინაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება) ან იარაღის
გამოყენებით (ძალადობის გამოყენების მუქარის ხასიათისაა);
 არაერთგზის.
მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების
ხელყოფა
 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება შეკრების ან
მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში, თუ იგი ჩადენილია
ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით.
 შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა - აღნიშნულ ღონისძიებათა
კანონის საწინააღმდეგოდ აკრძალვა ან სხვაგვარი წინააღმდეგობის შექმნა
(ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ფიზიკური ზემოქმედება ან ასეთი
ზემოქმედების მუქარა).
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა (მაგალითად, მოხელის მიერ ამა თუ იმ
ღონისძიების ჩატარების უკანონო აკრძალვა, შენობის მიცემაზე უარის თქმა
და ა.შ.).
მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების
ხელყოფა
 ძალადობა ან ძალადობის მუქარა წარმოადგენს მოქალაქის
კანონიერ უფლებათა რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ფორმას. იგი
შეიძლება გამოიხატოს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებაში, ცემაში ან
მათი მიყენების მუქარაში.
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - მაგალითად, ქალაქის
მერი ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით და კანონის
საწინააღმდეგოდ ხელს უშლის მოქალაქეებს მათი უფლების
განხორციელებაში.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. დანაშაულის
მოტივი და მიზანი ზეგავლენას არ ახდენენ კვალიფიკაციაზე. მოტივი
შეიძლება იყოს ხულიგნური, პოლიტიკური და სხვა.
მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების
ხელყოფა

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი იარაღის გამოყენებით (გასროლა ჰაერში, იარაღის თავში


ჩარტყმა);
 რამაც მასობრივი არეულობა გამოიწვია (ჯგუფური მოქმედება, რასაც თან
ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).
 რამაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი (ჯანმრთელობის მძიმე
ან ნაკლებად მძიმე დაზიანება) გამოიწვია (შედეგის მიმართ ამ
შემთხვევაში მხოლოდ გაუფრთხილებლობაა).
მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში
ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს არჩევნებში,


რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის
შეშლას.
 ხელის შეშლა შეიძლება გამოიხატოს წინასაარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობისაგან ჩამოშორებაში, საარჩევნო სიის გაცნობისათვის
წინააღმდეგობის შექმნაში, სიაში შეტანის თაობაზე განცხადების
მიღებაზე უარის თქმაში და სხვა.
 რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის
შეშლა შეიძლება გამოიხატოს პირის უფლებების უკანონო
შეზღუდვაში.
 დანაშაული დამთავრებულია ხელის შეშლის ფაქტის დადგენიდან.
მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში
ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
 მოტყუებით (მაგალითად, მოქალაქის შეცდომაში შეყვანით დეპუტატის
კანდიდატის მონაცემების შესახებ).
 მოტყუება ორი სახისაა: აქტიური და პასიური.
 აქტიური მოტყუება - პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ ცნობების
შეტყობინებით (მაგალითად, საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის,
ბიულეტენის შევსების წესის შესახებ), რომელიც მოქალაქეს არასწორ
წარმოდგენას უქმნის პრეზიდენტობის, დეპუტატობის კანდიდატზე ან
რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე.
 პასიური მოტყუება - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამალვა
(კერძოდ, კანდიდატის პიროვნების, მისი პარტიული კუთვნილების შესახებ;
არჩევნების ჩატარების ადგილის ან დროის შესახებ და სხვა).
მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში
ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 ძალადობით (პირის სხეულზე ზემოქმედებით, რამაც გამოიწვია
განმრთელობის მსუბუქი დაზიანება ან გამოიხატა ცემაში,
თავისუფლების უკანონო აღკვეთაში) ან ძალადობის მუქარით (ცემის
ჯანმრთელობის დაზიანების, სიცოცხლის მოსპობის მუქარა). მუქარა
უნდა იყოს რეალური. იგი შეიძლება იყოს იმწუთიერი ან
მომავლისაკენ მიმართული.
 ჯგუფურად.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივს
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. მოტივი შეიძლება იყოს
როგორც პირადი (შურისძიება), ასევე პოლიტიკურიც.
მუხლი 1621. კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას
ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან
წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა

 არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების


შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების
ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან
წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა,
რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, ან ძალადობის მუქარა.
 არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების
შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების
ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან
წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, რამაც
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
 ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ჯგუფურად.
მუხლი 163. საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის
მუშაობისათვის ხელის შეშლა

 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს საარჩევნო ან


სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას, რამაც
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში
ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.
 ხელის შეშლა - საარჩევნო კომისიის შენობის ბლოკირება, საარჩევნო
კომისიის წევრისათვის სხდომაზე დასწრების თუ ხმების დათვლაში
მონაწილეობის აკრძალვა და სხვა.
 დანაშაული დამთავრებულია, თუ ხელის შეშლამ არჩევნების,
რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის
პროცესის ჩაშლა გამოიწვია.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი
- პოლიტიკური, შურისძიება, ხულიგნური ქვენა გრძნობა და სხვა.
მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად
დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

 ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემდეგი სახის ქმედებაში ვლინდება:

 არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის


ფარულობის დარღვევაში;
 საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში
რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო,
სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბებაში;
 ხმების განზრახ არასწორად დათვლაში;
 არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის
ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენაში.
მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად
დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

 ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - საარჩევნო უბნის დატოვება


კაბინების გარეშე, დაუნომრავი ბიულეტენის გაცემა, ხმის მიცემის
კაბინაში სხვა პირთა დასწრება და სხვა.
 საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში
რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო,
სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება - ამგვარ
დოკუმენტებში ცრუ ცნობების შეტანა, ნამდვილი დოკუმენტის
შინაარსის შეცვლა, ტექსტის ნაწილის შესწორება, ყალბი შინაარსის
ახალი დოკუმენტის შექმნა (საარჩევნო სიაში მკვდარი სულების ან
ისეთი პირების შეყვანა, რომელთაც არა აქვთ საარჩევნო უფლება).
 საარჩევნო დოკუმენტებს მიეკუთვნება საარჩევნო ბიულეტენი,
ამომრჩეველთა სია, კეჭისყრის ოქმი და სხვა.
მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად
დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

 არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა


რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად
დადგენა - ცრუ, არასწორი შედეგის გამოცხადება (არსებული
სინამდვილის საწინააღმდეგოდ ესა თუ ის კანდიდატი ცხადდება
არჩეულად ან რეფერენდუმის შედეგი გაუქმებულად და სხვა).
 დანაშაული დამთავრებულია თუნდაც ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის
შემდეგ, მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
 ქმედების სუბიექტი - სპეციალურია. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო,
სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიის წევრი ან ასეთ
კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნული პირი.
მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

 ნორმა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) კანონით განსაზღვრული


კონკრეტული წესების დარღვევის დროს სს პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.

 ქმედების სუბიექტი - პირი რომელიც მოქმედებს რომელიმე


საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისაგან
თავის შეკავების მიზნით. ეს შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი
ორგანოს კანდიდატი, მისი წარმომადგენელი ან სხვა პირი.
მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

 ქმედების ობიექტური შემადგენლობის გამომხატველია ისეთი


ქმედებები, როგორიცაა:

 ამომრჩევლისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი


ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა
რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა;
 ამომრჩევლის მიერ წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება;
 კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით
მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.
მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

 ამომრჩევლისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი


ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა
რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა.
 მაგალითად, არჩევნებისას მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების
დარიგება, ამომრჩევლებისათვის საკვები პროდუქტების, პირველადი
მოხმარების საგნების უსასყიდლოდ დარიგება, სხვადასხვა
მოწყობილობების შეღავათიან ფასებში გადაცემა და სხვა.
 ქონება - არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები − მაისურები,
კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.
 მომსახურების გაწევა - სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო,
სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება, დაპირება, გაწევა.
მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

 პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება


სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე
ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 000 ლარის
საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის,
დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის
მიღებისათვის.
 პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება
პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისთვის, რომლებიც
უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და
სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.
 პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ
შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების
ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს.
მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება


პირი, რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით,
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის,
ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების,
მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას,
ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების
მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში
მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა
სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
 პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
მუხლი 1642. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში,
რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

 ქმედების სუბიექტი - ამომრჩეველი.


 არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი
პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის
საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა.
 დანაშაული დამთავრებულია ხმის მიცემის პროცედურის
განხორციელებისთანავე.
 ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების სახე
წარმოადგენს ამ მუხლის კონსტრუქციულ ელემენტს და სსკ-ის 362-ე
მუხლით დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს, მაგრამ თუ პირი
მხილებულია ამგვარი ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და
გასაღებაში, მაშინ კვალიფიკაცია მოხდება სსკ-ის 362-ე მუხლითაც
მუხლი 1642. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში,
რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

 სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე


არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება -
მოტყუების ფიზიკური ხერხია, რომლის საშუალებითაც არჩევნების
შედეგების გაყალბება ხორციელდება.
 ხმის არაერთგზის მიცემა - მოტყუების ერთ-ერთი ფიზიკური ხერხია,
რომელიც შეიძლება დამნაშავემ განახორციელოს როგორც თავისი
პირადობის დამადასტურებელი, ისე სხვისი ან ყალბი დაკუმენტის
ნარდგენით.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
 ქმედების ჩადენის დრო - არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის
ჩატარების დღე, როდესაც ამომრჩეველი ახორციელებს ხმის მიცემას.
მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება

 ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება არჩევნებთან


დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებაში.

 ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს არჩევნების


საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია თუ არა საარჩევნო
დოკუმენტაციის გაყალბებამ.

 კანონმდებელი ჩამოთვლის არჩევნებთან დაკავშირებული


დოკუმენტების სახეებს. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება: საარჩევნო
სიები, ოქმები, ბიულეტენები, სარეგისტრაციო ჟურნალები და
საკონტროლო ფურცლები.
მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა

 გაფიცვა - კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების მიზნით


მუშაკთა დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი მოვალეობის
მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

 გაფიცვის უფლების ხელყოფა ობიექტური შემადგენლობით


გულისხმობს:
 გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას
ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
 მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების
გამოყენებით პირის იძულებას თავი შეიკავოს გაფიცვისაგან.
მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა

 ძალადობა - ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანების


მიყენებაში.
 მატერიალური დამოკიდებულება - მაგალითად, მშობელი აიძულებს
შვილს უარი თქვას გაფიცვის უფლების განხორციელებაზე.
 სამსახურებრივი დამოკიდებულება - მაგალითად, ზემდგომი
თანამდებობის პირი აიძულებს ხელქვეითს უარი თქვას გაფიცვის
უფლების განხორციელებაზე.
 სხვაგვარი დამოკიდებულება - მაგალითად, პირი დავალებულია
მეგობრისაგან და იძულებულია მისი თხოვნით თავი შეიკავოს
გაფიცვისაგან.
მუხლი 166. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების
შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა

 დანაშაულის ობიექტური ნიშანია პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან


რელიგიური გაერთიანების შექმნისა ან საქმიანობისათვის უკანონოდ
ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
 ხელის შეშლა - პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური
გაერთიანების შექმნისა ან საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას
(უკანონო უარი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური
გაერთიანების რეგისტრაციაზე, უარი პარტიის არჩევნებში
მონაწილეობაზე, რელიგიური ორგანიზაციის მიერ რელიგიური წესის
აღსრულებისათვის დაბრკოლების შექმნა და სხვა).
მუხლი 166. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების
შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა

 ძალადობა ან ძალადობის მუქარა წარმოადგენს მოქალაქის კანონიერ


უფლებათა რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ერთ-ერთ ფორმას.
 ძალადობა ან ძალადობის მუქარა გულისხმობს ფიზიკურ ზემოქმედებას
ან ასეთი ზემოქმედების მუქარას - ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ
დაზიანებას ან მის მუქარას.
 დანაშაული დამთავრებულია პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან
რელიგიური გაერთიანების შექმნის ან საქმიანობისათვის
დაბრკოლების შექმნის მომნტიდან, როდესაც გამოყენებულია
ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
მუხლი 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან
არასწორი ინფორმაციის წარდგენა

 დანაშაულის ობიექტური ნიშნები მდგომარეობს:

 პირისათვის უკანონოდ უარის თქმაში მასზე არსებული ინფორმაციის


ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან
მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და
თავისუფლებებს;
 ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან
დამახინჯებულად წარდგენაში;
 ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის გასაცნობად სხვაგვარად
ხელის შეშლაში.
მუხლი 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან
არასწორი ინფორმაციის წარდგენა
 უარი უკანონოა, თუ იგი კანონს ან სხვა ნორმატიულ აქტს ეწინააღმდეგება.
იგი შეიძლება გამოთქმული იყოს როგორც ზეპირად, ასევე
ზეპირსიტყვიერად.
 არასრული ინფორმაციის წარდგენა - პირისათვის მის ნაწილობრივ
გაცნობას.
 დამახინჯებული ინფორმაციის წარდგენა - ისეთი ცნობების წარდგენა,
რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა (დაზარალებულის კანონიერი
მოთხოვნების უგულებელყოფა, ინფორმაციის მიწოდების გახანგრძლივება)
 დანაშაული დამთავრებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქმედებამ
დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. იგი შეიძლება გამოიხატოს
ქონებრივ ან მორალურ ზიანში.
მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა

 შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის


კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან
ძალადობის მუქარით.

 ხელის შეშლა გულისხმობს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების -


შრომის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, მისთვის
ხელოვნურად დაბრკოლებათა შექმნას, მის საქმიანობაში უკანონოდ
ჩარევასა და სხვა.

 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულია


ძალადობის ან ძალადობის მუქარის მომენტიდან.
მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა

 ძალადობის ან ძალადობის მუქარა წარმოადგენს მოქალაქის კანონიერი


უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ერთ-ერთ ფორმას.

 იგი შეიძლება გამოიხატოს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებაში, ცემაში ან


მათი მიყენების მუქარაში.

 თუ ძალადობას მოჰყვება ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე


დაზიანება - დანაშაულთა ერთობლიობა.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა. დანაშაულის მოტივი


შეიძლება იყოს სხვადასხვა - შურისძიება, მტრობა და სხვა. ისინი
ზეგავლენას არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე.
მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა

 ქმედების სუბიექტი - სპეციალურია. საწარმოს ან ორგანიზაციის


ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური
უფლებამოსილებით აღწურვილი პირი
 ქმედების ობიექტური შემადგენლობა მდგომარეობს პირის იძულებაში,
დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან
განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში.
 პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით
სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე - ესე იგი მისი ფიზიკური ან
ფსიქიკური იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით.
დამთავრებულია იძულების მომენტიდან.
მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა

 სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების


შეუსრულებლობა - დამთავრებულია სასამართლო გადაწყვეტილების
ძალაში შესვლის მომენტიდან.

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა (მაგალითად, დამნაშავეს არ სურს


სამუშაოზე ჰყავდეს პატარა ბავშვების დედა, დამნაშავეს მტრული
დამოკიდებულება აქვს დაზარალებულთან, დაზარალებულის მიერ
მისი საქმიანობის კრიტიკა და სხვა).
მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა

 ქმედების ობიექტი - შრომითი უფლებები, ასევე ადამიანის სიცოცხლე


და ჯანმრთელობა.

 ქმედების სუბიექტი - პირი რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების


ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევისათვის.

 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა და გამოიხატება უსაფრთხოების


ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევაში.

 დისპოზიცია ბლანკეტურია.
მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა

 დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია


კანონში მითითებული შედეგის დადგომის მომენტიდან. ამგვარ
შედეგს წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე
დაზიანება (პირველი ნაწილი), ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (მე-2
ნაწილი), ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (მე-3 ნაწილი).

 სუბიექტური შემადგენლობა - გაუფრთხილებლობა.

 განზრახვის შემთხვევაში პირი პასუხს აგებს ადამიანის სიცოცხლისა


და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის.

You might also like