Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 21

შესავალი სტატისტიკაში

ლექცია1_პრაქტიკული
სილაბუსი სტატისტიკაში
• სასწავლო კურსი შედგება ინტერაქტიული ლექციებისა
და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან.
• სტუდენტებმა სემესტრის განმავლობაში
დამოუკიდებლად უნდა შეასრულონ ყოველკვირეული
საშინაო დავალებები ლექციაზე განხილული მასალის
გამოყენებით.
• სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს მიეცემათ
გამოკვლევის მონაცემთა ბაზა, რომელიც სემესტრის
განმავლობაში უნდა დაამუშაონ იმ მეთოდების
გამოყენებით, რომლებსაც შეისწავლიან ლექციებზე.
მონაცემების დამუშავების შედეგები სტუდენტმა უნდა
დააფიქსიროს Word-ის ფაილში და სემესტრის ბოლოს
ჩააბაროს პედაგოგს დასკვნითი შეფასების მისაღებად.
შეფასების კომპონენტები
• დავალებების შესრულება - 30 ქულა;
• შუალედური გამოცდა - 40 ქულა (მინიმალური ზღვარი 16 ქულა);
• შემაჯამებელი პროექტი - 30 ქულა (მინიმალური ზღვარი 12
ქულა);

• იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის რომელიმე


დავალებაში/ნაშრომში გამოვლინდა პლაგიატის
შემთხვევა, დავალება/ნაშრომი არ შეფასდება, ხოლო
სტუდენტის მიერ კომპონენტში დაგროვებული ქულები
გაუქმდება. წესი ასევე ვრცელდება სტუდენტების მიერ
ერთმანეთის ნაშრომების გადაწერის შემთხვევებზე
(პლაგიატის სანქცია ვრცელდება დავალების/ნაშრომის
ორივე ავტორზე)
შეფასების სისტემა

(A) 91 - 100 ფრიადი


(B) 81 – 90 ძალიან კარგი
(C) 71 – 80 კარგი
(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი
(E) 51 – 60 საკმარისი
(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა
საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების
უფლება
(F) 0– 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის
თავიდან უნდა შეისწავლოს კურსი
დავალების მიღება გადაგზავნა
 არგუსში ატვირთული იქნება სტატისტიკის კურსისთვის აუცილებელი
მასალები და დავალებები.

 არგუსზე მასალების მოსაძებნად სტუდენტი უნდა შევიდეს


სასწავლო მასალებში, მოძებნოს მისი პედაგოგის სახელი და
გვარი , რომლის ქვემოთ იქნება მის მიერ ატვირთული სასწავლო
მასალები და დავალებები.

 სტუდენტების მიერ დავალებები უნდა შესრულდეს Word-ის ფაილში


და გაიგზავნოს ლექტორის მიერ მათთვის წინასწარ მიწოდებულ
ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან აუცილებელია, რომ შესრულებული
დავალების (Word-ის) ფაილს სახელი დაარქვათ ქართულად შემდეგი
წესით ჯგუფის ნომერი_გვარი_სახელი_დავალების ნომერი. იგივე
ტექსტი უნდა მიუთითოთ მეილის „Subject”-შიც.

 ყოველ დავალებას აქვს შესრულების ვადა, დავალების ვადას და


გადმოგზავნის პერიოდულობას განსაზღვრავს პედაგოგი, რომელიც
სტუდენტს ეცნობება არგუსზე წერილის საშუალებით. წინასწარ
შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ გადმოგზავნილი
დავალებები არ შეფასდება.
რიცხვის ნაწილი, პროცენტი
• а რიცხვის х ნაწილი ეწოდება а*х რიცხვს
– მაგ: a=10 ; x=1/2 მაშინ а რიცხვის х ნაწილი იქნება a*x=10*1/2=5
• a რიცხვის p პროცენტი ეწოდება a*p/100 რიცხვს
• პროცენტი არის წილადი, რომლის მნიშვნელია 100
– მაგალითად,
50 პროცენტი (50%) = 50/100 = 1/2
20 პროცენტი (20%) = 20/100 = 1/5
• იმისათვის, რომ პროცენტი ჩავწეროთ წილადის ან ათწილადის
სახით, იგი უნდა გავყოთ 100–ზე
– 50%=50/100=1/2
– 75%=75/100=3/4
– 45%=45/100=0.45
– 25%=25/100=0.25
რიცხვის ნაწილი, პროცენტი
• პირიქით, წილადის ან ათწილადის პროცენტის სახით ჩასაწერად იგი
უნდა გავამრავლოთ 100-ზე
– 1/2 *100=50 ე.ი 1/2 =50%
– 1/4 *100=25 ე.ი 1/4 =25%
– 0.2 *100=20 ე.ი 0.2 =20%
– 0.425*100 = 42.5 ე.ი 0.425 = 42.5%
• პროცენტის გამოთვლა
• ვიპოვოთ 10-ის 50%
პროცენტის განმარტებიდან a=10 , p=50%, მაშინ а რიცხვის p პროცენტი
იქნება a*p/100=10*50/100=5.
რაც იგივეა,
ჩავწეროთ 50% წილადის სახით და გავამრავლოთ 10-ზე
50/100*10=1/2*10=5
• შენიშვნა მარტივი (სწრაფი) გამოთვლებისათვის
• 10%=10/100=1/10 ე.ი. რიცხვის 10% არის ამ რიცხვის მეათედი ნაწილი. 30-ის 10% =30/10=3.
რიცხვის 10% შეგვიძლია გამოვიყენოთ 20%, 30% და ა.შ. გამოსათვლელად . 30-ის 20% =3*2=6
(10%-ის გაორმაგებული) 30-ის 15% =3*1.5=4.5 და ა.შ.
რიცხვის ნაწილი, პროცენტი
• პროცენტული ზრდა

– გასულ წელს 1 კილოგრამი ხორცის ფასი იყო 20 ლარი. მიმდინარე წელს


იგი გაიზარდა 5 პროცენტით. გამოვთვალოთ ხორცის ფასი მიმდინარე წელს
 პირველ ეტაპზე ვიპოვოთ 20-ის 5% = 20*5/100=1
 ე.ი 20 ლარი უნდა გავზარდოთ 1 ლარით, 20+1=21 ლარი.
– ან რაც იგივეა
 უნდა გამოვთვალოთ 20-ის (100+5)%
 20-ის (100+5)%=20*105/100=21.

• ანალოგიურად გამოითვლება პროცენტული კლება


– ვთქვათ შემოდგომაზე ტანსაცმლის მაღაზიამ გამოაცხადა 30%-იანი
ფასდაკლება. რა ეღირება აღნიშნული ფასდაკლების შემდგომ ქურთუკი ,
რომლის საწყისი ფასი შეადგენდა 180 ლარს?
 ფასდაკლების მოცულობა 180-ის 30% = 180*30/100=18*3=54
 ქურთუკის გასაყიდი ფასი = 180-54=126 ლარი.
რიცხვის ნაწილი, პროცენტი
• a რიცხვი შეადგენს b რიცხვის a/b ნაწილს
– მაგ: a=10 , b=40, მაშინ a რიცხვი არის b რიცხვის a/b=10/40=1/4
ნაწილი.
• a რიცხვი შეადგენს b რიცხვის a/b*100 პროცენტს
– მაგ: მათემატიკის ტესტზე სტუდენტმა 50 კითხვიდან სწორად
უპასუხა 40-ს. კითხვების რამდენ პროცენტს გასცა სტუდენტმა
სწორი პასუხი?
 კითხვების რა ნაწილს გასცა სტუდენტმა სწორი პასუხი? –
40/50
 კითხვების რამდენ პროცენტს გასცა სტუდენტმა სწორი
პასუხი? - 40/50*100=80%.
პროპორცია
• ორი ფარდობის ტოლობას პროპორცია ეწოდება .
, სადაც ;

: = : , სადაც ;

• პროპორციის კიდურა წევრების ნამრავლი ტოლია შუა წევრების


ნამრავლის
=

• რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად


 რიცხვი 100 გავყოთ 3-ისა და 2-ის პროპორციულ ნაწილებად.
 ამისათვის 100 უნდა გავყოთ 3+2-ზე (ე.ი. უნდა დავყოთ 3+2=5 თანაბარ
ნაწილად) და შედეგი გავამრავლოთ 3-ზე და 2-ზე
100/(3+2)*3=60 და 100/(3+2)*2=40
 მაშასადამე, 100-ის გაყოფით 3-ისა და 2-ის პროპორციულ ნაწილებად,
მივიღებთ 60 და 40.
ამოცანები პროპორციებზე
• პირდაპირპროპორციული - ვიტყვით, რომ ორი სიდიდე
პირდაპირპროპორციულია, თუ ერთი სიდიდის რამდენჯერმე ზრდა
იწვევს მეორე სიდიდის იმდენჯერვე ზრდას.
პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება
• მანქანა 100 კილომეტრის გასავლელად ხარჯავს 8 ლიტრ საწვავს,
რამდენ ლიტრ საწვავს დახარჯავს იგივე მანქანა 150 კილომეტრის
გასავლელად?
რაც უფრო მეტ მანძილს გადის მანქანა, მით უფრო მეტი საწვავია საჭირო
რამდენჯერ გაიზარდა მანქანის მიერ გავლილი მანძილი ?
150/100 = 1.5
ე.ი. 150 კილომეტრის გასავლელად მანქანა დახარჯავს
8 * 1.5 = 12 ლიტრ საწვავს.
• უკუპროპორციული - ვიტყვით, რომ ორი სიდიდე უკუპროპორციულია,
თუ ერთი სიდიდის რამდენჯერმე ზრდა იწვევს მეორე სიდიდის
იმდენჯერვე კლებას.
უკუპროპორციული დამოკიდებულება
• წყლის 2 ონკანი ავზს ავსებს 12 საათში. რამდენ საათში აავსებს იგივე
ავზს იგივე ზომის 6 ონკანი ?
რაც უფრო მეტია ონკანი, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო ავზის ასავსებად
რამდენჯერ გაიზარდა ონკანების რაოდენობა, რომლითაც ივსება ავზი ? – 6/2=3
ე.ი. ავზის გასავსებად 6 ონკანს დასჭირდება სამჯერ ნაკლები დრო - 12 / 3 = 4 საათი .
ფუნქცია
• რა არის ფუნქცია ?
გამომავალი
შემავალი ინფორმაცია
(არგუმენტი) ფუნქცია ინფორმაცია (შედეგი,
მნიშვნელობა)

• ფუნქცია არის შესაბამისობა რაიმე ორ სიმრავლეს შორის.


• საზოგადოდ ფუნქციას აღნიშნავენ f, g, h ,... ასოებით.
განმარტება: X და Y სიმრავლეებს შორის შესაბამისობას, სადაც X
სიმრავლის ყოველ ელემენტს შეესაბამება Y სიმრავლის
ერთადერთი ელემენტი, ეწოდება ფუნქცია.
ფუნქციის ზოგადი ჩანაწერებია:

𝑋𝑓 𝑌 ან 𝑓 : 𝑋 →𝑌
ან 𝑦 = 𝑓 (𝑥 ) , 𝑥 ∈ 𝑋 𝑦 ∈𝑌

უფრო ხშირად გამოიყენება ჩაწერა , სადაც -ს ეწოდება ფუნქციის
არგუმენტი, ხოლო y-ს - ფუნქციის მნიშვნელობა.
ფუნქცია
• თუ მოცემულია X და Y სიმრავლეებს შორის შესაბამისობა f
ფუნქციით, მაშინ X სიმრავლეს უწოდებენ f -ის განსაზღვრის არეს ,
ხოლო Y-ს კი f -ის მნიშვნელობათა სიმრავლეს.

• მაგალითი 1:
– ვთქვათ
f(x) არის ფუნქცია, რომელიც ნებისმიერ შემავალ ინფორმაციას
(არგუმენტს) -ს გარდაქმნის ან - ად ან - ად, იმისდა მიხედვით,
ლუწია თუ კენტი.
გავიგოთ რას უდრის f ფუნქციის მნიშვნელობა, როცა =4
f ფუნქციის განსაზღვრის თანახმად, f(4) = 4x4=16, რადგან 4 ლუწი
რიცხვია. იმ შემთხვევაში, თუ შემავალი ინფორმაცია იქნება კენტი
რიცხვი, მაგალითად 5, მაშინ f(5) = 5+2 =7.
ფუნქცია
• მაგალითი 2:
f ფუნქცია განვმარტოთ შემდეგნაირად - მისი განსაზღვრის არე
იყოს ადამიანის სახელები, ხოლო მნიშვნელობათა სიმრავლე
იყოს სახელების პირველი ასოს ნომრები (მდებარეობა)
ქართულ ანბანში .
• თუ აღნიშნული ფუნქციის არგუმენტი იქნება სახელი „გიორგი“, მაშინ
f(გიორგი)=3 , რადგან სახელი იწყება „გ“ ასოთი , რომელიც
მდებარეობს ანბანში მესამე ადგილზე.
• თუ არგუმენტი იქნება სახელი „დავითი“, მაშინ f(დავითი)=4 და ა.შ.

• მაშასადამე, საზოგადოდ ფუნქცია არის ზოგადი


შესაბამისობა , რომელიც ზემოქმედებს მის არგუმენტებზე და
გვაძლევს რაიმე შედეგს, ფუნქციის მნიშვნელობას.
ფუნქცია
• რიცხვითი ფუნქცია და მისი გრაფიკი

ფუნქციას, რომლის განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე


რიცხვითი სიმრავლეებია, უწოდებენ რიცხვით ფუნქციას.

რიცხვითი f ფუნქციის გრაფიკი კი ეწოდება სიბრტყის ყველა (x,y)


წყვილთა სიმრავლეს - A , რომლისთვისაც მართებულია ტოლობა,
სადაც x არის f ფუნქციის განსაზღვრის არის წერტილი.

𝐴= ¿
ფუნქცია
ფუნქცია
• ფუნქციის წარმოდგენის ხერხები
• ცხრილური ხერხი
– ზოგ შემთხვევაში ფუნქცია მოცემულია ცხრილის სახით, სადაც არგუმენტის
სხვადასხვა მნიშვნელობისათვის მოცემულია ფუნქციის შესაბამისი
მნიშვნელობები.
x y
3 8
2 7
5 10
7 12

• ანალიზური ხერხი
– უმეტეს შემთხვევაში ფუნქცია მოცემულია ანალიზური სახით (ფორმულის
საშუალებით), რომელიც გვიჩვენებს თუ რა მოქმედებები უნდა ჩავატაროთ
არგუმენტებზე, რომ მივიღოთ ფუნქციის შესაბამისი მნიშვნელობა .
მაგალითად:
ფუნქცია
• ფუნქციის წარმოდგენის ხერხები
• გრაფიკული ხერხი
– საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული წერტილთა სიმრავლე
განსაზღვრავს ფუნქციას , თუ ამ სიმრავლის არც ერთი ორი
წერტილი არ მდებარეობს OY ღერძის პარალელურ ერთსა და
იმავე წრფეზე და განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა
სიმრავლე შესაბამისად მოცემულ წერტილთა სიმრავლის
აბსცისათა და ორდინატთა სიმრავლეებია
– მართლაც, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ x რიცხვს შეესაბამება
ერთადერთი ისეთი y, რომ M() მოცემულ სიმრავლეს ეკუთვნის
ფუნქცია
• რა არ არის (ცალსახა) ფუნქცია?
– ვიცით, რომ თუ x და y სიდიდეები ერთმანეთთან
დაკავშირებულია ისე, რომ x-ის ყოველ მნიშვნელობას
შეესაბამება y-ის ერთადერთი მნიშვნელობა, მაშინ y-ს ეწოდება
x არგუმენტის (ცალსახა) ფუნქცია
– შესაძლებელია x და y-ს შორის დამოკიდებულება იყოს ისეთი,
რომ x-ის ერთსა და იმავე მნიშვნელობას შეესაბამებოდეს y-ის
რამდენიმე მნიშვნელობა, შესაძლოა უსასრულოც კი.
• მოვიყვანოთ მაგალითი: ვთქვათ, x და y სიდიდეები ერთმანეთთან
დაკავშირებულია შემდეგი წესით 𝑥 2+ 𝑦 2=4 , საიდანაც

𝑦 =± √ 4 − 𝑥 2
• ვთქვათ x=1 , მაშინ𝑦 =+ √3 𝑦 =− √ 3
ან . მაშასადამე x -ის ერთ
მნიშვნელობას შეესაბამება y-ის ორი განსხვავებული მნიშვნელობა.
წრფივი ფუნქცია და მისი გრაფიკი

• ცვლადებს შორის კავშირის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს


წრფივი კავშირი;

• ამბობენ, რომ X და Y ცვლადებს შორის არის წრფივი


კავშირი, თუ
Y=a*X + b

• მოცემული კავშირის განმსაზღვრელ ფუნქციას, სადაც a და b


ნებისმიერი ნამდვილი რიცხვებია, ეწოდება წრფივი
ფუნქცია.
– თუ a>0, მაშინ X-ის ზრდა იწვევს Y-ის ზრდას ანუ ფუნქცია ზრდადია,
– თუ a<0, მაშინ X-ის ზრდა იწვევს Y-ის კლებას ანუ ფუნქცია კლებადია.
– წრფივი ფუნქციის გრაფიკი არის წრფე
წრფივი ფუნქცია და მისი გრაფიკი

25

20
2
3 x+
15 y = ე ბითი
დ ად
10
f(x) = − 2 x + 10
5
უარყ
ო ფით
0 ი
1 2 3 4 5 6
-5

You might also like