I.ძუნწი და ოქრო

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

იგავ-არაკები

„სიბრძნე სიცრუისა“
სულხან-საბა ორბელიანი

 საზოგადო მოღვაწე
 ლექსიკოგრაფი - ლექსიკონის შემქმნელი
 მეიგავე
 მთარგმნელი
 დიპლომატი
 მეცნიერი
იგავ-არაკი - დიდაქტიკური (აღმზრდელობითი) ჭკუის სასწავლებელი
ნაწარმოებია.

მეიგავე, ადამიანი, რომელიც ქმნის იგავს, თავის ნამდვილ სათქმელს


გამოგონილ ამბებში შენიღბავს ხოლმე,რათა ის მკითხველმა თავად
ამოიცნოს; თუმცა, ზოგჯერ იგავის ბოლოს მოკლედ არის ჩამოყალიბებული
მისი მთავარი აზრი, რასაც შეგონება ეწოდება.

სულხან-საბა ორბელიანის იგავების კრებულის სათაურია „სიბრძნე


სიცრუისა-“ სიბრძნე, რომელიც სიცრუეში, ტყუილში, გამოგონილ ამბავში
იმალება
„სიბრძნე-სიცრუისა“ (მოკლე შინაარსი)

იყო ერთი კეთილი მეფე, სახელად ფინეზი.მას ჰყავდა ორი ვეზირი (მრჩეველი, ქვეშევრდომი)-
სედრაქი,რომელიც კეთილი და ჭკვიანი იყო და რუქა- ბოროტი, მაგრამ ბრძენი.
მეფეს გვიან გაუჩნდა შვილი, მას სახელად ჯუმბერი დაარქვა. მეფეს დაესიზმრა, თუ ვინ უნდა
ყოფილიყო ჯუმბერის აღმზრდელი. მან სიზმარში ახალგაზრდა მოგზაური კაცი, ლეონი ნახა და
ის მოიწვია ჯუმბერის აღსაზრდელად.
ლეონი მკაცრი აღმზრდელი აღმოჩნდა, იგი ჯუმბერს ისე არ ექცეოდა, როგორც უფლისწულს.
ძალიან მძიმე პირობებში აცხოვრებდა და ამით უვითარებდა მომავალი მეფისთვის და
ზოგადად, ადამიანისთვის საჭირო თვისებებს.
რუქამ მეფეს უამბო ლეონის სიმკაცრის შესახებ, მაგრამ იგი არ დაისაჯა, რადგან მეფეს
წინასწარ ფიცი დააწერინა, რომ არ მოკლავდა.
ამბავში სედრაქი იცავს ლეონს, ხოლო რუქა მისი წინააღმდეგია, ვეზირები იგავ-არაკების
საშუალებით ეკამათებიან ერთმანეთს.
საბოლოო ჯამში, ლეონი კარგი აღმზრდელი აღმოჩნდება და ჯუმბერი სამეფო ტახტს მიიღებს.
ძუნწი და ოქრო

https://www.youtube.com/
watch?v=nmaOrudGV24
ძუნწი- ადამიანი, რომელიც ხარბი- ადამიანი, რომელსაც
საკუთარ ქონებასაც კი არ არასდროს ჰყოფნის ის, რაც
იყენებს და მისი სხვისთვის აქვს და სხვისი ქონებისკენაც
მიცემაც ენანება გაურბის თვალი
ლექსიკონი
მის წილ - მის ნაცვლად
ავად ქონება - ტყუილად ქონა, ცუდად ქონა, გამოუყენებლობა
ძუნწი - ადამიანი, რომელიც საკუთარ ქონებას თავადაც არ იყენებს და
მისი სხვისთვის განაწილებაც ენანება
მომპარავი - ქურდი
ხარბი- ადამიანი, რომელსაც არასდროს ჰყოფნის ის, რაც აქვს და
სხვისი ქონებისკენაც გაურბის თვალი
საშინაო დავალება:
 იგავ-არაკი „ძუნწი და ოქრო“ თხრობით (გვ.59)
 ახალი სიტყვები ზეპირად
 რამდენჯერმე გადაიკითხეთ სლაიდში მოცემული „სიბრძნე-
სიცრუისას“ მოკლე შინაარსი
 დასაწერი დავალება: გვ.60 N6

You might also like